გუდაური

გუდაური

  1. საქართველოს კუთხეები

გუდაური ერთ–ერთი გამორჩეული სამთო–სათხილამურო კურორტია, რომელიც ნებისმიერ ვიზიტორს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს უტოვებს. კურორტი განსაკუთრებით იზიდავს მათ, ვისაც უყვარს ზამთრის სპორტი, უფრო მეტად კი თხილამურებზე სრიალი. გუდაურის ჰავა სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, ასე რომ ის, ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანისთვის მიმზიდველი ზამთრის კურორტია.

გუდაურის შესახებ

გუდაური მცხეთა–მთიანეთში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს. ზღვის დონიდან 2196 მეტრზე მდებარე დასახლება, 1887 წლიდან კურორტის სტატუსის მქონეა, რაც გუდაურის კლიმატმა და ზამთრის სპორტისთვის ხელსაყრელმა რელიეფმა განაპირობა. გუდაური ზამთრის კურორტია და შესაბამისად, ტურისტების დიდი ნაწილიც კურორტს თოვლიან სეზონზე სტუმრობს.

გუდაურის ღირსშესანიშნაობები

გუდაურის ღირსშესანიშნაობათა დიდი ნაწილი ბუნების ძეგლს წარმოადგენს. ზამთარში კურორტის მთავარი ხიბლი სათხილამურო ტრასებია, ხოლო სხვა სეზონებზე, გასაოცარი ხედი კავკასიონის ქედსა და ჯვრის უღელტეხილზე. გუდაურის გასაოცარი ბუნების ძეგლების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ:

  • გუდაურის პანორამა

    გუდაურის პანორამა

    გუდაურის პანორამა ტურისტების ერთ–ერთი საყვარელი ადგილია, რომელიც არა მარტო ხედებით, არამედ უნიკალური არქიტექტურითაც გამოირჩევა. ეს არის წრიული ფორმის მქონე გადასახედი პლატფორმა, რომელსაც ირგვლივ ქვის გალავანი ამშვენებს. გალავნის კედელი ფერად მოზაიკას წარმოადგენს, სადაც საქართველოს ისტორიის ერთ–ერთი პერიოდი – გეორგიევსკის ტრაქტატის ისტორიაა გადმოცემული. ეს მონუმენტი 1983 წელს აშენდა და რამდენიმე თაღისაგან შედგება, საიდანაც გასაოცარი პანორამული ხედი იშლება.

  • ჯვრის უღელტეხილი

    ჯვრის უღელტეხილი

    მცხეთა–მთიანეთში მდებარე ამ უღელტეხილს ხევისყრელსაც უწოდებენ. მისი სიმაღლე 2379 მეტრია და გამოირჩევა გასაოცარი სუბალპური რელიეფით. ჯვრის უღელტეხილი ხევის კავკასიონის მთავარი ქედის არეალს, ბიდარისა და მთიულეთის არაგვის წყალგამყოფებს მოიცავს. ჯვრის უღელტეხილზე ასევე გადის საქართველოს სამხედრო გზა. უღელტეხილი შემადგენლობითაც გამოირჩევა და ის ვულკანური ქანებისგანაა წარმოქმნილი. მასთან არსებული მდინარის ხეობა კი ლავური ნაკადის წარმონაქმნია.

  • ხადას ხეობა

    ხადას ხეობა

    ხადას ხეობა საქართველოს ერთ–ერთი გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც მდინარე მთიულეთის სათავესთან მდებარეობს. ხეობა მოიცავს როგორც დუშეთის, ასევე ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს. ხადას ხეობა განსაკუთრებით მიმზიდველია ლაშქრობის მოყვარულთათვის. აქ შეხვდებით სუბალპური ზონისთვის დამახასიათებელ მცენარეებს და უძველეს დასახლებებს.

სასტუმროები გუდაურში

გამომდინარე იქიდან, რომ გუდაური ტურისტულად აქტიური კურორტია, აქ სასტუმროების დიდი არჩევანია. მიუხედავად ამისა, ზამთრის სეზონზე თავისუფალი ნომრების სიმცირეა, რადგან დამსვენებელთა რაოდენობა მაღალია. გუდაურში შეგიძლიათ დაისვენოთ, როგორც ცნობილ, ასევე მცირე ზომის საოჯახო ტიპის სასტუმროებში. ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული სასტუმროების შესახებ დამატებითი დეტალები კი იხილეთ ქვემოთ:

Hotel Carpe Diem Gudauri

Hotel Carpe Diem Gudauri ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროა კურორტზე, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის მრავალფეროვანი გამაჯანსაღებელი სერვისებითა და გასაოცარი პანორამული ხედებით კავკასიონის ფერდობებზე. ეს არის თანამედროვე ტიპის სასტუმრო, ურბანული სტილის ინტერიერით და მშვიდი გარემოთი. 

Quadrum

Quadrum Sky & Yoga Resort  გუდაურის ცენტრში მდებარეობს და წარმოადგენს თანამედროვე ტიპის სასტუმროს, კეთილმოწყობილი ნომრებით, პანორამული ხედებითა და სხვადასხვა სახის გამაჯანსაღებელი სივრცეებით. აქვე შეგიძლიათ ისიამოვნოთ ევროპული და ქართული სამზარეულოთი.

Gudauri Lodge

Gudauri Lodge ტურისტებისთვის ერთ–ერთი გამორჩეული სასტუმროა, რომელიც მრავალფეროვან სერვისებს გთავაზობთ. აუცილებელია აღინიშნოს, გასაოცარი ხედები კავკასიონზე და დახვეწილი ინტერიერი, შთაგონებული ტრიპიკული მცენარეებითა და ხის დეკორით. Gudauri Lodge–ში შეგიძლიათ ისიამოვნოთ შიდა და გარე აუზებით და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებით.

Gudauri Loft

ეს არის თანამედროვე ტიპის სასტუმროს კომპლექსი გუდაურის ცენტრში, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ მშვიდ და დახვეწილ გარემოში. სასტუმროში ხელმისაწვდომია აუზები, სპა ცენტრები, ევროპული და ქართული რესტორანი. ასევე Gudauri Loft–ის თითოეული ნომრიდან გასაოცარი ხედები იშლება გუდაურსა და კავკასიონის მთებზე.

Marco Polo

Marco Polo კლასიკური ინტერიერის მქონე სასტუმროა გუდაურში, რომელიც ვიზიტორებს სხვადასხვა გამაჯანსაღებელ თუ გასართობ სივრცეებს სთავაზობს. Marco Polo–ში დაგხვდებათ გასართობი ცენტრი ბავშვებისთვის, კლასიკური რესტორანი, დახვეწილი გარემოთი და გასაოცარი ხედები კურორტზე. 

Club 2100

Club 2100–ის ორიგინალური სახელწოდება სასტუმროს ადგილმდებარეობიდან გამომდინარეობს. ის ზღვის დონიდან 2100 მეტრზე მდებარეობს და ვიზიტორებს სთავაზობს კომფორტულ ნომრებს, პანორამული მთის ხედებით. დამსვენებლებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ საუნით, შიდა აუზებითა და ჯაკუზით. საღამო კი მშვიდ ევროპულ რესტორანში გაატარონ, კლასიკური მუსიკის თანხლებით.

Gudauri Inn

Gudauri Inn კურორტის ცენტრში მდებარე სასტუმროა, სადაც დაგხვდებათ მშვიდი და ფერადი გარემო. სასტუმროს ინტერიერი ხის დეკორითაა გაფორმებული, რაც კიდევ უფრო მყუდროს და ესთეტიურს ხდის Gudauri Inn–ში დასვენებას. ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომია რამდენიმე მოსასვენებელი სივრცე  და რესტორანი, ევროპული და ქართული კერძებით.

Monte Hotel

Monte Hotel გუდაურში მდებარე ერთ–ერთი გამორჩეული სასტუმროა, უნიკალური ინტერიერით და მრავალფეროვანი სერვისებით. Monte Hotel–ს თითოეული ნომრიდან შესაძლებლობა გეძლევათ ისიამოვნოთ გასაოცარი მთის და ხეობის ხედებით. სასტუმრო დამატებით ღონისძიებებს სთავაზობს ვიზიტორებს, როგორც ზამთრის, ასევე გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონებზე. 

New Gudauri Residences

ეს არის ახალი, თანამედროვე ტიპის სასტუმრო კომპლექსი გუდაურში, რომელიც ცენტრთან ახლოს მდებარეობს. ევროპული სტილის არქიტექტურა, მეგობრული პერსონალი, უმაღლესი ხარისხის მომსახურება და მშვიდი გარემო, პანორამულ ხედებთან ერთად, თქვენს დასვენებას New Gudauri Residences–ში კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. 

ქალაქის რჩეული სასტუმროების გასაცნობად ეწვიეთ გვერდს.

სასტუმროები გუდაურში

რესტორნები გუდაურში

გუდაურში რესტორნებისა და კაფეების დიდი არჩევანია. აქ შეგიძლით დააგემოვნოთ, როგორც ქართული, ასევე ევროპული სამზარეულო. მოთხოვნის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, რესტორანთა დიდი ნაწილი კლასიკური და მშვიდი გარემოთი გამოირჩევა, თუმცა შეხვდებით ტრადიცული ქართული კულტურისთვის დამახასიათებელ რესტორნებსაც.

თუ კლასიკური და მშვიდი გარემო გიზიდავთ, შეგიძლიათ “Gudauri Travel Bar–ს” ან “Chalet Gudauir–ს” ესტუმროთ. რესტორანი “დარიალში” კი ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებას შეძლებთ. ვიზიტორებში ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს რესტორანი “მთვრალი ალუბალი,” სადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ, როგორც დახურული სივრცით ასევე ვერანდით, საიდანაც გასაოცარი ხედი იშლება

ხშირად დასმული კითხვები

გუდაურის სათხილამურო ტრასების რუკა

გუდაურის სათხილამურო ტრასების რუკა

როგორ მივიდეთ გუდაურში?

გუდაური თბილისთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, რაც კურორტის ერთ–ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს. თბილისიდან მანძილი 120 კმ–ია და გზაში დაახლოებით საათნახევარი დაგჭირდებათ.

ყოველდღიურად, თბილისის ავტოსადგურიდან გუდაურის მიმართულებით, აქტიურად ინიშნება მიკროავტობუსებიც. ტრანსპორტის სხვა ალტერნატივად შეგიძლიათ ტაქსიც განიხილოთ.

როდის არის საუკეთესო დრო გუდაურის მოსანახულებლად?

მიუხედავად იმისა, რომ გუდაურში დასვენება კლიმატის თვისებებიდან გამომდინარე, ზაფხულობითაც სასარგებლოა, საუკეთესო პერიოდი კურორტზე დასასვენებლად ზამთრის სეზონია.

დეკემბერი–თებერვლის პერიოდში, გუდაური თოვლითაა დაფარული და კლიმატოთერაპიასთან ერთად, შეგიძლიათ ზამთრის სპორტული აქტივობებითაც ისიამოვნოთ. ამასთან, ზამთარში გუდაურს გაცილებით მეტი ადამიანი სტუმრობს და ამავე პერიოდშივე ბევრი დამატებითი გასართობი ღონისძიება და აქტივობა იმართება, რაც თქვენს დასვენებას, კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.