სასტუმროები ციხისძირში

სასტუმროები ციხისძირში

  1. სასტუმროები

ციხისძირი სულ უფრო მეტი დამსვენებლის ყურადღებას იპრობს თავისი ხელუხლებელი პლაჟებითა და კლდოვანი სანაპიროებით, სუფთა, კამკამა წყლითა და სუბტროპიკული მცენარეთა ბაღებით.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კასტელო მარე, რომელიც ტროპიკული ატმოსფეროსა და კომფორტის საოცარ შერწყმას შემოგთავაზებთ.
ციხისძირში დასვენება შეიძლება დაუვიწყარ გამოცდილებად იქცეს მეგობრებთან ერთად კოტეჯებში ზღვასთან ახლოს. საკუთარი ეზოთი, საზაფხულო აივნებითა და ხედებით სანაპიროსა და მთებზე.

6 გამორჩეული ადგილი ციხისძირში დასვენებისთვის

კოტეჯები ტროპიკული ბაღით: Mandar Inn

საუკეთესო 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო: Castello Mare Hotel

ეკო მეგობრული კოტეჯები: Magical space Tsikhisdziri

კოტეჯები საზაფხულო ავეჯით: Sea La’vie

ხის კოტეჯი: Cottage in Tsikhisdziri

კოტეჯები ტყეში: Cozy wooden cottage near the sea

სტატიაში მიმოვიხილავთ ბაკურიანის საუკეთესო სასტუმროებს, რომლებიც ჩვენმა ექსპერტებმა სპეციალურად თქვენთვის შეარჩიეს. სასტუმროს შერჩევისას ვეყრდნობით საკუთარ გამოცდილებას, მომხმარებელთა შეფასებებსა და გავლენიანი ტურისტული პლატფორმების რეიტინგებს. სტატიაში მოცემული კონტენტი არ არის დასპონსორებული.

სასტუმრო Mandar Inn-ის კოტეჯი ზღვის ხედით

1. Mandar Inn

თუ ზღვაზე ეგზოტიკური დასვენების გამოცდილებას ეძებთ, მანდარ ინნ იდეალური ვარიანტია თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის. გამწვანებულ ეზოში განთავსებულია ორ სართულიანი ორი კოტეჯი. პირველ სართულზე მოწყობილია სამზარეულო და მისაღები, სასადილო მაგიდითა და გასაშლელი დივნით. კოტეჯის საზაფხულო ვერანდა გამწვანებულ ბაღს, ტროპიკულ მცენარეებსა და ზღვას გადაჰყურებს. დილის საუზმე ბუნების ხედებითა და სუფთა ჰაერით, დღის საუკეთესო დასაწყისია. კოტეჯის ინტერიერი მთლიანად ხისა და ბუნებრივი მასალისაა, რაც კიდევ უფრო მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. საღამოობით კი ჩამავალი მზის სხივები ოქროსფრად
აელვარებს აქაურობას. უახლოესი სანაპირო 1 კილომეტრში მდებარეობს. ფეხით ზღვამდე დაახლოებით 15 წუთი დაგჭირდებათ, თუმცა გზაც მეტად სასიამოვნო გასავლელია, ტროპიკულ მცენარეებს შორის.

Booking რეიტინგი: 9.2

მისამართი: ციხისძირი

ახლოს მდებარე ობიექტები: “Summer Cafe”, პეტრას ციხე, ბობოყვათის სანაპირო

სტანდარტული ფასი: 300 ₾

ვებ-გვერდი: https://rb.gy/mls3z 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/2a8pd 

სასტუმრო Castello Mare Hotel ციხისძირში ზღვის პირას ჩოგბურთის კორტით

3. Castello Mare Hotel

კასტელო მარე ზღვისპირა კონცხიდან შეკვეთილის კლდოვან სანაპიროებს გადმოჰყურებს. კომპლექსის ტერიტორიაზეა ოთხი სხვადასხვა ნაგებობაა, სადაც განლაგებულია მაღალი კლასის ნომრები, ორ სართულიანი ლუქსები დიდი აივნებით, ან შედარებით ბიუჯეტური, მყუდრო ოთახები. შეგიძლიათ საკუთარი ორ სართულიანი ვილაც კი იქირაოთ ზღვის სტილის ინტერიერით, ბამბუკის კორომებით, ზღვით და კლდით გარშემორტყმული დიდი მისაღებით და 2 საძინებლით, აივნით და ტერასით. სასტუმროს არაჩვეულებრივი ტროპიკული ბაღი აქვს, მანდარინებით და საუკუნოვანი ხეებით. სასტუმროს 7 საკვები ობიექტი აქვს, სადაც საუკეთესო ქართული და ევროპული კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს რესტორანი “პალმა პავილონი”. სასტუმროში არის 4 ბილიკიანი ბოულინგი, ბარი და ლაზერული ტირი, ბილიარდი, ცოცხალი მუსიკა, კარაოკე და გასართობი პროგრამა.

Booking რეიტინგი: 8.7

მისამართი: ციხისძირი

ახლოს მდებარე ობიექტები: პეტრას ციხე , “Summer Cafe”

სტანდარტული ფასი: 850 ₾

ვებ-გვერდი: https://castellomare.com/ 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/fef23 

კოტეჯი Magical Space Tsikhisdziri ხის  ტერასით და ეზოთი

3. Magical space Tsikhisdziri

Magical space Tsikhisdziri ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ტროპიკული მცენარეებით გაშენებულ ბაღში დგას. კოტეჯის ინტერიერში გამოყენებულია ეკო მეგობრული ხის ბუნებრივი მასალები. ამ ადგილის მთავარი ღირსება მისი ლოკაციაა. კოტეჯი ზღვასთან ძალიან ახლოს მდებარეობს. ეზოში მოწყობილია საბავშვო სათამაშო ზონა, ჰამაკი ტრიპიკული ხეების ჩრდილქვეშ და პარკინგის ადგილი თქვენი ავტომობილისთვის. პირველ სართულზე აბაზანა, სამზარეულოს კუთხზე და სასადილო სივრცეა. აქვეა გასაშლელი დივანი, რომელზეც დამატებით ორი ადამიანის განთავსება შეიძლება. საძინებლიდან და საზაფხულო ტერასიდან მთისა და ზღვის პეიზაჟები იშლება. აქ დასვენებისას უმეტესად თვითმომსახურებით უნდა დაკავდეთ. ამისათვის სამზარეულოს აღჭურვილობა სრულად თქვენს განკარგულებაშია. კოტეჯიდან 10 წუთის სავალზე ცნობილი რესტორანი “შუქურა” მდებარეობს, სადაც უგემრიელესი კერძებითა და კოქტეილებით გაგიმასპინძლდებიან. 2023 წლის ივნისიდან შუქურას ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ღია აუზი გასარუჯი ტერასითა და ავეჯით.

მისამართი: ციხისძირი

ახლოს მდებარე ობიექტები: პეტრას ციხე, შუქურა, Summer Cafe, ბობოყვათი

სტანდარტული ფასი: 288 ₾

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=100092514372609 

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/4z75q 

კოტეჯი Sea La'vie საზაფხულო ავეჯით და ბაღით

4. Sea La’vie

სწორად შენიშნავდით, რომ ციხისძირში დასვენება ყველაზე მეტად პოპულარული კოტეჯებშია. აქაურ ველურ ბუნებას, ტროპიკულ ტყეებსა და ხელუხლებელ პლაჟებს თავისებურ ხიბლს მატებს დასვენება ისეთ ადგილას, როგორიცაა Sea La’vie, სანაპიროდან 150 მეტრში. კოტეჯში 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. იდეალურია მეგობრებთან ერთად ან ოჯახური დასვენებისთვის. ეზოში ვინტაჟური სტილის მზის ქოლგები და გასარუჯი საწოლები დგას. მოწყობილია პატარა ფანჩატური, სადაც შეგიძლიათ ისაუზმოთ, ან შეიკრიბოთ და გაერთოთ საღამოობით მეგობრებთან ერთად. ეზოში დარგულია სხვადასხვა მცენარეები, ხეებს შორის მოწყობილია პატარა სასაუზმო კუთხეები, გაბმულია ჰამაკები. კოტეჯის მეპატრონე ცნობილი შეფი და არაჩვეულებრივი კულინარია, რომელიც სურვილის შემთხვევაში ქართული ტრადიციული კერძების მასტერკლასს ჩაგიტარებთ.

მისამართი: მ.აბაშიძის 112, ციხისძირი

ახლოს მდებარე ობიექტები: პეტრას ციხე, Summer Cafe,  შუქურა

სტანდარტული ფასი: 250 ₾

დაჯავშნე Airbnb-ზე: https://rb.gy/ib3yw 

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/Sealavie1991 

კოტეჯი Cottage in Tsikhisdziri ეზოთი

5. Cottage in Tsikhisdziri

კოტეჯი ციხისძირში – კიდევ ერთი მყუდრო, წყნარი ადგილი ბუნებასთან ახლოს, რომელიც სამ სტუმარს იტევს. კოტეჯში ყველაფერია, რაც ხანგრძლივი დასვენებისთვის დაგჭირდებათ. სარეცხის მანქანა, პატარა მაცივარი, გაზქურა, გამწოვი, ჩაისა და ყავის აღჭურვილობა. ეზოში ჩამოკიდებულია საქანელები, რომლებშიც შეგიძლიათ ინებივროთ პლაჟიდან ამოსვლის შემდეგ. კვების ობიექტებიდან შეგიძლიათ ეწვიოთ “შუქურას” ან კასტელო მარეს რესტორნებს. თუკი თავად მომზადებას ანიჭებთ უპირატესობას, შეგიძლიათ მოიმარაგოთ საჭირო პროდუქტები და კოტეჯის სამზარეულოთი ისარგებლოთ.

Booking რეიტინგი: 9.0

მისამართი: ციხისძირი

ახლოს მდებარე ობიექტები: პეტრას ციხე, Summer Cafe,  შუქურა

სტანდარტული ფასი: 450 ₾

დაჯავშნე Booking-ზე: https://rb.gy/oi1vh 

კოტეჯი Cozy wooden cottage near the sea  ტყესთან და ზღვასთან ახლოს

6. Cozy wooden cottage near the sea

კოტეჯი პირდაპირ ტყეში, ტროპიკული მცენარეებით დაჩრდილული გზის პირას მდებარეობს. ინტერიერი მინიმალისტურია, კედლები და ჭერის ხის მასალისაა. კოტეჯს ტყის მხარეს საზაფხულო ტერასა აქვს, სადაც სასაუზმედ მოწყობილი მაგიდა და სკამები დგას. წინა მხარეს მოწყობილია მოსასვენებელი სივრცე ბაღის ავეჯით, ქოლგითა და ღამის განათებით, სადაც საღამოობით შეგიძლიათ განიტვირთოთ მეგობრებთან ერთად. ზღვის სანაპიროზე მოხვედრა შეგიძლიათ ფეხითაც და მანქანითაც. ციხისძირის სუფთა სანაპიროსა და ლაჟვარდისფერ ზღვაზე მოსახვედრად ულამაზესი გზის მონაკვეთის გავლა მოგიწევთ. საღამოობით შეგიძლიათ სანაპიროზე მოწყობილ ბარს ეწვიოთ, სადაც უგემრიელეს კოქტეილებს დააგემოვნებთ, მოუსმენთ მუსიკას და ზღვის გრილი ნიავით გაგრილდებით.

რა ვნახოთ ციხისძირში?

ციხისძირის მთავარი ღირსშესანიშნაობაა უძველესი პეტრას ციხე-სიმაგრე, ისევე როგორც აქაური ბუნება და ეგზოტიკური პლაჟები. ზღვისა და მთის უნიკალური ჰავის შერწყმა ციხისძირში დასვენებას განსაკუთრებულს ხდის. 

განსაკუთრებული ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ, “შუქურაა”. რესტორანი გამორჩეული, ვინტაჟური დიზაინითა და ატმოსფეროთი, აუზი, გასარუჯი ტერასები და რაც მთავარია, საზაფხულო ბარი პირდაპირ ზღვის სანაპიროზე.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები ციხისძირში?

ციხისძირის სასტუმროების ფასები ზაფხულში საშუალოდ 250-დან-დან 500 ლარამდე მერყეობს.

რომელია ყველაზე პოპულარული სასტუმროები ციხისძირში?

Castello Mare და მანდარ ინნ ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილებია.

რომელი სასტუმროები მდებარეობს ზღვასთან ახლოს?

ზღვასთან ახლოს მდებარეობს Castello Mare, Sea La’vie, Cozy wooden cottage near the sea

რომელია საუკეთესო სასტუმრო ოჯახითა და ბავშვებით დასვენებისთვის?

საოცახო დასვენებისთვის საუკეთესოა Castello Mare, Magical Space Tsikhisdziri და Cozy wooden cottage near the sea.

რომელია საუკეთესო პრემიუმ კლასის სასტუმროები?

Castello Mare.

რომელ სასტუმროებში შემიძლია დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები?

განხილული სასტუმროებიდან რესტორანი მხოლოდ Castello Mare-ს აქვს.

რომელი სასტუმროა იდეალური წყვილებისთვის?

Castello Mare, მანდარ ინნ, Magical Space, Sea La’vie.

რომელ სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მომხმარებელთა შეფასებით?

მანდარ ინნ, Cozy wooden cottage near the sea.

რომელ სასტუმროებს აქვს პარკინგი?

ჩვენს სტატიაში მიმოხილულ სასტუმროებს აქვთ საკუთარი პარკინგი.

რომელ სასტუმროებს აქვს აუზი?

Castello Mare.

სად შეიძლება დავჯავშნო ოთახი არამწეველთათვის?

სასტუმროებში მოწევა აკრძალულია, შესაბამისად მხოლოდ არამწეველთა ოთახების დაქირავება შეიძლება.

რომელ სასტუმროშია უფასო WIFI?

ყველა პოპულარული სასტუმრო სთავაზობს დამსვენებლებს უფასო ინტერნეტს.

რომელ სასტუმროებშია სავარჯიშო დარბაზი?

Castello Mare.