თეთნულდი

თეთნულდი

  1. სანახაობები

თუ გიყვართ მთაში დასვენება ან ექსტრემალური სპორტი, მაშინ თეთნულდის მწვერვალი თქვენთვის იდეალური ადგილია. ტურისტებსა და მთამსვლელებში ცნობილი კავკასიონის მწვერვალი ულამაზესი რელიეფით, მაღალი სირთულის ფერდებითა და გასაოცარი სათხილამურო თუ დასალაშქრი მარშრუტებით გამოირჩევა. მასთან მდებარე თეთნულდის სათხილამურო კურორტი კი კიდევ უფრო აქტიურს და საინტერესოს გახდის თქვენს მოგზაურობას.

თეთნულდის შესახებ

თეთნულდი საქართველოს კავკასიონის წყალგამყოფი ქედის გამორჩეული და ცნობილი მწვერვალია, რომლის სიმაღლე 4974 მეტრია. მისი სახელწოდება სწორედ მწვერვალის თავზე თოვლის მუდმივი არსებობითაა განპირობებული. მწვერვალი 3000 მეტრის სიმაღლის შემდეგ სრულიად დაფარულია თოვლით. ულამაზესი რელიეფის მქონე მწვერვალი საკმაოდ რთული რელიეფის მქონეა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ალპინისტებისთვის, გამხდარიყო თეთნულდი მათთვის მიმზიდველი დასალაშქრი მწვერვალი. 

ალპინიზმის კუთხით, თეთნულდის მწვერვალი რთულ მარშრუტად არის შეფასებული. მწვერვალს ყოველწლიურად სტუმრობს ქართული თუ უცხოელი ტურისტებისგან შემდგარი ექსპედიციები, რომლებიც სპეციალური წესების დაცვითა და სხვადასხვა ბილიკების საშუალებით, ცდილობენ კავკასიონის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალის დაპყრობას. 

თეთნულდის სათხილამურო კურორტი

მწვერვალ თეთნულდის მზარდ პოპულარობას მასთან მდებარე, ამავე სახელწოდების სათხილამურო კურორტიც განაპირობებს. კურორტი თეთნულდი იდეალურია მათთვის, ვისაც ზამთრის სპორტი უყვართ. 

აღსანიშნავია, რომ კურორტი ახალი დაარსებულია და მისი აშენება 2014-2016 წლებში მიმდინარეობდა. უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა სირთულის სასრიალო ტრასები და საბაგიროები, თეთნულდზე დასვენებას ტურისტებში მიმზიდველს ხდის. ამასთან კურორტი მესტიასთან ახლოს მდებარეობს, რაც მოგზაურებისთვის მოსახერხებელ მარშრუტს ქმნის. 

რაც შეეხება თქვენს გამოცდილებას კურორტ თეთნულდზე, აქ შეგიძლიათ ისრიალოთ სხვადასხვა სირთულის ტრასებზე და ისარგებლოთ ოთხი საბაგირო ხაზით, რომელთაგან ნაწილი ღია ტიპისაა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწორედ სათხილამურო კურორტ თეთნულდზე მდებარეობს ამიერკვაკკასიაში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა, რაც გამოწვევების მოყვარული მოთხილამურეებისთვის იდეალური შანსია, მიიღონ უნიკალური გამოცდილება. კონკრეტულად, მაღალი სირთულის ტრასის სიგრძე 7.1 კმ–ია, ხოლო საშუალო სირთულის ტრასის 5.3 კმ. მოყვარულებს კი მარტივი სირთულის ტრასაზე შეუძლიათ ისრიალონ, რომლის სიგრძე 1 კილომეტრია. აწევის სიმაღლე 2265 დან 3160 მეტრამდეა, სხვაობით 895 მეტრი.  თუ ზამთრის სპორტზე მეტად ზაფხულში ლაშქრობა გიზიდავთ, თეთნულდის კურორტი ამისთვისაც იდეალური ადგილია. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ საცხენოსნო ტურებით და იფრინოთ პარაპლანით. 

tetnuldi trails map

2022-2023 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის აბონემენტების ფასები

თეთნულდის კურორტზე სხვადასხვა სერვისების პაკეტებია ხელმისაწვდომი რომელთა ფასები ვიზიტორთა კატეგორიის მიხედვით განსხვავდება.

აბონენტის სახეობაბარათის ტიპი ფასი უფროსებისთვისფასი ბავშვებისთვის
1 ასვლაბარკოდი1010
2 ასვლაბარკოდი2020
სპორტსკოლამულტიქარდი10
1 დღე სეზონზემულტიქარდი5025
2 დღე სეზონზემულტიქარდი10050
3 დღე სეზონზემულტიქარდი14572
4 დღე სეზონზემულტიქარდი18492
5 დღე სეზონზემულტიქარდი210105
6 დღე სეზონზემულტიქარდი230115
7 დღე სეზონზემულტიქარდი268134
სეზონურიმულტიქარდი325163
სტუდენტურიმულტიქარდი180
ღამის სრიალიმულტიქარდი3015
მესტია - 2022 - 2023 წლის სათხილამურო სეზონის აბონენტების ფასები

პრაქტიკული ინფორმაცია

თეთნულდი რთული მარშრუტია ტურისტებისთვის. მწვერვალის რელიეფი და აგებულების სპეციფიურობა გარკვეული დეტალების ცოდნას მოითხოვს. სანამ თეთნულდის მონახულებას გადაწყვეტთ, ლაშქრობისთვის თუ მასზე ასასვლელად, საჭიროა კონკრეტული ინფორმაციის ფლობა. 

მდებარეობა და გეოგრაფია

თეთნულდის მწვერვალი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე მდებარე ქედის სიმაღლე 4974 მეტრია. მუდმივი თოვლით დაფარული მყინვარის ფერდობებზე ეშვება რამდენიმე მყინვარი, მათ შორის წანერისა და ადიშის მყინვარები.

აგებულების კუთხით, თეთნულდის მყინვარი კრისტალური ქანებისგან შედგება. მისთვის დამახასიათებელია რთული და მაღალი ციცაბო ფერდობები, რაც ასვლისთვის სირთულეებს წარმოქმნის. 

ტურები თეთნულდზე

თეთნულდი მთამსვლელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიუხედავად რთული რელიეფისა, ყოველწიურად იმართება მწვერვალზე ექსპედიციები. საქართველოში ტურები თეთნულდზე არარეგულარული გრაფიკით ანონსდება, რაც მოთხოვნიდან გამომდინარე ხდება. ტურები ძირითადად გვიანი გაზაფხულის ან შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ანონსდება.

ძირითადად გამოიყენება ერთი მარშრუტი და ტურები ხორციელდება პროფესიონალ გიდებთან და მთამსველელებთან ერთად. მიუხედავად სირთულეებისა და ხანგრძლივი მარშრუტისა, თეთნულდის დაშაქვრა ნამდვილად ღირს, ულამაზესი ხედებისა და თეთნულდის გასაოცარი რელიეფის გამო. 

ალპინიზმი თეთნულდზე

თეთნულდის დალაშქვრა მხოლოდ გამოცდილი მთამსვლელებისთვისაა რეკომენდებული. არაერთგვაროვანი რელეიფი, მაღალი ციცაბო ფერდები, განსაკუთრებით ზამთარში, მთამსვლელებისთვის ბევრ დაბრკოლებას წარმოქმნის. მიუხედავად ამისა, თითქმის საუკუნეა, რაც თეთნულდზე ექსპედიციები იმართება და მას სულ უფრო და უფრო მეტი ალპინისტი სტუმრობს. 

პირველი გუნდი კი 1930 წელს ავიდა მწვერვალზე, ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. სამწუხაროდ, ექსპედიცია ტრაგიკულად დასრულდა ერთ-ერთი წევრისთვის, სიმონ ჯაფარიძისთვის, რის გამოც თეთნულდის სამხრეთ დასავლეთ კალთის კლდეს “ჯაფარიძის მოწმეები” ეწოდა.  ოფიციალური ცნობით, ბოლო ასვლა 2022 წლის ოქტომბერში განხორციელდა, უცხოელი ტურისტების მიერ. 

საუკეთესო დრო სანახავად

თუ თეთნულდის დალაშქვრას გადაწყვეტთ, მაშინ საუკეთესო პერიოდი გვიანი ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდია. ბევრი მთამსვლელი ზამთარში დალაშქვრასაც ამბჯობინებს მეტი ადრენალინისთვის და უფრო მეტად დაუვიწყარი გამოცდილებისთვის. 

თუ გსურთ უბრალოდ მწვერვალის მონახულება და მცირე ლაშქრობა, მაშინ ამისთვის საუკეთესო პერიოდი ზაფხულია. თქვენ შეგიძლიათ გაილაშქროთ თეთნულდის ფერდობზე სოფელ ადიშთან, საიდანაც საფეხმავლო გზა იწყება. ამასთან იქვე მდებარე კურორტ თეთნულდს შეგიძლიათ ეწვიოთ და ისიამოვნოთ პარაპლანით, საცხენოსნო ტურებით და დატკბეთ ულამაზესი ხედებითა და ბუნებით.

საინტერესო ფაქტები თეთნულდზე

  • მწვერვალი თეთნულდი მხოლოდ 3000 მეტრის სიმაღლის შემდეგ არის მუდმივი თოვლით დაფარული.
  • მწვერვალ თეთნულდთან ახლოს მდებარე, კურორტი თეთნულდის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო.
  • თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი და ყველაზე მაღალი ვერტიკალური ვარდნის მქონე ტრასაა.

საინტერესო ადგილები თეთნულდთან ახლოს

თეთნულდის მწვერვალთან და კურორტთან ახლოს ბევრი საინტერესო ღირსშესანიშნაობაა, რომელიც თქვენს მოგზაურობას უფრო გასაოცარს გახდის და დაგიტოვებთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს. მათ შორის გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა მესტია, რომელიც კურორტ თეთნულდთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. თუ მესტიას დაათვალიერებთ, ჩათვალეთ სრულად აღმოაჩინეთ სვანეთი და მისი დიდებული კულტურა. უძველესი სვანური კოშკები, უგემრიელესი სამზარეულო, სვანური ადათები, სიმღერა და ულამაზესი მთის ხედები მესტიიდან, უნიკალურ შთაბეჭდილებებს მოგანიჭებთ. 

თუ თეთნულდის მსგავს ადრენალინსა და გამოწვევებს ეძებთ, მაშინ შხარას და უშბას მწვერვალებს შეგიძლიათ ესტუმროთ. კავკასიონის ეს ცნობილი მწვერვალები, თეთნულდის მსგავსად რთული რელიეფით გამოირჩევა. განსაკუთრებით შხარა, რომელიც საქართველოს უმაღლესი მწვერვალია. უფრო აქტიური დასვენებისთვის ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ჰაწვალი, რომელიც თეთნულდის მსგავსად სათხილამურო კურორტია. მესტიასთან ახლოს მდებარეობს და მასთან მისლვა როგორც სამანქანო გზით, ასევე საბაგიროთიც შეგიძლიათ. ჰაწვალში დაგხვდებათ სხვადასხვა სათხილამურო ტრასები, საბაგირო მარშრუტები და ყველა საჭირო პირობა და ინფრასტრუქტურა იდეალური ზამთრის დასვენებისთვის. 

ჩვენი რჩევები

თუ თეთნულდის დალაშქვრას გადაწყვეტთ, გირჩევთ იქვე მდებარე კურორტ თეთნულდზეც დაისვენოთ. ეს კურორტი შესაძლებლობას გაძლევთ მიიღოთ უნიკალური გამოცდილება სათხილამურო და საბაგირო ტრასებით. ამასთან ისიამოვნოთ ულამაზესი მთის ხედებით. 

ასევე გირჩევთ მოაწყოთ ტური მესტია-უშგული-თეთნულდი, რაც კიდევ უფრო კარგად გაგაცნობთ სვანეთის კულტურას და ღირსშესანიშნაობებს. ასევე შესაძლებლობა მოგეცემათ, მოინახულოთ მწვერვალი შხარა, რომელიც საქართველოს უმაღლესი მწვერვალია. 

ხშირად დასმული კითხვები

რა სიმაღლისაა მწვერვალი თეთნულდი?

თეთნულდის სიმაღლე 4974 მეტრია.

რამდენია მანძილი თბილისიდან სათხილამურო კურორტ თეთნულდამდე?

თბილისიდან მანძილი დაახლოებით 470 კილომეტრია და მგზავრობისთვის 8 საათზე მეტი დაგჭირდებათ. კურორტი თეთნულდი მესტიასთან ახლოს მდებარეობს და შესაბამისად, კურორტამდე მისვლა მესტიის გავლით ბევრად მარტივი და მოსახერხებელია.