ლაგოდეხი
ლაგოდეხი უნიკალური და მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის მხარეა. აქაურობა განსაკუთრებით მიმზიდველია ლაშქრობისა და კემპინგის მოყვარულთათვის. ჩანჩქერები, ტბები და ნისლიანი ხეობები, მთის მდინარეები და ხავსმოკიდებული ტყეები წლის ნებისმიერ სეზონზე აღაფრთოვანებს ლაგოდეხის სტუმრებს.
ლაგოდეხის შესახებ
ლაგოდეხი ზღვის დონიდან 435 მ-ზე მდებარეობს კახეთში. გადაჭარბების გარეშე, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები თავისი ფლორითა და ფაუნით ერთ-ერთი უმდიდრესია მთელს რეგიონში. სწორედ ამიტომ, აქაურობა ეკო-ტურიზმით გატაცებულ ადამიანებს მთელი წლის მანძილზე იზიდავს.
ლაგოდეხში გავრცელებულ სამეფო წიფლისა და რცხილის ტყეებს საქართველოში ანალოგი არ მოეპოვება. აქ გავრცელებული ფლორის 121 სახეობა კავკასიის, ხოლო 9 საქართველოს ენდემია, საიდანაც 7 საკუთრივ მხოლოდ ლაგოდეხში გვხვდება.
ლაგოდეხის ღირსშესანიშნაობები
ლაგოდეხის ღირსშესანიშნაობებში პირველი ადგილი ლაგოდეხის ეროვნულ პარკს უჭირავს. პარკის ტერიტორიაზე მოწყობილი მარშრუტებით მოხვდებით ნინოსხევისა და როჭოს ჩანჩქერებზე, მოინახულებთ მაჭის ციხის ნანგრევებს და სულ ბოლოს შავი კლდეების ტბაზე ამოყოფთ თავს.
სანამ ბარიდან მთაში ახვალთ, არ დაგავიწყდეთ აღმოსავლეთის ყველაზე დიდი ბაზილიკის, ქოჩალოს მონასტრის მონახულება.
სასტუმროები ლაგოდეხში
ლაგოდეხში სტუმრობისას შეგიძლიათ აირჩიოთ სასტუმრო ქალაქის ცენტრში, ან პირდაპირ ტყეში, ბუნებასთან ახლოს გადაინაცვლოთ. განსაკუთრებით პოპულარულია ინდივიდუალური კოტეჯები, რომლებიც დაცულ ტერიტორიებზე, მთების კალთებქვეშ მდებარეობს. მიუხედავად ამისა, მასპინძლები დამსვენებლებს სრულ კომფორტს სთავაზობენ.
Reserve resort Lagodekhi
რეზორტი ლაგოდეხის ნაკრძალი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შესასვლელთან მდებარეობს. ინდივიდუალური კაბინები აჭღურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, მოწყობილია სათამაშო მოედნები და გარე აუზი. კაბინებიდან ბაღისა და მთების უმშვენიერესი ხედი იშლება.
Wald Hotel Lagodekhi
Wald Hotel Lagodekhi ბუნებაში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს. სუფთა და ნათელი ნომრებიდან ბუნების ხედები იშლება. დრო შეგიძლიათ აუზზე, ბილიარდის ზონაში ან ცხენებზე ჯირითში გაატაროთ. ბავშვებისთვის მოწყობილია სათამაშო მოედანი.
Royal Palace
სასტუმრო Royal Palace ვიზიტორებს სასტუმროს ნომრების გარდა ინდივიდუალურ კოტეჯებსაც სთავაზობს. სასტუმროს გამწვანებული და კეთილმოწყობილი ეზო აქვს. რესტორანში უგემრიელეს ქართულ კერძებსა და ღვინოებს დააგემოვნებთ.
ეკო სოფელი ტყეში
ეკო სოფელი ტყეში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში, სოფელ გურგენიანში მდებარეობს. კოტეჯები მდინარე ნინოსხევის ულამაზეს ხეობას გადაჰყურებს. კოტეჯები წლის ნებისმიერ სეზონზე მასპინძლობს დამსვენებლებს.
საოჯახო სასტუმრო ლაგო
საოჯახო სასტუმრო ლაგო ქალაქის ცენტრში მდებარეობს. უგემრიელესი კერძების დაგემოვნების გარდა, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ მასტერკლასებში, განიტვირთოთ გამწვანებულ და კეთილმოწყობილ ეზოში. სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს მუზეუმი,ეკლესია, კაფე-რესტორანები, ლუდი ბარი და ადგილობრივი ბაზარი.
სასტუმრო რესტორანი წისქვილი
სასტუმრო-რესტორანი წისქვილი მყუდრო და კომფორტული ნომრებითა და ტრადიციული ქართული კერძებით გიმასპინძლებთ. რესტორანს აქვს როგორც შიდა, ისე გარე სივრცეები. თბილ ამინდში რესტორნის ტერასებიდან ტყის ხედით და სიმწვანით დატკბებით.
ქალაქის რჩეული სასტუმროების გასაცნობად ეწვიეთ გვერდს.
სასტუმროები ლაგოდეხშირესტორნები ლაგოდეხში
ლაგოდეხში რამდენიმე გამორჩეული რესტორანია, რომლებიც ტრადიციულ ქართულ კერძებსა და ინტერიერს დაგახვედრებთ. მათ შორის აუცილებლად ესტუმრეთ Waldcafe-ს, სადაც სასიამოვნო ატმოსფერო და გემრიელი კერძები დაგხვდებათ.
რესტორან ძველი სახლის ინტერიერი მეტად ტრადიციულია, ხის ორნამენტებითა და ღვინის სუვენირებით მორთული დარბაზი მონადირის ქოხს მოგაგონებთ. აქ ადგილობრივი სამზარეულოს და ქართული ღვინოების დაგემოვნებას შეძლებთ.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მივიდეთ ლაგოდეხში?
თბილისიდან ლაგოდეხამდე მანძილი დაახლოებით 165 კმ-ია, მანძლის ავტომობილით დაფარვას საშუალოდ სჭირდება 2 სთ და 30 წთ.
თუკი საკუთარი მანქანით გამგზავრებას არ გეგმავთ, თბილისში მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიიდან ლაგოდეხის მიმართულებით მიკრო ავტობუსები გადიან 07:30-დან ყოველ ერთ საათში.
მარშრუტი | გასვლის დრო | ბილეთის ღირებულება |
ლაგოდეხი | 7:40 8:30 9:30 10:20 11:10 12:00 12:35 13:15 14:00 14:40 15:20 16:00 16:30 17:00 17:30 18:15 18:50 | 7₾ |
როდის არის საუკეთესო დრო წასასვლელად?
ლაგოდეხისა და მისი დაცული ტერიტორიების მონახულება ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. თუმცა ზოგიერთი მარშრუტის გავლა მისი სირთულიდან გამომდინარე ზამთარში რეკომენდებული არაა.
ლაგოდეხის ფოთლოვანი ტყეები განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომით. ამ დროს ტყე ათასგვარი ყვავილითაა მოფენილი.
ზაფხულში მთის მდინარეებსა და ჩანჩქერებში ბანაობასაც შეძლებთ.