ბაკურიანი

ბაკურიანი

  1. საქართველოს კუთხეები

ბაკურიანი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ბაკურიანი არის პირველი და ყველაზე დიდი სამთო-სათხილამურო კურორტი საქართველოში 1935 წლიდან. მისი უნიკალური ბუნება და რბილი კლიმატი იძლევა საშუალებს რომ ოთხსეზონური კურორტი იყოს. საუკეთესო ადგილია არა მხოლოდ სპორტსმენებისთვის, არამედ ოჯახებით დასასვენებლადაც, თავისი უამრავი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ტრასებითა და მრავალფეროვანი გასართობი ადგილებით.

ბაკურიანის შესახებ

ზამთარში

ზამთარში კურორტი დამსვენებლებს ზამთრის სპორტის სხვადასხვა სახეობებს სთავაზობს: თხილამურებით სრიალი, სნოუბორდი, ფრირაიდი, ზამთრის ლაშქრობა, კუკუშკა მატარებელი, ცხენებით სეირნობა, თოვლმავლით გართობა და ციგაობა.
ბაკურიანი აერთიანებს 3 საუკეთესო სათხილამურო კურორტს, დიდველი (ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურით), კოხტა და მიტარბი. ზამთრის სეზონი იწყება შუა დეკემბრიდან და მთავრდება შუა აპრილში.სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 29 კმ-ია.

ბაკურიანის ღირსშესანიშნაობები

  • ბაკურიანი

    ბაკურიანის სათხილამურო კურორტი

    ბაკურიანის სამთო-სათხილამურო და კლიმატური კურორტი გარშემორტყმულია ფიჭვისა და ნაძვის კორომებით და ალპური მდელოებით. ზამთრის სპორტით გატაცებული ადამიანებისთვის აქ მოწყობილია 12 სხვადასხვა სირთულის სასრიალო ბილიკი, ყინულისა და გასართობი მოედნები. იანვარი და თებერვალი ზამთრის სეზონისთვის საუკეთესო თვეებია.

  • joyland bakuriani

    Joyland

    ჯოილენდი ბაკურიანის ბავშვთა გასართობი პარკია, რომელიც დამსვენებლებს ზაფხულისა და ზამთრის სეზონზე მასპინძლობს. აქ დაგხვდებათ ტუბინგი, საქანელები, სასრიალოები და კაფე. ზაფხულობით შეზლონგები, აუზები და ქვიშის მოედნები. სამუშაო საათები: ყოველდღე, 11:00 – 20:00

  • ამირანის პარკი

    ამირანის პარკი

    ამირანის პარკი რეკრეაციული და დასასვენებელი ზონაა ბაკურიანში. პარკს უკვე წლებია ადგილობრივი მაცხოვრებელი, ამირან გოგოლაძე უვლის. სწორედ ამიტომ აქაურობას ამირანის პარკს ეძახიან. პარკში შეხვდებით ადგილობრივ კავკასიურ ნაძვებს, აზიურ დეკორატიული ჯიშისა და ევროპულ ნაძვებს.

  • ბაკურიანის საბავშვო პარკი

    ბაკურიანის საბავშვო პარკი

    ბაკურიანის საბავშვო პარკში მოწყობილია საქანელები, სასრიალოები და სათამაშო მოედნები. ბავშვებს შეუძლიათ დაკავდნენ კედელზე ცოცვით, ბატუტით, ყინულის მოედნითა და ცხენით გასეირნებით.

  • 25 სკი პარკ

    25 სკი პარკ

    25 სკი პარკში შეგიძლიათ დაეშვათ ციგებით, ისრიალოთ თხილამურებით და იჯირითოთ ცხენზე. აქვე შეგიძლიათ დაიქირაოთ ინსტრუქტორები თხილამურებისა და სნოუბორდისთვის. ადგილზე ყველანაირი ინვენტარის დაქირავებაა შესაძლებელი.

  • დიდველი

    დიდველი

    დიდველის სათხილამურო ტრასა კეთილმოწყობილია, ემსახურება რამდენიმე საბაგირო და მოიცავს როგორც მარტივ, ისე რთულ მონაკვეთებს. აქაურობა განათებულია, რაც საშუალებას გაძლევთ ისრიალოთ ღამის საათებშიც. ტრასას მინიჭებული აქვს FIS სერტიფიკატი. მის გარშემო ზამთრის სხვადასხვა ატრაქციონები, კაფეები და ბარები მდებარეობს.

  • კოხტა-მიტარბი

    კოხტა-მიტარბი

    კურორტი კოხტა-მიტარბი გამოირჩევა უნიკალური ადგილმდებარეობითა და მიკროკლიმატით. კურორტის ტერიტორიაზე არაერთი მინერალური წყარო ამოდის. გაზაფხული ფიჭვის ყვავილობიდან გამომდინარე სამკურნალო პერიოდია. ზამთარში კი აქაურ ტრასებზე სრიალით ისიამოვნებთ.

  • კრისტალ რიზორტის სათხილამურო ტრასები

    კრისტალ რიზორტის სათხილამურო ტრასები

    სასტუმრო კრისტალ რეზორტში მოწყობილია ორი სათხილამურო ტრასა. ერთი მათგანის სიგრძე 2.5 კილომეტრია და დამსვენებლებს დღისით სრიალის გარდა, ღამით სრიალის შესაძლებლობასაც სთავაზობს. კომპლექსში შეგიძლიათ პატარებიც გაართოთ 350 მეტრიან ტრასაზე.

  • კრისტალის პარკი

    კრისტალის პარკი

    კრისტალის საკურორტო ზონის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია კეთილმოწყობილი კრისტალ პარკი, სიმწვანეში ჩაფლული სასეირნო განათებული ბილიკებითა და საბავშვო გასართობი სივრცეებით. ბილიკები მოსახერხებელია ველოსიპედით გადაადგილებისთვისაც.

  • კრისტალის პანორამა

    კრისტალის პანორამა

    საბაგირო კრისტალიდან 200 მეტრში მოწყობილია პლატფორმა, საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ხედებით, როგორც დაბა ბაკურიანზე ასევე დიდველის სათხილამურო ტრასებზე, მიმდებარე ტერიტორიებზე და ა.შ. საბაგიროს ბოლო გაჩერებიდან მიუყვება მოაჯირებით მოწყობილი ბილიკი.

  • კრისტალის ყინულის მოედანი

    ცენტრალური ყინულის მოედანი

    ბაკურიანის ყინულის მოედნის მშენებლობა 2024-2025 წლისთვის იგეგმება. მოედანი აღჭურვილი იქნება ჰოკეის არენით, საციგურაო მოედნით, იგეგმება ბოულინგის, გასახდელების, რესტორნის, პარკინგისა და სავაჭრო სივრცის მოწყობა. ტრიბუნები მინიმუმ 2300 ადამიანზე იქნება გათვლილი.

  • კრისტალის ყინულის მოედანი

    კრისტალის ყინულის მოედანი

    კრისტალის ყინულის მოედანი სრიალის შემდეგ საღამოს საუკეთესო განტვირთვაა. მოედანი განათებულია. ღამით აქ სრიალისას თავი საშობაო ზღაპარში გეგონებათ. ადგილზე შეგიძლიათ ციგურების დაქირავებაც.

  • პატარა მიტარბის ჩანჩქერი

    პატარა მიტარბის ჩანჩქერი

    მიტარბის ჩანჩქერი მდინარე მიტარბის ხეობაში მდებარეობს. ჩანჩქერისკენ საფეხმავლო ბილიკი მიდის. ბილიკის დასასრულს კლდოვანი თაღებით გარშემორტმულ ჩანჩქერს მიადგებით, რომელიც ხმაურიანად ეშვება ქვის ლოდებზე და გზას ხეობაში აგრძელებს.

  • ტიმოთესუბანის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

    ტიმოთესუბანის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

    ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი XII-XIII საუკუნის ტაძარია. იგი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიმოთესუბანში. ნაშენებია მოვარდისფრო ქართული აგურით. გუმბათის ყელი შემკულია ლაჟვარდოვანი ჭიქურის ფიალებით.

  • კუკუშკა მატარებელი

    ეიფელის ხიდი

    ეიფელის ხიდი ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზის ხაზზე, მდინარე ცემისწყალზეა გადებული. ხიდი ცნობილი ფრანგი ინჟინერ-კონსტრუქტორისა და ხიდების მშენებლის, გუსტავ ეიფელის დაპროექტებულია. სწორედ მისი, ვისაც პარიზის ეიფელის კოშკი ეკუთვნის.

  • კუკუშკა მატარებელი

    კუკუშკა მატარებელი

    ამჟამად მატარებლის გადაადგილება შეზღუდულია. ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელ 37 კილომეტრიან სარკინიგზო ხაზზე მოძრავ მატარებელს ყველა “კუკუშკას” სახელით იცნობს. „კუკუშკა“ დამსვენებლებში ზამთარშიც და ზაფხულშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მატარებელი ლიანდაგს მარადმწვანე წიწვნოვან ტყეში მიუყვება. გზის გავლას დაახლოებით 2 საათი სჭირდება. გასვლა ბორჯომიდან: 07:15 10:55 გასვლა ბაკურიანიდან: 10:00 14:15

  • დიდველის ტობოგანი

    დიდველის ტობოგანი

    დიდველზე სამთო-სათხილამურო კურორტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი – სამთო ციგა, ე.წ. “ტობოგანი” მოქმედებს. ექსტრემალური ატრაქციონების მოყვარულთათვის თობოგანი საუკეთესო საშუალებაა ადრენალინის მისაღებად. დაშვებისას ციგა 45 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.

  • ბაკურიანის წრიული

    ბაკურიანის წრიული

    ბაკურიანის წრიული გზის გარშემო თავმოყრილია ყველა ძირითადი ტურისტული ლოკაცია, მათ შორის კოხტას, დიდველის და ე.წ. 25 მეტრიანი ტრასის საბაგიროები, გასართობი მოედნები, კაფეები, სასტუმროები და რესტორნები. წრიულზე ფეხით გასეირნებისას კურორტის მშვენიერ ხედებსა და ბუნებას დაათვალიერებთ. მარშრუტზე მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

სასტუმროები ბაკურიანში

ბაკურიანში მთელი სეზონის მანძილზე შესაძლებელია სასტუმროების, ბინების, აპარტამენტებისა და საოჯახო სასტუმროების დაჯავშნა. მყუდრო ატმოსფერო, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა და სასრიალო ტრასებთან სიახლოვე სრიალსა და დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოსა და კომფორტულს ხდის. 

ბაკურიანის სასტუმროების მთავარი უპირატესობა აქაური ხედებია – დათოვლილი მთები და მარადმწვანე წიწვოვანი ტყეები. 

ორბი ბაკურიანი

ორბი ბაკურიანი დიდველის საბაგიროდან 300 მეტრში, ტყესთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. სასტუმროდან ბაკურიანის დათოვლილი ხედები იშლება. მოწყობილია გასართობი სივრცეები უფროსებისა და ბავშვებისთვის. 

მგზავრები

მგზავრების კომპლექსში  შეგიძლიათ სასტუმროს ნომრის, აპარტამენტისა და ხის კოტეჯის დაქირავება სურვილისამებრ. სასტიმრო კოხტას საბაგიროდან 600 მეტრში, ხოლო 25-იანებიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. 

კრისტალ რეზორტ

კრისტალ რეზორტი ტურისტებს ოთხივე სეზონზე მასპინძლობს. ვიზიტორებისთვის სასტუმროს ტერიტორიაზე სრული კომფორტულია შექმნილი რათა დაისვენონ და გაერთონ. კრისტალის საკურორტო პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია: საბაგიროები და სასრიალო ტრასები, ყინულის მოედანი სპა და ა.შ.

ბაკურიანი რეზიდენსი

ბაკურიანი რეზიდენსი მდებარეობს საუკეთესო ადგილას ცენტრში, ტყესთან ახლოს. ოთახები აჭღურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. სასტუმროს აქვს სათამაშო მოედანი და რესტორანი, სადაც სრიალის შემდეგ განტვირთვასა და გემრიელად ვახშმობას შეძლებთ. 

რუმს ბაკურიანი

რუმს ბაკურიანი დახვეწილი, თანამედროვე ინტერიერის მქონე სასტუმროა, უმშვენიერესი ხედებით მცირე კანკასიონზე და გამორჩეული სამზარეულოთი. სასტუმრო გართობისა და დასვენების საუკეთესო გამოცდილებას სთავაზობს ვიზიტორებს მთელი წლის განმავლობაში. 

კომორები

კომორები მყუდრო, კომფორტულ და ვიზიტორების საჭიროებებზე იდეალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს დამსვენებლებს. ოთახებიდან ბაკურიანის მთების ხედები იშლება, მოწყობილია ბავშვთა გასართობი და სამუშაო სივრცეები. 

საოჯახო სასტუმროები

ბაკურიანში საოჯახო სასტუმროების დიდი არჩევანია. ისინი დასვენების შედარებით ხელმისაწვდომი გადაწყვეტილებაა. სასტუმრო ედელვაისი და სახლი ტყის პირას დამსვენებლთა რჩეული საოჯახო სასტუმროებია. აქ თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. 

ბინები

ბინის ქირაობა ბაკურიანში ყველაზე მოსახერხებელი და პრაქტიკული გადაწყვეტილებაა. თანამედროვე აპარტამენტები სასრიალო ტრასებთან ახლოს მდებარეობს, რაც სრიალის გამოცდილებას უფრო კომფორტულს ხდის. ბინები აღჭურვილია ტექნიკითა და საჭირო ავეჯით. 

ქალაქის რჩეული სასტუმროების გასაცნობად ეწვიეთ გვერდს.

სასტუმროები ბაკურიანში

რესტორნები ბაკურიანში

სრიალისა და ფიზიკური აქტივობის შემდეგ გემრიელად სადილობა კარგი განწყობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია. ბაკურიანის რესტორნები ვიზიტორებს ძირითადად ტრადიციულ ქართულ კერძებსა და სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს სთავაზობენ. 

რესტორანი ვარციხის მარანი არაჩვეულებრივი კერძებით გაგიმასპინძლდებათ. რესტორანს საკმაოდ მრავალფეროვანი ბარის მენიუ აქვს, სადაც ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების დიდი არჩევანია. 

რესტორანი უშბა ცივ სეზონზე ცხელი კერძებით, ქართული ღვინითა და ლუდით გაგიმასპინძლდებათ. შესაძლებელია კერძების შეკვეთა თან წასაღებად. 

რესტორან მიმინოში ალპური კურორტებისთვის დამახასიათებელი მყუდრო ინტერიერი დაგხვდებათ, ხისა და რკინის მასიური დეკორაციებით გაფორმებული. საღამოს სასიამოვნოდ ივახშმებთ ბუხრის სითბოსა და მასში შეშის ტკაცუნის ხმის ფონზე. 

ხშირად დასმული კითხვები

ბაკურიანის სასტუმროების ფასები

ბაკურიანში სასტუმროების მრავალფეროავნი არჩევანია, დაწყებული საოჯახო სასტუმროებით, დასრულებული კომფორტული 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებით. ფასები განსხვავდება მათი ინფრასტრუქტურისა და ადგილმდებარეობის მიხედვით.
ერთი ღამის ღირებულება 50-დან 300 ლარამდე მერყეობს.

ბაკურიანი ზღვის დონიდან

ბაკურიანი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას.

ბაკურიანი დამწყებებისთვის

ბაკურიანი ზამთრის სპორტის მოყვარულებს, პროფესიონალებსა და დამწყებებს ერთნაირად მასპინძლობს. აქ მოწყობილია მატივი სასრიალო ტრასები მათთვის, ვინც ახლა ეუფლება ზამთრის სპორტის სახეობებს. 25-იანები ყველაზე ცნობილი ტრასაა მათთვის, ვისაც სრიალის შესწავლა სურს. აქ შეგიძლიათ იქირაოთ შესაბამისი აღჭურვილობა და ტრენერი, რომელიც დაგეხმარებათ მათზე დადგომაში.

როდის არის სეზონი ბაკურიანში?

ბაკურიანი მისი უნიკალური ჰავით, მარადმწვანე წიწვოვანი ტყეებითა და სასრიალო ბილიკებით წლის სამ სეზონზე აქტიურად მასპინძლობს ვიზიტორებს. სასრიალო სეზონი დეკემბრის შუა რიცხვებიდან მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდება. გაზაფხულზე აქ ფიჭვის ყვავილობა იწყება და ძირითადად მას სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მიზნით სტუმრობენ. ზაფხულობით ბაკურიანის სასტუმროები საოჯახო დასვენების ადგილად იქცევა.

ბაკურიანის სათხილამურო სკოლები

სრიალის შესწავლის მსურველთათვის ბაკურიანში რამდენიმე სათხილამურო სკოლა ფუნქციონირებს. მათ შორისაა “ელანის სამთხო-სათხილამურო”, “კოხტა კუდები”, “რატის სკოლა” და სხვა. სკოლები აღჭურვილია თხილამურებითა და ჩაფხუტებით.
ზამთრის პერიოდში დამწყები მოთხილამურეებისათვის მოქმედებს სკოლის კუთვნილი საბაგიროები, ხოლო ზაფხულის პერიოდში მიმდინარეობს ბავშვების ფიზიკური მომზადება ზამთრის შეკრებისათვის, აგრეთვე იმართება ერთ ან ორ დღიანი ლაშქრობები ბაკურიანის მიმდებარე ტერიტორიასა და მის ტყე-პარკებში, სადაც ბავშვები ეცნობიან ბუნებაში ქცევისა და ბანაკის მოწყობის წესებს.

ტაქსი ბაკურიანში

ბაკურიანში შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ადგილობრივი ტაქსის კომპანიის მომსახურებით, ასევე გამოიყენოთ “Bolt”-ის აპლიკაცია. თუკი ადგილობრივ ტაქსის გამოიძახებთ, თან იქონიეთ თანხა, ვინაიდან ბარათით გადახდას ვერ შეძლებთ. “Bolt”-ის შემთხვევაში კი შეგიძლიათ გადაიხადოთ როგორც ბარათით, ისე ნაღდი ფულით.

Taxi bakuriani / ტაქსი ბაკურიანი: 599 54 01 53

ბორჯომი-ბაკურიანის კუკუშკა მატარებელი

ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით “კუკუშკა” გადის ბორჯომის რკინიგზის ჩარხისწყლის სადგურიდან. ჩარხისწყლის სადგურისკენ ბორჯომის ცენტრიდან მწვანე ავტობუსები მესხეთის ქუჩიდან, საქართველოს ბანკის შენობის უკანა მხრიდან გადიან.

მატარებლის ბილეთის ფასი: 2 ₾

 

მატარებელი დადის ყოველდღე, დღეში ორჯერ
ბორჯომიდან გასვლის საათები: 07:15 და 10:55
ბაკურიანიდან გასვლის საათები: 10:00 და 14:15

 

მატარებელი ჯერჯერობით არ მუშაობს.

თბილისი – ბორჯომის მატარებელი

თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით #686/685 მატარებელი გადის ყოველდღიურად, ვაგზლის მოედანი 2-დან. 

 

ბილეთის ღირებულება: 2₾

 

დანიშნულება გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა
თბილისი-ბორჯომი 18:20 22:37 5:50 10:11

ბაკურიანის სკი პას ფასები 2023

აბონემენტის სახეობა ბარათის ტიპი უფროსი ბავშვი
1 ასვლა ბარკოდი 10 10
3 ასვლა ბარკოდი 25  25
პანორამა (3 ასვლა) ბარკოდი 20 20
სპორტსკოლა მულტიქარდი 10
1 დღე სეზონზე მულტიქარდი 55 28
2 დღე სეზონზე მულტიქარდი 110 55
3 დღე სეზონზე მულტიქარდი 157 79
4 დღე სეზონზე მულტიქარდი 204 102
5 დღე სეზონზე მულტიქარდი 230 115
6 დღე სეზონზე მულტიქარდი 253 127
7 დღე სეზონზე მულტიქარდი 296 148
სეზონური მულტიქარდი 325 163
სტუდენტური (სეზონური) მულტიქარდი 180
ოჯახური (2/2 – ⅔) მულტიქარდი 135/160
ღამის სრიალი მულტიქარდი 30 20
ტობოგანი ბარკოდი 10 10
ზამთარი (ბაკურიანი/ გუდაური/ გოდერძი/ მესტია) მულტისკი
7 დღე სეზონზე მულტიქარდი 370 185
10 დღე სეზონზე მულტიქარდი 460 230
სეზონური მულტიქარდი 650 325
სტუდენტური (სეზონური) მულტიქარდი 300

ბავშვთა ასაკი განისაზღვრება 6-დან 12 წლამდე

ასაკობრივი ზღვარი არ ეხებათ სპორტსკოლის მოსწავლეებს

ბაკურიანი - 2022/2023 წლის სათხილამურო სეზონის აბონენტის ფასები

 

ბაკურიანის ტრასების რუკა 2023

ბაკურიანის ტრასების რუკა 2023 - 2024 სეზონის