სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi

Rooms Hotel Tbilisi

  1. სასტუმროების მიმოხილვა

დახვეწილი და ორიგინალური გარემო, სიმყუდროვე, ხელსაყრელი მდებარეობა და შედევრი ინტერიერის კუთხით, ის ყველაფერია, რითიც Rooms Hotel Tbilisi ქართველ თუ უცხოელ დამსვენებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ სასიამოვნო ატმოსფეროა იმისთვის, რომ დაისვენოთ და ამასთან განიტვირთოთ.

სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ს ეზო

მდებარეობა

სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi დედაქალაქის პრესტიჟულ უბანში მდებარეობს, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოკლე დროში მოინახულოთ თბილისის ბევრი ცნობილი ადგილი და ღირსშესანიშნაობა. კონკრეტულად, ცნობილი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს. და თუ თბილისს ნაკლებად იცნობთ, მისი პოვნა არ გაგიჭირდებათ. სასტუმრო საკმაოდ ახლოს მდებარეობს მეტრო “რუსთაველთან” და ბევრ ისეთ ცნობილ ადგილებთან, როგორიცაა ვერის ბაღი, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი და სხვა. სასტუმროსთან ახლოს ბევრი რესტორანი, ბარი და კაფეა, სადაც შეგიძლიათ სასიამოვნო დრო გაატაროთ. ასევე ბევრი მაღაზიაა, რაც შოპინგის მოყვარულებს განსაკუთრებით მოგეწონებათ.

სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi ინტერიერი

დიზაინი

გარდა იმისა, რომ სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi მაღალი ხარისხის მომსახურებითა და ხელსაყრელი ადგიმდებარეობით გამოირჩევა, მისი უნიკალურობის ერთ-ერთი ფაქტორი ორიგინალური დიზაინი და გარემოა, რომელიც საკმაოდ იშვიათია. ძირითადად სასტუმროები კლასიკურ, საკმაოდ გავრცელებულ დიზაინს ირჩევენ ნომრებისთვის თუ მოსასვენებელი სირვცეებისთვის, თუმცა Rooms Hotel Tbilisi ამ სტანდარტს არღვევს და ვიზიტორს უნიკალურ, ფერად და დამამახსოვრებელ გარემოს სთავაზობს.

აქ იდეალურადაა შერწყმული კლასიკური, ბოჰემური და თანამედროვე ინტერიერის ელემენტები. აქცენტი გაკეთებულია მყუდრო ატმოსფეროს შექმნასა და სიმწვანის გამოკვეთაზე. არ შეიძლება არ აღინიშნოს ვიტრაჟული და ქართული ტრადიციული დეკორის სიჭარბე. მკვეთრი ფერის კედლები, ვინტაჟური ჭაღები განსაკუთრებულ მყუდრო გარემოს ქმნის ნომრებში. გამჭირვალე ტერასა, მცენარეებთან და მკვეთრ დეკორთან ერთად, კი ეგზოტიკურ ატმოსფეროს ქმნის. ასევე აღფრთოვანდებით ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრებით, რომლებიც სასტუმროს მოსასვენებლ სივრცეებშია განთავსებული.

სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi რესტორანი

სერვისები და ობიექტები

სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში ყველა სერვისია ხელმისაწვდომი იმისთვის, რომ კომფორტულად და სასიამოვნოდ განიტვირთოთ. სასტუმროს გუნდი მზადაა შემოგთავაზოთ საუკეთესო და შეგიქმნათ ყველა პირობა თქვენი კმაყოფილების გასაზრდელად. ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო გთავაზობთ ბარს, რესტორანს და ფიტნეს ცენტრს.

დავიწყოთ Rooms Hotel Tbilisi-ის რესტორნით, სადაც შეგიძლიათ უმაღლესი ხარისხის უგემრიელესი მენიუ დაგამოვნოთ და ისიამოვნოთ საუცხოო დიზაინით. მხიარული საღამოებისთვის იდეალურია თუ სასტუმროს ბარს ეწვევით, სასიამოვნო მუსიკითა და ალკოჰოლური სასმელების ფართო არჩევანით. თუ თბილისში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფებით, სასტუმრო შესაბამის სერვისებსაც გთავაზობთ, შეხვედრებისთვის და დამატებითი საჭიროებებისთვის. აქტიური რუტინის მოყვარულებს კი შეუძლიათ Rooms Hotel Tbilisi-ის ფიტნეს ცენტრით ისარგებლონ, რომელიც სრულად არის სხვადასხვა სახის სავარჯიშოებით და ინვენტარით უზრუნველყოფილი.

  • რესტორანი
  • ბარი
  • ფიტნეს ცენტრი
სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi ნომერი

სასტუმროს ნომრები

სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ს ნომრები გამოირჩევა განსხვავებული დიზაინითა და გასაოცარი ქალაქის ხედებით, თბილსისის ცენტრალურ უბანზე. აქ თითოეულ ნომერს ორიგინალური და ინდვიდუალური დიზაინი აქვს, რომელიც მყუდრო და პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნის. აქ ნაკლებად შეხვდებით სისადავეს, რადგან აქცენტი მრავაფეროვნებასა და სასიამოვნო დატვირთულობაზეა გაკეთებული. ვიტნაჟური შპალერი, ორიგინალური აქსესუარები, კომფორტული ავეჯი და საკმარისი სივრცე, ის მთავარი მახასიათებლებია, რაც Rooms Hotel Tbilisi-ის ნომრებიდან უნდა მოელოდეთ.

სასტუმროში ხელმისაწვდომია სხვადასხვა კატეგორიის ნომრები. მათ შორის სტანდარტული ნომრები ქუჩის ხედით, ნომერი ხედით ტერასაზე, ასევე ორადგილიანი ნომერი ბაღის ხედით და ე.წ king ნომერი სადაც 4 ადამიანამდე განთავსებაა შესაძლებელი.

კვება

გსურთ ქართული ტრადიციული თუ ევროპული სამზარეულოს დაგემოვნება, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ის რესტორანი მრავალფეროვან მენიუს გთავაზობთ. პროფესიონალი შეფმზარეულები უგემრიელესი და უმაღლესი ხარისხის კერძებით გაგიმასპინძლდებიან ულამაზეს რესტორანში. რომელიც საუცხოო ინტერიერითა და მყუდრო ატმოსფეროთი გამოირჩევა.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ მენიუში ხელმისაწვდომია სპეციალური კერძები თუ თქვენთვის პრიორიტეტული დიეტური ან ჯანსაღი კვებაა. რაც შეეხება სასტუმროს ბარს, აქ ხშირია მხიარული საღამოები და სასმლის ფართო არჩევანია. ასე რომ უფრო მეტი გართობისთვის, აუცილებლად ეწვიეთ Rooms Hotel Tbilisi-ს ბარს.

დამატებითი სერვისები

რაც შეეხება დამატებით სერვისებს, შეგიძლიათ ისარგებლოთ საუზმე ნომერში-ს სერვისით, გაღვიძების სერისით და დამატებითი ტანსაცმლის საწმენდი სერვისებით. ამასთანავე დროის მშვიდად გატარებისთვის სასტუმროს მინი ბაღსა და ტერასას შეგიძლიათ ესტუმროთ, საიდანაც ნამდვილად ისიამოვნებთ თბილისის საუცხოო ხედებით.

სასტუმროში ასევე განთავსებულია ფიტნეს ცენტრი, სადაც შეგიძლიათ თქვენი დღე უფრო ჯანსაღი და პროდუქტიული გახადოთ. ბუნებრივია, სასტუმრო ასევე გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის უფასო წვდომას ინტერნეტსა და უფასო პარკინგს. ასევე დამტენ სადგურს, თუ ელექტრო ავტომობილით მოგზაურობთ. ამასთან სპეციალური მოთხოვნის საფუძველზე, შეგიძლიათ შინაური ცხოველებიც კი შეიყვანოთ სასტუმროში.

ღირებულება

სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში არ არის ნომრების სტანდარტული, ფიქსირებული ღირებულება. აქ ფასები ნომერთა კატეგორიისა და სეზონის მიხედვით ცვალებადია. თუმცა საშუალოდ ერთი ღამის მინიმალური ფასი 370 ლარიდან იწყება და 520 ლარამდე მერყეობს. ფასები ცვალებადია პერიოდის მიხედვით, ამიტომ სასურველია აკონტროლოთ, თქვენი სასურველი ვადის შესაბამისად.

სერვისები ბავშვებისთვის

სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi იდეალურია როგორც უფროსებისთვის ასევე ბავშვებისთვის. თუმცა მოსასვენებელი სივრცეები და სერვისები მეტ წილად ზრდასრულებზეა ფოკუსირებული. თუ ბაშვებთან ერთად აპირებთ დასვენებას სასტუმროში, შეგიძლიათ დაისვენოთ სასტუმროს პატარა ფერად ბაღში, მიირთვათ უგემრიელესი მენიუ ან გაისერინოთ თბილისის ცნობილ ადგილებში, რომლებიც Rooms Hotel Tbilisi-თან ახლოს მდებარეობს.

ადაპტირებული გარემო შშმ პირებისთვის

საჭიროების შემთხვევაში სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ის პერსონალი დამატებით სერვსისსა და დახმარებას აღმოუჩენს შშმ სტუმარს. სასტუმროს ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია იმაზე რომ შშმ პირებმა შეძლონ კომფორტულად გადაადგილება და სრულფასოვნად დასვენება.