სასტუმრო Radisson Blue Iveria Tbilisi

Radisson Blue Iveria Tbilisi

  1. სასტუმროების მიმოხილვა

Radisson Blue Iveria  თბილისის პრესტიჟული, პრემიუმ კლასის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, გამორჩეული მდებარეობით, საუცხოო გარემოთი და მრავალფეროვანი მომსახურებით, რომელიც ნებისმიერი გემოვნებისა და ტიპის მქონე მომხმარებელს დადებით შთაბეჭდილებებს დაუტოვებს. სასტუმრო იდეალურია საქმიანი შეხვედრებისთვის, მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად დასვენებისთვის.

მდებარეობა

პრემიუმ კლასის სასტუმროს იდეალური ადგილმდებარეობა აქვს. მარტივია საპოვნელად, ახლოს არის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებთან, მდებარეობს პრესტიჟულ ადგილას დ გამოირჩევა გასაოცარი პანორამული ხედებით. ვარდების რევოლუციის მოედანზე მდებარე სასტუმრო ახლოს მებარეობს მდინარე მტკვართან, მეტრო “რუსთაველთან,” თბილისის თანამედროვე მუზეუმთან და ოპერის სახლთან. ასევე სასტუმროს ახლოს ბევრი საინტერესო რესტორანი, ბარი და კაფეა. რაც იდეალურია იმისთვის რომ უფრო სასიამოვნოდ განიტვირთოთ და გაატაროთ დრო.

სასტუმრო Radisson Blue Iveria Tbilisi ლობი

დიზაინი

სასტუმროს დიზაინი დახვეწილია და ქმნის საოცრად ელეგანტურ გარემოს რომელიც შთაგონებულია თანამედროვე დიზაინის ელემენტებითა და მასში სიმყუდროვის შექმნის ფოკუსირებით. ასე რომ ნათელ ფერებთან და მინიმალისტურ დეკორთან ერთად სასტუმროში ხშირად იხილავთ ხის დეკორაციებსა და სიმწვანის აქცენტს, რაც განსაკუთრებით პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნის. მოსასვენებელი სივრცეები ორიენტირებულია სიმყუდროვის შექმნაზე და ხედების უკეთ გამოკვეთაზე, ხოლო ნომრების დიზაინი კი ჰარმონიისა და მშვიდი ატმოსფეროს შექმნაზე.

სერვისები და ობიექტები

სასტუმრო Radisson Blue Iveria Tbilisi-ში სერვისების მრავალფეროვანი არჩევანია. აქ დაგხვდებათ საცურაო აუზი, ბარ-რესტორანი, სამორინე და ბევრი სხვადასხვა მოსასვნებელი სივრცე სრულფასოვანი დასვენებისთვის. ცნობილია Radisson Blue Iveria Tbilisi-ის კაზინო, რომელიც აზარტული თავგადასავლებისთვის იდეალური ადგილია. აქ ბევრ საინტერესო საშუალებას აღმოაჩენთ, იმისთვის რომ დრო უფრო საინტერესოდ გაატაროთ.

განტვირთვის მოყვარულებს კი რამდენიმე სერვისით შეგიძლიათ სარგებლობა. სასტუმროში მდებარეობს შიდა დახურული აუზები, რომელთა დარბაზებიდანაც გასაოცარი პანორამული ხედები იშლება თბილისზე. ასევე შეგიძლიათ დღე პროდუქტიულად გაატაროთ ფიტნეს ცენტრში ან ესტუმროთ იოგას კლასებს. ასევე რეკომენდებულია თუ ფიზიკური განტვირთვის ეწვევით საუნასა და სპა ცენტრს, სადაც პროფესიონალთა გუნდი სხვადასხვა, თქვენზე მორგებულ სერვისს შემოგთავაზებთ. ასევე ხელმისაწვდომია ე.წ თურქული ორთქლის აბაზანა და სოლარიუმი. შეგიძლიათ სალონის მომსახურებითაც ისარგებლოთ და ჩაიტაროთ მანიკურისა და პედიკურის პროცედურები.

აღსანიშნავია რომ სასტუმროში ხელმისაწვდომია ბიზნეს ცენტრი და ყველა ის საშუალება, რომლებიც საქმიანი ვიზიტების ჩატარებისთვის დაგჭირდებათ.

  • რესტორანი
  • ბარი
  • სპა ცენტრი
  • საუნა
  • აუზი
  • ფიტნეს ცენტრი
  • სალონის სერვისები
  • სამორინე

სასტუმრო Radisson Blue Iveria Tbilisi ნომერი

სასტუმროს ნომრები

სასტუმროს თითოეული ნომერი გასაოცარი ხედებით გამოირჩევა თბილისზე. თუმცა ასევე საუცხოოა დიზაინი, რომელიც გადაწყვეტილია ნათელ ფერებსა და თანამედროვე ელემენტებში. აქ დაგხვდებათ სუფთა და სასიამოვნო გარემო, კომფორტული ავეჯითა და საკმარისი სივრცით. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ნომერში აქცენტი გაკეთებულია ხედზე, ამიტომ Radisson Blue Iveria Tbilisi-ის ყველა ნომერი ნათელია.

რაც შეეხება ნომერთა ხელმისაწვდომ კატეგორიებს, შეგიძლიათ აირჩიოთ სტანდარტული ნომრები, ორი ადამიანისთვის ან პრემიუმ ნომრები, სადაც 3-დან 5 ადამიანამდე განთავსებაა შესაძლებელი. ასევე ხელმისაწვდომია ე.წ JUNIOR ნომერი და პრემიუმ ოთახი, ქალაქის პანორამული ხედით.

კვება

სასტუმროს მყუდრო და ორიგინალური დიზაინის მქონე რესტორანში უმაღლესი ხარისხის გემრიელი კერძები დაგხვდებათ. რესტორანში ფოსუსირება ევროპულ და უცხოურ სამზარეულოზე ხდება. გათვალისწინებულია სპეციალური მენიუ ბავშვებისთვისაც და მათთვის ვინც ჯანსაღ კვებას ანიჭებს უპირატესობას. შეგიძლიათ ასევე ისარგებლოთ საუზმე ნომერში-ს სერვისით, შეუკვეთოთ მინიბარი, წასახემსებლები და სხვა. უფრო მხიარული დროის გასატარებლად და ალკოჰოლის დასაგემოვნებლად კი შეგიძლიათ Radisson Blue Iveria Tbilisi-ს ბარს ესტუმროთ, სადაც მუსიკასთან ერთად ისიამოვნებთ უნიკალური და ცოცხალი გემოების მქონე კოქტეილებით და წვენებით.

დამატებითი სერვისები

გარდა იმისა, რომ პრემიუმ კლასის სასტუმრო Radisson Blue Iveria Tbilisi ყველა საჭირო სერვისს გთავაზობთ ფიზიკური და სულიერი დასვენებისთვის, ასევე უგზრუნველყოფთ დამატებითი სერვისებით, რათა დრო უფრო საინტერესოდ გაატაროთ. ასე მაგალითად, შეგიძლიათ დაიქირაოთ ველოსიპედი და მოაწყოთ ველოტური ქალაქში. ასევე შეგიძლიათ დაესწროთ აერობიკის კლასებს, პერიოდულად მოწყობილ გამოფენებს, ცხელი ჯაკუზის კლუბს ან დაესწროთ ცოცხალი მუსიკის საღამოებს, მხიარული მუსიკითა და აქტივობებით.

ღირებულება

პრემიუმ კლასის სასტუმროში ნომერთა კატეგორიისა და პერიოდის მიხედვით ფასები ცვალებადია. შესაბამისად, რეკომენდებულია ხშირად შეამოწმოთ ფასების ცვალებადობა და სხვადასხვა კატეგორიის ნომრის ხელმისაწვდომობა, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე. მიმდინარე პერიოდში, Radisson Blue Iveria Tbilisi-ში ერთი ღამის საფასური 437 ლარიდან იწყება და 496 ლარამდე იზრდება. თუმცა ხშირია დღეები, როდესაც საფასური 531-708 ლარის ფარგლებში მერყეობს.

სერვისები ბავშვებისთვის

ბავშვებისთვის Radisson Blue Iveria Tbilisi-ში იდეალური გარემოა შექმნილი. მათ შეუძლიათ გაერთონ სასტუმროს მოსასვენებელ სივრცეებში და ასევე იცურაონ საბავშვო დახურულ აუზზე. მათთვის ასევე ხელმისაწვდომია სპციალური მენიუ რესტორანში. შესაბამისად, თუ სასტუმროში ბავშვებთან ერთად უნდა დაისვენოთ, ამ მხრივ პრობლემა არ შეგექმნებათ.

ადაპტირებული გარემო შშმ პირებისთვის

სასტუმროს გარემო სრულიად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, რათა მათ შეძლონ სრულფასოვნად დასვენება და უპრობლემოდ გადაადგილება. ხელმისაწვდომია აბაზანის შესაბამისი ინვენტარი, ინფრასტრუქტურა ეტლით მოსარგებლეთათვის და სხვა.