სასტუმრო Le meridien Batumi

Le Meridien Batumi

  1. სასტუმროების მიმოხილვა

ბათუმის პრემიუმ კლასის სასტუმრო Le meridien დიდი პოპულარობით სარგებლობს მოგზაურებში. უნიკალური ინფრასტრუქტურა, დახვეწილი დიზაინი, უმაღლესი დონის მომსახურება და იდეალური ადგილმდებარეობა ის ძირითადი ფაქტორებია, რის გამოც Le meridien ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმროა.

სასტუმრო Le meridien Batumi ზღვის პირას

მდებარეობა

პრემიუმ კლასის სასტუმროს ხუთი ვარსკვლავი აქვს მინიჭებული და შესანიშნავი და ხელსაყრელი მდებარეობით გამოირჩევა. მათ ვინც ბათუმის ქუჩებს ნაკლებად იცნობთ, არ გაგიჭირდებათ Le meridien-ის პოვნა. სასტუმრო ბულვარის დასაწყისში და შავი ზღვის სანაპიროსთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს.

ის ახლოსაა ისეთ ცნობილ ღირსშესანიშნაობებთან, როგორიცაა ანბანის კოშკი, ალის და ნინოს ქანდაკება, ბათუმის თეატრი. ბათუმის ბულვარის მთავარი შესასვლელიდან რამდენიმე მეტრში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმროდან საოცარი ხედები იშლება როგორც ბათუმის ბულვარზე, ასევე ზღვასა და თვით ქალაქზე.

სასტუმრო Le meridien Batumi ლობი

დიზაინი

დავიწყოთ სასტუმროს ინფრასტრუქტურით და ექსტერიერით რომელიც ორიგინალური სტილის მატარებელია. მაღალი შენობა გამჭვირვალე კედლებით და უცხო ფორმის დეკორით და ოქროსფერი, ეშმაკის ბორბლის ფორმის მქონე ატრაქციონით ყოველთვის იქცევს მოგზაურების ყურადღებას.

თუმცა არანაკლებ გამორჩეულია სასტუმრო Le meridien Batumi-ის ინტერიერიც. აქ ნახავთ იდეალურ შერწყმას კლასიკური და თანამედროვე სტლის, რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის დახვეწილ გარემოს, მდიდრული ელემენტებით, ნათელი ფერებით, ოქროსფერი აქცენტებით და ორიგინალური დეკორით. მარმარილოს იატაკი, ხის ავეჯი და ფერადი ავეჯი საოცარ გარემოს ქმნის რომელიც ე.წ luxury სტილის მოყვარულებს განსაკუთრებით მოგეწონებათ. საუცხოო დიზაინით გამოირჩევა არა მარტო Le meridien Batumi-ის მოსასვენებელი სივრცეები, ასევე თითოეული ნომერიც.

სასტუმრო Le meridien Batumi აუზი

სერვისები და ობიექტები

სასტუმრო Le meridien Batumi-ში დაგხვდებათ სრულფასოვანი გარემო რომელიც ნებისმიერი გემოვნების მქონე მოგზაურს დადებით შთაბეჭდილებებს დაუტოვებს. აქ არის ყველაფერი ფიზიკური თუ სულიერი განტვირთვისთვის, საქმიანი შეხვედრებისთვის თუ დასვენების სხვა მიზნებისთვის.

დავიწყოთ იმით რომ თუ ზღვის დიდი მოყვარული არ ხართ, შეგიძლიათ სასტუმროს შიდა და გარე აუზებს ესტუმროთ, რომლებიც უფროსებისთვისაა განკუთვნილი. აუზებიდან გასაოცარი ხედები იშლება რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის დასვენებას. თუმცა თუ უფრო მეტი ფიზიკური განტვირთვა გსურთ, აუცილებლად ეწვიოთ Le meridien Batumi-ის სპა ცენტრს, სადაც ფართო არჩევანია სხვადასხვა მასაჟის და მომსახურების, პროფესიონალი გუნდის მიერ. ასევე ხელმისაწვდომია სალონის ძირითადი მომსახურება, როგორიცაა თმის მოწესრიგება, პედიკური, მანიკური და სხვა. განსხვავებული გამოცდილების მისაღებად შეგიძლიათ ტრადიციულ თურქულ ორთქლის აბაზანას ესტუმროთ, დაისვენოთ საუნაში. ხოლო თუ აქტიური რუტინა გიზიდავთ, მაშინ სასტუმროს ფიტნეს დარბაზში ნახავთ ყველაფერს, სრულყოფილი სპორტული განტვირთვისთვის.

და თუ თქვენი მოგზაურობის მიზანი საქმიანი შეხვედრაა, მაშინ Le meridien Batumi-ის გუნდი იზრუნებს იმაზე რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს და შემოგთავაზებთ სპეციალურად მოწყობილ სივრცეებს კონფერენციებისთვის და ყველა საჭირო ინვენტარს.

  • შიდა და გარე აუზი
  • სპა
  • საუნა
  • სალონის სერვისები
  • ბარი
  • რესტორანი
  • ბიზნეს ცენტრი
  • ფიტნეს ცენტრი
სასტუმრო Le meridien Batumi ნომერი

სასტუმროს ნომრები

სასტუმროს თითოეული ნომერი მდიდრული დიზაინით და საუცხოო ხედებით გამოირჩევა. და თუ კომფორტული დასვენება თქვენი მოგზაურობის მანძილზე პრიორიტეტია, აუცილებლეად ისიამოვნებთ Le meridien Batumi-ის მიერ შემოთავაზებული კომფორტით. ნათელი ფერები, კომფორტული ავეჯი, გემოვნებიანი დიზაინი, ორიგინალური დეკორი და გასაოცარი ხედები ის მთავარი მოლოდინებია რაც სასტუმროს ნომრების მიმართ უნდა შეიქმნათ.

აქ ნომერთა კატეგორიის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ რომ მოცულობით ნომრები მსგავსია და მეტ წილად 2 ადამიანზეა გათვლილი. ასე რომ თუ საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობთ, Le meridien Batumi შესანიშნავი არჩევანია. აქ ხელმისაწვდომია ნომრები ზღვისა და ქალაქის ხედით, აივნით და მის გარეშე. ასევე შეგიძლიათ ე.წ deluxe ნომრები აირჩიოთ ან პრემიუმ ნომერი რომელიც გასაოცარი ხედით და დიდი სივრცით გამოირჩევა.

კვება 

თუ გასაოცარი კერძების დაგემოვნება გიყვართ, აუცილებლად ეწვიეთ Le meridien Batumi-ის რესტორანს. გარდა იმისა, რომ ვიზიუალურად რესტორანი გასაოცარ ატმოსფეროს ქმნის, თავისი უნიკალური დიზაინითა და ელეგანტური ინტერიერით, ამასთანავე გამოირჩევა საუცხოო მენიუთი, რომლებიც შეფმზარეულების და ექსპერტების მიერაა შექმნილი. ქართულ სამზარეულოსთან ერთად, Le meridien Batumi-ში შეგიძლიათ სხვადასხვა ეროვნული და ევროპული სამზარეულო დააგემოვნოთ.

და თუ დესერტებსა და ალკოჰოლს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ ამისთვის Le meridien Batumi-ის ბარი იდეალური ადგილია. აქ დაგხვდებათ პოზიტიური გარემო და მრავალფეროვანი არჩევანი რათა დრო უფრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

დამატებითი სერვისები

Le meridien Batumi-ში ყველაფერია იმისთვის, რომ ნებისმიერი გემოვნების მქონე დამსვენებელმა შეძლოს დროის სასიამოვნოდ გატარება. მაგალითად, თუ მხიარულების და წვეულებების მოყვარული ხართ, საუკეთესოა თუ სასტუმროს გუნდის მიერ გამართულ ცოცხალი მუსიკის საღამოებს დაესწრებით. ბარში ხშირად იმართება სხვადასხვა სახის კონცერტი. და თუ განტვირთვა არის თქვენი პრიორიტეტი, შეგიძლიათ ველოტური მოაწყოთ ბათუმში.

სასტუმროში ასევე განთავსებულია უმაღლესი კლასის სამორინე, სადაც უამრავი საინტერესო საშუალება დაგხვდებათ აზარტული გამოცდილებების მისაღებად, სულ რომ არაფერი ითქვას კაზინოს თვალისმომჭრელ დიზაინზე და ატმოსფეროზე. სიშვიდისთვის კი სასტუმროს მინი ბაღს და ტერასას შეგიძლიათ ესტუმროთ და ისიამოვნოთ საოცარი ხედებით.

ღირებულება

პრემიუმ კლასის სასტუმროში ერთი ღამის ღირებულება ნომრის კატეგორიის მიხედვით განსხვავდება. ფასები მოთხოვნისა და სეზონის საფუძველზეც ცვალებადია. თუმცა მიუხედავად ამისა მოთხოვნა მაღალია, ამიტომ რეკომენდებულია წინასწარ დაჯავშნა. Le meridien Batumi-ში ერთი ღამის ღირებულება, მიმდინარე პერიოდში საშუალოდ 575 ლარიდან იწყება და 822 ლარამდე იზრდება. შედარებით მაღალფასიანი ნომერთა კატეგორიის ღირებულება კი 900-1100 ლარიდან იწყება.

სერვისები ბავშვებისთვის

სასტუმრო Le meridien Batumi-ის სერვისების უმეტესი ნაწილი გათვლილია ზრდასრულებზე. ბავშვებთან მიმართებით სასტუმრო ითვალისწინებს სპეციალურ მენიუს ბავშვებისთვის, რომელიც შეგიძლიათ სასტუმროს რესტორანში დააგემოვნოთ.