სასტუმროები შეკვეთილში

სასტუმროები შეკვეთილში

  1. სასტუმროები

შეკვეთილი განსაკუთრებით პოპულარულ დასასვენებელ ლოკაციად მას შემდეგ იქცა, რაც არაერთი კომფორტული სასტუმრო აშენდა მის სანაპიროზე. მათ შორის ყველაზე
ცნობილია სასტუმრო პარაგრაფი – 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო მაგნიტური ქვიშის სანაპიროსა და ფიჭვის ტყეებს შორის. შეკვეთილში დასვენება ყველაზე მეტად ოჯახური დასვენებისთვისაა შესაფერისი. მშვიდი გარემო, სამკურნალო ქვიშა და სუფთა ჰაერი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს გაიჯანსაღოს სხეული და გაიუმჯობესოს იმუნიტეტი.

შეკვეთილის 7 საუკეთესო სასტუმრო

საუკეთესო პრემიუმ დონის სასტუმრო: Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection

სასტუმრო ზღვის პირას: Black Sea Riviera Hotel

სასტუმრო სათამაშო მოედნებით: Magnika Resort

სასტუმრო სამჯერადი კვებით: Resolute Shekvetili Hotel

სასტუმრო ჯგუფური დასვენებისთვის: Mirage Hotel

ბიუჯეტური სასტუმრო: Simple Pleasures Shekvetili

სასტუმრო ვერანდებით: Hotel Scala

სტატიაში მიმოვიხილავთ ბაკურიანის საუკეთესო სასტუმროებს, რომლებიც ჩვენმა ექსპერტებმა სპეციალურად თქვენთვის შეარჩიეს. სასტუმროს შერჩევისას ვეყრდნობით საკუთარ გამოცდილებას, მომხმარებელთა შეფასებებსა და გავლენიანი ტურისტული პლატფორმების რეიტინგებს. სტატიაში მოცემული კონტენტი არ არის დასპონსორებული.

სასტუმრო Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection შეკვეთილში

1. Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection

პარაგრაფი რეზორტი & სპა შეკვეთილში, შავი ზღვის მაგნიტური სამკურნალო ქვიშის სანაპიროსა და მრავალწლიან ფიჭვნარს შორის მდებარეობს. უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი მომსახურება, კომფორტი და თანამედროვე დიზაინი – სასტუმრო დასვენების იდეალურ გამოცდილებას გპირდებათ. რეგიონში ყველაზე დიდი აკვარიუმი ზღვის იშვიათი ბინადრებით, ზამთრის დახურული ბაღი ეგზოტიკური მცენარეებითა და ზღვაში შეჭრილი, 115 მ. სიგრძის აუზი ყველა დამსვენებელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს, ბავშვების საყვარელი გასართობი ადგილი კი დახურული აკვაპარკია. სასტუმროს ტერიტორიაზე შეგიძლიათ დაკავდეთ ჩოგბურთით, ისეირნოთ ველოსიპედებით, წყლის იოგითა და ა.შ. პარაგრაფს სამი რესტორანი აქვს, სადაც გამორჩეულად გემრიელ ქართულ და ევროპულ კერძებს დააგემოვნებთ.

Booking რეიტინგი: 9.2

მისამართი: Highway E70, Shekvetili Beach

ახლოს მდებარე ობიექტები: მუსიკოსთა პარკი, შეკვეთილის სანაპირო, ბლექ სი არენა,

დენდროლოგიური პარკი

სტანდარტული ფასი: 551 ₾

ვებ-გვერდი: https://www.paragraphhotels.com/en 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/7zcpb 

სასტუმრო Black Sea Riviera Hotel ღია აუზით სანაპიროზე

2. Black Sea Riviera Hotel

Black Sea Riviera Hotel ახალი 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა შეკვეთილის სანაპიროზე. საუკეთესო ადგილმდებარეობა, გამწვანებული ეზო, საზაფხულო ტერასები – ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია შეკვეთილში დასვენებისთვის. სასტუმრო სანაპიროზე, პირველ ზოლში მდებარეობს. ეზოდან პირდაპირ შეკვეთილის ქვიშიან პლაჟზე აღმოჩნდებით. სასტუმროს წინ ულამაზესი აუზი აქვს, საიდანაც შეგიძლიათ მზის ჩასვლის ყურებით დატკბეთ კომფორტული სავარძლებიდან. სასტუმროს ტერიტორიაზე შეგიძლიათ ესტუმროთ სათამაშო ოთახს ბილიარდის, მაგიდის ტენისისა და ფეხბურთის სათამაშოდ მეგობრებთან ერთად. სასტუმროში დაშვებულია თქვენი შინაური ცხოველებიც. დამატებითი თანხის გადახდა არ დაგჭირდებათ.

Booking რეიტინგი: 8.5

მისამართი: Ozurgeti-natanebi-Shekvetili, 3521 Shekhvetili

ახლოს მდებარე ობიექტები: მუსიკოსთა პარკი, შეკვეთილის სანაპირო, ბლექ სი არენა,

დენდროლოგიური პარკი

სტანდარტული ფასი: 430 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/p/Black-Sea-Riviera-Hotel-100057683079263/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/3c5rg 

სასტუმრო Magnika Resort ღია აუზით და ბაღით

3. Magnika Resort

Magnika Resort საუკეთესო ადგილია ოჯახური დასვენებისთვის. პლაჟი მაგნიტური ქვიშით, იტალიური მზე-სალონებით, ქოლგებითა და რამდენიმე ბუნგალოთი თქვენს განკარგულებაშია. სასტუმროს აკრავს მარადმწვანე რელიქტური ფიჭვის კორომები 10 ჰექტარ ფართობზე. სპორტული აქტივობები, პლაჟის ფრენბურთი, ღია და დახურული ბარი, საბავშვო აუზი და გასართობი ადგილები – აქ ნებიესმიერი ასაკის ვიზიტორი აღმოაჩენს მისთვის საინტერესო გასართობს. სასტუმროში დაგხვდებათ პირველი კლასის მყუდრო ნომრები და აპარტამენტები, რომლებშიც ყველა დეტალი გააზრებული იყო სტუმრების მაქსიმალური სიამოვნებისთვის. ოთახებიდან იშლება ულამაზესი ხედი ზღვაზე და ფიჭვნარზე.

Booking რეიტინგი: 8.7

მისამართი: kaprovani, 3522 Shekvetili

ახლოს მდებარე ობიექტები: მუსიკოსთა პარკი, კაპროვანის სანაპირო, ბლექ სი არენა,

ურეკის პარკი

სტანდარტული ფასი: 680 ₾

ვებ-გვერდი: https://magnika.ge/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/olb33

სასტუმრო Resolute Shekvetili Hotel ზღვასთან ახლოს

4. Resolute Shekvetili Hotel

რეზოლუტ შეკვეთილი მყუდრო სასტუმროა, ზღვასთან ახლოს. სტანდარტული ნომრების გარდა, შეგიძლიათ განთავსდეთ საოჯახო ტიპის ოთახებში. საზაფხულო ბარი, ტერასა და ღია აუზი ვიზიტორთა განკარგულებაშია.სასტუმროში დასვენება განსაკუთრებით კომფორტულია, თუკი ოჯახთან და ბავშვებთან ერთად ისვენებთ. შეგიძლიათ ისარგებლოთ სამჯერადი კვების სერვისით, რაც კომფორტისა და დასვენების დამატებითი შესაძლებლობაა. სასტუმროს ნომრები აღჭურვილია მინი მაცივრებით. ოთახების ნაწილს აქვს აივანი, საიდანაც გარშემო ბუნების ხედი იშლება. ეზოში შეგიძლიათ მოაწყოთ ბარბიქიუ წვეულება, ითამაშოთ მაგიდის ტენისი, ან გამართოთ აუზის წვეულება საზაფხულო ტერასაზე.

მისამართი: Highway E70 Shekvetili Beach

ახლოს მდებარე ობიექტები: მუსიკოსთა პარკი, რესტორანი „მირაჟი“, „ელდორადო“,

„გურულები“

სტანდარტული ფასი: 432 ₾

ვებ-გვერდი: https://rb.gy/xqln3 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/lyzny  

სასტუმრო Mirage Hotel შეკვეთილის სანაპიროზე

5. Mirage Hotel

სასტუმრო მირაჟი პოპულარული დასასვენებელი ადგილია შეკვეთილში. სასტუმროს აქვს ორადგილიანი და სამადგილიანი ნომრები ზღვის ხედით და ორ ოთახიანი, ოთხ ადგილიანი ნომრები საოჯახო დასვენებისთვის. სეზონის განმავლობაში სასტუმროს ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა ჯგუფები, მათ შორის ცეკვის ანსამბლები. მათთვის აქ სპეციალური სარეპეტიციო დარბაზია მოწყობილი. თუკი ბავშვებთან ერთად დასვენებას გეგმავთ, მირაჟი შესაფერისი ადგილია – ღია აუზით და სასრიალოებით, ეზოში მოწყობილი საზაფხულო სივრცეებით, მინი ფეხბურთის, ხელბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთის სპორტული მოედნებით. სასტუმროს აქვს სამჯერადი კვების სერვისიც. კვების მენიუ შეგიძიათ იხილოთ მათ საიტზე.

Booking რეიტინგი: 8.6

მისამართი: Shekvetili Pine Grove

ახლოს მდებარე ობიექტები: მუსიკოსთა პარკი, რესტორანი „მირაჟი“, „ელდორადო“,

„გურულები“

სტანდარტული ფასი: 488 ₾

ვებ-გვერდი: http://shekvetili-mirage.ge/en/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/u20m3 

სასტუმრო simple pleasures shekvetili

6. Simple Pleasures Shekvetili

სასტუმრო Simple Pleasures მშვიდ და წყნარ ადგილას, ფიჭვის ტყის პირას მდებარეობს. სუფთა პლაჟი და ზღვა იდეალური ადგილია ბავშვებთან ერთად ოჯახური დასვენებისთვის. სასტუმროს ოთახები სუფთა და მოწესრიგებულია. ყოველ ოთახს აქვს საკუთარი აივანი. ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ დამატებითი საწოლის დამატება უფასოდ. სასტუმროს აქვს საკუთარი ეზო, სადაც საღამოობით შეგიძლიათ დაანთოთ კოცონი, მოაწყოთ ბარბიქიუ წვეულება და შეკრებები. სასტუმროს რესტორანში დააგემოვნებთ ქართულ და ევროპულ სამზარეულოს. ასევე შეუკვეთოთ დიეტური საბავშვო მენიუ. მოთხოვნის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგეგმოთ საექსკურსიო ტურები და დაათვალიეროთ ახლოს მდებარე ღირსშესანიშნაობები.

Booking რეიტინგი: 8.8

მისამართი: Kaprovani, Ozurgeti 3524

ახლოს მდებარე ობიექტები: მუსიკოსთა პარკი, ბლექ სი არენა

სტანდარტული ფასი: 180 ₾

ვებ-გვერდი: https://en.simplepleasures.holiday/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/3178u 

სასტუმრო Hotel Scala ზღვის პირას ტერასებით

7. Hotel Scala

სასტუმრო სკალა შეკვეთილის სანაპირო ზოლიდან 60 მეტრში მდებარეობს. ოთახის აივნებიდან ზღვისა და ქვიშიანი პლაჟის ხედი, ფანჯრებიდან კი მიმდებარედ გაშენებული ტყე მოსჩანს. ნომრები სამაოდ დიდი ზომისაა, ყოველი მათგანი აღჭურვილია მინი მავივრებითა და გაგრილების სისტემით. ეზოში მოწყობილია მაგიდები, სადაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ ისაუზმოთ ან ივახშმოთ სუფთა ჰაერზე. სასტუმროს საკუთარი რესტორანი აქვს, გემრიელი კერძებითა და ყურადღებიანი მომსახურე პერსონალით. რესტორნის აივნიდან სანაპირო ზოლი მოჩანს და მზის ჩასვლას პირდაპირ ტერასიდან, ვახშმის თანხლებით შეგიძლიათ უყუროთ.

Booking რეიტინგი: 9.1

მისამართი: Shekvetili Beach 1st Zone

ახლოს მდებარე ობიექტები: მუსიკოსთა პარკი, კაფე „სანაპირო“, „ნალისთან“, „ბამბუ“

სტანდარტული ფასი: 320 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/Hotel-Scala-112975730498297/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://www.booking.com/hotel/ge/scala.ru.html 

რა ვნახოთ შეკვეთილში?

შეკვეთილში დასვენება ზღვასთან, მზის აბაზანებთან და ქვიშიან პლაჟებთან ასოცირდება. ამის გარდა კურორტი ვიზიტორებს სხვადასხვა ტიპის ღირსშესანიშნაობებს სთავაზობს – ატრაქციონების პარკი ციცინათელა, Black sea arena, მუსიკოსთა პარკი, მინიატურების მუზეუმი და დენდროლოგიური პარკი კურორტის ტერიტორიაზეა თავმოყრილი.შეკვეთილის პარკებში შეგიძლიათ დაისვენოთ და განიტვირთოთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. აქ ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ვიზიტორისთვის მოიძებნება გასართობი სივრცე.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები შეკვეთილში?

შეკვეთილის სასტუმროების ფასები საშუალოდ 300-დან-დან 600 ლარამდე მერყეობს.

რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები შეკვეთილში?

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სასტუმრო Paragraph, Black Sea Riviera და Magnika Resort

რომელი სასტუმროები მდებარეობს ზღვასთან ახლოს?

სასტუმრო პარაგრაფი, Black Sea Riviera, მაგნიკა და სასტუმრო სკალა სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს.

რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?

საოჯახო დასვენებისთვის საუკეთესოა Paragraph, მაგნიკა და მირაჟი.

რომელია საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმროები?

Paragraph საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმროა.

რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?

გამორჩეულად გემრიელი სამზარეულოა Paragraph-ში და Black Sea Riviera-ში.

რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?

Paragraph, Black Sea Riviera, Magnika.

რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?

ყველაზე მაღალ რეიტინგული სასტუმროებია Paragraph და Hotel Scala

რომელ პოპულარულ სასტუმროებს აქვს პარკინგი?

ჩვენს სტატიაში მიმოხილულ სასტუმროებს აქვთ საკუთარი პარკინგი.

რომელ სასტუმროებს აქვს აუზი?

Paragraph, Black Sea Riviera, Mirage, Magnika