ბათუმი
ბათუმი, აჭარის დედაქალაქი, მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, საიდანაც კარგად მოჩანს კავკასიონის მთები. განთქმულია თავისი სუბტროპიკული კლიმატით, ბოტანიკური ბაღით, სასეირნო პარკებით, მსოფლიო დონის სასტუმროებით, რესტორნებით და უამრავი სხვა ღირსშესანიშნაობებით. ბათუმი ითვლება როგორც ერთ-ერთ საუკეთესო საკურორტო და დასასვენებელ ადგილად საქართველოში.
ბათუმის შესახებ
ბათუმი შავი ზღვის სანაპიროსა და აჭარის რეგიონის გამორჩეული ტურისტული და ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქი აერთიანებს ისტორიულ უბნებს და არქიტექტურას, ისევე როგორც განახლებულ ბათუმს, თანამედროვე შენობებითა და ბულვარით. ზღვიანი სანაპირო, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა და ბუნებასთან სიახლოვე ბათუმის ტურისტული პოტენციალის მთავარი უპირატესობაა.
ბათუმის ღირსშესანიშნაობები
ქალაქში უხვადაა ბუნების, ისტორიული, არქიტექტურული თუ გასართობი ღირსშესანიშნაობები. თითოეული მათგანი საოცრად ერწყმის ბათუმის საზღვაო განწყობას. მათი უმეტესობა ბულვარში და მის სიახლოვეს მდებარეობს.
წყლის გასართობებიდან აღსანიშნავია ბათუმის დელფინარიუმი და აკვაპარკი, ბულვარის ნაგებობებიდან ალის და ნინოს ქანდაკება, შუქურა, ანბანის კოშკი და ეშმაკის ბორბალი. ბუნების ძეგლებიდან გამორჩეულია ბოტანიკური ბაღი. ქალაქის ცენტრში ნურის ტბა და მის გარშემო რეკრეაციული სივრცე.
სასტუმროები ბათუმში
ბათუმში საერთაშორისო ბრენდული და ადგილობრივი სასტუმროების დიდი არჩევანია. მათი უმეტესობა ქალაქის ცენტრთან და ბულვართან ახლოს, ე.წ ახალ ბათუმში მდებარეობს. სასტუმროების დიდი ნაწილი აქ გასული 10 წლის მანძილზე აშენდა და კვლავაც აქტიურად აგრძელებენ განვითარებას.
-
8.4/10
₾₾₾
ჰილტონი
სასტუმრო ჰილტონს საუკეთესო მდებარეობა აქვს. ერთი მხრივ ნომრებიდან ზღვის სანაპიროს ხედი იშლება, ხოლო მეორე მხარეს ნურის ტბასა და 6 აპრილის პარკს გადაჰყურებს. რესტორნის მე-20 სართულზე სქაი ბარი ნეფელე უგემრიელესი სამზარეულოთი და პანორამული ხედებით დაგხვდებათ.
- WIFI
- სასცურაო აუზი
- სპა
- ბარი
- რესტორანი
- სანაპიროსთან
- ფიტნესცენტრი
- კაზინო
- პარკინგი
-
8.9/10
₾₾₾₾
Le Meridien
„ლე მერიდიენ” ბათუმი კავკასიის ყველაზე მაღალ, 205 მეტრიან შენობაში განთავსებული 5★-იანი სასტუმროა. „ლე მერიდიენ” ბათუმი გამორჩეულ ადგილას, ისტორიული ბათუმის ბულვარის შუაგულში, ზღვის სანაპიროდან სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობს. აქ თქვენ გელოდებათ თანამედროვე დიზიანით, ადგილობრივი ელემენტებით შთაგონებული ინტერიერითა და დახვეწილი ფერთა გამით გამორჩეული 105 სხვადასხვა კატეგორიის სასტუმრო ოთახი ულამაზესი პანორამული ხედებით.
- WIFI
- სასცურაო აუზი
- სპა
- ბარი
- რესტორანი
- სანაპიროსთან
- ფიტნესცენტრი
- კაზინო
- პარკინგი
-
8.3/10
₾₾₾
შერატონი
შერატონ ბათუმის ადგილმდებაორების წყალობით, ულამაზესი ხედებით დატკბებით თქვენი ოთახიდან და ინებივრეთ გამაჯანსაღებელ ცენტრ ‘შაინ სპაში’. პერსონალიზირებული მომსახურებით თქვენ თავს აქ იგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში. აქ თქვენს სარგებლობაშია საფირმო საწოლი Sheraton Sleep Experience Bed, კომფორტული სავარძელი, სამუშაო კუთხე და ყავის მაგიდა. ოთახის ღირებულებაში შედის უფასო წვდომა გამაჯანსაღებელ ცენტრში “შაინ სპა”.
- WIFI
- სასცურაო აუზი
- სპა
- ბარი
- რესტორანი
- სანაპიროსთან
- ფიტნესცენტრი
- კაზინო
- პარკინგი
-
8.5/10
₾₾₾
რედისონი ბლუ
სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმი (Hotel Radisson Blu Batumi) მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ ნაწილში ზღვის სანაპირო ზოლიდან 100 მეტრში. იგი ინდივიდუალურად ესადაგება როგორც საქმიანი მოგზაურობის, ასევე შევებულებაში მყოფი დასვენების მოყვარულებს. სასტუმროს ნომრებიდან იშლება თვალწარმტაცი ხედი ზღვაზე. სასტუმროში მოქმედებს სპა ცენტრი ღია და დახურული აუზებით, ასევე ფიტნეს კლუბი. სტუმრების განკარგულებიაშია ორი რესტორანი და სამი ბარი.
- WIFI
- სასცურაო აუზი
- სპა
- ბარი
- რესტორანი
- სანაპიროსთან
- ფიტნესცენტრი
- კაზინო
- პარკინგი
-
8.2/10
₾₾
Best Western premier
ბათუმის ბულვარის სიახლოვეს განთავსებული Best Western Premier Batumi ქალაქის გასართობი და საქმიანი ცენტრის შუაგულში მდებარეობს. სასტუმრო ფეხით სავალ მანძილზეა შავი ზღვის სანაპიროდან, სამგანზომილებიან ფრანგულ მუსიკალურ შადრევნებთან და აკვა-პარკთან. რესტორანი ტერასა მე-13 სართულზე და 2-სართულიანი სპა საუკეთესო არჩევანია ვიზიტორებისათვის. მე-2 სართულზე განლაგებული ლაუნჯი ბარი საუკეთესო ადგილია გემრიელი კოქტეილების, ყავის და დესერტების დასაგემოვნებლად.
- WIFI
- სასცურაო აუზი
- სპა
- ბარი
- რესტორანი
- სანაპიროსთან
- ფიტნესცენტრი
- კაზინო
- პარკინგი
-
8.5/10
₾₾₾
ეფორია სასტუმრო
სასტუმრო ეიფორია ბათუმი მდებარეობს ახალ ბათუმის ბულვარიდან 50 მეტრში. სასტუმრო განთავსებულია ზღვის პირველ ზოლზე, ნომრებიდან იშლება ზღვის და ბულვარის ულამაზესი ხედები. Hotel Euphoria მაღალი დონის 5★-იანი სასტუმროა. სასტუმრო თავის დამსვენებლებს სთავაზობს აუზს, სპას, ბარ-რესტორანსა და ტერასებს ზღვის ხედით.
- WIFI
- სასცურაო აუზი
- სპა
- ბარი
- რესტორანი
- სანაპიროსთან
- ფიტნესცენტრი
- კაზინო
- პარკინგი
-
8.7/10
₾₾₾
ვინდამ
სასტუმრო ვინდამი ბათუმში გამორჩეულია არქიტექტურითა და მდებარეობით. სასტუმროში ხელმისაწვდომია სტანდარტული, დელუქსის, სუიტი და საპრეზიდენტო ნომრები. ასევე განთავსებულია სპა, რესტორანი, ღამის კლუბი, საკონფერენციო დარბაზები და ოფისები. სასტუმროს გააჩნია ტერასაც.
- WIFI
- სასცურაო აუზი
- სპა
- ბარი
- რესტორანი
- სანაპიროსთან
- ფიტნესცენტრი
- კაზინო
- პარკინგი
-
7.9/10
₾₾₾
Divan suites
სასტუმრო Divan Suites ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, ზღვიდან 5 წუთის სავალზე. ნომრებიდან ქალაქის ხედი იშლება. აქ დააგემოვნებთ ქართულ, თურქულ და საერთაშორისო სამზარეულოს კერძებს. დივან პაბში სასმელების მრავალფეროვანი არჩევანით ისიამოვნებთ.
- WIFI
- სასცურაო აუზი
- სპა
- ბარი
- რესტორანი
- სანაპიროსთან
- ფიტნესცენტრი
- კაზინო
- პარკინგი
რესტორნები ბათუმში
ბათუმში სარესტორნო სექტორი უკანასკნელი წლების განმავლობაში განსაკუთრებით დაიხვეწა და მრავალფეროვანი გახდა. ქალაქის გულში საუკეთესო ქართული, ევროპული და აზიური კერძების დაგემოვნებას შეძლებთ. სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს ე.წ. სთრით ფუდის კულტურა. ძირითადად მათი დაგემოვნება ბულვარის ტერიტორიაზე შეგიძლიათ.
ბათუმის რესტორნები ადგილობრივი, ახალი ზღვის პროდუქტებით მარაგდება. ამიტომ კერძები გამორჩეულად გემრიელი და არომატულია.
საუკეთესო ქართული და ევროპული რესტორნების ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ:
საუკეთესო ქართული რესტორნები
-
4.5
₾₾
-
4.6
₾₾
-
4.7
₾₾
-
4.6
₾₾
მამუკას აჭარული ხაჭაპური შეშაზე
-
4.3
₾₾
საუკეთესო ევრიპული რესტორნები
-
4.6
₾₾
-
4.4
₾₾
-
4.2
₾₾
-
4.2
₾₾
-
4.5
₾₾
RADIO Kitchen & Bar
-
რესტორანი ამბასადორი
-
ოვალი
-
ასკანელი
საუკეთესო კაფეები
-
4.6
₾₾
Rhino Coffee
-
4.8
₾₾
-
4.6
₾₾
Chocolatte Coffee-Room
-
4.2
₾₾
-
4.7
₾₾
მაღაზიები ბათუმში
Metro City Forum
მეტრო სითი ფორუმი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო და გასართობი ცენტრია ბათუმში. კომპლექსი აერთიანებს კვების, თავის მოვლის, ტანსაცმლისა და გასართობ ობიექტებს. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, 35,000 კვ.მ-ზე წარმოდგენილია საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი.
ბრენდები: Carrefour, OVS, LC Waikiki, Okaidi, Penti, Collezine, Lutecia, Terranova, Taç, Top Sport, Alexander Gardi, Colin’s, New Yorker, DeFacto, Super, Flo, Bata, Corso Italia, Subway, Burger King, Usta Doner, Dunkin Donuts და სხვა
https://metrocity.ge/public/ka/project/Metro-City-Forum
ყოველდღე 10:00 – 22:00
Enter A, 1 ლეხ და მარია ქაჩინსქების ქუჩა, ბათუმი
ბათუმი მოლი
ბათუმი მოლი საუკეთესო ადგილია ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროის გასატარებლად. თქვენს განკარგულებაშია 50-ზე მეტი მაღაზია და გასართობი ობიექტი ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის. კომფორტული ინფრასტრუქტურა, ოთხსართულიანი გადახურული ავტოსადგომი, კვების ობიექტები, მაღაზიებისა და გართობის არჩევანი – დროის საინტერესოდ გატარების გარანტიას იძლევა!
ბრენდები: პრიმავერა, მაკასინი, სოჰო, AnoArt online gallery, ოვერდოზი, ბუთსერმენი, Timgroup Laboratory, მოდ ით სთორ, ატელიე აუთლეთი, უნო, სუპერი, Subway, Tween, Ici Paris, ავთანდილ, Marco, Corso Italia, OVS, პიცა რუმი, Aspria Fitness, გუდვილი, იუსკი და სხვა.
https://www.facebook.com/BatumiMall.ge/
ყოველდღე 10:00 – 22:00
88 ზურაბ გორგილაძის ქუჩა, ბათუმი
ბათუმის ბაზარი
ბათუმის ცენტრალური ბაზარი მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარეობს. დახლები აჭრელებულია ადგილობრივი ხილით, ბოსტნეულით, რძისა და ხორცპროდუქტებით. წარმოდგენილია სანელებლებლების, ჩირეულისა და ადგილობრივი ტკბილეულის ნაირსახეობები.
ამინდი ბათუმი
კლიმატი ნოტიო სუბტროპიკულია. ზამთარი უთოვლო, თბილია და ზაფხული თბილია. საშუალო წლიური ტემპერატურა არის 14,5°C. იანვარში არის 7,1°C და აგვისტოში 23,2°C.წლიური ნალექი არის 2560 მმ (თბილისზე 5 ჯერ მეტი). 166 დრე წვიმს (100 დრე თბილისში).
ყველაზე წვიმიანი თვე არის ნოემბერი და ყველაზე მშრალი თვე არის მაისი. ყველაზე თბილი თვე არის ივლისი და აგვისტო, საშუალო ტემპერატურა ამ თვეებში არის 26°C და ზღვის ტემპერატურა არის 25°C.
თვე | იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი | წლიური |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
საშუალო დღიური °C | 6.6 | 6.7 | 8.8 | 12.3 | 16.0 | 20.2 | 22.6 | 23.1 | 19.9 | 16.4 | 11.9 | 9.0 | 14.5 |
საშუალო ნალექი (მმ) | 238 | 189 | 153 | 113 | 108 | 142 | 168 | 205 | 262 | 277 | 312 | 268 | 2435 |
საშუალო თვიური მზიანი საათები | 99 | 105 | 126 | 148 | 199 | 235 | 214 | 223 | 201 | 176 | 125 | 107 | 1958 |
ბათუმი ტრანსპორტი
ბათუმის რუკა
ბათუმის აეროპორტი
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის სამხრეთით, ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. აეროპორტიდან სრულდება საერთაშორისო ფრენები სტამბოლის, ბეირუთის, ხარკოვის, სიმფეროპოლის, თეირანის, კიევის, ერევნის მიმართულებით. ასევე ადგილობრივი რეისები თბილისის მიმართულებით.
ტრანსპორტი: მგზავრს ქალაქ ბათუმის ცენტრიდან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისკენ გამგზავრება შეუძლია მუნიციპალური ავტობუსი N10. მგზავრობის ხანგრძლივობა შეადგენს 20 წუთს.
თბილისი ბათუმი თვითმფრინავი – თბილისი ბათუმი ფრენა
შიდა ფრენებს ბათუმის მიმართულებით ახორციელებს Vanilla Sky Georgia. კომპანია უზრუნველყოფს თბილისიდან ნატახტრის აეროპორტამდე მგზავრთა ტრანსფერს. ნატახტრის აეროპორტიდან ბათუმის აეროპორტში 40 წუთში დაეშვებით.
ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 125₾-ია.
ფრენების განრიგი:
ნატახტარი-ბათუმი | ||
დღე | რეგისტრაციის დრო | გაფრენის დრო |
ორშაბათი | 08:45 | 09:45 |
სამშაბათი | 13:00 | 14:00 |
ოთხშაბათი | 08:45 | 09:45 |
ხუთშაბათი | 13:00 | 14:00 |
პარასკევი | 13:45 | 14:45 |
კვირა | 13:45 | 14:45 |
გაითვალისწინეთ, ფრენების განრიგი და ღირებულება ცვალებადია სეზონის მიხედვით.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ: https://ticket.vanillasky.ge/en/tickets
ბათუმი თბილისი თვითმფრინავი
ბათუმიდან თბილისის მიმართულებით Vanilla Sky-ის ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება. თვითმფრინავი ნატახტრის აეროპორტში ეშვება. ნატახტრიდან თბილისამდე მგზავრთა ტრანსფერს კომპანია უზრუნველყოფს.
ფრენის ღირებულება: 125 ₾
ფრენების განრიგი:
ბათუმი-ნატახტარი | ||
დღე | რეგისტრაციის დრო | გაფრენის დრო |
ორშაბათი | 11:00 | 12:00 |
სამშაბათი | 15:00 | 16:00 |
ოთხშაბათი | 10:45 | 11:45 |
ხუთშაბათი | 15:00 | 16:00 |
პარასკევი | 15:30 | 16:30 |
კვირა | 15:30 | 16:30 |
ფრენების განრიგი იხილეთ: https://ticket.vanillasky.ge/en/node/51
უახლესი ინფორმაცია ფრენების შესახებ განთავსებულია გვერდზე: https://www.facebook.com/Vanillasky.ge
ბათუმის აეროპორტი განრიგი
ბათუმიდან გამგზავრების ან ქალაქში ჩაფრენის მსურველებს ფრენების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ბათუმის აეროპორტის საიტზე იხილოთ. ფრენების ძებნა თარიღით, დანიშნულების აეროპორტითა და ავიაკომპანიით შეგიძლიათ.
ბათუმის ავტობუსები
თუ ბათუმში გადაადგილებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის გამოყენებას გეგმავთ, მარშრუტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ – batauto.ge/გრაფიკები.
მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდა Batumi Card-ით შეგიძლიათ. ბარათის აღება უფასოა.
შეძენა შესაძლებელია ”მეტრო სერვის+’‘–ის სერვის ცენტრში მისამართზე: ბათუმი ვახტანგ გორგასალის №55.
ასევე საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალების EXPRESS PAY–ს საშუალებით, რომლებსაც გააჩნია სამგზავრო ბარათის გაცემის ფუნქცია.
ბარათის აღება: EXPRESS PAY–ს ტერმინალის მენიუში უნდა მოძებნოთ „სამგზავრო ბარათის შეკვეთა“ და შემდეგ მიყვეთ ინსტრუქციას, ჩარიცხოთ 2 ლარი, რომელიც აისახება ანგარიშზე.
BATUMI CARD -ით მგზავრობის ტარიფი შეადგენს 0,30 ლარს.
ბათუმის ავტოსადგური
ბათუმის ავტოსადგური ემსახურება საქართველოს დიდ ქალაქებსა და პატარა უახლოეს სოფლებს ყოველდღიური ავტობუსებით. ტრანსპორტი გადაადგილდება თბილისის, ქუთაისის, ქობულეთის, სამტრედიის, ზუგდიდის, ურეკის, ფოთის, გორის და სხვა მიმართულებებით.
ბილეთების შეძენა სადგურის სალაროებში შეგიძლიათ.
თბილისი ბათუმი მარშუტკა
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მიკროავტობუსები დიდუბიდან, ავტოსადგურ “ნიგეს” ტერიტორიიდან გადის ყოველ ერთ საათში.
მგზავრობის ღირებულება: 35₾
ბათუმის რკინიგზის სადგური – ბათუმის მატარებელი
ბათუმის რკინიგზის სადგური ქალაქის შესასვლელში, თამარ მეფის გზატკეცილზე მდებარეობს. აქვე მდებარეობს ავტოსადგურიც.
თუკი სადგურის ტერიტორიაზე გაჩერება მოგიწევთ, შეგიძლიათ ბათუმი ცენტრალს ესტუმროთ. კომპლექსში განლაგებულია მაღაზიები და კვების ობიექტები, სადაც დასვენება და დროის გატარება შეიძლება.
მატარებლის განრიგი ბათუმი თბილისი – ბათუმი თბილისი მატარებლის განრიგი
თბილისიდან ბათუმამდე დაახლოებით 6 საათი დაგჭირდებათ თანამედროვე ჩქარი მატარებლით.
- თბილისიდან მატარებელი დილით 8:00 და 10:25 საათებზე გადის.
- საღამოს – 17:05 საათზე.
- ბილეთის ფასი მეორე კლასისთვის 35₾-ია, პირველი კლასით მგზავრობის ღირებულება 75₾-ს შეადგენს.
- სტუდენტებისათვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ გვერდზე – https://www.railway.ge/
ბათუმის პარკირება – ბათუმის პარკინგი
ბათუმის ცენტრალურ მოედნებსა და ქუჩებზე გამოყოფილია სპეციალური საპარკინგე ზონები. თუ ქალაქს საკუთარი მანქანით სტუმრობთ, არ დაგავიწყდეთ პარკირების საფასურის გადახდა, რათა თავიდან აიცილოთ ჯარიმა.
პარკირების საფასურის გადახდა შეგიძლიათ თიბისი ფეის მეშვეობით- https://tbcpay.ge/services/transporti/batumis-parking
ბათუმის პარკინგის გადახდა
პარკირების ღირებულების გადახდა საკუთარი მობაილბანკით ან სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით შეგიძლიათ.
ბათუმში მსუბუქი ტექნიკის პარკირების საფასურია:
1 დღიანი პარკირება – 1 ლარი
7 დღიანი პარკირება – 5 ლარი
გადახდის ინტრუქცია:
გადარიცხვები -> კომუნალური გადახდები -> გადახდის დამატება ->
რეგიონი: ბათუმი,
კატეგორია: სხვადასხვა,
სერვისის პროვაიდერი: ბათუმის პარკინგი,
მომსახურების სახელი: პარკირება (ბათუმი),
შეიყვანეთ ID: თქვენი მანქანის ნომერი
ტაქსი გამოძახებით
ბათუმში გადაადგილება კომფორტული ტაქსებით შეგიძლიათ. თუ აპლიკაციით სარგებლობა გირჩევნიათ, Bolt-ის სერვისებით ისარგებლეთ. სტანდარტული მანქანების გარდა შეგიძლიათ აირჩიოთ მინივენის მომსახურებაც.
თუკი აპლიკაცია არ გაქვთ, ადგილობრივი ტაქსის კომპანიები მოგემსახურებიან:
ეკო ტაქსი:
0422 21 22 12
577 21 22 12
მაქსიმი:
0422 24 00 00
ხშირად დასმული კითხვები
რა არის ბათუმი ქარდი?
ბათუმი ქარდი ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის შექმნილი ფასდაკლების ბარათია, რომელიც სხვადასხვა ტიპის ბენეფიტებს გთავაზობთ მუზეუმებში, განთავსებისა თუ კვების ობიექტებში, მაღაზიებში, ტურისტული ატრაქციებისა და მარშრუტებისთვის.
ბარათი ასევე მოიცავს 10 უფასო მგზავრობას მუნიციპალური ტრანსპორტით და მობილურის სიმ ბარათს 1 GB ინტერნეტით.
ბათუმი ქარდის გამოყენების წესი ძალიან მარტივია:
ეწვიეთ ვებ-გვერდს – https://visitajara.com/ka/batumi-discount-card
და გაეცანით სრულყოფილ ინფორმაციას „ბათუმი ქარდში“ შემავალ ობიექტებთან დაკავშირებით.
ფასდაკლებით სარგებლობისთვის უბრალოდ წარადგინეთ ბარათი, რომელზეც დართულია უნიკალური კოდი.
ბარათი მოქმედია 10 დღის ვადით და ფასდაკლება თითოეულ ობიექტზე ერთჯერადია (გარდა ავტობუსის ბარათისა)
„ბათუმი ქარდის“ შეძენას შეძლებთ როგორც ტურისტულ საინფორმაცო ცენტრებში, ასევე ვებ-გვერდის საშუალებით.
ბათუმის მოსახლეობა
ბათუმი მოსახლეობის რაოდენობით სიდიდით მეორე ქალაქია საქართველოში. ამჟამად ქალაქის მკვიდრი მოსახლეობა 170 000-მდეა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქართველია. თუმცა ასევე ცხოვრობენ რუსი, სომეხი, ბერძენი, უკრაინელი და აზერბაიჯანელი ეროვნების მოსახლეები.
ბათუმის სასტუმროების ფასები
ბათუმში ჩასულ ვიზიტორს სასტუმროების მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, შედარებით ბიუჯეტურიდან საკმაოდ ძვირადღირებულამდე. ფასი განსაზღვრულია კომფორტის, მომსახურებისა და მდებარეობის გათვალისწინებით.
1 ღამის ღირებულება სეზონზე საოჯახო ტიპის სასტუმროებში 70-ლარიდან იწყება. საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებში კი 1000 ლარამდე აღწევს.
ბათუმის რესტორნების ფასები
ბათუმში მრავლადაა მაღალი დონის რესტორნები, სადაც ვახშამი ორი ადამიანისთვის საშუალოდ 100-150 ლარის ფარგლებში მერყეობს.
შედარებით ბიუჯეტურია სწრაფი კვების ობიექტები.
ქალაქში მრავლადაა მცირე ზომის ბარ-რესტორნები, კაფეები და საოჯახო სამზარეულოები, სადაც ასევე ბიუჯეტურად, მაგრამ გემრიელად მმზადებული ტრადიციული კერძები შეგიძლიათ მიირთვათ.