სასტუმრო აბასთუმნის ტყეში

სასტუმროები აბასთუმანში

  1. სასტუმროები

აბასთუმანი ცნობილი კურორტია, რომელიც საუცხოო კლიმატით და უნიკალური ბუნებით გამოირჩევა. გიყვართ ლაშქრობა, ბუნებაში მშვიდი დასვენება, თუ გსურთ კლიმატოთერაპიის ჩატარება, აბასთუმანი ამისთვის იდეალური ადგილია. ამასთან ეს კურორტი გამოირჩევა იმითიც, რომ კოსმოსის მოყვარულებს შეგიძლიათ უფრო ახლოს იხილოთ ჩვენი გალაქტიკის პლანეტები და თანავარსკვლავედები.

აბასთუმანი ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ სასტუმროების არც ისე ფართო თუმცა საკმაოდ კომფორტული არჩევანია. მარტივად შეხვდებით მაღალი დონის მომსახურების მქონე სასტუმროებს, სადაც მყუდრო და მშვიდი გარემო დაგხვდებათ. ასევე კურორტი სრულიად უზრუნველყოფილია შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურით, საკმაოდ ახლოს მდებარეობს სხვა ისტორიულ ქალაქებთან თუ ადგილებთან, რაც შესაძლებლობას გაძლევთ, მოაწყოთ ტური და უფრო მეტი შთაბეჭდილებები შემატოთ თქვენს დასვენებას.

5 საუკეთესო სასტუმრო აბასთუმანში

საუკეთესო სასტუმრო პარკთან ახლოს: Hotel Lalo

საუკეთესო სასტუმრო ბავშვთა გასართობი სივრცით: Hotel Iveria

საუკეთესო მყუდრო სასტუმრო: Cottage galileo abastumani

სასტუმრო ობსერვატორიასთან ახლოს: Abastumani Residence Hotel & Resort

საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო: Old Town Akhaltsikhe

სტატიაში მიმოხილული სასტუმროები შერჩეულია ექსპერტების მიერ და პირად გამოცდილებასთან ერთად, ემყარება საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმებზე, სასტუმროების რეიტინგსა და მომხმარებელთა შეფასებებს.

წინამდებარე სტატიაში მოცემული კონტენტი არ არის დასპონსორებული.

სასტუმრო Hotel Lalo აბასთუმანში

1. Hotel Lalo

აბასთუმანი ასოცირდება სიმშვიდესთან და უნიკალურ ბუნებასთან. შესაბამისად, სიმყუდროვე დასასვენებლად კიდევ უფრო კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს ქმნის. სწორედ მსგავს ატმოსფეროს გთავაზობთ სამვარსკვლავიანი სასტუმრო Hotel Lalo. აქ დაგხვდებათ ნათელი და თანამედროვე ინტერიერი, კომფორტული ნომრები და მეგობრული პერსონალი. გაითვალისწინეთ, რომ სასტუმროში სტანდარტული ტიპის ნომრებია ხელმისაწვდომია, სადაც მაქსიმუმ 3 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

იმისთვის, რომ დრო უფრო სასიამოვნოდ გაატაროთ, სასტუმროში შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედები, ისიამოვნოთ ადგილობრივი კულტურის ტურით, ან ისარგებლოთ საფეხმავლო ტურებით აბასთუმანში. ამასთან სასტუმრო შესანიშნავი ადგილმდებაროებით გამოირჩევა. ახლოს მდებარეობს პარკი, ეკლესია და სხვა საინტერესო ობიექტები, რაც აბასთუმნის მარტივად დათვალიერების შესაძლებლობას გაძლევთ. ამასთან აღსანიშნავია, რომ სასტუმრო შინაური ცხოველების მიმართ მეგობრულია და შეგიძლიათ თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად დაისვენოთ.

Booking რეიტინგი: 9.9 exceptional

მისამართი: ასათიანის 41, 0301

ახლოს მდებარე ობიექტები: ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია, პარკი 

სტანდარტული ფასი: 255₾

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Hotel Iveria აბასთუმანში

2. Hotel Iveria

Hotel Iveria ცნობილი სასტუმროა აბასთუმანში, რომელიც მყუდრო და სასიამოვნო გარემოთი გამოირჩევა. კომფორტული ნომრები, საუცხოო ხედები ბაღზე, მეგობრული მომსახურება არის ის მთავარი, რის გამოც სასტუმრო მომხმარებლებისგან დადებით შეფასებებს იმსახურებს. თუ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გადაწყვიტეთ აბასთუმანში დასვენება, მაშინ შეგიძლიათ Hotel Iveria–ის საოჯახო ნომრები აირჩიოთ, სადაც 4–დან 7 ადამიანამდე განთავსებაა შესაძლებელი. თითოეული ნომერი ყველა საჭირო ინვენტარით არის უზრუნველყოფილი.

სასტუმრო ჯანსაღი საუზმითაც გაგიმასპინძლდებათ. ასევე ხელმისაწვდომია სპეციალური მენიუ ბავშვებისთვის. Hotel Iveria ასევე მრავალფეროვანი სერვისებითაც გამოირჩევა. აქ განთავსებულია შიდა სათამაშო სივრცე ბავშვებისთვის, ხელმისაწვდომია კულინარიული კლასები. ასევე შეგიძლიათ იქირაოთ სათევზაო აღჭურვილობა ან გაერთოთ ტენისის თამაშით.

Booking რეიტინგი: 9.3 superb

მისამართი: ლადო ასათიანის 19, 0300

ახლოს მდებარე ობიექტები: პარკი, ეკლესია,  აბასთუმნის პანორამული გადმოსახედი

სტანდარტული ფასი: 270₾

ვებ–გვერდები

დაჯავშნე Booking-ზე

კოტეჯი Cottage galileo abastumani ტყეში

3. Cottage Galileo Abastumani

აბასთუმნის საუცხოო ბუნებაში დასვენება კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება თუ კოტეჯური ტიპის სასტუმროს აირჩევთ. Cottage galileo abastumani ცნობილია აბასთუმანში და გამოირჩევა მყუდრო და კომფორტული გარემოთი და ამასთანავე საუცხოო ხედებით ბუნებაში, რაც კიდევ უფრო კარგ ატმოსფეროს შეგიქმნით განტვირთვისთვის. ხის კომფორტული კოტეჯები, პანორამული ხედებით, ტერასითა და მყუდრო ინტერიერით ხელმისაწვდომია როგორც წყვილებისთვის და სოლო მოგზაურებისთვის, ასევე მათთვის ვინც ოჯახთან ერთად სტუმრობს აბასთუმანს. აქ შეგიძლიათ ორსაძინებლიანი კოტეჯის ქირაობაც, სადაც 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

იმისთვის რომ უკეთ განიტვირთოთ, შეგიძლიათ სასიამოვნო საღამოები გაატაროთ ღია ცისქვეშ, დაანთოთ ღია ტიპის ბუხარი, მოაწყოთ პიკნიკი და დატკბეთ უნიკალური ხედებით.

Booking რეიტინგი: 9.4 superb

მისამართი: აბასთუმანი, 7002

ახლოს მდებარე ობიექტები: ალექსანდრე ნიველის სახ. ეკლესია, აბასთუმნის ობსერვატორია, პარკი

სტანდარტული ფასი: 549₾

ვებ–გვერდები

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Abastumani Residence Hotel & Resort მდინარის პირას

4. Abastumani Residence Hotel & Resort

თუ კომფორტული დასვენება თქვენთვის პრიორიტეტულია და შედარებით ცნობილ სასტუმროებს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ აუცილებლად ისიამოვნებთ Abastumani Residence Hotel & Resort–ში დასვენებით. ეს არის კურორტის ცნობილი სამვარსკვლავიანი სასტუმრო, სადაც დაგხვდებათ მშვიდი და კომფორტული გარემო, მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად.

სასტუმროში ნომერთა კატეგორიის არჩევანი საკმაოდ ფართოა. სტანდარტულ, ორადგილიან ნომრებთან ერთად, შეგიძლიათ აირჩიოთ საოჯახო ნომრები 4 ადამიანისთვის, ბიუჯეტური ნომრები, ე.წ deluxe ნომრები და ასევე სამ საძინებლიანი აპარტამენტი, 6 ადამიანისთვის. შესაძლებელია ნომრის არჩევა აივნით და მის გარეშე. ადგილობრივი და ჯანსაღი მენიუთი შეგიძლიათ სასტუმროს რესტორანში ისიამოვნოთ. ასევე შეგიძლიათ დაისვენოთ სასტუმროს ბაღში, ისიამოვნოთ ლამაზი ხედებით ტერასიდან ან ისარგებლოთ დამატებითი სერვისებით, როგორიცაა ლაშქრობის და საცხენოსნო ტურები აბასთუმანში, სათამაშო ოთახი და დამატებთი სერვისი თევზაობის მოყვარულთათვის.

Booking რეიტინგი: 9.1 superb

მისამართი: ფალიაშვილის 10, 0301

ახლოს მდებარე ობიექტები: მეჩეთი, რომანოვების სასახლე, აბასთუმნის ობსერვატორია

სტანდარტული ფასი: 345₾

ვებ–გვერდები

დაჯავშნე Booking-ზე

სასტუმრო Old Town Akhaltsikhe ახალციხეში

5. Old Town Akhaltsikhe

მათ ვისაც ქართული ტრადიციული გარემო გიყვართ, აუცილებლად მოგეწონებათ აბასთუმანთან ახლოს მდებარე სასტუმრო Old Town Akhaltsikhe. ქართული ტრადიციული ქვისა და ხის ინტერიერი, კომფორტული და ნათელი ნომრები, საუცხოო ქალაქის ხედები და მეგობრული მომსახურება, კიდვე უფრო სასიამოვნოს გახდის თქვენს დასვენებას. სასტუმროდან აბასთუმანში მოხვედრა მარტივად და მოკლე დროში, სამანქანო გზით შეგიძლიათ. ადგილი იმითაც გამოირჩევა რომ ბიუჯეტურ დასვენებასთან ერთად, შეგიძლიათ მოკლე დროში ერთდროულად მოაწყოთ ტური აბასთუმანსა და ახალციხეში. ამასთან აუცილებლად უნდა აღინიშნოს იდეალური შესაძლებლობა მათთვის ვინც მეგობრებთან ერთად მოგზაურობს. სასტუმროში ხელმისაწვდომია ნომერი, სადაც 10 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ეს კი საკმაოდ იშვიათი და კომფორტული შესაძლებლობაა. ამასთან Old Town Akhaltsikhe გიმასპინძლებთ მყუდრო რესტორანში, უგემრიელეს კერძებით, სადაც ასევე ხელმისაწვდომია ცალკე დიეტური და საბავშვო მენიუ.

Booking რეიტინგი: 9.5 exceptional

მისამართი: ექვთიმე ათონელის 106, ახალციხე

ახლოს მდებარე ობიექტები: რკინიგზის სადგური, მუზეუმი

სტანდარტული ფასი: 58₾

დაჯავშნე Booking-ზე

რა ვნახოთ აბასთუმანში?

აბასთუმანში ბევრი საინტერესო ადგილია, თუმცა მთავარი ღირსშესანიშნაობა ის უნიკალური ბუნებაა, რომელიც ასევე ძალიან სასარგებლოა ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ცნობილი კურორტი ასევე იდეალური ადგილია იმისთვის, რომ კოსმოსს უფრო ახლოდან დააკვირდეთ. აბასთუმნის ობსერვატორიაში შეგიძლიათ ბევრი საინტერესო ფაქტის გაგება ჩვენს გალაქტიკაზე და უნიკალური გამოცდილების მიღება. ბუნების მოყვარულებს კი შეგიძლიათ ზეკარის ულამაზესი უღელტეხილი მოინახულოთ და მოაწყოთ ლაშქრობა აბასთუმნის მწვანე ტყით დაფარულ მდელოებზე. 

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს სასტუმროები აბასთუმანში?

აბასთუმანში სასტუმროს ფასები საშუალოდ 250–300 ლარიდან იწყება.

რომელია აბასთუმნის ყველაზე პოპულარული სასტუმროები?

აბასთუმნის ყველაზე პოპულარული სასტუმროებია Hotel Iveria და Abastumani Residence Hotel & Resort.

აბასთუმნის რომელ სასტუმროებშია შესაძლებელი ქართული კერძების დაგემოვნება?

ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება შესაძლებელია Hotel Iveria–ში და Old Town Akhaltsikhe–ში.

აბასთუმნის რომელი სასტუმროებია იდეალური ოჯახთან და ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის?

ასეთი შემთხვევისთვის იდეალურია Old Town Akhaltsikhe და Hotel Iveria.

რომელია სამვარსკვლავიანი სასტუმრო აბასთუმანში?

სამვარსკვლავიანი სასტუმროებია Hotel Lalo და Abastumani Residence Hotel & Resort.

რომელია აბასთუმანში წყვილებისთვის საუკეთესო სასტუმროები?

წყვილებისთვის საუკეთესოა Abastumani Residence Hotel & Resort და Cottage galileo abastumani.

რა ღირს სასტუმროები აბასთუმანში შაბათ–კვირას?

აბასთუმნის სასტუმროებში ერთი ღამის ფასი შაბათ–კვირას დაახლოებით იგივეა რაც სამუშაო დღეებში, და საშუალოდ 250–300 ლარიდან იწყება

აბასთუმნის რომელ სასტუმროებს აქვთ ყველაზე მაღალი შეფასება მომხმარებლებისგან?

ყველაზე მაღალი შეფასების მქონე სასტუმროებია Hotel Lalo, Old Town Akhaltsikhe და Cottage galileo abastumani.

აბასთუმნის რომელ სასტუმროებს აქვთ პარკინგი?

აბასთუმნის ყველა სასტუმროს აქვს უფასო პარკინგ სივრცე.

აბასთუმნის რომელ სასტუმროებს აქვთ დამატებითი ტურების სერვისი?

დამატებითი ტურების სერვისი ხელმისაწვდომია სასტუმროებში, Hotel Lalo, Hotel Iveria და Abastumani Residence Hotel & Resort.

რომელ სასტუმროებს აქვთ აბასთუმანში ოთახები არამწეველთათვის?

აბასთუმნის სასტუმროებში ნომრები მხოლოდ არამწეველთათვისაა განკუთვნილი.

აბასთუმნის რომელ სასტუმროებს აქვთ უფასო წვდომა ინტერნეტთან?

აბასთუმნის ყველა სასტუმრო გთავაზობთ უფასო წვდომას ინტერნეტთან.

აბასთუმნის რომელი სასტუმროშია კოტეჯის დაქირავება შესაძლებელი?

აბასთუმანში კოტეჯის ქირაობა სასტუმრო Cottage galileo abastumani–ში შეგიძლიათ.

აბასთუმნის რომელი სასტუმრო მდებარეობს ობსერვატორიასთან ახლოს?

ობსერვატორიასთან ახლოს მდებარეობს სასტუმრო Abastumani Residence Hotel & Resort.

აბასთუმნის რომელი სასტუმროებშია ხელმისაწვდომი ველოტურების სერვისი?

ველოსპიედის ქირაობა შეგიძლიათ სასტუმრო Hotel Lalo–ში.