ციხისძირი - tsikhisdziri

ციხისძირი

  1. საქართველოს კუთხეები

ციხისძირი ალტერნატიული დასვენების მოყვარულთათვის ნამდვილი აღმოჩენაა აჭარის რეგიონში. ეს პატარა, მყუდრო დასახლება შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმიდან 17 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ზაფხულობით აქ მეტად სასიამოვნო სიგრილეა, ვიდრე ბათუმსა და ქობულეთში, ზამთარი კი თბილია.
ციხისძირის მთავარი ღირსშესანიშნაობაა უძველესი პეტრას ციხე-სიმაგრე, ისევე როგორც აქაური ბუნება და ეგზოტიკური პლაჟები.
ზღვისა და მთის უნიკალური ჰავის შერწყმა ციხისძირში დასვენებას განსაკუთრებულს ხდის.

ციხისძირის შესახებ

რა ვნახოთ?

ციხისძირი იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სუბტროპიკული ტყეები, ველური სანაპიროები და პლაჟები იზიდავს.
ციხისძირის მთავარი ღირსშესანიშნაობა პეტრას ციხეა – ისტორიული ნაგებობა, რომელიც კლდოვან ბორცვზე მდებარეობს.
აქაური პლაჟების აღმოჩენა შეგიძლიათ ნამდვილ თავგადასავლად აქციოთ.

ციხისძირის ღირსშესანიშნაობები

ციხისძირი პატარა დასახლებაა. აქაური ღირსშესანიშნაობები ძირითადად ბუნების ძეგლებს მოიცავს – ხელუხლებელი პლაჟები, მათკენ მიმავალი ვიწრო ბილიკები, ფართო ფოთლოვანი სუბტროპიკული მცენარეები, კლდოვანი სანაპიროები და პეტრას ციხე-სიმაგრიდან გადაშლილი შავი ზღვის გული.  

სასტუმროები ციხისძირში

ციხისძირში რამდენიმე სასტუმრო ფუნქციონირებს. თუ კომფორტი თქვენთვის პრიორიტეტია,  დასვენება 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დაგეგმეთ. უფრო მყუდრო და უნიკალური გამოცდილების შესაძენად აქაურ კოტეჯებს ესტუმრეთ. ფუნქციონირებს საოჯახო ტიპის სასტუმროებიც. 

Castello

სასტუმრო “კასტელო მარე”-დან ზღვისა და მასზე დაშვებული გამწვანებული ფერდობების დაუვიწყარი ხედი იშლება. სასტუმრო ზღვის პირას, კლდოვან სანაპიროზე მდებარეობს.  აქვეა კერძო პლაჟი, აუზი, საუნა და ფიტნეს ცენტრი სრულფასოვანი დასვენებისთვის.

კოტეჯები ციხისძირში

ტყეში ჩაფლული ხის კოტეჯები ციხისძირში დასვენებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ყოველწლიურად აქაური კოტეჯების მრავალფეროვნებაც იზრდება. იდეალური ვარიანტის შესარჩევად Airbnb საუკეთესო გზაა. 

სასტუმროები ციხისძირში

რესტორნები ციხისძირში

რესტორანი შუქურაა ციხისძირის გამორჩეული ლოკაციაა. დახვეწილი ინტერიერი, უგემრიელესი კოქტეილები, ადგილობრივი კერძების ახალი სიცოცხლე და რაც მთავარია, ხედი ციხისძირის გამწვანებულ ფერდობებსა და შავ ზღვაზე. 

კაფე ბამბუკები ბამბუკების ცნობილ სანაპიროზე მდებარეობს. აქ ადგილობრივი ლიმონათებითა და ალკოჰოლური სასმელებით გაგიმასპინძლდებიან. საღამოობით აქ სასიამოვნო მუსიკითა და ზღვის გრილი ნიავით განიტვირთებით. 

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ ციხისძირში

თბილისიდან ციხისძირის მიმართულებით შეგიძლიათ იმგზავროთ მატარებლით ან მიკროავტუბუსით. 

მიკროავტობუსები დიდუბის ავტო სადგურიდან ყოველ ერთ საათში გადის ბათუმისა და ქობულეთის მიმართულებით. მგზავრობის ღირებულება 35₾-ია.

 დაახლოებით 5 საათი დაგჭირდებათ თანამედროვე ჩქაროსნული მატარებლით. თბილისიდან გასული მატარებელი ქობულეთის რკინიგზის სადგურზე შეჩერდება.

  •     თბილისიდან მატარებელი დილით 8:00 და 10:25 საათებზე გადის.
  •     საღამოს – 17:05 საათზე.
  •     ბილეთის ფასი მეორე კლასისთვის 35₾-ია, პირველი კლასით მგზავრობის ღირებულება 75₾- შეადგენს.
  •     სტუდენტებისათვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ გვერდზეhttps://www.railway.ge/