ნიკორწმინდის ტაძარი

ნიკორწმინდა

  1. საქართველოს კუთხეები

რაჭის სოფელი ნიკორწმინდა, ამავე სახელწოდების მქონე ტაძრით, ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. პატარა, მაგრამ მრავალფეროვანი სოფელი ულამაზეს ბუნების და ისტორიულ ძეგლებს აერთიანებს, რომლებიც იდეალურია, როგორც ექსტრემალისტი ტურისტებისთვის, ასევე მშვიდი დასვენებისთვის.

ნიკორწმინდას შესახებ

ნიკორწმინდა, რაჭა-ლეჩხუმში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. პატარა სოფელი უნიკალური, მთა-გორიანი ბუნებითა და საინტერესო ღირსშესანიშნაობებით გამოირჩევა. სოფელი რაჭის ქედის კალთაზეა გაშენებული და ამბროლაურიდან დაახლოებით 16 კილომეტრში მდებარეობს.

ნიკორწმინდის ღირსშესანიშნაობები

სოფელი ნიკორწმინდა საინტერესო სათავგადასავლო მარშრუტია მათთვის ვისაც აქტიური ტურიზმი იზიდავს და ასევე მათთვისაც, ვისაც მშვიდად ბუნებაში დასვენება და რაჭის ისტორიის უკეთ გაცნობა სურს. ნიკორწმინდის ღირსშესანიშნაობები ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ უცხოელ თუ ქართველ ტურისტს იზიდავს.

სასტუმროები ნიკორწმინდაში

ნიკორწმინდაში შეგიძლიათ საოჯახო ტიპის სასტუმროებში დაისვენოთ. კომფორტულ ნომრებთან და რაჭულ სტუმართმასპინძლობასთან ერთად, ასეთ სასტუმროებში დასვენება ბევრად ბიუჯეტური და მოსახერხებელია, რადგან ახლოს მდებარეობს ნიკორწმინდის ღირსშესანშნაობები. 

ვიზიტორებში განსაკუთრებულად პოპულარულია “ნიკორწმინდა რაჭა,” “მებო,” და “თამარისი.” მყუდრო ოთახებთან ერთად, შეგიძლიათ ისიამოვნოთ უგემრიელესი რაჭული კერძებითა და  უალამაზესი ხედებით რაჭის ფერად მდელოებზე. 

რესტორნები ნიკოწმინდაში

სოფელ ნიკორწმინდაში უმეტესად პატარა ზომის რესტორნებს შეხვდებით, სადაც შეგიძლიათ როგორც რაჭული ტრადიციული, ასევე ზოგადად, ქართული სამზარეულოს დაგემოვნება. თითოეული რესტორანი რაჭული კულტურის მოტივებზეა შექმნილი და გთავაზობთ თბილ, სტუმართმოყვარე და ოჯახურ გარემოს. 

ნიკორწმინდის რესტორნებში განსაკუთრებულად პოპულარულია რაჭული კერძები: ლობიანი ლორით და რაჭული შქმერული. ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი რაჭული ღვინო და ისიამოვნოთ უალამაზესი გარემოთი. ვიზიტორები ხშირად სტუმრობენ რესტორნებს : “საოჯახო რესტორანი,” “შემოიარე ოჩოსთან” და “ღარისწყალი.”

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ ნიკორწმინდაში?

თბილისიდან სოფელ ნიკორწმინდამდე მანძილი 257 კილომეტრია და გზის გასავლელად, დაახლოებით 4 საათი დაგჭირდებათ. ყველაზე მოსახერხებელი მარშრუტია, ჯერ ჩახვიდეთ ამბროლაურში, რომელიც ნიკორწმინდიდან 14 კილომეტრითაა დაშორებული. ამბროლაურიდან ნიკორწმინდის მიმართულებით ყოველდღიურად მოძრაობს კერძო სამარშრუტო ტაქსები.

Რაც შეეხება თბილისი-ამბროლაურის მიმართულებით მგზავრობას, ამისთვის დაახლოებით 4 საათი დაგჭირდებათ და შეგიძლაით ისარგებლოთ თბილისის ავტოსადგურებიდან გამავალი კერძო მიკროავტობუსებით. ასევე შეგიძლაით იმგზავროთ ნატახტარის აეროპორტიდან, პირდაპირი ფრენით ამბროლაურში, რომელიც კვირაში საშუალოდ ორჯერ, შუადღის პერიოდში ინიშნება და მგზავრობას 30 წუთი სჭირდება.

როდის არის საუკეთესო დრო ნიკორწმინდის მოსანახულებლად?

ნიკორწმინდა განსაკუთრებით ლამაზი მაისი-ოქტომბრის პერიოდშია. შერეული ტყეები ფერადია, ხოლო ამინდები ლაშქრობისთვის თუ ნიკორწმინდის ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად კომფორტული და თბილი.