სასტუმრო Radisson blue hotel batumi ბულვარში

Radisson Blue Hotel Batumi

  1. სასტუმროების მიმოხილვა

შავი ზღვის ქვიან სანაპიროსთან ახლოს მდებარე პრემიუმ კლასის სასტუმრო რედისონ ბლუ, ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი სასტუმროა. ორიგინალური ინფრასტრუქტურა, უმაღლესი დონის მომსახურება და საუცხოო ხედები შავ ზღვაზე იდეალურ გარემოს ქმნის იმისთვის, რომ გაერთოთ და განიტვირთოთ ბათუმში. აქ იდეალური პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ სრულფასოვნად დაისვენოს ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მქონე ადამიანმა.

მდებრეობა

Radisson blue hotel batumi-ის ერთ-ერთი გამორჩეულობა იდეალურ მდებარეობაშია. ეს არის მარტივად საპოვნელი, ზღვასთან და ბათუმის ცენტრალურ უბანთან ახლოს მდებარე სასტუმრო ნინოშვილის ქუჩაზე, რომელიც გადაჰყურებს ბათუმსა და შავ ზღვას. კონკრეტულად, Radisson blue hotel batumi მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროსთან საკმაოდ ახლოს, ცნობილი ანბანის კოშკის გვერდით.

თუმცა ეს არ არის ერთადერთი ღირსშესანიშნაობა, რომელიც რედისონ ბლუსთან ახლოს მდებარეობს. რამდენიმე წუთის ფეხით სავალ მანძილზე მდებარებს ბათუმის თეატრი, ევროპის მოედანი, ცნობილი მედეას ქანდაკებით, ბათუმის ბულვარი და პიაცა, ძველი ბათუმის ულამაზეს ქუჩებთან ერთად.

სასტუმრო Radisson blue hotel batumi-ს ლობი და ინტერიერი

დიზაინი

Radisson blue hotel batumi-მა ვიზიტორებს თავი პირველად ორიგინალური და განსხვავებული ვიზუალით დაამახსოვრა. სასტუმროს გარე ინფრასტრუქტურა თანამედროვე არქიტრექტურულ სტილშია გადაწყვეტილი და სრულიად გამჭირვალეა, რათა სასტუმროს ნებისმიერი სივრციდან შესაძლებელი იყოს ბათუმის გასაოცარი ხედების ნახვა.

რაც შეეხება ინტერიერს, აქ დაგხვდებათ ფერადი, დახვეწილი და მდიდრული დიზაინი, სადაც აქცენტი გაკეთებულია ნათელ ფერებსა და თვალშისაცემ, ხასხასა დეკორზე. არ შეიძლება არ აღინიშნოს Radisson blue hotel batumi-ის რესტორანი, საუცხოო ეკო-დიზაინით და ელეგანტური დეკორით.

სასტუმრო Radisson blue hotel batumi-ს ნომერი

სასტუმროს ნომრები

სასტუმროს თითოეული ნომერი სადა მაგრამ დახვეწილი დიზიანით გამოირჩევა. აქცენტი ნათელ, მინიმალისტურ კედლებზე. ფერად ავეჯსა და დეკორზეა გაკეთებული, რაც ბათუმის ფერადი არქიტექტურისა და ზღვის ფერების ფონზე, პოზიტიურ და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.

რედისონ ბლუ ბათუმში ნომერთა რამდენიმე კატეგორიაა ხელმისაწვდომი მოცულობის მიხედვით. სტანდარტული ნომრები იდეალურია წყვილებისთვის და სოლო მოგზაურებისთვის. თუ ოჯახთან ან სამეგობროსთან ერთად მოგზაურობთ, მაშინ აქ არჩევანი უფრო დიდია, რადგან სასტუმროში შეგიძლიათ აირჩიოთ საოჯახო ნომერი, ქალაქის ან ზღვის ხედით, საოჯახო ჯუნიორ ნომერი ერთადგილიანი საწოლებით და პრემიუმ ოთახი სადაც განთავსებულია ორი ერთადგილიანი და ერთი ორადგილიანი საწოლი. ამასთან ხელმისაწდომია ნომერი ე.წ SPA Suite, საიდანაც გასაოცარი ხედი იშლება შავ ზღვაზე.

სასტუმრო Radisson blue hotel batumi-ს რესტორანი

კვება

პრემიუმ კლასის სასტუმრო ასევე პრემიუმ კლასის ჯანსაღ და გემრიელ მენიუს გთავაზობთ სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ქართული, ასევე უცხოური სამზარეულო. მენიუს ასორტიმენტში იხილავთ ხილის ასორტს, ალკოჰოლს, სპეციალურ დიეტურ მენიუს, წასახემსებლების ბარს და ბევრ სხვა არჩევანს. ასევე ხელმისაწვდომია საუზმის ოთახში მიწოდების სერვისიც.

თუმცა არანაკლებ სასიამოვნო იქნება თუ ისადილებთ რედისონ ბლუ ბათუმის რესტორანში ან ეწვევით ბარს გართობისთვის. თანამედროვე ინტერიერით შთაგონებული რესტორანი დადებითი ატმოსფეროთ გამოირჩევა, სულ რომ არაფერი თქვათ გასაოცარ პანორამულ ხედებზე. სიმწვანე, დახვეწილი ავეჯი და მეგობრული მომსახურება ნამდვილად ის გამოცდილებაა, რომელიც უნდა გამოსცადოთ. რაც შეეხება სასტუმროს ბარს, ფერადი და მხიარული გარემო, დინამიურ მუსიკასთან ერთად ალკოჰოლური და არალაკოჰოლური სასმელების ფართო ასორტიმენტით გაგიმასპინძლდებათ.

სასტუმრო Radisson blue hotel batumi-ს აუზი და სპა

დამატებითი სერვისები

Radisson blue hotel batumi-ში დამატებითი სერვისების ნამდვილი მრავალფეროვნებაა. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ნებსიმიერი გემოვნების მქონე ადამიანმა დაისვენოს და გაერთოს. თუ აზარტი გიყვართ, იდეალური ადგილი იქნება თქვენთვის სასტუმროს სამორინე რომელშიც მუდმივი მხიარულებაა. ყოველ საღამოს, ტექნო მუსიკის მოყვარულებს სასტუმროს კლუბში შეგიძლიათ გაერთოთ და DJ-ის მოუსმინოთ. სასტუმროში ხშირად იმართება ცოცხალი მუსიკის საღამოებიც და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებიც.

თუ უფრო განტვირთვა გსურთ, სასტუმროში განთავსებულია შიდა და გარე აუზები, სადაც დაგხვდებათ ყველა საჭირო ინვენტარი და გარემო სრულფასოვანი დასვენებისთვის. თუ ზღვა უფრო გირჩევნიათ შეგიძლიათ სასტუმროსთან ახლოს მდებარე შავი ზღვს ქვიან სანაპიროს ესტუმროთ და ზღვის ტალღებში იცურაოთ. თუმცა საუკეთესო ფიზიკური განტვირთვისთვის უმჯობესია სასტუმროს სპა ცენტრის სერვისებით ისარგებლოთ. სხვადასხვა ტიპის მასაჟები, საუნა, ორთქლის ოთახი, მოსასვენებელი სივრცეები და ფიტნეს დარბაზი, პერსონალური ტრენერის მომსახურებით, იდეალურია იმისთვის რომ განიტვირთოთ.

  • ბარი
  • რესტორანი
  • სამორინე
  • შიდა და გარე აუზი
  • სპა ცენტრი
  • ფიტნეს დარბაზი 
  • საუნა

ღირებულება

Radisson blue hotel batumi-ში ნომერთა ფასები ცვალებადია, დამოკიდებულია სეზონსა და ნომრის კატეგორიაზე. საშუალოდ ერთი ღამის ღირებულება სულ მცირე 415 ლარიდან იწყება და ნომრის ტიპის მიხედვით, 1100 ლარამდე იზრდება. საშუალოდ, რედისონში ღამის გატარება 500-700 ლარი დაგიჯდებათ.

ადაპტირებული გარემო შშმ პირთათვის

სასტუმროს ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლე პირთათვის, ასე რომ საერთო სივრცეებსა თუ ნომრებში გათვალისწინებულია ყველაფერი კომფორტული ადაპტაციისთვის.

სერვისები ბავშვებისთვის

მათ ვინც ბათუმში დასვენებას ბავშვებთან ერთად გადაწყვეტთ, რედისონ ბლუში იდეალური და კომფორტული პირობები დაგხვდებათ. აქ ხელმისაწვდომია ბავშვთა მოვლისა და გართობის სერვისები. ამასთანავე განთავსებულია საბავშო აუზი. ასე რომ პატარებთან ერთად გართობა და დასვენება Radisson blue hotel batumi-ის გუნდთან ერთად არ იქნება დისკომფორტული.