მცხეთა
მტკვრისა და არაგვის შესართავთან გაშენებული უძველესი ქალაქი მცხეთა განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და დატვირთვას ატარებს ქართველებისთვის. ძველად იგი ქართველ მეფეთა სატახტო ქალაქს წარმოადგენდა. თავისი სიწმინდეებითა და მონუმენტებით მცხეთა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ისტორიული და რელიგიური ცენტრია.მცხეთის საკულტო ნაგებობებიდან გამორჩეულია სვეტიცხოველი, რომელიც შუა საუკუნეების ქრისტიანული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შედის.
მცხეთის შესახებ
მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქი ზღვის დონიდან 480 მეტრზე, თბილისის ჩრდილოეთით, 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
1994 წლიდან მცხეთა ქალაქ-მუზეუმად გამოცხადდა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მცხეთას მეორე იერუსალიმს უწოდებენ, რადგან აქ, სვეტიცხოვლის ტაძარში, დაკრძალულია მაცხოვრის ხელთუქმნელი კვართი.
ქალაქის მთავარი დღესასწაულია სვეტიცხოვლობა, იგივე მცხეთობა, რომელიც 14 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღეს ქალაქში მთელი ქვეყნიდან ჩამოდიან მომლოცველები, ტაძრებში ლოცვა აღევლინება, იმართება გასართობი ღონისძიებები, ქართული ტრადიციული კერძების ფესტივალი და მუსიკალური კონცერტი.
მცხეთის ღირსშესანიშნაობები
ქალაქი მცხეთა და მის გარშემო არსებული სოფლები უხვადაა დატვირთული უნიკალური ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლებით. სვეტიცხოვლის, სამთავროსა და ჯვრის მონასტრები ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობებია. მცხეთის შემოგარენში, სოფლებსა და მთის ფერდობებზე უძველესი ციხე-სიმაგრეები და ტაძრებია აგებული – არმაზის, ნიჩბისის, ქსნისა და ბებრისციხე, შიომღვიმის, ზედაზნისა და არმაზის მონასტრები.
სასტუმროები მცხეთაში
მცხეთასა და მის შემოგარენში კომფორტული სასტუმროებისა და გესთ ჰაუსების პოვნა შეგიძლიათ.
სასტუმრო “ჯინო ველნეს მცხეთა” ქალაქის ცენტრში მდებარეობს. კომფორტული ნომრებიდან ქალაქისა და სვეტიცხოვლის ხედები იშლება. რესტორანი, კაფე და აუზი სასტუმროს ტერიტორიაზე.
მტკვრის სანაპიროზე მდებარე სასტუმროში “Kera2Rooms” მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფერო დაგხვდებათ. სასტუმროს ფანჯრებიდან მთისა და მდინარის ხედები იშლება.
მეგობრული დასვენებისთვის იდეალური ვარიანტია “Jewelberry Glamping” წილკანში. ბუნებასთან ახლოს, თქვენი ნომრიდან ულამაზესი ხედები გადაიშლება. განსაკუთრებით ლამაზია აქედან მზის ჩასვლის ყურება.
ქალაქის რჩეული სასტუმროების გასაცნობად ეწვიეთ გვერდს.
სასტუმროები მცხეთაშირესტორნები მცხეთაში
მცხეთის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ აქაურ რესტორნებს უნდა ეწვიოთ და გამორჩეულად გემრიელი კკერძები დააგემოვნოთ. მცხეთის რესტორნებს ხშირად სტუმრობენ თბილისიდან, რადგან აქ განსაკუთრებული გარემო, ხედები და სამზარეულოა.
რესტორანი “ქართული ღვინის პალატა” და “ორნამენტ ექსპრესი” ქართულ და ევროპულ სამზარეულოსთან ერთად მყუდრო ატმოსფეროსა და უმშვენიერეს ხედებს შემოგთავაზებთ.
აუცილებლად ესტუმრეთ“კრაფტ ღვინის ბარს”. ღვინის მრავალფეროვანი ასორტიმენტის გარდა, აქ საინტერესო ინტერიერის დიზაინიც მოგხიბლავთ.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მივიდეთ მცხეთაში?
თბილისიდან მცხეთაში საკუთარი ავტომობილით დაახლოებით 20 წუთში იქნებით.
დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მცხეთის მიმართულებით გადაადგილდება სამარშრუტო ტაქსები. ბილეთის ღირებულება 2 ლარია.
მესამე ვარიანტი მატარებელია. თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან #12 და #18 მატარებელი გადის. ბილეთის ღირებულება 2 ლარია.
როდის არის საუკეთესო წასასვლელად?
მცხეთის ღირსშესანიშნაობების მონახულება წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. აქაური ბუნება განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე და ზაფხულში, როცა მთები ამწვანებულია. შემოდგომით ქალაქი წითელ-ყვითელ ფოთლებში ეხვევა. ადრეულ შემოდგომაზე ქალაქში თბილა და ფეხით სასიარულოდ იდეალური ტემპერატურაა.
როდის დაარსდა მცხეთა?
ლეგენდის თანახმად, ქალაქი დააარსა ეთნარქმა მცხეთოსმა. არსებობს მოსაზრება, რომ სახელწოდება “მცხეთა” წარმოდგება მესხთა (მოსხები – მუშქები) ტომის სახელიდან. მათი სამოსახლო მცხეთის ტერიტორიაზე ძვ. წ. VIII საუკუნის შემდეგ უნდა გაჩენილიყო.
რომელი მდინარეები უერთდება მცხეთას?
მცხეთა მდინარეების, მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარეობს. ქალაქი მტკვრის ორივე და არაგვის მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული.