სასტუმროები ქობულეთში

სასტუმრო ქობულეთში – 11 რჩეული სასტუმრო ზღვის სეზონისთვის

  1. სასტუმროები

ქობულეთის სანაპირო ზოლი ფიჭვნარითაა დაფარული და მაგნიტურ ქვიშიან პლაჟებთან ერთად უნიკალურ მიკროკლიმატსა და დასვენების შესაძლებლობას ქმნის. სანაპიროს გასდევს კეთილმოწყობილი ბულვარი, გამწვანებული პარკებით, სათამაშო და გასართობი მოედნებით, საზაფხულო კაფე-ბარებითა და რესტორნებით.
ქალაქსა და მის შემოგარენში შეგიძლიათ დაისვენოთ 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით, გართობის ადგილებითა და კომფორტული სივრცეებით.
თუკი შედარებით ბიუჯეტური, მაგრამ მყუდრო და მშვიდი დასვენების მოწყობა გსურთ, ქობულეთში არაერთი მცირე ზომის სასტუმროა.
თუ სასტუმროს ძებნით ხართ დაკავებული, აუცილებლად გადაავლეთ თვალი ჩვენს სტატიას, სადაც ქობულეთის 11 საუკეთესო სასტუმროს მიმოვიხილავთ.

11 საუკეთესო სასტუმროს ჩამონათვალი ქობულეთში | 2023

სასტუმრო საუკეთესო მომსახურებით: Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti

სასტუმრო გასართობი კომპლექსით: Dreamland Oasis

სასტუმრო ბულვართან: Kobuleti Beach Club

სასტუმრო მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე: Magnetic Beach Resort

საოჯახო ტიპის სასტუმრო: Iveri Beach Kobuleti

საუკეთესო საოჯახო სასტუმრო: Chveni Ezo Boutique Hotel

სასტუმრო კოტეჯებით: Hotel Chateau Kvirike

საუკეთესო ბიუჯეტური სასტუმრო: New House Kobuleti 

სასტუმრო ზღვის ხედით: Kobuleti Pearl Of Sea Hotel & Spa

სასტუმრო ეგზოტიკურ ციხისძირში: Castello Mare

სასტუმრო აღმაშენებელზე: Hotel Nobilis Hall

სტატიაში მიმოვიხილავთ ბაკურიანის საუკეთესო სასტუმროებს, რომლებიც ჩვენმა ექსპერტებმა სპეციალურად თქვენთვის შეარჩიეს. სასტუმროს შერჩევისას ვეყრდნობით საკუთარ გამოცდილებას, მომხმარებელთა შეფასებებსა და გავლენიანი ტურისტული პლატფორმების რეიტინგებს. სტატიაში მოცემული კონტენტი არ არის დასპონსორებული.

1. Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti

Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti საუკეთესო ადგილია ქობულეთში დასვენებისთვის. სასტუმროს ელეგანტური, თბილი და მყუდრო ატმოსფეროს მქონე სხვადასხვა კატეგორიის ნომრები აქვს. ოთახები სრულიად გარშემორტყმულია ზღვასა და ბაღზე გამავალი პანორამული ხედებით.კომფორტული საწოლები აღჭურვილია ორთოპედიული მატრასებით, ყოველი დეტალი გათვლილია სტუმრების კომფორტული დასვენებისთვის. სასტუმროს რამდენიმე ბარი და ორი რესტორანი აქვს, სადაც დახვეწილ და ჯანსაღ კერძებს შემოგთავაზებენ ქართული და ევროპული სამზარეულოდან. სასტუმრო იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის. ეზოში მოწყობილია ბავშვთა სივრცეები, ეწყობა ხატვის, სამაგიდო თამაშებისა და მხიარული სტარტების აქტივობები. სასტუმროს დიდი ბაღის ბოლოში მდებარეობს ფრენბურთის მოედანი, 220 კვ.მ.-ის ფართობზე. ეს ყველა სტუმრისათვის უფასო მომსახურებაა. სასტუმროს სპა ცენტრში სამკურნალო პროცედურების, სხეულისა და სახის მაღალი დონის თერაპიების ჩატარება შეგიძლიათ.

Booking რეიტინგი: 8.9

მისამართი: Agmashenebeli Ave 275

ახლოს მდებარე ობიექტები:  ქობულეთის სანაპირო, რესტორანი “აბსოლუტი”, კაფე “ყაზბეგი”

სტანდარტული ფასი: 515 ₾

ვებ-გვერდი: https://www.gph.ge/ge/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/bqt2k 

სასტუმრო Dreamland Oasis ზღვის პირას

2. Dreamland Oasis

Dreamland Oasis საუკეთესო ადგილია მეგობრებთან და ოჯახთან ერთად დასვენებისთვის. თითოეული აპარტამენტიდან იშლება ზღვისა და სუბტროპიკული მარადმწვანე ბაღების ულამაზესი ხედი. სასტუმროს ტერიტორიაზე ყველაფერი თქვენი კომფორტული დასვენებისა და გართობისთვის. კომპლექსი მოიცავს აკვაპარკს, საცურაო აუზებს, თემატურ ბარებსა და რესტორნებს. საბავშვო მოედნებს, კერძო პლაჟს, ბულვარს, ბოულინგს, სათამაშო ოთახებს, 3D, 7D და 9D კინოთეატრებს, ჩოგბურთის კორტებს, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს. ტერიტორიაზე განლაგებულია კვების ათზე მეტი ობიექტი. განსხვავებული ინტერიერისა და მდებარეობის ბარებში, რესტორნებსა თუ ლაუნჯებში შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ტრადიციული, ქართული კერძები, ასევე – ევროპული და აზიური კულინარიის შედევრები.

Booking რეიტინგი: 8.3

მისამართი: Batumi Street 16, 6000 Chakvi

ახლოს მდებარე ობიექტები:  ჩაქვის სანაპირო, იაპონური ბაღი

სტანდარტული ფასი: 570 ₾

ვებ-გვერდი: https://dreamland.ge/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/9pr9f 

სასტუმრო Kobuleti Beach Club ღია აუზით

3. Kobuleti Beach Club

Kobuleti Beach Club სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს. სასტუმროდან გასვლისთანავე ქობულეთის სანაპიროზე აღმოჩნდებით. ნომრებიდან უსასრულო ლურჯი ხედები იშლება. საღამოობით კი აივანზე ზღვიდან მომავალი გრილი ბრიზი გაგაგრილებთ. სასტუმროს ინტერიერი სადა და მინიმალისტურია, თეთრ და კრემისფერში გადაწყვეტილი. ოთახები ნათელია და დილიდან მზის სხივებით ივსება. სასტუმროს საკუთარი ღია აუზიც აქვს, სადაც შეგიძლიათ ინებივროთ და საყვარელი ცივი კოქტეილებით გაგრილდეთ. ასევე მოწყობილია მცირე ზომის ფიტნეს დარბაზი, ფიზიკური აქტივობის მოყვარული სტუმრებისთვის. სასტუმროს ზოგიერთი ნომერი აღჭურვილია სამზარეულოს ინვენტარით, სადაც შეგიძლიათ მოამზადოთ სასურველი კერძები.

Booking რეიტინგი: 9.5

მისამართი: Agmashenebeli Street 373 A

ახლოს მდებარე ობიექტები:  რესტორანი “Chlimarte”, ქობულეთის სანაპირო ზოლი

სტანდარტული ფასი: 290 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/KobuletiBeachClub/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/tnf12 

სასტუმრო Magnetic Beach Resort ბარით და აუზით

4. Magnetic Beach Resort

Magnetic Beach Resort მყუდრო, დახვეწილი დიზაინის მქონე სასტუმროა ქობულეთის სანაპიროზე. ფიჭვნარში ჩაფლული და მთის ქედებით გარშემორტყმული სასტუმროდან წლის ნებისმიერ დროს უნალექო ამინდში მოჩანს კავკასიონის მთების დიდებული მწვერვალები. სასტუმროდან ორიოდ ნაბიჯში რბილ, ქვიშიან სანაპიროზე აღმოჩნდებით. მაგნიტური ქვიშის სანაპირო იდეალური ადგილია სასიამოვნო და გამაჯანსაღებელი დასვენებისთვის. სასტუმროს ნომრებიდან აჭარის მთებისა და შავი ზღვის პანორამული ხედები იშლება. ბოლო სართულზე განთავსებულია რესტორანი და ბარი, სადაც უგემრიელეს კერძებს პანორამულ აუზთან დააგემოვნებთ. პანორამული აუზი გადაჰყურებს სანაპიროს და ზღვის არაჩვეულებრივ ხედებს. “ქოლექთივ ბართან” განთავსებულია ჯაკუზი, საიდანაც საუცხოო ხედებით დატკბებით.

Booking რეიტინგი: 9.4

მისამართი: 379 D. Aghmashenebeli Avenue

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი “Chlimarte”, ქობულეთის სანაპირო ზოლი

სტანდარტული ფასი: 221 ₾

ვებ-გვერდი: https://www.magneticbeachresort.com/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/gq0jw

სასტუმრო Iveri Beach Kobuleti-ს
აუზი და საზაფხულო ავეჯი

5. Chveni Ezo Boutique Hotel

სასტუმრო Chveni Ezo ბუტიკური სტილის სასტუმროა სანაპიროდან 600 მეტრში. ოთახები მყუდრო, ნათელი და კომფორტულია. აბაზანაში კი ყველა საჭირო ინვენტარი დაგხვდებათ – სუფთა, ქათქათა პირსახოცები და ხალათები. სასტუმრო დილით საუზმით გაგიმასპინძლდებათ, რომელიც შეგიძლიათ ბაღში, ან პირდაპირ აუზთან მიირთვათ სურვილისამებრ. სასტუმროს არაჩვეულებრივი გამწვანებული ეზო აქვს, საზაფხულო ავეჯით, ტერასებითა და ბარბიქიუს აღჭურვილობით. ეზოში მოწყობილია ღია აუზი დამსვენებლებისთვის, საბავშვო საქანელები და ბატუტი. შეგიძლიათ გაერთოთ ბილიარდის თამაშით ან მაგიდის ჩოგბურთით. აქაური გარემო იდეალურია ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის.

Booking რეიტინგი: 9.4

მისამართი: 492 D. Agmashenebeli Avenue

ახლოს მდებარე ობიექტები: კაფეები “ელზა”, “პაულო”, “ბობ მარლი”

სტანდარტული ფასი: 159 ₾

ვებ-გვერდი: https://chveniezobh.com/ge 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/nyfs

სასტუმრო Castello Mare ზღვის პირას

6. Castello Mare

სასტუმრო Castello Mare-დან ზღვისა და მასზე დაშვებული გამწვანებული ფერდობების დაუვიწყარი ხედი იშლება. სასტუმრო ზღვის პირას, კლდოვან სანაპიროზე მდებარეობს. აქვეა კერძო პლაჟი, აუზი, საუნა და ფიტნეს ცენტრი სრულფასოვანი დასვენებისთვის. კომპლექსის ტერიტორიაზეა სამი სხვადასხვა შენობა, სადაც განლაგებულია მაღალი კლასის ნომრები, ორ სართულიანი ლუქსები დიდი აივნებით, ან შედარებით ბიუჯეტური, მყუდრო ოთახები. შეგიძლიათ საკუთარი ორ სართულიანი ვილაც კი იქირაოთ ზღვის სტილის ინტერიერით, ბამბუკის კორომებით, ზღვით და კლდით გარშემორტყმული დიდი მისაღებით და 2 საძინებლით, აივნით და ტერასით. სასტუმროს არაჩვეულებრივი ტროპიკული ბაღი აქვს, მანდარინებით და საუკუნოვანი ხეებით. Castello Mare-ს სპა კომპლექსი უნიკალურ გამაჯანსაღებელი ცენტრია, რომელშიც განთავსებულია ფიტნეს დარბაზი, დახურული და ღია უსასრულო აუზი. მასაჟი და ჰიდროთერაპია, კოსმეტოლოგია, სხეულისა და სახის მოვლის პროგრამები, ფიზიოთერაპია და სილამაზის სალონის მომსახურებები. სასტუმროში არაჩვეულებრივი გასტრონომიული გამოცდილებაც შეგიძლიათ მიიღოთ. გარდა მრავალფეროვანი შვედური მაგიდისა საუზმეზე მუშაობს 7 ობიექტი, სადაც მზადდება საუკეთესო ქართული და ევროპული კერძები.

Booking რეიტინგი: 8.7

მისამართი: Tsikhisdziri, Adjara

ახლოს მდებარე ობიექტები:  ციხისძირის სანაპირო, პეტრას ციხე

სტანდარტული ფასი: 686 ₾

ვებ-გვერდი: https://castellomare.com/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/xgrds 

სასტუმროHotel Nobilis Hall ღია აუზით

7. Hotel Nobilis Hall

სასტუმრო Hotel Nobilis Hall-დან ზღვაზე ფეხით სულ რაღაც 2 წუთში აღმოჩნდებით. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს, შიდა ატმოსფერო მაინც ძალიან მშვიდი და მყუდროა. შემინული კედლების დამსახურებით ოთახები მუდმივად სავსეა მზის სხივებითა და სინათლით. საძინებელში კომფროტული საწოლები და მატრესებია, აბაზანა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, მათ შორის თმის საშრობითა და ჰიგიენის სხვა ნივთებით.
ეზოში ღია აუზი დაგხვდებათ, სადაც ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ გართობა. სასტუმროს პირველ სართულზე ფუნქციონირებს ბარი, სადაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ სასურველი კოქტეილები და მზის აბაზანებთან ერთად გაგრილდეთ.

Booking რეიტინგი: 9.3

მისამართი: 784 Aghmashenebeli str

ახლოს მდებარე ობიექტები:  

სტანდარტული ფასი: 270 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/Hotelnobilishall 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/5lj3k 

სასტუმრო Hotel Chateau Kvirike და კოტეჯები

8. Hotel Chateau Kvirike

შატო კვირიკე უნიკალური კომპლექსია. სასტუმრო გაშენებული 6 ჰექტარზე და უამრავ საინტერესო სივრცესა და ატრაქციას იტევს – მარანს, აუზს, რესტორნებს, ისტორიულ ნაგებობაში განთავსებულ პატარა მუზეუმს, უნიკალურ რეკრეაციულ გარემოს – ასწლოვანი ევკალიპტებით, ვენახებით, თხილისა და კივის ხეივნებით. სასტუმროს სტანდარტული ნომრების გარდა, შეგიძლიათ დაისვენოთ ინდივიდუალური ვიზუალითა და ორნამენტებით მორთულ კოტეჯებში. თუკი ტრადიციული გარემოსა და ბუნების მოყვარული ხართ, კოტეჯებში დასვენება იდეალურია მეგობრებთან ერთად. სასტუმროში მოწყობილია კონტაქტური ზოოპარკი სპეციალურად ბავშვებისთვის, სადაც სხვადასხვა ჯიშის ცხოველებს შეხვდებით.

Booking რეიტინგი: 8.9

მისამართი: 2 Kldiashvili Street 

ახლოს მდებარე ობიექტები:  რესტორანი “Taraghana Fish”

სტანდარტული ფასი: 280 ₾

ვებ-გვერდი: https://kvirike.com/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/nbd5z 

სასტუმრო New House Kobuleti აუზით

9. New House Kobuleti

სასტუმრო New House Kobuleti იდეალური გამოცდილებაა მათთვის, ვისაც სურს ქართული სტუმართმოყვარეობა გამოსცადოს. სასტუმროს მასპინძელი და მომსახურე პერსონალი მუდმივად მზადაა თქვენი ნებისმიერი სურვილი აასრულოს. ტერიტორია მშვიდი და მყუდროა. ეზოში ორი ღია ტიპის აუზია. ნომრები მუდამ სუფთა, კომფორტული საწოლებითა და ტექსტილით. სასტუმროს ეზო განსაკუთებით ლამაზი და მყუდროა ღამით. განათებული აუზი, გარშემო მოსასვენებელი ავეჯითა და მცენარეებით იდეალურია განტვირთვისთვის. საუზმეზე მასპინძლები განსაკუთრებით ზრუნავენ. ამიტომ, ყოველ დილით, დათქმულ დროს, გემრიელი კერძებით გაწყობილი საუზმე თქვენს განკარგულებაშია.

Booking რეიტინგი: 9.8

მისამართი: 12 Lermontova street

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი “Taraghana Fish”

სტანდარტული ფასი: 130 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=100067066226772 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/pazuh 

სასტუმრო Kobuleti Pearl Of Sea Hotel & Spa ღია აუზით

10. Kobuleti Pearl Of Sea Hotel & Spa

სასტუმრო Pearl Of Sea სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს. ფართო ვიტრაჟებიანი ოთახებიდან საოცარი ხედი იშლება ზღვაზე. ყოველ ოთახს საკუთარი ტერასა აქვს. თეთრ ფერში გადაწყვეტილი ტერასები განსაკუთრებით უხდება ზაფხულსა და ზღვას. სასტუმროს საკუთარი აუზი და მის გარშემო კომფორტული საზაფხულო ავეჯი აქვს, სადაც შეგიძლიათ გაირუჯოთ და მზის აბაზანებით ისიამოვნოთ გამაგრილებელ სასმელებთან ერთად. აქტიური დასვენების მოყვარულთათვის მოწყობილია სავარჯიშო დარბაზი სხვადასხვა ტრენაჟორებით. აქვე შეგიძლიათ ისიამოვნოთ სპა და ველნეს პროცედურებით.

Booking რეიტინგი: 8.6

მისამართი: Tamar Mepe №42

ახლოს მდებარე ობიექტები: თავისუფლების მოედანი, კაფეები “დავითი”, “შუა ქალაქი”

სტანდარტული ფასი: 140 ₾

ვებ-გვერდი: https://pearlkobuleti.com/en 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/lnwmq 

სასტუმრო  Iveri Beach Kobuleti ხედით ზღვაზე აივნებით

11. Iveri Beach Kobuleti

სასტუმრო Iveri Beach თავისი ნომრებით პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს. ფეხით ქუჩას გადაკვეთთ და უკვე ქობულეთის სანაპიროზე ამოყოფთ თავს. ოთახები საკმაოდ კარგი ზომისაა და თავს კომფორტულად იგრძნობთ. ეზოში მოწყობილია აუზი, მათ შორის პატარებისთვის ცალკე განყოფილებით. აუზის გარშემო საზაფხულო კარვები დგას, სადაც ზაფხულის ცხელ მზეს შეგიძლიათ შეაფაროთ თავი და კომფორტულად მოთავსდეთ ბაღის რბილ ავეჯზე. სასტუმროს საკუტარი ბარიც აქვს, სადაც შეგიძლიათ სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელები დააგემოვნოთ. ღირებულებაში შედის საუზმეც. თუმცა სასტუმროს საკუთარი რესტორანი არ აქვს. ამისთვის შეგიძლიათ მიმდებარე კაფე-ბარებს ეწვიოთ.

Booking რეიტინგი: 8.7

მისამართი: 339a, Aghmashenebeli street

ახლოს მდებარე ობიექტები: კაფეები “ელზა”, “პაულო”, “ბობ მარლი”

სტანდარტული ფასი: 170 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/iveribeach/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/z1idh 

რა ვნახოთ ქობულეთში?

ქობულეთში ვიზიტორებისთვი ღირსშესანიშნაობების მრავალფეროვანი არჩევანია. ფართო, გაშლილი სანაპიროები ქალაქის გასწვრივ, უფრო ეგზოტიკური და ველური ბუნება ციხისძირში, ლაშქრობის მოყვარულებისთვის – პარკები და ნაკრძალები. ისტორიული ადგილებიდან გამორჩეულია პეტრას ციხე, საიდანაც პანორამული ხედები იშლება ქობულეთის სანაპირო ზოლზე. ატრაქციონების მოყვარულები აუცილებლად ეწვიეთ ციცინათელას პარკს. აქვეა ცნობილი მინიატურების პარკი, რომელშიც საქართველოს ყველა კუთხიდან გამორჩეული ნაგებობების მინიატურულ ნიმუშებს იხილავთ.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები ქობულეთში?

ქობულეთში სასტუმროების ფასები იცვლება სეზონურად იცვლება. ზაფხულში საშუალოდ ფასი 200-დან-დან 500 ლარამდე მერყეობს.

რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები ქობულეთში?

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სასტუმრო “Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti”, “Dreamland Oasis” და “Castello Mare”.

რომელი სასტუმროები მდებარეობს ზღვასთან ახლოს?

ზღვასთან ახლოს მდებარეობს “Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti”, “Dreamland Oasis” და “Castello Mare”, “Kobuleti Beach Club”, “Magnetic Resort”

რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?

საოცახო დასვენებისთვის საუკეთესოა “Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti” “Dreamland Oasis” “Chveni Ezo Boutique Hotel” და “Chateau Kvirike”

რომელია საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმროები?

“Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti”, “Dreamland Oasis” და “Castello Mare”.

რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?

გამორჩეულად გემრიელი სამზარეულოა “Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti”, “Dreamland Oasis” და “Castello Mare”.

რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?

“Castello Mare”, “Chateau Kvirike”, “Magnetic Beach Resort”

რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?

ყველაზე მაღალ რეიტინგული სასტუმროებია “New House Kobuleti”, Noblis Hall”, “Magnetic Beach Resort”

რომელ პოპულარულ სასტუმროებს აქვს პარკინგი?

ჩვენს სტატიაში მიმოხილულ სასტუმროებს აქვთ საკუთარი პარკინგი.

რომელ სასტუმროებს აქვს აუზი?

ყველა სასტუმროს აქვს საკუთარი აუზი.

სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?

სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.

რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?

ყველა პოპულარული სასტუმრო სთავაზობს დამსვენებლებს უფასო ინტერნეტს.

რომელ სასტუმროებშია სავარჯიშო დარბაზი?

“Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti”, “Dreamland Oasis” და “Castello Mare”.