სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi მთის ხედით და ტერასით

Rooms Hotel Kazbegi

  1. სასტუმროების მიმოხილვა

ყაზბეგის საუცხოო ბუნებაში დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის კომფორტული და მყუდრო გარემო, საიდანაც შესაძლებელი იქნება კავკასიონის მწვერვალების განუმეორებელი ხედის ნახვა. სწორედ მსგავსად საოცარ გარემოს გთავაზობთ ცნობილი და პრესტიჟული სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi, სადაც დაგხვდებათ მეგობრული პერსონალი და ყველა პირობა სრულყოფილი დასვენებისთვის.

მდებარეობა

გარდა იმისა, რომ სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi მყუდრო და კომფორტული გარემოთი გამოირჩევა, სულ რომ არაფერი ითქვას უმაღლესი დონის მომსახურებაზე, ერთ-ერთი საუკეთესო მახასიათებელი, რის გამოც სასტუმრო უნდა აირჩიოთ მისი მდებარეობაა. სტეფანწმინდაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო შესაძლებლობას გაძლევთ, მარტივად და მოკლე დროში დაათვალიეროთ ყაზბეგის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა. კონკრეტულად, სასტუმროსთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს სტეფანე და იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიები. ასევე მარტივად შეგიძლიათ მოხვდეთ ელიას მთაზე.

სასტუმროს მდებარეობა ხელსაყრელი თუმცა ამავდროულად გამორჩეული ხედების ნახვის შესაძლებლობას იძლევა. აქ შეძლებთ ისიამოვნოთ კავკასიონის მწვერვალების ახლო, პანორამული ხედებით, რომელიც ყაზბეგში დასვენებისას კიდევ უფრო გასაოცარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi დიზაინი

დიზაინი

სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi-ის დიზაინი სრულიად ორიენტირებულია იმაზე, რომ შეიანრჩუნოს ელეგანტური და დახვეწილი სტილი, თუმცა ამასთანავე შექმნას თბილი და მყუდრო გარემო, სადაც ნებისმიერი გემოვნების მქონე ვიზიტორი თავს კომფორტულად იგრძნობს. ინტერიერში ასევე კარგად არის გათვალისწინებული მთის ატმოსფეროსთან დაკავშირებული ასოციაციები, როგორიცაა ხის ელემენტები, ჭრელი ტრადიციული დეკორაცია და სხვა.

დავიწყოთ ექსტერერით, რომელიც საკმაოდ მინიმალისტური თუმცა დახვეწილია. ხის ელემენტებით გაფორმებული კედლები და გამჭირვალე აივნები შესანიშნავად აერთიანებს კლასიკურ და თანამედროვე არქიტექტურის ელემენტებს. რაც შეეხება შიდა ინტერიერს, აქ იდეალურადაა შერწყმული ევროპული და ქართული ტრადიციული დეკორი. ხის ავეჯი, ვინტაჟური ჭაღები, ფერადი დეკორაციები და აქცენტი ნათელ ფერებსა და ხედის გამოკვეთაზე, საოცრად თბილ ატმოსფეროს ქმნის სასტუმროში.

სასსტუმრო Rooms Hotel Kazbegi-ს აუზი

სერვისები და ობიექტები

გსურთ აქტიური თუ მშვიდი დასვენება, სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi-ში ამისთვის ყველა პირობაა შექმნილი. აქ დაგხვდებათ პროფესიონალების მომსახურება, მრავალფეროვანი სერვისებით. მთებში განტვირთვისთვის საუკეთესოა შესაბამისი ფიზიკური აქტივობა. სასტუმროს შიდა აუზი კი ნამდვილად გასაოცარი ადგილია რადგან დარბაზიდან საუცხოო მთის ხედები იშლება. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ პროფესიონალი გუნდის მომსახურებით Rooms Hotel Kazbegi-ის სპა ცენტრში სადაც სხვადასხვა ტიპის მასაჟი შეგიძლიათ ჩაიტაროთ, ან განიტვითოთ საუნაში. აქტიური რუტინის მოყვარულებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ფიტნეს დარბაზი ყველა საჭირო აღჭურვილობით.

და თუ სასტუმროს საქმიანი ვიზიტით სტუმრობთ, Rooms Hotel Kazbegi-ისთვის არც ეს წარმოადგენს პრობლემას. სასტუმროს გუნდი ეცდება მოახდინოს თქვენი უზრუნველყოფა ყველა საჭირო საშუალებით.

  • ბარი
  • რესტორანი
  • დახურული აუზი
  • სპა
  • საუნა
  • ფიტნეს ცენტრი
სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi ოთახი

სასტუმროს ნომრები

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi-ის ნომრების დიზაინი ერთმანეთისგან განსხვავებული და უნიკალურია, მათ ერთ საერთო მახასიათებელი აერთიანებთ. ეს არის უნიკალური მთის და ბუნების ხედები, რომლებიც ყველა ნომრიდან იშლება. სასტუმროს ოთახებში სრული კომფორტია შექმნილი იმისთვის, რომ სრულფასოვნად დაისვენოთ. აქ დაგხვდებათ მასიური ნომრები, ნათელი ფერებით ხის კომფორტული ავეჯით და საინტერესო დეკორაციებით. ნათელი დიზაინი ამასთან პოზიტიურ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის, სადაც მთავარი აქცენტი ხედის გამოკვეთაზეა გაკეთებული.

სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi-ში ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტული ნომრები, რომლებიც იდეალურია წყვილებისითვის და სოლო მოგზაურებისთვის, ასევე საოჯახო ნომრები, სადაც 4-დან 5 ადამიანამდე განთავსებაა შესაძლებელი. კონკრეტულად, Rooms Hotel Kazbegi-ში შეგიძლიათ აირჩიოთ სტანდარტული ნომრები, როგორც ორადგილიანი ასევე ერთადგილიანი საწოლებით, double და king ნომრები და აპარტამენტი ტერასით, რომელიც საძინებელ და მისაღებ ოთახებს მოიცავს.

კვება

გიყვართ ქართული თუ ევროპული სამზარეულო, Rooms Hotel Kazbegi-ის რესტორანი ნებისმიერი მათგანით გაგიმასპინძლდებათ. პროფესიონალი შეფმზარეულები იზრუნებენ იმაზე რომ გაეცნოთ მთის კულინარიას კიდევ უფრო ახლოს და ამასთან დააგემოვნოთ უცხოური სამზარეულოც. ასევე აღსანიშნავია, რომ შეგიძლიათ მოითხოვოთ სპეციალური დიეტური და საბავშვო მენიუ, თუ ბავშვებთან ერთად ისვენებთ. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ საუზმის ნომერში მიტანის სერვისით.

არ შეიძლება არ აღინიშნოს მყუდრო და საინტერესო გარემო რომელიც Rooms Hotel Kazbegi-ის რესტორანში დაგხვდებათ. მინიმალისტური დიზაინი და დატვირთული დეკორაციები ერთად მყუდრო ატმოსფეროს ქმნის, რაც იქ დროის გატარებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

დამატებითი სერვისები

სასტუმროში რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ყაზბეგში, უმაღლესი დონის მომსახურება დაგხვდებათ. შესაბამისად, ბუნებრივია დამატებითი სერვისების მრავალფეროვნებას მოელოდეთ. თუ გუყვართ ბუნებაში მშვიდი დასვენება, სასტუმროს რამდენიმე გარე მოსასვენებელი სივრცე აქვს მოწყობილი, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და მთის ხედებით ისიამოვნოთ.

და თუ უფრო საინტერესო გამოცდილებებს ეძებთ, სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi გთავაზობთ საფეხმავლო ტურებს სტეფანწმინდაში და ამასთანავე ლაშქრობებს, სრული აღჭურვილობით, რაც ბუნების მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ. ასევე სასტუმროში შეგიძლიათ სხვადასხვა სახის სამაგიდო თამაში ითამაშოთ ან თქვენი ბავშვები გაართოთ. საღამოობით კი მხიარული საღამოები გაატაროთ ბარში, სასიამოვნო მუსიკით, მრავალფეროვანი მენიუთი და საოცარი ატმოსფეროთი.

ღირებულება

სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi-ში ფიქსირებული ფასები არ არსებობს. აქ ფასი მოთხოვნის და ნომრის კატეგორიის მიხედვით ცვალებადია. ასევე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და გაითვალისწინეთ, რომ შეძლებისდაგვარად ადრე მოახერხოთ სასურველი ნომრის დაჯავშნა. მიმდინარე პერიოდში, Rooms Hotel Kazbegi-ში ერთი ნომრის ფასი საშუალოდ 597 ლარიდან იწყება და 734 ლარამდე იზრდება.

სერვისები ბავშვებისთვის

სასტუმროში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ბავშვებმაც და უფროსებმა ვინც ბავშვებთან ერთად ისვენებს ყაზბეგში, დრო სასიამოვნოდ გაატარონ და თავი კომფორტულად იგრძნონ. ბავშვებისთვის მოწყობილია გასართობი სივრცე სათამაშოებით და სამაგიდო თამაშებით. ასევე მათთვის ხელმისაწვდომია სპეციალური მენიუ Rooms Hotel Kazbegi-ის რესტორანში.