საოჯახო სასტუმრო

საოჯახო სასტუმროები

  1. სასტუმროები

საოჯახო სასტუმროები იდეალური საშუალებაა იმისთვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მხარეში თქვენი მოგზაურობა უფრო მრვალფეროვანი და თავგადასავლებით დატვირთული გახადოთ. საოჯახო სასტუმროებში უფრო თბილი და ოჯახური გარემოა, უფრო ბიუჯეტურია და რაც მთავარია უფრო მეტად არის შესაძლებელი გაიცნო ადგილობრივების ყოფა, ადგილი და მათი კულტურა და აღმოაჩინოთ უფრო მეტი ვიდრე ამას პრემიუმ კლასის სტანდარტულ სასტუმროში შეძლებდით. ამასთან საქართველოს რეგიონებში საოჯახო სასტუმროები უფრო ხელმისაწვდომია მათი სიმრავლის ფონზე. ასე რომ, თუ განსხვავებულ გამოცდილებას ეძებთ დასვენებისას, აქ გაგაცნობთ საუკეთესო და ცნობილ საოჯახო სასტუმროებს, რომლებში დასვენებაც ბევრ სასიამოვნო მოგონებას შემატებს თქვენს მოგზაურობას.

18 საუკეთესო საოჯახო სასტუმრო საქართველოში

საოჯახო სასტუმრო Guest house Ardoti ტერასით

1. Guest house Ardoti

მთაში დასვენებისას ოჯახური და მყუდრო გარემოში დასვენება უფრო სასიამოვნოა. თუ შატილს გსურთ რომ ესტუმროთ, მსგავსი ატმოსფეროს შესაქმნელად იდეალურია თუ დასასვენებლად საოჯახო სასტუმრო guest house ardoti-ს აირჩევთ. მთებს შორის მოქცეული სასტუმროში თბილი და მეგობრული გარემო დაგხვდებათ. ხის კომფორტული ნომრები, გასაოცარი მთის ხედები, გულთბილი მიღება და ოჯახური ატმოსფერო დაუვიწყარ მოგონებებს შემატებს თქვენს მოგზაურობას.

საოჯახო სასტუმროში შესაძლებელია სტანდარტული, ორ ადგილიანი ნომრების დაქირავება. თითოეული ოთახი ქართული ტრადიციული ფერადი ინტერიერით და მთის პანორამული ხედებით გამოირჩევა. მასპინძლები ზაფხულის სეზონზე ხშირად აწყობენ ღია სივრცეში მხიარულ საღამოებს. აქ შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი, დააგროვოთ სასიამოვნო მოგონებები კოცონის ირგვლივ, დატკბეთ საუცხოო ხედებით და დააგემოვნოთ ჯანსაღი კერძები. ამასთან საოჯახო სასტუმრო ცხენით გასეირნებასაც გთავაზობთ არდოტში.

Booking რეიტინგი: 9.6 exceptional

მისამართი: არდოტი, შატილი-მუცო, 1618

ახლოს მდებარე ობიექტები: არდოტის ჩანჩქერი

სტანდარტული ფასი: 90₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

საოჯახო სასტუმრო Guest house Shina მთაში

2. Guest house Shina

მთებს შორის გაშლილ ველზე მდებარე საოჯახო სასტუმრო Guest house Shina
იდეალურია თუ გსურთ უფრო ახლოს გაიცნოთ ქართველი, მთის ხალხის კულტურა და ტრადიციები. სასტუმრო ტრადიციულ ქართულ არქიტექტურულ სტილშია აგებული. ხის მოჩუქურთმებული აივნები, ნათალი ქვის კედლები და საოცრად ფერადი ეზო გასაოცარ ატმოსფეროს ქმნის ომალოს მწვანე მთებთან ერთად. რაც შეეხება ნომრებს, აქ შეგიძლიათ აირჩიოთ სტანდარტული ნომრები ან საოჯახო ნომრები, სადაც 3-4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. თითოეული ოთახი მყუდრო და კომფორტულია.

თუ ადგილობრივი კერძების დაგემოვნება გსურთ, მასპინძლები დიდი სიამოვნებით გაგიმასპინძლდებიან. აქ ყველაფერი ჯანსაღი და გემრიელია. საოჯახო სასტუმროში შეგიძლიათ ასევე იქირაოთ ცხენი და მოაწყოთ დაუვიწყარი ლაშქრობა ომალოს საოცარ ბუნებაში.

Booking რეიტინგი: 9.5 exceptional

მისამართი:  ომალო, 0950

ახლოს მდებარე ობიექტები: ომალოს ღვთისმშობლის ეკლესია, კესელოს ციხე, მაღაზია

სტანდარტული ფასი: 110₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

საოჯახო სასტუმრო Guesthouse Kvavlo მთის ხედით

3. Guesthouse Kvavlo

თუ გსურთ რომ თუშეთის მთების საუკეთესო ხედებით ისიამოვნოთ და ამასთან დაისვენოთ თბილ და მყუდრო გარემოში, მაშინ საუკეთესოა თუ ესტუმრებით Guesthouse Kvavlo-ს. ხის ულამაზესი სახლი, ქართული ტრადიციული აივნითა და ფერადი ფარდაგებით პირველივე ნახვისას მოგხიბლავთ. ხედები რომლებიც სასტუმროდან იშლება განუმეორებელია. მთებს შორის აისისა და დაისის ხედების გარდა საოჯახო სასტუმრო გულთბილ დახვედრასა და კომფორტულ ნომრებს გთავაზობთ.

აქ შეგიძლიათ აირჩიოთ, როგორც ორადგილიანი ნომრები, ასევე საოჯახო ნომერი, რომელიც 5 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. თითოეულ ნომერში ყველა საჭირო ნივთი დაგხვდებათ, ჩაისა და ყავის აპარატების ჩათვლით. და რაც სასიხარულოა, საოჯახო სასტუმრო ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიგიღებთ, თუ შინაურ ცხოველთან ერთად სტუმრობთ თუშეთს.

Booking რეიტინგი: 10 exceptional

მისამართი: კვავლო, თუშეთი, 0905

ახლოს მდებარე ობიექტები:  მდინარე დიდიხევი

სტანდარტული ფასი: 180₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

საოჯახო სასტუმრო Luca lili სიღნაღში

4. Luca lili

სიღნაღში დასვენებისას საოჯახო სასტუმროს არჩევა კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს და რომანტიკას შემატებს თქვენს დასვენებას. სწორედ მსგავსი ატმოსფეროს მატარებელია ცნობილი საოჯახო სასტუმრო Luca lili. აქ დაგხვდება მშვიდი და მეგობრული გარემო, თანამედროვე ფერადი ინტერიერითა და ლამაზი ხედით ქალაქზე. საოჯახო სასტუმროში მხოლოდ ორადგილიანი ნომრებია ხელმისაწვდომი, რაც იდეალურია წყვილებისთვის.

იმისთვის, რომ დრო უფრო სასიამოვნოდ გაატაროთ სასტუმროს გულთბილი მასპინძლები სხვადასხვა აქტივობას გთავაზობენ. მაგალითად აქ შეგიძლიათ მონაწილება მიიღოთ ადგილობრივი კულინარიის კლასში, ისარგებლოთ ტურის სერვისით სიღნაღში, იქირაოთ ცხენი ან გაერთოთ სასტუმროს სათამაშო ოთახში. საღამოობით კი დაისვენოთ ულამაზეს მწვანე აივანზე და ისიამოვნოთ სიღნაღის ხედებით.

Booking რეიტინგი: 9.3 wonderful

მისამართი: აბრამიშვილის 10, სიღნაღი

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი, კაფეები, ბარი, სიღნაღის ზიპლაინი,  ავტოსადგური

სტანდარტული ფასი: 75₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

საოჯახო სასტუმრო Guest House Pirosmani 60 სიღნაღის ხედით

5. Guest House Pirosmani 60

სიღნაღში მდებარე საოჯახო სასტუმრო Guest House Pirosmani 60, ელეგანტური დიზაინითა და ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. კლასიკური და რომანტიული გარემო, რომელიც აქ დაგხვდებათ იდეალურია თუ სიღნაღს თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად სტუმრობთ. თუმცა თუ ოჯახთან ერთად ისვენებთ, ეს სასტუმრო ამ შემთხვევაშიც კარგი არჩევანია, რადგან ხელმისაწვდომია საოჯახო ნომერი, 4 ადამიანისთვის.

გარდა იმისა, რომ საოჯახო სასტუმრო ჯანსაღ საკვებსა და ცნობილ კახურ ღვინოს გთავაზობთ, დროის უფრო მხიარულად გატარებისთვის ასევე შემოგთავაზებთ სხვადასხვა აქტივობას. მათ შორის მხიარულ საღამოებს სიღნაღის ბარებში, ე.წ pub crawls, და საფეხმავლო ტურებს ქალაქში, რათა უფრო მეტი გაიგოთ სიღნაღზე.

Booking რეიტინგი: 9.6 exceptional

მისამართი: ფიროსმანის 60, სიღნაღი

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი, დავით გარეჯელის ტაძარი

სტანდარტული ფასი: 55₾

დაჯავშნე Booking-ზე

საოჯახო სასტუმრო Nato & Lado-ს აივანი

6. Nato & Lado

Nato & Lado ერთ-ერთი ყველაზე ფერადი და მხიარული ადგილია სიღნაღში. ეს საოჯახო სასტუმრო განსაკუთრებულად გულთბილი მიღებითა და გასაოცრად მწვანე ბაღით გამოირჩევა. ასე რომ თუ ოჯახურ გარემოში გსურთ დაისვენოთ, ეს ადგილი ამისთვის იდეალურია. ულამაზესი ხედი სიღნაღზე, მწვანე ეზო და ფერადი დეკორაციები პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნის, რაც ვიზიტორებში დადებით შეფასებებს იმსახურებს.

სამვარსკვლავიან საოჯახო სასტუმროში შეგიძლიათ იქირაოთ ნომრები ორი ადამიანისთვის, ასევე საოჯახო deluxe ნომერი, სადაც 5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ასევე ხელმისაწვდომია ე.წ dorm ნომერი სადაც საწოლის ქირაობა შეგიძლიათ, ოთხ საერთო ნომერში, რაც ბიუჯეტური მოგზაურებისთვის იდეალურია. საოჯახო სასტუმრო უგემრიელესი და ჯანსაღი საუზმით გაგიმასპინძლდებათ, სადაც ასევე საბავშვო მენიუც არის ხელმისაწვდომი. დამატებით კი გთავაზობთ სხვადახვა სახის გასართობ ტურებს, სიღნაღის მასშტაბით.

Booking რეიტინგი: 9.4 superb

მისამართი: ფიროსმანის 5, სიღნაღი

ახლოს მდებარე ობიექტები: მარკეტი, რესტორნები, დავით აღმაშენებლის მოედანი, პარკი

სტანდარტული ფასი: 45₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

საოჯახო სასტუმრო Villa Ananuri აუზით

7. Villa Ananuri

ეს ადგილი ერთდროულად აერთიანებს ქართულ ტრადციულ გარემოს, ნამდვილ მხიარულებას, საზაფხულო განწყობას და რაც მთავარია განთქმულ სტუმართმოყვარეობას. Villa Ananuri-ში არ მოიწყენთ. აქ დაგხვდებათ უგემრიელესი ქართული კერძები, საღამოს გასართობი წვეულებები და აქტივობები, საპიკნიკე სივრცეები, ღია ტიპის აუზები დიდებისთვის და ბავშვებისთვის, ცოცხალი მუსიკის საღამოები, თემატური ვახშმები, კარაოკე და ბევრი სხვა გასართობი აქტივობა.

რაც შეეხება ნომრებს, თითოეული ოთახი კეთილმოწყობილია და შესაძლებელია, როგორც ერთი ნომრის ქირაობა, ასევე სრულიად ვილის დაქირავებაც, სადაც ჯამში 18 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ასევე ხელმისაწვდომია საოჯახო ნომერი ოთხი ადამიანისთვის და სტანდარტული ორადგილიანი ნომრები მთისა და აუზის ხედებით.

Booking რეიტინგი: 8.6 fabolous

მისამართი: ანანური 3300

ახლოს მდებარე ობიექტები: მარკეტი, წყალსაცავი, ანანურის ციხის კომპლექსი, კვების ობიექტი, ანანურის პლიაჟი

სტანდარტული ფასი: 150₾

ვებ-გვერდ

დაჯავშნე Booking-ზე

საოჯახო სასტუმრო Peak Mazeri Guest House მთაში

8. Peak Mazeri Guest House

კავკასიონის დიდებულ მწვერვალებთან დასვენება კიდევ უფრო სასიამოვნოა როდესაც Peak Mazeri Guest House-ში ისვენებთ. გასაოცარი ხედები, ქართული ტრადიციული გარემო, მყუდრო ატმოსფერო, უფრო სასიამოვნოს ხდის მაზერში დასვენებას. საოჯახო სასტუმრო სრულიად ორიენტირებულია წარმოაჩინოს ქართული კულტურა. ნათალი ქვის ექსტერიერი, ხისა და ქვის დეკორაციები ნომრებში, ქართული სუფრა და რაც მთავარია, გულთბილი მასპინძლები კიდევ უფრო სასიამოვნო მოგონებებს შემატებს თქვენს მაზერში დასვენებას. საოჯახო სასტუმროში ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტული ასევე საოჯახო ნომრები.

მასპინძლები ასევე გთავაზობენ ცხენით გასეირნებას მაზერში, ცოცხალი მუსიკის საღამოებს, ტურს სადაც მაზერის ტრადიციებს და კულტურას უფრო ახლოს გაიცნობთ, და დამატებით საჭირო აღჭურვილობას თუ გადაწყვეტთ რომ თხილამურებით ისრიალოთ.

Booking რეიტინგი: 9.4 superb

მისამართი: სოფელი მაზერი, 3200

ახლოს მდებარე ობიექტები: ღირღმელის ეკლესია, მაცხოვრის ეკლესია

სტანდარტული ფასი: 72₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

საოჯახო სასტუმრო Becho house მთის ძირში

9. Becho house

Becho house ნამდვილ ოჯახურ გარემოს შეგიქმნით სვანეთში დასვენებისას. ბეჩოში მდებარე ეს საოჯახო სასტუმრო მყუდრო ატმოსფეროთი და გულთბილი მიღებით გამოირჩევა, სულ რომ არაფერი ვთქვათ ძალიან კარგ მდებარეობასა და სასტუმროს საუცხოო მთის ხედებზე. Becho house-ში შეგიძლიათ იქირაოთ ერთ და ორ ადგილიანი ოთახები. თითოეული ნომერი მყუდრო კლასიკურ სტილშია მოწყობილი. სასტუმროში განთავსებულია საერთო სავახშმო და მოსასვენებელი სივრცეებიც, სადაც მასპინძლები უგემრიელესი და ჯანსაღი საკვებით გაგიმასპინძლებიან.

აუცილებელია აღინიშნოს Becho house-ის ულამაზესი ბაღი და ეზო სადაც საღამოობით მხიარულებაა. აქ შეგიძლიათ მოაწყოთ ბარბექიუ წველება, ითამაშოთ სხვადასხვა თამაში და გაერთოთ მეგობრებთან ერთად. დამატებით სასტუმრო საცხენოსნო ტურებსაც გთავაზობთ ბეჩოში.

Booking რეიტინგი: 9.9 exceptional

მისამართი:  ბეჩო, სვანეთი 3202

ახლოს მდებარე ობიექტები: მდინარე დოლრა, ნახვრის წმინდა გიორგის ეკლესია

სტანდარტული ფასი: 68₾

ვებ-გვერდ

დაჯავშნე Booking-ზე

საოჯახო სასტუმრო  Hello-ს ბუხარი

10. Guest House Hello

თუ თბილისში ბიუჯეტური დასვენების საშუალებას ეძებთ, მაშინ შესანიშნავი არჩევანია საოჯახო სასტუმრო Guest House Hello. დედაქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარე სასტუმრო ხელმისაწვდომ ფასებთან ერთად კომფორტულ პირობებს, იდეალურ ადგილმდებარეობასა და მყუდრო გარემოს გთავაზობთ. აქ ყველაფერია კომფორტული დასვენებისთვის.

სასტუმროში შეგიძლიათ იქირაოთ როგორც ორადგილიანი ნომრები ასევე საოჯახო ნომრები 4 ადამიანისთვის. ასევე ხელმისაწვდომია ეკონომიური ნომერი, საერთო აბაზანით. დაიმახსოვრეთ სასტუმროში კვება თქვენვე უნდა უზრუნველყოთ. საოჯახო სასტუმრო დროის უფრო სასიამოვნოდ გასატარებლად გთავაზობთ კულინარიულ კლასებს და ადგილობრივი კულტურის შესახებ, საფეხმავლო ტურებს.

Booking რეიტინგი: 9.1 wonderful

მისამართი: საიათნოვას 17, 0501, თბილისი

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორნები, სიონის საყდარი, ღვინის მუზეუმი, გუდიაშვილის მოედანი

სტანდარტული ფასი: 70₾

დაჯავშნე Booking-ზე

საოჯახო სასტუმრო  Harmony-ს ეზო

11. Harmony

თუ ქუთაისში დასვენებისას გსურთ ისიამოვნოთ მხიარული და ფერადი გარემოთი, აუცილებლად მოგეწონებათ სასტუმრო Harmony. ეს არის ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო ქუთასში, რომელიც გამოირჩევა ორიგინალური დიზაინით. აქ ერთდროულად შეხვდებით ქართულ ტრადიციულ გარემოსა და თანამედროვე ფერად ინტერიერს. შესაძლებელია ნომრების არჩევა როგორც სოლო მოგზაურებისთვის, ასევე წყვილებისთვის და ოჯახებისთვის. საოჯახო ნომრები 4 ადამიანისთვისაა განკუთვნილი.

სასტუმრო უგემრიელესი ქართული კერძებით გაგიმასპინძლდებათ. მხიარული დრო კი შეგიძლიათ Harmony-ს ბარში ან ეზოში გაატაროთ, რომელიც ძალიან კომფორტულად არის მოწყობილი. შადრევანი, პალმები და მოსასვენებელი სივრცეები მხიარულ ატმოსფეროს შეგიქმნით.

Booking რეიტინგი: 9.1 wonderful

მისამართი: პირველი ქუჩა 35, ქუთაისი, 5419

ახლოს მდებარე ობიექტები: ეკლესია, რკინიგზის სადგური

სტანდარტული ფასი: 130₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

საოჯახო სასტუმრო Makos Guest House ქუთაისში

12. Makos Guest House

Makos Guest House ელეგანტური და დახვეწილი გარემოს მქონე საოჯახო სასტუმროა ქუთაისში, რომელიც იდეალური ადგილმდებარეობით და კომფორტულ ნომრებით გამოირჩევა. ბაგრატის ტაძართან ახლოს მდებარე სასტუმროში ხელმისაწვდომია ორადგილიანი ნომრები, სადაც უმაღლესი ხარისხის კომფორტი დაგხვდებათ.

გარდა ამისა, სასტუმროს გუნდი სხვადასხვა დამატებით აქტივობას გთავაზობთ, რათა ქუთაისი უკეთ გაიცნოთ და დროც სასიამოვნოდ გაატაროთ. კონკრეტულად შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი და გაისეირნოთ, მონაწილეობა მიიღოთ საფეხმავლო ტურებში ქალაქის მასშტაბით, ისიამოვნოთ ფილმის საღამოებით, ითამაშოთ ბადმინტონი ან იმხიარულოთ სხვადასხვა თემატურ ვახშამზე.

Booking რეიტინგი: 9.7 exceptional

მისამართი: პეტრე იბერის 19, 4600, ქუთაისი

ახლოს მდებარე ობიექტები: ბაგრატის ტაძარი, ქუთაისის ბოტანიკური ბაღი

სტანდარტული ფასი: 88₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

საოჯახო სასტუმრო Winehouse lagodekhi-ს ეზო

13. Winehouse lagodekhi

კახეთში დასვენებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თუ ისვენებთ ბუნებაში, მყუდრო გარემოსთან და უგემრიელეს კახურ ღვინოსთან ერთად. სწორედ ამ შესანიშნავ ატმოსფეროს გთვაზობთ განტვირთვისთვის Winehouse lagodekhi. აქ დაგხვდებათ ნათელი და კლასიკური ინტერიერი, გასაოცარი ბაღი და მწვანე ხედები, რაც იდეალურია სულიერი და გონებრივი განტვირთვისთვის.

Winehouse lagodekhi-ში ხელმისაწვდომია, როგორც სტანდარტული ნომრები ორი ადამიანისთვის, ასევე საოჯახო ნომრები 4 ადამიანისთვის. შეგიძლიათ ორ ოთახიანი აპარტამენტის ტიპის ნომერიც აიღოთ, რომელიც მისაღები და საძინებელი ოთახებისგან შედგება და იდეალურია წყვილებისთვის. გარდა იმისა რომ სასტუმრო გემრიულ მენიუს გთავაზობთ, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ საცხენოსნო ტურების სერვისით ან ისიამოვნოთ ლაშქრობით ლაგოდეხში.

Booking რეიტინგი: 9.9 exceptional

მისამართი:  თავისუფლების 17, 2700, ლაგოდეხი

ახლოს მდებარე ობიექტები: მოდეანი, პარკი, იუსტიციის სახლი 

სტანდარტული ფასი: 120₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

საოჯახო სასტუმრო Villa Rbona ბუნებაში

14. Villa Rbona

ულამაზესი ბუნება, დაწნული ღობე, ქვევრი, ფერადი ფარდაგები, მოჩუქურთმებული ხის ავეჯი და ქართული სუფრა – ეს ის ყველაფერია, რის გამოც ხაშურში მდებარე სასტუმრო Villa Rbona დადებით შეფასებებს იწვევს ვიზიტორებში. აქ არის ყველაფერი იმისთვის, რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად განიტვირთოთ და ბუნებაში მშვიდად დაისვენოთ. სასტუმროში შესაძლებელია ნომრების ქირაობა, როგორც ორი ადამიანისთვის ასევე ოჯახისთვის, სადაც 3-4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. შეგიძლიათ აირჩიოთ ოთახი აივნითაც.

რაც შეეხება დამატებით სერვისებს, Villa Rbona უგემრიელესი ადგილობრივი სამზარეულოთი გაგიმასპინძლდებათ. რაც მთავარია მიიღებთ ნამდვილი ქართული სუფრის გამოცდილებას სახელგანთქმულ ღვინოსთან ერთად. უფრო მეტი მხიარულებისთვის, კი შეგიძლიათ მუსიკალურ საღამოებს, თემატურ ვახშმებს, ფილმის ჩვენებებსა და ღია ცის ქვეშ გამართულ პატარა წვეულებას დაესწროთ.

Booking რეიტინგი: 9.1 wonderful

მისამართი: დამჩხრეულა, ხაშური

ახლოს მდებარე ობიექტები: საკალმახე, ელიას გამოქვაბული

სტანდარტული ფასი: 120₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

საოჯახო სასტუმრო Polifonia Inn Borjomi მთის ხედით

15. Polifonia Inn Borjomi

ბორჯომის გასაოცარ ბუნებაში დასვენება კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება, თუ Polifonia Inn Borjomi-ს აირჩევთ. ეს არის მყუდრო პატარა სასტუმრო ბორჯომში, ულამაზესი ხედებით, მეგობრული სერვისებითა და ხელსაყრელი მდებარეობით. ეს ადგილი იდეალურია თუ კურორტს ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად სტუმრობთ, რადგან ხელმისაწვდომია საოჯახო ნომრები, რომლებიც 5 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. არის ნომრები ორსართულიანი საწოლებითაც.

ასევე გესიამოვნებათ სასტუმროს ფერადი ინტერიერი რომელიც ბუნების მწვანე ხედებთან ერთად კიდევ უფრო მხიარულ გარემოს ქმნის. ამასთან მასპინძლები უგემრიელესი საუზმით გაგიმასპინძლდებიან, რომლის დაგემოვნება როგორც შიდა ასევე გარე სავახშმო სივრცეში შეგიძლიათ.

Booking რეიტინგი:  9.5 exceptional

მისამართი:  ჭავჭავაძის 4, 1200, ბორჯომი

ახლოს მდებარე ობიექტები: სილამაზის სალონი, ავტოსადგური, მაღაზია

სტანდარტული ფასი: 280₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

საოჯახო სასტუმრო Guest House Top Floor თელავის ხედით

16. Guest House Top Floor

თუ ნამდვილ ქართულ ტრადიციულ გარემოში გსურთ დასვენება, აუცილებლად მოგეწონებათ თელავში მდებარე საოჯახო სასტუმრო Guest House Top Floor. ამ სასტუმროს ინტერიერი ნამდვილად მოგხიბლავთ. ჩუქურთმები, მოხატული ჭაღები და ხის დეკორი, სრულიად ტრადიციულ გარემოს ქმნის. აუცილებელია აღინიშნოს ულამაზესი აივნები კიდევ უფრო გასაოცარ ხედებთან ერთად. აქ ყველაფერია იმისთვის რომ კახეთის და საქართველოს კულტურა კიდევ უფრო ახლოს გაიცნოთ.

საოჯახო სასტუმროში შეგიძლიათ იქირაოთ როგორც ორადგილიანი ნომრები, ასევე საოჯახო ნომრები 4 ადამიანისთვის. დამატებით Guest House Top Floor გაგიმასპინძლდებათ უგემრიელესი ტრადიციული კერძებით და შემოგთავაზებთ სხვადასხვა გასართობ აქტივობას, მათ შორის ტურს თელავში, ველოსიპედების ქირაობის სერვისს, თემატურ ვახშმებს და სხვა.

Booking რეიტინგი: 9.2 wonderful

მისამართი: ლაღიძის 9, 1997, თელავი

ახლოს მდებარე ობიექტები:  ნადიკვარი, ბატონისციხე, იუსტიციის სახლი

სტანდარტული ფასი: 82₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

საოჯახო სასტუმრო ნიკა ვაჩეიშვილის მარანი და ვენახი

17. Nika Vacheishvili’s Guest House

ბუნებაში მშვიდი დასვენების მოყვარულებს მოგეწონებათ Nika Vacheishvili’s Guest House–ის ფერადი გარემო, ულამაზესი გარემო და გუთბილი მასპინძლობა. საოჯახო სასტუმრო დახვეწილი ატმოსფეროთი გამოირჩევა, სადაც შეგიძლიათ სხვადასხვა გასართობი აქტივობით დაკავდეთ. მასპინძლები დამატებით უგემრიელეს და სახელგანთქმულ ატენურ ღვინოსაც დაგაგემოვნებინებთ. ასევე ისიამოვნებთ ჯანსაღი ტრადიციული კერძებით, სადაც ხელმისაწვდომია სპეც. მენიუ ბავშვებისთვის.

უფრო აქტიური დასვენების მოყვარულებს შეგიძლიათ ატენში მოაწყოთ საფეხმავლო ტური, დაესწროთ ადგილობრივი კულტურისა და კულინარიის მასტერკლასებს, ითამაშოთ ბადმინტონი ან გაერთოთ თქვენს ბავშვებთან ერთად, სპეციალურად მოწყობილ სათამაშო მოედანზე.

Booking რეიტინგი: 9.5 exceptional

მისამართი: დიდი ატენი, 1402

ახლოს მდებარე ობიექტები: რესტორანი, ატენის წმ. ნინოს ეკლესია, ატენის სვეტიცხოველი, ატენის სიონი

სტანდარტული ფასი: 234₾

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

საოჯახო სასტუმრო Komli-ს ეზო

18. Komli

ქართული ოდა, ხის ინტერიერი, ჭრელი დეკორაციები და უგემრიელესი ქართული სუფრა იდეალურია თუ დასვენებისას განტვირთვა და მშვიდ გარემოში დროის სასიამოვნოდ გატარება გსურთ. სწორედ ასეთია საოჯახო სასტუმრო Komli, ულამაზესი ეზოთი და გასაოცარი მთის ხედებით.

საოჯახო სასტუმროში დაგხვდებათ პოზიტიური ატმოსფერო. აქ ბევრი აქტივობით შეგიძლიათ დაკავდეთ, რომ უკეთ გაერთოთ. გურული განთქმული სტუმართმასპინძლობაც აღსანიშნავია. აქ შეძლებთ ჯანსაღი საკვები მიირთვათ და დააგემოვნოთ ადგილობრივი, ახლად დაკრეფილი ჩაი. გულთბილი მასპინძელი გთავაზობთ ფილმის საღამოებს, ტურებს, ცოცხალი მუსიკის საღამოებს, თევზაობას ბჟუჟის მდინარეზე და ფერად გარემოს, რათა დაუვიწყარი მოგონებები შეიძინოთ დასვენებისას.

Booking რეიტინგი: 9.7 exceptional

მისამართი: წითელმიწა, გონებისკარი, 3500

ახლოს მდებარე ობიექტები: მდინარე ბჟუჟი, თევზის ფერმა, შემოქმედის ეკლესია

სტანდარტული ფასი:

ვებ-გვერდი

დაჯავშნე Booking-ზე

რატომ უნდა დაისვენო საოჯახო სასტუმროში?

საოჯახო სასტუმროებში დასვენებას ბევრი უპირატესობა აქვს. მათგან ყველაზე პირველი და სახასიათო შედარებით დაბალი ფასებია. თუ მოგზაურობისას შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ, მაშინ იდეალური გამოსავალია თუ საოჯახო სასტუმროში დარჩენას გადაწყვეტთ. მეორე მხრივ, საოჯახო გარემო კიდევ უფრო მყუდრო ატმოსფეროს ქმნის რაც ძალიან სასიამოვნოა. ასე უფრო მარტივად შეიძენთ ახალ ნაცნობებს მეგობრებს, დააგემოვნებთ რეალურად ადგილობრივ კერძებს და ისიამოვნებთ ადგილობრივი სუფრის ტრადიციებით. ამასთან უფრო ახლოს გაიცნობთ იქაური ხალხის ყოფას, სახასიათო და კულტურულ ჩვეულებებს და რაც მთავარია, საოჯახო სასტუმროები იდეალურია რომ რეალურად გამოსცადოთ განთქმული ქართული სტუმართმოყვარეობა.

თუმცა როგორც ყველაფერს, საოჯახო სასტუმროებსაც ახასიათებს ისეთი ფაქტორები რაც შეიძლება არ იყოს ყველასთვის მისაღები ან იდეალური დასასვენებლად. მსგავს სასტუმროებში პირადი სივრცე ნაკლებია. აქ შეხვდებით სასტუმროებს საერთო სველი წერტილებითა და სამზარეულოთი. ბევრ სასტუმროში კვება თქვენზეა დამოკიდებული. ამასთან მსგავს სასტუმრობში კომფორტია თუმცა არა ისეთი როგორც პრესტიჟულ სასტუმროებში. თავისთავად ნომერთა რაოდენობაც დაბალია.

თუმცა გამოცდილებებს თუ გადახედავთ საოჯახო სასტუმროები არ ასოცირდება დისკომფორტთან. ეს უბრალოდ დამოკიდებულია ინდივიდუალურ მოთხოვნილებებსა და პრიორიტეტებზე. სწორედ ამიტომ საქართველოში უცხოელ თუ ქართველ მოგზაურებში საოჯხო სასტუმროები არასდროს კარგავს აქტუალობას.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს საოჯახო სასტუმროში ნომრის ქირაობა?

საოჯახო სასტუმროებში ერთი ღამის ფასი საშუალოდ 50 ლარიდან იწყება და 200 ლარამდე იზრდება.

რომელ საოჯახო სასტუმროშია შესაძლებელი ქართული კერძების დაგემოვნება?

ქართული სამზარეულოს დაგემოვნება ბევრ საოჯახო სასტუმროში შეგიძლიათ, მათ შორის სასტუმროებში Guest house Shina, Luca lili და Villa Rbona.

რომელ საოჯახო სასტუმროშია ნებადართული შინაური ცხოველის შეყვანა?

სასტუმრო Guesthouse Kvavlo ნებას გრთავთ შინაურ ცხოველთან ერთად ისარგებლოთ სასტუმროს სერვისებით.

რომელ საოჯახო სასტუმროშია ხელმისაწვდომი აუზი?

ღია ტიპის აუზით სარგებლობა შეგიძლიათ სასტუმრო Villa Ananuri-ში.

რომელია ცნობილი საოჯახო ტიპის სასტუმროები?

ცნობილი საოჯახო სასტუმროებია guest house ardoti, Komli Villa Ananuri, Winehouse lagodekhi და Polifonia Inn Borjomi

რომელ საოჯახო სასტუმროებს აქვს ყველაზე მაღალი შეფასება მომხმარებლებისგან?

ყველაზე მაღალი შეფასება აქვთ სასტუმროებს Guesthouse Kvavlo, Becho house, Winehouse lagodekhi, Makos Guest House, და Komli.

რომელ საოჯახო სასტუმროებშია ხელმისაწვდომი უფასო ინტერნეტი?

ყველა საოჯახო სასტუმროში გექნებათ წვდომა უფასო ინტერნეტზე.

რომელი საოჯახო ტიპის სასტუმრო სთავაზობს ვიზიტორებს უფასო პარკინგ სივრცეს?

ყველა საოჯახო სასტუმრო გთავაზობთ უფასო პარკინგ სივრცეს.

რომელი საოჯახო სასტუმრო სთავაზობს ვიზიტორს დამატებით ტურებს?

დამატებითი ტურებით სარგებლობა უმეტეს საოჯახო სასტუმროში შეგიძლიათ, მათ შორის სასტუმროებში Guest House Pirosmani 60, Nato & Lado, Becho house და სხვა.

რომელია იდეალური საოჯახო სასტუმრო წყვილებისთვის?

წყვილებისთვის იდეალურია Harmony და Winehouse lagodekhi.

რომელია იდეალური საოჯახო სასტუმრო ოჯახთან ერთად დასვენებისთვის?

ოჯახთან ერთად დასვენებისთვის იდეალურია Peak Mazeri Guest House, Polifonia Inn Borjomi და Nika Vacheishvili’s Guest House.