სასტუმროები მცხეთაში

სასტუმროები მცხეთაში – 8 საუკეთესო სასტუმრო, მცხეთაში დასვენებისთვის

  1. სასტუმროები

მცხეთა საქართველოს პირველი დედაქალაქია. ეს ქალაქი იმდენად დიდ ისტორიას ინახავს, რომ მუდმივად ინტერესის სფეროშია, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მოგზაურების მხრიდან. იდუმალი, დიდებული, ძველი, და დახვეწილი ის მთავარი ასოციაციებია რაც მცხეთასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას. აქ შეხვდებით უამრავ უძველეს ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლს.

მცხეთაში იდეალურად იკვეთება აღმოსავლეთ საქართველოს უძველესი კულტურაც. სწორედ მისი მუდმივი პოპულარობისა და ინტერესის გამო, მცხეთა სრულიად მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. აქ ბევრი რესტორანი, ტურისტულ–რეკრეაციული ზონა და სასტუმროა, რომელიც ნებისმიერი გემოვნების მქონე მოგზაურს მოერგება. აქ მარტივად იპოვით ადგილს, რომელიც მყუდროა და ამასთან იდეალურად წარმოაჩენს ქართულ კულტურულ გარემოს. ეს კი მცხეთაში დასვენებას კიდევ უფრო ესთეტიურად სასიამოვნოს გახდის.

მცხეთის 8 საუკეთესო სასტუმროს ჩამონათვალი l 2023

  • საუკეთესო დიზაინის მქონე სასტუმრო: River Front Mtskheta
  • საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო: Golden Fleece
  • სასტუმრო პარკთან ახლოს: Magdalena
  • სასტუმრო სვეტიცხოველთან ახლოს: guest house Ebralidze
  • სასტუმრო ცენტრთან ახლოს: Davit batoni Guest house
  • საუკეთესო მყუდრო სასტუმრო: Tatin
  • საუკეთესო სასტუმრო, ხედით ცენტრზე: Citéსაუკეთესო სასტუმრო ინდივიდუალური ტერასით: Jewelberry Glamping Hotel
river front სასტუმრო მთის ხედებით

1. River Front Mtskheta

თუ გართობის და მხიარულების მოყვარული მოგზაური ხართ, მაშინ River Front Mtskheta თქვენთვის იდეალური ადგილია იმისთვის, რომ ერთდროულად გაერთოთ და თან დაისვენოთ. მცხეთის მწვანე მთებს შორის მოქცეული სასტუმრო ფერადი და მხიარული დიზაინით გამოირჩევა. თანამედროვე ინტერიერის მქონე ნომრები კომფორტულადაა მოწყობილი. თითოეული ოთახი უზრუნველყოფილია ტელევიზორებით, ჩაისა და ყავის აპარატითა და ყველა საჭირო დამატებითი ნივთით. მზიანი ნომრების გარდა, სასტუმროში ასევე მდებარეობს ბარი, სადაც საღამოობით განსაკუთრებული მხიარულებაა.

თუ ბავშვებთან ერთად ისვენებთ ან ბუნებაში გარუჯვა გიყვართ, შეგიძლიათ River Front Mtskheta-ის ღია ტიპის აუზით ისარგებლოთ ან ბაღში დაისვენოთ. სასტუმრო ვიზიტორებს უფასო პარკინგითა და აეროპორტიდან ტრანსპორტირებითაც უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში ნომრების ტიპების დიდი არჩევანია. შეგიძლიათ აირჩიოთ ნომრები მთის, ქალაქისა და აუზის ხედით, ნომრები აივნით ან საოჯახო ნომრები, სადაც 3 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

Booking რეიტინგი: 8.9 excellent

მისამართი: კონსტანტინე გამსახურდიას 13

ახლოს მდებარე ობიექტები: თეატრონის პარკი, თბილისის ეროვნული პარკი, რესტორნები, კაფე-ბარი, რკინიგზის სადგური კარსანი. 

სტანდარტული ფასი: 250₾

ვებ-გვერდი 

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო golden fleece მცხეთაში, ბუნების ხედებით

2. Golden Fleece

მცხეთა განსხვავებული ესთეტიკის მქონე ქალაქია და ის ყველა ვიზიტორს წარსულში ამოგზაურებს. მცხეთის ამ იერსახეს იმეორებს სასტუმრო Golden Fleece-ის დიზაინი, რომელიც უნიკალურ ტრადიციული ქვის ინფრასტრუქტურასა და გასაოცარ ხის დიზაინში გამოიხატება. ქართული ციხესიმაგრის ტიპის შენობაში დაგხვდებათ კომფორტული ნომრები, ულამაზესი მდინარის ხედები და მრავალფეროვანი სერვისები, რომლებიც მცხეთაში დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნო მოგონებებს შემატებს.

Golden Fleece-ის თითოეული ნომერი უნიკალური ხედითა და უმაღლესი კომფორტით გამოირჩევა. სასტუმროში ხელმისაწვდომია, როგორც სტანდარტული ასევე საოჯახო ნომრები. უფრო მდიდრული დასვენების მოყვარულებს კი შეგიძლიათ საპრეზიდენტო ნომერი აირჩიოთ. სასტუმრო გთავაზობთ რესტორანს, გასაოცარი ხედებითა და ქართული ტრადიციული მენიუთი, ევროპულ საუზმესთან ერთად. ასევე ხელმისაწვდომია კერძო პარკინგი და ტრანსპორტირება აეროპორტიდან.

Booking რეიტინგი: 8.9 fabolous 

მისამართი: წიწამური

ახლოს მდებარე ობიექტები: თბილისის ეროვნული პარკი, რესტორნები, თეატრონის პარკი, რკინიგზის სადგური

სტანდარტული ფასი: 80₾

ვებ-გვერდი 

დაჯავშნე Booking-ზე

საოჯახო სასტუმრო magdalena ბაღით

3. Magdalena

სასტუმრო მაგდალენა იდეალურად გადმოსცემს მცხეთისა და ზოგადადად ქართულ ესთეტიკას, ხის მოჩუქურთმებული აივნებით, ულამაზესი დეკორაციებით, ფერადი ბაღითა და მყუდრო გარემოთი. პატარა საოჯახო სასტუმრო იდეალურია მათთვის ვინც დასვენებისას ოჯახურ გარემოსა და სიმშვიდეს ეძებს. სასტუმროს ასევე ძალიან კარგი მდებარეობა აქვს, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, მარტივად დაათვალიერონ მცხეთა და ქალაქის ღირსშესანიშნაობები.

ტრადიციული ქართული ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო ვიზიტორებს მყუდრო ნომრებს სთვაზობს, როგორც ორი ადამიანისთვის, ასევე ოჯახისთვის. კონკრეტულად, მაგდალენაში შესაძლებელია ნომრების ქირაობა, სადაც 7 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ამასთან სასტუმრო ქართული ჯანსაღი საუზმით გაგიმასპინძლდებათ, რომლის მირთმევაც ულამაზეს აივანზე შეგიძლიათ. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი, ტრანსფერი აეროპორტიდან და უფასო პარკინგი.

Booking რეიტინგი: 9.6 exceptional

მისამართი: არსუკიძის 39

ახლოს მდებარე ობიექტები: პარკი, რესტორნები, კაფე-ბარი

სტანდარტული ფასი: 145₾

დაჯავშნე Booking-ზე

საოჯახო სასტუმრო ebralidze ბაღით

4. Guest house Ebralidze

საოჯახო სასტუმრო ებრალიძის მთავარი უპირატესობა მდებარეობაა. ის ძალიან ახლოს მდებარეობს მცხეთის მთავარ ღირსშესანიშნაობასთან – სვეტიცხოვლის ტაძართან. პატარა საოჯახო სასტუმრო ვიზიტორებს კომფორტულ ნომრებსა და მეგობრულ მომსახურებას სთავაზობს. აქ შეგიძლიათ იქირაოთ როგორც სტანდარტული ნომერი, ორი ადამიანისთვის, ასევე საოჯახო ნომერი, ცალკე მდგომი ინდივიდუალური აბაზანით, სადაც ოთხი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. თითოეული ნომერი ყავისა და ჩაის აპარატებითაა უზრუნველყოფილი.

ამასთან დილაობით, სასტუმროს პერსონალი უგემრიელესი საუზმითაც გაგიმასპინძლდებათ, რომლის მირთმევაც სასტუმროს აივანზე შეგიძლიათ, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება სვეტიცხოვლის ტაძარზე. სასტუმრო იდეალურია მათთვის, ვინც ბიუჯეტური დასვენების ალტერნატივას ეძებს.

Booking რეიტინგი: 9.3 superb

მისამართი: მერაბ კოსტავას 37

ახლოს მდებარე ობიექტები: სვეტიცხოველი, პარკი, კაფე, რესტორნები, რკინიგზის სადგური

სტანდარტული ფასი: 55₾

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო davit batoni ბუნების და ქალაქის ხედით

5. Davit batoni Guest house

საოჯახო სასტუმრო დავით ბატონი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მცხეთაში მოგზაურებში და საკმაოდ კარგ დადებით შეფასებებსაც იმსახურებს. ეს სასტუმრო იდეალურია მათთვის ვისაც ბიუჯეტური და ამასთანავე მყუდრო გარემოში სურს დასვენება. ვიზიტორებს დავით ბატონში კლასიკურ სტილში მოწყობილი ნომრები დახვდებათ, საიდანაც გასაოცარი ხედები იშლება. ოთახები კლასიკულ და მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი და უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ჰიგიენური ნივთითა და ინვენტარით, მათ შორის ჩაისა და ყავის აპარატებით.

დავით ბატონში შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც სტანდარტული ნომერი, ასევე საოჯახო ნომერი, აივნით, საიდანაც ულამაზესი მთის ხედები იშლება. ამასთან სასტუმრო უზრუნველყოფს გემრიელ ქართულ საუზმესა და უფასო პარკინგს.

Booking რეიტინგი: 9.8 exceptional

მისამართი: არსუკიძის 85

ახლოს მდებარე ობიექტები: პარკი, თბილისის ეროვნული პარკი, რესტორნები, კაფე, ბარი

სტანდარტული ფასი: 76₾ 

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო tatini ბაღით და აივნით

6. Tatin

თუ უნიკალური დიზაინი და ვინტაჟური ესთეტიკა მოგწონთ, მაშინ მცხეთაში ვიზიტისას, აუცილებლად აირჩიეთ პატარა და მყუდრო სასტუმრო Tatin. მხიარული ფერები, უნიკალური დიზაინი, კოხტა და განსხვავებული დიზაინის ტერასა, ულამაზესი მთის ხედები და მეგობრული, უმაღლესი ხარისხის მომსახურება ის მთავარი ფაქტორებია, რაც სასტუმროს პოპულარულ ადგილად აქცევს ტურისტებში. დადებით რეპუტაციასთან ერთად, სასტუმრო ხელსაყრელი ადგილმდებარეობითაც გამოირჩევა და იდეალურ მარშრუტს ქმნის იმისთვის რომ მოკლე დროში შეძლოთ მცხეთის მთავარი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

ბიუჯეტურ სასტუმროში მხოლოდ ორადგილიანი ნომრებია ხელმისაწვდომი, რომლებიც ყველა საჭირო ნივთითა და კერძო აბაზანით არის უზრუნველყოფილი. Tatin-ში ასევე შეგიძლიათ აეროპორტიდან ტრასნპორტირების სერვისით ისარგებლოთ, დილაობით კი გემრიელი საუზმით დატკბეთ, სასტუმროს ტერასაზე.

Booking რეიტინგი: 9.3 superb

მისამართი: მამულაშვილის 20

ახლოს მდებარე ობიექტები: პარკი, თბილისის ეროვნული პარკი, კაფე-ბარი, რესტორნები, სადგური კარსანი. 

სტანდარტული ფასი: 90₾

ვებ-გვერდი 

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო cite მცხეთის ცენტრთან ახლოს

7. Cité

თუ გეგმავთ რომ დაისვენოთ მცხეთის ცენტრში, მყუდრო და კომფორტულ გარემოში, მაშინ სასტუმრო Cité სწორედ თქვენთვისაა. კომფორტთან, მეგობრულ პერსონალთან და უმაღლესი ხარისხის მომსახურებასთან ერთად, ამ სასტუმროს დადებითი რეპუტაციისა და პოპულარობის მორიგი მიზეზი უნიკალური ხედია, მცხეთის მთავარ ღირსშესანიშნაობებზე.

მყუდრო სასტუმრო ქართული ტრადიციული არქიტექტურის მქონეა, ხოლო ნომრები მინიმალისტურ სტილსა და ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი. თითოეული ნომერი მოწყობილია სრული კომფორტისთვის. ოთახები უზრუნველყოფილია გათბობა/გაგრილების სისტემებით, მოსასვენებელი სივრცეებითა და ტელევიზორით. გაითვალისწინეთ, რომ კვება საოჯახო სასტუმროში თქვენზეა დამოკიდებული. მოსასვენებელი სივრცისთვის გამოყოფილია მყუდრო ხის აივანი, საიდანაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ ხედით ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და სვეტიცხოველზე. Cité-ში შესაძლებელია სტანდარტული და საოჯახო ნომრების არჩევა, სადაც 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

Booking რეიტინგი: 9.7 superb 

მისამართი: მამულაშვილის 20

ახლოს მდებარე ობიექტები: კაფე, ბარი, რესტორნები, პარკი, თბილისის ეროვნული პარკი.

სტანდარტული ფასი: 80₾ 

დაჯავშნე Booking-ზე

 სასტუმრო jewelberry Glamping ბუნების ხედებით

8. Jewelberry Glamping Hotel

Jewelberry Glamping Hotel იდეალურია თუ უნიკალურ და განსხვავებულ შეგრძნებებს ეძებთ მცხეთაში მოგზაურობისას. გლემპინგის ტიპის სასტუმროები დღეს ძალიან ტრენდულია. მცხეთაში კი შესაძლებლობა გეძლევათ იქირაოთ ინდივიდუალური ნომერი, რომელიც უზრუნველყოფილია სრული კომფორტით, მოსასვენებელი ღია სივრცით და გარე ჯაკუზით. ამასთან შეგიძლიათ ისიამოვნოთ ულამაზესი ბუნებითა და მთის ხედებით.

უნიკალურ დიზაინთან და გასაოცარ მდებარეობასთან ერთად, Jewelberry Glamping Hotel გთავაზობთ უგემრიელეს მენიუს, სადაც გათვალისწინებულია კერძები ვეგეტარიანელებისთვისაც. მშვიდ დასვენებასთან ერთად შეგიძლიათ საღამოობით გაერთოთ ტერასაზე, ითამაშოთ დარტსი, დატკბეთ დაისით და მოაწყოთ რომანტიკული საღამო.

Booking რეიტინგი: 8.8 fabulous

მისამართი: წილკანი

ახლოს მდებარე ობიექტები: თბილისის ეროვნული პარკი, რესტორნები “old piano,” “PAVILION,” “ხარება”

სტანდარტული ფასი: 529₾ 

ვებ–გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

რა ვნახოთ მცხეთაში?

მცხეთა გამორჩეული ადგილია იმით, რომ თვითონ ქალაქს შეგვიძლია ვუწოდოთ ღირსშესანიშნაობა, მისი დიდებული ისტორიიდან და უნიკალური არქიტექტურიდან გამომდინარე. უძველეს დედაქალაქში მრავლადაა ისტორიული ეკლესიები, რომელთაგან განსაკუთრებით პოპულარულია სვეტიცხოვლის ტაძარი და ჯვრის მონასტერი, საიდანაც გასაოცარი პანორამული ხედები იშლება.

ასევე დიდებული სანახაობაა ორი არაგვის შესართავი, ბებრისციხე და დიდებული სამთავროს მონასტერი. აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ პომპეუსის ხიდი და შიომღვიმის გასაოცარი მონასტერი. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია რადგან ამ პატარა ქალაქში, ყოველი ვიზიტისას შესაძლებელია ახლის აღმოჩენა.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები მცხეთაში?

მცხეთაში სასტუმროებში ერთი ღამის ფასი საშუალოდ 60 ლარიდან იწყება და 700 ლარამდე მერყეობს.

რომელია მცხეთის ყველაზე პოპულარული სასტუმროები?

მცხეთის ყველაზე პოპულარული სასტუმროებია Jewelberry Glamping Hotel და Golden Fleece.

მცხეთის რომელ სასტუმროებშია შესაძლებელი ქართული კერძების დაგემოვნება?

მცხეთის თითქმის ყველა სასტუმროში შეგიძლიათ ქართული კერძების დაგემოვნება, მათ შორის სასტუმროებში: Golden Fleece, Magdalena, Davit batoni Guest house.

მცხეთის რომელი სასტუმროებია იდეალური ოჯახთან და ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის?

ბავშვებთან ერთად დასასვენებლად იდეალურია Jewelberry Glamping Hotel და River Front Mtskheta.

რომელია პრემიუმ კლასის სასტუმრო მცხეთაში?

მცხეთის პრემიუმ კლასის სასტუმროა  Golden Fleece.

რომელია მცხეთაში წყვილებისთვის საუკეთესო სასტუმროები?

წყვილებისთვის იდეალურია Jewelberry Glamping Hotel და Tatin.

რა ღირს სასტუმროები მცხეთაში შაბათ–კვირას?

შაბათ–კვირას მცხეთის სასტუმროებში ერთი ღამის ფასი საშუალოდ 75 ლარიდან იწყება და სასტუმროს ტიპის მიხედვით იზრდება 700 ლარამდე.

მცხეთის რომელ სასტუმროებს აქვთ ყველაზე მაღალი შეფასება მომხმარებლებისგან?

ასეთი სასტუმროებია Cité, Davit batoni Guest house, და Magdalena.

მცხეთის რომელ სასტუმროებს აქვთ პარკინგი?

მცხეთის ყველა სასტუმრო ვიზიტორებს უფასო პარკინგით უზრუნველყოფს

მცხეთის რომელ სასტუმროებს აქვთ აუზი?

სასტუმრო River Front Mtskheta–ში ხელმისაწვდომია ღია ტიპის აუზი.

რომელ სასტუმროებს აქვთ მცხეთაში ოთახები არამწეველთათვის?

მცხეთის ყველა სასტუმროს ნომრები მხოლოდ არამწეველთათვის აქვს ხელმისაწვდომი.

მცხეთის რომელ სასტუმროებს აქვთ უფასო წვდომა ინტერნეტთან?

მცხეთის ყველა სასტუმროშია უფასო წვდომა ინტერნეტთან.

მცხეთის რომელ სასტუმროებშია ხელმისაწვდომი ვეგეტარიანული მენიუ?

ვეგეტარიანული მენიუ გათვალისწინებულია Jewelberry Glamping Hotel–ში.

მცხეთის რომელი სასტუმროები მდებარეობს ცენტრთან ახლოს?

მცხეთის ცენტრთან ახლოს მდებარეობს სასტუმროები: Cité, Magdalena, Guest house Ebralidze, Tatin.

მცხეთის რომელ სასტუმროებს აქვთ აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი?

მცხეთის თითქმის ყველა სასტუმროს აქვს აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი, მათ შორის სასტუმროებს, River Front Mtskheta, Golden Fleece, Tatin.