უშბა

უშბა

  1. სანახაობები

უშბა, იგივე ორთავიანი მწვერვალი, საქართველოს კავკასიონის ქედის ერთ-ერთი მთავარი მშვენება და ღირსშესანიშნაობაა. ტურისტებისთვის ულამაზესი ბუნების ძეგლი, ხოლო ალპინისტებისთვის ურთულესი გამოწვევა, უშბას და მასთან მდებარე სოფლებს, მოგზაურობისთვის პოპულარულ ადგილად აქცევს.

უშბის შესახებ

4710 მეტრის ორთავიანი მწვერვალი უშბა, სვანეთის კავკასიონზე მდებარეობს. მიუდგომელი რელიეფით ცნობილი მწვერვალი, ტურისტებში და ალპინისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მწვერვალი მესტიასთან ახლოს, 10 კილომეტრში მდებარეობს. შესაბამისად, წლიურად უშბას ბევრი მოგზაური სტუმრობს. 

ორთავიანი უშბას სამხრეთი მწვერვალი, ჩრდილოეთთან შედარებით, 10 მეტრით მაღალია. ორივე მწვერვალისთვის დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი, და რთული, ციცაბო ზედაპირი. უშბას დაპყრობა რთული მისიაა, და მხოლოდ პროფესიონალი მთამსველელებისთვისაა რეკომენდებული. უშბას პოპულარობას მისი მდებარეობაც განაპირობებს. უშბის ხედი მესტიიდან, სვანური კოშკების ფონზე, ცალკე ღირსშესანიშნაობაა, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს. 

პრაქტიკული ინფორმაცია

თუ უშბის მონახულება, ან უფრო მეტიც, მწვერვალის დაპყრობა გსურთ, შეგიძლიათ მესტიაში დაისვენოთ, სადაც კომფორტული და სათავგადასავლო მოგზაურობისთვის, ყველა საჭირო პირობაა ხელმისაწვდომი, მათ შორის ტურები უშბაზე, მაღალი დონის სასტუმროები, რესტორნები და სხვა მრავალი ღირსშესანიშნაობა.  საუკეთესო ხედებისთვის უშბაზე, კი მესტიიდან 20 წუთის სავალზე მდებარე მაზერს უნდა ეწვიოთ, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ ცნობილი სალაშქრო ბილიკით შდუგრას ჩანჩქერზე.

მდებარეობა და გეოგრაფია

უშბა, სვანეთში, კავკასიონის წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს. მწვერვალი, სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრიდან, მესტიიდან 10 კილომეტრითაა დაშორებული. სვანეთის სოფლებიდან, განსაკუთრებით კი სოფელი მაზერიდან ულამაზესი პანორამული ხედები უშბას მწვერვალზე, ნებისმიერი მნახველის გაოცებას იწვევს.

კავკასიონის ქედზე, უშბა, იალბუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და მისი სიმაღლე 4710 მეტრია. ჩრდილოეთი მხარის სიგრძე კი, 4700 მეტრი. მწვერვალიდან ეშვება უშბისა და გულის მყინვარები. აგებულების მხრივ, ორთავიანი მწვერვალი კრისტალური ფიქლებით და გრანიტებით წარმოქმნილია და მოიცავს ნივალურ ლანდშაფტს. 

ტურები უშბაზე

უშბა არა მარტო ალპინიზმისთვის, არამედ სხვა ტიპის მოგზაურობისთვის მიმზიდველი ადგილია. შესაბამისად, ტურები უშბაზე, საკმაოდ აქტიური და მოთხოვადია. მსგავსი ტურები მოიცავს ტრანსპორტირების, საოჯახო სასტუმროებში დასვენების, მესტიისა და ბეჩოს დათვალიერების სერვისებს. 

ტურების დიდი ნაწილი თბილისიდან ხორციელდება და საშუალოდ 3-4 დღე გრძელდება. ტურების გრაფიკები არარგულარულია. აქტიური ტურების სანახავად, კი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ

საუკეთესო დრო უშბის სანახავად

უშბის მონახულება ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. საუკეთესო პერიოდი დამოკიდებულია თქვენი მოგზაურობის მიზანზე. თუ მთამსვლელობით ხართ გატაცებული და უშბა თქვენს მიზნებში შემდეგია, მაშინ გირჩევთ ეს ზამთარში გააკეთოთ. ამ დროს უშბა განსაკუთრებით ლამაზი, თუმცა გამოწვევებით სავსეა. 

ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით კი, შედარებით უსაფრთხო ვიზიტისთვის, უმჯობესია უშბა ზაფხულში მოინახულოთ. ამ დროს ამინდები თბილია და უშბის სალაშქრო ბილიკების გამოცდაც ბევრად მარტივი. 

საინტერესო ფაქტები უშბაზე

უშბას ბევრი ზედმეტსახელი აქვს. მკვლელი მთა, აჩრდილი და აკრძალული მთა, ის ძირითადი სახელებია რასაც მთამსვლელებში უშბასთან მიმართებით ხშირად გაიგებთ. უშბასთან დაკავშირებულია, როგორც წარმატებული, ასევე ტრაგიკულად დასრულებული ექსპედიციები.

რაც შეეხება ნაკლებად ცნობილ ფაქტებს უშბაზე, უახლესი ისტორია 1903 წლის მოვლენას უკაშირდება. როგორც ცნობილია, სვანეთის სუვერენულმა უფლისწულმა უშბა ერთ-ერთ მთამსვლელს, შენჩი ფონ ფიკერს აჩუქა და საჩუქრის სიგელიც კი გადასცა. ეს გადაწყვეტილება კი სვანებმა არ მოიწონეს. უფლისწულს განუცხადეს, მთა უცხოს რატომ აჩუქეო. საპასუხოდ უფლისწულმა დადეშქელიანმა კი უპასუხა, რომ მთა ისევ იქ იყო და ასეც იქნებოდა, სამაგიეროდ კი დიდებულ ალპინისტ ქალს, ეს ჟესტი სამუდამოდ ემახსოვრება და ესიამოვნება. 

საინტერესო ადგილები უშბასთან

უშბას ორთავიან მწვერვალთან ახლოს ბევრი საინტერესო ღირსშესანიშნაობა და ადგილია. მათ შორისაა სვანეთის გული – მესტია. ულამაზესი ისტორიული ქალაქი, მაგიურ სვანურ კოშკებთან ერთად, ნამდვილად გაგაოცებთ. უძველესი სვანეთის გასაცნობად კი უშგულს შეგიძლიათ ეწვიოთ, რომელიც შხარას ძირას არის გაშენებული და გამოირჩევა ისტორიული ძეგლებით, როგორიცაა თამარის რეზიდენციები და უშგულის ლამარია. გასაოცარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ ბეჩოს თემი და მასში ბოლო სოფელი მაზერი. აქ ალპური ბუნება  და თოვლიანი მწვერვალები იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.

თუ უფრო აქტიური დასვენება გსურთ ესტუმრეთ თეთნულდის სათხილამურო კურორტს, სადაც  შეგიძლიათ ისრიალოთ სხვადასხვა სირთულის ტრასებზე და ისეირნოთ საბაგიროთი. ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ შხარა, საქართველოს უმაღლესი მწვერვალი. ის უშბის მსგავსად ალპინისტებისთვის უდიდესი გამოწვევა. 

უფრო მრავალფეროვანი თავგადასავლისთვის, ეწვიეთ შდუგრას იგივე უშბის ჩანჩქერს. მასთან მისასვლელად, საფეხმავლო ბილიკის გავლაა საჭირო. მსგავს თავგადასავალს გაჩუქებთ ქორულდის ტბები საიდანაც შეგიძლიათ უშბას, შხარას, თეთნულდის და ლაიალას მწვერვალების ერთდროულად ნახვა. 

ლაშქრობა

რამდენადაც უშბა მთამსვლელებისთვის პოპულარული ადგილია, ასევე მიმზიდველია მოყვარული თუ პროფესიონალი მოლაშქრეებისთვის. სვანეთში ბევრი სალაშქრო ბილიკია, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული და გამორჩეულია. 

სალაშქრო ბილიკიმანძილისაჭირო დროასაწევი/დასაწევი სიმაღლე
მესტია–ჭალაათის მყინვარი5.2 კმ2 საათი270 მ
მესტია–ქორულდის ტბები16 კმ7 საათი1560 მ
შდუგრას ჩანჩქერი18 კმ9 საათი1000 მ

ჩვენი რჩევები

უშბა მიმზიდველი და დიდებულია, რაც მის მონახულებას კიდევ უფრო გასაოცარ და უნიკალურ თავგადასავლად აქცევს. უშბაზე საუკეთესო ხედი შდუგრას ჩანჩქერიდან იშლება, რომლის თავამდე მისვლა საფეხმავლო ბილიკითაა შესაძლებელი. ასე რომ თუ უშბას ულამაზესი ხედებით ტკბობა და ამასთან გასაოცარი ფოტოების გადაღება გსურთ, შდუგრას ჩანჩქერი ამისთვის იდეალური ადგილია.

უშბის პანორამული ხედებით შეგიძლიათ ასევე ისიამოვნოთ ქორულდის ტბებისკენ მიმავალი ბილიკით, სოფელი გულის გავლის შემდეგ და ასევე მეზირის ტბასთან, სადაც იდეალურად ერწყმის ერთმანეთს, კავკასიონის მწვერვალების დიდებულება და სუბალპური ბუნება, ტბის სარკისებულ ეფექტთან ერთად.

უშბის მონახულება გასაოცარ ემოციებს აღძრავს, მაგრამ უფრო მეტი შთაბეჭდილებებისთვის, გამოყავით დრო და დაათვალიერეთ ახლოსმდებარე ღირსშესანიშნაობები. უშბას დიდებულება მესტიის ფონზე, ქორულდის ტბების პანორამული ხედი უშბასა და სხვა მწვერვალებზე, ისევე როგორც ულამაზესი უშგული, უძველესი ისტორიით, კიდევ უფრო საოცარს გახდის თქვენს მოგონებებს უშბასთან.

ხშირად დასმული კითხვები

რას ნიშნავს უშბა?

უშბა ორთავიან მწვერვალს ნიშნავს, რაც უშბის რელიეფიდან გამომდინარეობს. უშბა ჩრდილოეთ და სამხრეთ მწვერვალებისგან შედგება.

რამდენია უშბის სიმაღლე?

უშბის უმაღლესი, სამხრეთი მწვერვალი 4710 მეტრია. ჩრდილოეთის მწვერვალი კი 4700 მეტრი სიმაღლისაა.