სასტუმრო Hilton Batumi

Hilton Batumi

  1. სასტუმროების მიმოხილვა

სასტუმრო Hilton Batumi ბათუმის საკმაოდ ცნობილი და პრესტიჟული სასტუმროა, რომელიც მომხმარებლებში დადებითი რეპუტაციით სარგებლობს. გამორჩეული ინფრასტრუქტურა, იდეალური ადგილმდებარეობა, სერვისთა მრავალფეროვანი არჩევანი და სასიამოვნო ატმოსფერო ის ყველაფერია, რითიც Hilton Batumi მოგზაურებში პოპულარობას წლებია არ კარგავს.

სასტუმრო Hilton Batumi ბულვარში

მდებარეობა

პრემიუმ კლასის სასტუმრო Hilton Batumi ნამდვილად გამორჩეულ ადგილას მდებარეობს. ბათუმის ყველაზე ცნობილ, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ახლოსაა ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან და რაც მთავარია შავ ზღვასთან. ასე რომ, თუ ქვიან სანაპიროებსა და ზღვის ტალღებში დასვენება გიყვართ, სასტუმრო ჰილტონი შესანიშნავი არჩევანია, ზღვასთან მისი ახლო მდებარეობის გამო. თუმცა ამასთან სასტუმრო მოქცეულია ბათუმის ბულვარსა და ცნობილ 26 მაისის პარკს შორის, სადაც ასევე მდებარეობს, ხელოვნურად შექმნილი ნურის ტბა.

სასტუმრო Hilton Batumi-დან სულ რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს ქალაქის ცნობილი დელფინარიუმი და აკვარიუმი, სადაც გასაოცარ შოუებს შეგიძლიათ დაესწროთ. სასტუმროს შესანიშნავი ადგილმდებარეობა ასევე განაპირობებს გასაოცარ პანორამულ ხედებს ქალაქსა და ზღავზე, სასტუმროს ყველა ნომრიდან თუ მოსასვენებელი სივრციდან.

სასტუმრო Hilton Batumi დიზაინი

დიზაინი

პრემიუმ კლასის სასტუმრო Hilton Batumi-ის დიზაინი სრულიად ორიენტირებულია შექმნას პოზიტიური და ზომიერად ფერადი ატმოსფერო, რომელიც ამასთან ერთად იქნება ელეგანტური და დახვეწილი. ეს ფოკუსირება სასტუმროს გარე არქიტექტურულ სტილშიც შეინიშნება, სადაც მკვეთრადაა გამოხატული შენობის ორიგინალური ფორმა და ფერადი აივნები.

რაც შეეხება შიდა დიზაინს, აქ დაგხვდებათ ნათელი ფერები, ფერადი დეკორი, თანამედროვე ინტერიერი და აქცენტი ხედის სიმკვეთრეზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია Hilton Batumi-ის მდიდრული და კლასიკური რესტორანი და მინინალისტური დიზაინის, სრულიად გამჭირვალე ბარი, საიდანაც მთავარ ხედს, მზის ჩასვლით განათებული ცის და ღრუბლების ფერი ქმნის.

სასტუმრო Hilton Batumi სქაი ბარი

სერვისები და ობიექტები

სასტუმრო Hilton Batumi-ის სერვისები მრავალფეროვანია და ორიენტირებულია შექმნას სასიამოვნო გარემო ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის. აქ განთავსებულია რესტორანი ბარით, საცურაო აუზი, სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელი სივრცე და სხვა.

მათ ვისაც ქვიან სანაპიროზე დასვენებას აუზში ცურვა ურჩევნია, შეუძლია სასტუმროს შიდა დახურულ აუზს ეწვიოს, საიდანაც გასაოცარი პანორამული ხედები იშლება ზღვაზე. უფრო მეტი განტვირთვისთვის კი შეგიძლიათ ფიტნეს დარბაზში ივარჯიშოთ ან სპასა და საუნას ესტუმროთ, სადაც ისიამოვნებთ პროფესიონალების მიერ შემოთავაზებული სერვისთა ფართო არჩევანით.

დროის უფრო სასიამოვნო გატარებისთვის ასევე ხელმისაწვდომია გარე მოსასვენებელი სივრცეებიც, როგორიცაა ტერასა გარუჯვისთვის და დასვენებისთვის, საპიკნიკე ზონა და ღია წვეულების გასამართი სივრცე. საქმიანი ვიზიტებისთვის კი სასტუმრო ყველა საჭირო ინვენტარსა და სივრცეს გთავაზობთ, იმისთვის, რომ გამართოთ შეხვედრა და მოაგვაროთ საქმესთან დაკავშირებული საკითხები.

  • ბარი
  • რესტორანი
  • აუზი
  • ფიტნეს ცენტრი
  • სპა 
  • საუნა
სასტუმრო Hilton Batumi ნომერი

სასტუმროს ნომრები

სასტუმრო ნომერთა კატეგორიის ფართო არჩევანით გამოირჩევა. აქ თითოეული ნომერი უმაღლესი დონის კომფორტითაა უზრუნველყოფილი, სადაც დაგხვდებათ ელეგანტური დიზაინი, კომფორტული თანამედროვე დიზაინის მქონე ავეჯი და რაც მთავარია გასაოცარი ხედები ბათუმზე.

არ შეიძლება არ აღინიშნოს ნომერთა კატეგორიის მრავალფეროვნება. აქ ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტული ნომრები, ორი ადამიანისთვის, ასევე საოჯახო ნომრები სადაც 4-დან შვიდ ადამიანამდე განთავსებაა შესაძლებელი. შეგიძლიათ აირჩიოთ ნომრები სხვადასხვა ხედით, სპეციალური ნომრები შშმ პირებისთვის, ნომრები პანორამული ხედებით, აივნით და მის გარეშე, ე.წ king ნომრები და სხვა.

კვება

სასტუმროში განთავსებული უმაღლესი დონის რესტორანი მორგებულია ნებისმიერი მოთხოვნისა და გემოვნების მქონე ვიზიტორზე. თუმცა მენიუს გარდა ასევე აღსანიშნავია, სასტუმრო Hilton Batumi-ის რესტორნის უნიკალური და საუცხოო დიზაინი, რომელიც განუმეორებელ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. სადა თუმცა ეფექტურ დიზაინში შექმნილია საოცრად მდიდრული და ელეგანტური გარემო, რომელიც ნამდვილად შეგაყვარებთ რესტორანში სტუმრობას.

რაც შეეხება რესტორნის მენიუს, ხელმისაწვდომია როგორც ტრადიციული ასევე უცხოური სამზარეულო, თუმცა მეტ წილად აქცენტი გაკეთებულია ევროპულ სამზარეულოზე. ასევე ფართო არჩევანია დესერტების კუთხითაც. აქვე გაითვალისწინეთ, რომ რესტორანში ხელმისაწვდომია განსაკუთრებული მენიუ ბავშვებისთვის და მათთვის ვინც დიეტურ კვებას ანიჭებს უპირატესობას.

და თუ ალკოჰოკური სასმლის ფართო არჩვანს ეძებთ, ამისთვის ჰილტონის ბარს უნდა ესტუმროთ, სადაც პროფესიონალი გუნდი საუცხოო კოქტეილებს შემოგთავაზებთ, სასიამოვნო მუსიკასთან ერთად.

დამატებითი სერვისები

იმისთვის რომ არ მოიწყინოთ და ყოველთვის შეგეძლოთ დროის სასიამოვნოდ გატარება, სასტუმრო Hilton Batumi დამატებით სერვისებს გთავაზობთ. ასე მაგალითად შეგიძლიათ დაიქირაოთ ველოსიპედი და მოაწყოთ ველოტური იქვე მდებარე ბათუმის ბულვარსა და 26 მაისის პარკში. ასევე შეგიძლიათ ჰილტონის კერძო პლიაჟს ესტუმროთ და ზღვის ტალღებით ისიამოვნოთ. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია სათამაშო მოედანი.

განსაკუთრებით მხიარული დროის გატარება შეგიძლიათ სასტუმროს მიერ გამართულ სხვადასხვა მუსიკალურ და გასართობ ღონისძიებებზე, რომლებიც საღამოობით, Hilton Batumi-ის ბარში იმართება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სასტუმრო მეგობრულია შინაური ცხოველების მიმართ და გთავაზობთ სპეციალურ დამხმარე სერვისებს, თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის.

ღირებულება

სასტუმრო Hilton Batumi-ში ფასები სეზონისა და ნომრის ტიპის მიხედვით განსხვავებულია. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მოთხოვნა მაღალია და ეცადეთ, რაც შეიძლება ადრე დაჯავშნოთ სასურველი ტიპის ნომერი. კონკრეტულად, მიმდინარე პერიოდში, Hilton Batumi-ში ერთი ღამის გატარების ფასი საშუალოდ 576 ლარიდან იწყება და ნომრის მიხედვით 658 ლარამდე იზრდება. საპრეზიდენტო ნომრების შემთხვევაში კი დღიურად 1100 ლარზე მეტი უნდა გაითვალისწინოთ.

სერვისები ბავშვებისთვის

სასტუმროს სივრცეები ასევე იდეალურია მათთვის ვინც, ბათუმს ბავშვებთან ერთად სტუმრობს. მაგალითად Hilton Batumi-ის რესტორანში ხელმისაწვდომია სპეციალური მენიუ ბავშვებისთვის. ასევე ხელმისაწვდომია მინი სათამაშო მოედანი რაც იდეალურია იმისთვის რომ მარტივად გაართოთ ბავშვები და თქვენც ამასთანავე დაისვენოთ.

ადაპტირებული გარემო შშმ პირებისთვის

სასტუმრო Hilton Batumi-ის ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებზე. აქ ეტლით მოსარგებლე პირებს გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა არ ექნებათ. ასევე ხელმისაწვდომია სპეციალური ნომრები შშმპ ვიზიტორთათვის, სადაც აბაზანა და სხვა ინვენტარი სპეციალურ საჭიროებებზეა გათვლილი.