adjara - აჭარა

აჭარა

  1. საქართველოს კუთხეები

აჭარა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი რეგიონია. აქ ერთადაა თავმოყრილი საზღვაო და ზამთრის კურორტები, მთები და დაბლობები, ბუნების, არქიტექტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები. აჭარის ტერიტორიაზე საქართველოს საუკეთესო კურორტები, სასტუმროები და ტურისტული ატრაქციებია, რომლებსაც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორი სტუმრობს.
რეგიონის მთავარი ღირსშესანოშნაობების შესახებ სტატიიდან შეიტყობთ.

აჭარის შესახებ

აჭარა შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე აჭარისწყლის აუზში მდებარეობს. რეგიონს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი აქვს. აჭარას საკუთარი კონსტიტუცია და მართველობის ორგანოები, ასევე საკუთარი დროშა და გერბი გააჩნია . ბათუმი აჭარის ადმინისტრაციული ცენტრია.
რეგიონი მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს შიდა და საერთაშორისო ტურისტებს. ზაფხულობით მზიანი სანაპიროები, ზამთარში კი მაღალმთიანი კურორტები და თოვლით დაფარული მთები აჭარის სავიზიტო ბარათია.

კურორტები და ქალაქები აჭარაში

აჭარის კურორტებისა და ქალაქების უმეტესობა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. მაღალმთიანი აჭარის კურორტებიდან გამორჩეულია ბეშუმი, გოდერძი და გომარდული. 

მშვიდი და მყუდრო კურორტებიდან ხალხმრავალ, მჩქეფარე ქალაქებამდე მოსახვედრად 15-20 წუთი დაგჭირდებათ.

აჭარის ღირსშესანიშნაობები

აჭარის რეგიონში სტუმრობისას აქაური ღირსშესანიშნაობების მონახულება დაუვიწყარ თავგადასავლად იქცევა. უნიკალური პარკები, ისტორიული ციხე-სიმაგრეები, ჩანჩქერები და  გასართობი ატრაქციები მრავალფეროვანი შთაბეჭდილებებით აგავსებთ. 

სასტუმროები აჭარაში

აჭარის სასტუმროები სრულ კომფორტსა და მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობენ ვიზიტორებს. რეგიონში საერთაშორისო ბრენდული და ადგილობრივი სასტუმროების დიდი არჩევანია. 

აქაურ სასტუმროებს საუკეთესო ადგილმდებარეობა, ხედები და სასტუმროს ტერიტორიაზე გართობისა და დასვენების შესაძლებლობა გამოარჩევს. 

ბათუმში მდებარე სასტუმროებიდან აღსანიშნავია „ლე მერიდიენ” ბათუმი – თანამედროვე დიზიანით და ულამაზესი პანორამული ხედებით. 

შერატონ ბათუმი იდეალურია საქმიანი ვიზიტებისთვის. 

ზაფხულობით რადისონ ბლუ ბათუმის საზაფხულო ტერასა, ღია აუზი და აქაური კოქტეილები ცხელ დღეებში გაგრილების არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. 

თუ შედარებით მშვიდი დასვენების მოყვარული ხართ, კვარიათში ახლად გახსნილ ლიც რეზორტს ესტუმრეთ. მთაზე განთავსებული კომპლექსიდან თვალისმომჭრელი ხედები იშლება ზღვის სანაპიროზე. 

ხშირად დასმული კითხვები

რელიგია აჭარაში

დღეს აჭარაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ისლამისა და მართლმადიდებლობის მიმდევრები არიან. მათთან ერთად თანაცხოვრობენ ებრაული, კათოლიკური, სომხური რელიგიის წარმომადგენლები. უფრო მეტიც, ისეთ პატარა ქალაქში, როგორიცაა ბათუმი, შესაძლებელია თითქმის ყველა დიდი რელიგიის საკულტო ძეგლების ხილვა.

აჭარის მოსახლეობა

აჭარის მოსახლეობა 350 000-მდეა. მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 170 000 ადამიანი ბათუმში ცხოვრობს.
მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეთნიკურად ქართველია. თუმცა ასევე ცხოვრობენ ებრაული, რუსი, სომეხი, ბერძენი, უკრაინელი და აზერბაიჯანელი ეროვნების მოსახლეები.