სასტუმრო პარაგრაფი

პარაგრაფი შეკვეთილი

  1. სასტუმროების მიმოხილვა

პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილი პრემიუმ კლასის, ცნობილი სასტუმროა, რომელიც რამდენიმე წელია რაც ფუნქციონირებს, შეკვეთილის სანაპიროსთან ახლოს. ეს არის ცნობილი ბრენდის, Autograph Collection-ის პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო საქართველოში. სასტუმრო ორიენტირებულია იყოს კომფორტული ყველა გემოვნების მქონე დამსვენებლისთვის.

პარაგრაფი შეკვეთილის სანაპიროზე

მდებარეობა

პარაგრაფი შეკვეთილი გურიის ცნობილ კურორტზე, შეკვეთილში მდებარეობს. ეს კურორტი განთქმულია სამკურნალო, მაგნიტური ქვიშითა და გასოაცარი ბუნებით. სასტუმრო კი სწორედ შეკვეთილის ცნობილ სანაპიროსა და ფიჭვნარს შორის მდებარეობს. სწორედ კარგი მდებარეობითაა განპირობებული გასაოცარი ზღვის ხედები რომლებიც სასტუმროს ნებისმიერი ნომრიდან თუ სივრციდან იშლება.

ამასთან აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ადგილმდებარეობა იდეალურია იმისთვის, რომ შეკვეთილის მთავარი ღირსშესანიშნაობები მოინახულოთ. სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს დენდროლოგიური პარკი და მინიატურული სოფელი. ასევე ახლოს მდებარეობს ბლექ სი არენა და რკინიგზის სადგური.

პარაგრაფის ინტერიერი

დიზაინი

სასტუმროს დიზაინი ორიგინალურია. დავიწყოთ ექსტერიერით და ინფრასტრუქტურით, რომელიც შთაგონებულია ზღვის ტალღების ფორმითა და ზღვის ფერებით. ეს კი საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველ გარემოს ქმნის. რაც შეეხება სასტუმროს ინტერიერს, სრულიად ორიენტირებულა იმაზე რომ შექმნას მაქსიმალურად მყუდრო და ამასთან პოზიტიური გარემო. ამავე მიზეზით, აქცენტი გაკეთებულია ნათელ ფერებზე, გამჭვირვალე ოთახებსა და ტროპიკულ მცენარეებზე, რომელიც იდეალურად მოდის შესაბამისობაში ზღვის პანორამულ ხედებთან. სასტუმროს დიზაინის გამორჩეული ნაწილია აკვარიუმი, სადაც საკმაოდ იშვიათი წყლის ბინადრების მონახულება შეგიძლიათ.

გასართობი სივრცეები, როგორიცაა აკვაპარკი და საცურაო აუზების დარბაზები ფერად დიზაინშია გადაწყვეტილი, განსხვავებით რესტორნებისა და ნომრებისგან. პარაგრაფი შეკვეთილის რესტორანი მდიდრული ინტერიერით გამოირჩევა, სადაც შეხვდებით ნათელ ფერებს, ორიგინალურ ჭაღებსა და კლასიკურ ავეჯს.

პარაგრაფის რესტორანი

სერვისები  და ობიექტები

პარაგრაფი შეკვეთილი საკმაოდ დადებითი რეპუტაციით სარგებლობს მომხმარებლებში. პრემიუმ კლასის სასტუმრო ვიზიტორთა მოლოდინებს ნამდვილად ამართლებს. თუმცა როდესაც მსოფლიო სტანდარტების შესაბამის სასტუმროზეა საუბარი, მოლოდინების გამართლება აუცილებელიცაა. Google-სა და Booking-ის შეფასების შედეგების მიხედვით, სასტუმროს საკმაოდ მაღალი შედეგი აქვს.

დამსვენებლები განსაკუთრებულად პოზიტიურად მოიხსენიებენ სასტუმროს გუნდს და მომსახურე პერსონალს, რადგან ისინი იყვნენ უშუალო და მეგობრულები. კომფორტისა და აღჭურვილობის კუთხით, სასტუმროს უმაღლესი შეფასება აქვს. თუმცა ეს გასაკვირი არც არის რადგან აქ ბევრი გასართობი და მოსასვენებელი სივრცეა განთავსებული, რომელიც ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მქონე ადამიანს დააინტერესებს და ასიამოვნებს. ასევე მაღალი შეფასებები აქვს მიღებული მდებარეობის, სასტუმროში სისუფთავისა და ინტერნეტის ხარისხის კუთხით. პარაგრაფი შეკვეთილის ვიზტორებში აქტიურად ფიქსირდება, როგორც ქართველი ასევე უცხოეული დამსვენებლები.

  • ბარი
  • რესტორანი
  • აკვარიუმი
  • აკვაპარკი
  • ღია და დახურული აუზები
  • სპა ცენტრი
  • საუნა
  • სათამაშო ოთახი
სასტუმრო პარაგრაფის ნომერი ზღვის ხედით

სასტუმროს ნომრები

თუ ე.წ luxery დიზაინი მოგწონთ და გსურთ ელეგანტურ და მდიდრულ გარემოში დაისვენოთ, აუცილებლად მოგეწონებათ სასტუმრო პარაგრაფის გასაოცარი ნომრები. პრემიუმ კლასის სასტუროში ხელმისაწვდომია 220 ნომერი, რომლებიც მოცულობით საკმაოდ დიდია. დახვეწილი დიზაინი ერთდროულად მოიცავს ნათელ და ხასხასა ფერებს, კლასიკური სტილის ავეჯთან და ელეგანტურ დეკორაციებთან ერთად, რათა შექმნას გემოვნებიანი და მყუდრო გარემო, რომელიც ესიამოვნება ნებისმიერი გემოვნების მქონე დამსვენებელს.

თითოეული ნომერი უზრუნველყოფილია უმაღლესი კომფორტით. კონკრეტულად ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მოიცავს ყველა საჭირო დამატებით ჰიგიენურ ნივთებს. არ შეიძლება არ აღინიშნოს საკმაოდ მოცულობითი აბაზანები, ტროპიკული შხაპით და გასაოცარი ხედები, რომლებიც ნებისმიერი ტიპის ნომრიდან იშლება.

სასტუმროში ხელმისაწვდომია სხვადასხვა კატეგორიის ნომერი. მათ შორის გამორჩეულია ორი საპრეზიდენტო ოთახი, რომელთა დიზაინის განსაკუთრებული ნაწილია თეთრი როიალი, კერძო ჯაკუზითა და ფიტნეს დარბაზებით. სხვა შემთხვევაში კი ხელმისაწვდომია სტანდარტული ნომრები, პანორამული ხედებით და აივნით. ასევე ე.წ deluxe ნომრები, საოჯახო აპარტამენტები ერთი და ორი საძინებლით და განსაკუთრებული დაისის ოთახი, საიდანაც ზღვის პანორამული ხედის ფონზე, ულამაზესი მზის ჩასვლის სანახაობით შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

კვება

გსურთ ქართული თუ უცხოური სამზარეულო, პარაგრაფი შეკვეთილში ყველაფერი ხელმისაწვდომია. აქ განთავსებულია სასაუზმე რესტორანი, განსაკუთრებული რესტორანი, ლაუნჯი და sky ბარი. სასაუზმე რესტორანი სადა კლასიკური დიზაინისაა, გამორჩეული ნათელი ფერებით და უგემრიელესი, ჯანსაღი ლანჩით.

მსგავსი ტიპის სამი რესტორანია განთავსებული სახელწოდებებით: პროლოგი, დიალოგი და ეპილოგი, განსხვავებული ინტერიერით, ხედებით და მენიუებით, რომლებიც განაწილებულია, როგორც საუზმის, სადილის და ვახშმის მენიუები. ამასთან, დიალოგი სასტუმროს განსაკუთრებული რესტორნად არის წოდებული, დახვეწილი მდიდრული ინტერიერით და ექსკლუზიური კერძებით. თუ უფრო მხიარული დროის გატარება გაქვთ მიზნად, ეპილოგის ბარს უნდა ესტუმროთ, საიდანაც გასაოცარი პანორამული ხედები იშლება.

სასტუმრო პარაგრაფის აკვაპარკი

დამატებითი სერვისები

პარაგრაფი შეკვეთილში დამატებითი სერვისების სრული მრავალფეროვნებაა. ისვენებთ მარტო, ოჯახთან, ბავშვებთან თუ მეგობრებთან ერთად, აქ გასართობი ყველასთვისაა. სასტუმროს შემადგენლობაშია სამი სხვადასხვა ტიპის, შიდა, გარე და საბავშვო დახურული აუზები. ასევე განთავსებულია ფიტნეს და სპა ცენტრი. სპას მომსახურების ასორტიმენტი კი სხვადასხვა ტიპის მასაჟს და აბაზანას მოიცავს, რაც იდეალურია ფიზიკური განტვირთვისთვის. ასევე ხელმისაწვდომია სალონის მომსახურება, ესთეტიური სერვისები და საუნა.

დამატებით შეგიძლიათ გაერთოთ ღამის კლუბში DJ–ის ტექნო მუსიკასთან ერთად, გაისეირნოთ ველოსიპედით, იმხიარულოთ აკვაპარკში, ითამაშოთ ბილიარდი, ტენისი ან სხვადასხვა სამაგიდო თამაში, ისიამოვნოთ შავი ზღვით, პარაგრაფი შეკვეთილის კერძო პლიაჟზე ან დაესწროთ ფილმის ჩვენებებს.

ღირებულება

პარაგრაფი პრემიუმ კლასის სასტუმროა. ნომერთა კატეგორიის მიხედვით ფასები ცვალებადია და მიმდინარე პერიოდში ერთი ღამის ღირებულება 664 ლარიდან იწყება და 1800 ლარამდე იზრდება. ფასები სეზონის მიხედვითაცაა ცვალებადი. ასე რომ ფიქრისებული განსაზღვრული ფასით უმჯობესია არ იხელმძღვანელოთ. ერთი ღამის საფასურში შედის ნომერთან ერთად შემავალი სერვისები და სასტუმროში განთავსებული აუზების გამოყენება.

სერვისები ბავშვებისთვის

პარაგრაფი შეკვეთილი იდეალურია ბავშვებისთვის. აქ განთავსებულია აკვაპარკი და საბავშვო საცურაო აუზი. ასევე ბავშვებს შეუძლიათ გასართობ ოთახში გაერთონ, რომელიც სავსეა სხვადასხვა მხიარული სათამაშოებით. ამასთან პარაგრაფის რესტორნებში გათვალისწინებულია შესაბამისი მენიუ ბავსვებისთვის.

ადაპტირებული გარემო შშმ პირთათვის

სასტუმრო პარაგრაფი სრულიად მორეგბულია შშმ პირებზე. აქ ხელმისაწვდომია სერვისები სმენა და მხედველობა დაქვეითებულთათვის. ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის.