სასტუმრო კრისტალი ბაკურიანში

Crystal Hotel Bakuriani

  1. სასტუმროების მიმოხილვა

თუ ბაკურიანში დასვენებას გეგმავთ და გსურთ განიტვირთოთ მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში, საუკეთესოა აირჩიოთ პრემიუმ კლასის, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კრისტალი გამორჩეული დიზაინით, უმაღლესი კლასის მომსახურებით და სასიამოვნო გარემოთი, ნებისმიერი ასაკის და გემოვნების მქონე დამსვენებლისთვის

მდებარეობა

კრისტალის მდებარეობას ორი უპირატესობა გააჩნია. დავიწყოთ იმით, რომ სასტუმრო მდებარეობს ბაკურიანის ულამაზეს მთებს შორის, რომელიც ნებისმიერ სეზონზე დაუვიწყარ ხედებს ქმნის სასტუმროს ფანჯრებიდან. გაშლილი სივრცე და გარსშემორტმული მთების პანორამული ხედი კიდევ უფრო გასაოცარ ატმოსფეროს შექმნის დასვენებისას.

მერე მხრივ კი სასტუმრო კრისტალის ადგილმდებარეობა ხელსაყრელია, გამომდინარე იქედან რომ მასთან ახლოს ბევრი საჭირო ობიექტი მდებარეობს და მარტივია, როგორც ბაკურიანის დათვალიერიება, ასევე სხვა დამატებითი სერვისების მიღება. ასე მაგალითად, სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს რესტორანი, კაფე, ელექტროავტომობილის დამტენი სადგური და რაც მთავარია საბაგირო, რათა უფრო მარტივად ისიამოვნოთ და დაათვალიეროთ ბაკურიანის საუცხოო ბუნება.

სასტუმრო კრისტალის ბუხარი

დიზაინი

სასტუმროს დიზაინი, როგორც ექსტერიერი ასევე ინტერიერი სრულიად ფოკუსირებულია შექმნას ბაკურიანის ატმოსფეროსთან შესაბამისი სივრცე, რომელიც გამორჩეული იქნება მყუდრო და თბილი გარემოთი. სასტუმროს დიზაინი განსაკუთრებით სასიამოვნო გარემოს ქმნის, როდესაც ბაკურიანში ზამთრის სეზონია დაწყებული და ყველაფერი თოვლითაა დაფარული. სასტუმროს ექსტერიერი მთის კლასიკური სახლის არქიტექტურულ სტილს იმეორებს და დატვირთულია ხის ელემენტებით.

ხოლო შიდა გარემო ბევრად ნათელია, და გამოირჩევა საინტერესო დეკორაციებით, ხის ელემენტებით, მინიმალისტური კედლის მორთულობითა და კლასიკური ავეჯით.სიმყუდროვის შექმნის მიზნით აქ მოსასვენებელ სივრცეში ასევე იხილავთ ბუხარს.

სასტუმრო კრისტალის აუზი

სერვისები და ობიექტები

ისვენებთ მეგობრებთან თუ ოჯახთან ერთად, სასტუმრო კრისტალი უგზრუნველყოფთ კომფორტული გარემოთი და სერვისებით, რათა მაქსიმალურად შეძლოთ განტვირთვა. სასტუმროში განთავსებულია ორი საცურაო აუზი, რაც იდეალურია ნებისმიერ სეზონზე განსატვირთად და გასართობად. უფრო მეტი ფიზიკური განტვირთვისთვის კი შეგიძლიათ კრისტალის სპა ცენტრს ესტუმროთ. აქ დაგხვდებათ პროფესიონალების გუნდი, მრავალფეროვანი მასაჟის სერვისით. იქვე განთავსებულია საუნა, რომელიც ასევე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. უფრო განსხვავებული თავგადასავლებისთვის კი შეგიძლიათ ცხელი ჯაკუზის აბაზანებს ესტუმროთ ან თურქულ ე.წ ჰამამში დაისვენოთ. სასტუმროში აქტიური რუტინის მოყვარულებისთვის ასევე განთავსებულია ფიტნეს ცენტრი, ყველა საჭირო ინვენტარით.

და თუ დასვენებასთან ერთად, ბაკურიანს საქმიანი ვიზიტით სტუმრობთ, შეგიძლიათ სასტუმროს მიერ შემოთავაზებული საშუალებები და სივრცე გამოიყენოთ საქმიანი შეხვედრებისთვის, პრეზენტაციებისთვის და სხვა.

  • ბარი
  • რესტორანი
  • შიდა აუზები
  • სპა
  • საუნა
  • ფიტნეს ცენტრი
სასტუმრო კრისტალის ნომერი

სასტუმროს ნომრები

სასტუმრო კრისტალის ნომრები ორიენტირებულია შექმნას სიმყუდროვე და კომფორტი, რაც გამოხატულია ინტერიერის მხრივ, ნათელი ფერების გამოყენების სიხშირესა და ხის დეკორაციით გაფორმებაში. ეს იდეალურ გარემოს ქმნის ბაკურიანის ცნობილი თოვლიანი პეიზაჟების ფონზე. ამასთან, სასტუმროს თითოეული ნომერი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით რათა შეძლოთ სრულფასოვნად დასვენება.

აქვე აღსანიშნავია, რომ სასტუმრო კრისტალი ნომერთა კატეგორიის საკმაოდ ფართო არჩევანით გამოირჩევა. აქ ხელმისაწვდომია ნომრები, როგორ სტანდარტული მოცულობით, ასევე შედარებით მასიური ოთახები, ე.წ საოჯახო ნომრები. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთსაძინებლიანი ან ორსაძინებლიანი საოჯახო ნომრები, სადაც ოთხი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ასევე შესაძლებელია ნომრის არჩევა აივნით და მის გარეშე. ხელმისაწვდომია ე.წ deluxe ნომრებიც, რომლებიც ორი ადამიანისთვისაა განკუთვნილი.

კვება

სასტუმრო კრისტალის პროფესიონალი გუნდი უგემრიელეს მენიუს გთავაზობთ კლასიკურად და ელეგანტურად მოწყობილ რესტორანში, სადაც ქართულ კერძებთან ერთად შეგიძლიათ დააგემოვნოთ ევროპული სამზარეულოც. ასევე ხელმისაწვდომია სპეციალური მენიუ ბავშვებისთვის და მათთვის, ვინც ვეგანია ან უბრალოდ ჯანსაღ კვებას ანიჭებს უპირატესობას.

ალკოჰოლური სასმელებისა და დესერტების ფართო არჩევანი გელოდებათ კრისტალის ბარში, თუ ეძებთ მეტ მხიარულებას.

დამატებითი სერვისები

გარდა იმისა, რომ სასტუმრო კრისტალი, როგორც პრემიუმ კლასის სასტუმრო, ვიზიტორებს უზრუნველყოფს ყველა საჭირო სერვისით სრული დასვენებისთვის, ასევე სთავაზობთ დამატებით აქტივობებს, მათთვის ვისაც განსხვავებული გამოცდილების მიღება სურს. გამომდინარე იქედან რომ ბაკურიანი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ზამთრის სეზონზე, ზამთრის სპორტის მოყვარულებში, სასტუმრო კრისტალი დაგეხმარებათ მარტივად ისრიალოთ ბაკურიანის ცნობილ სათხილამურო ტრასებზე. იდეალური ადგილმდებარეობით, სათხილამური ინვენტარის გაქირავებისა და შენახვის სერვისით თქვენ შეგიძლიათ ყოველივე დისკომფორტის გარეშე გამოსცადოთ ექსტრემალური თავგადასავლები.

და თუ ბაკურიანს ზაფხულის სეზონზე სტუმრობთ, შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი და ველო ტური მოაწყოთ ბაკურიანის გასაოცარ ბუნებაში. ასევე ხელმისაწვდომია ადგილობრივი კულტურის ტური, სადაც ბევრ საინტერესო დეტალს და ინფორმაციას გაიგებთ. სამაგიდო თამაშების მოყვარულებს კი შეგიძლიათ ითამაშოთ ბილიარდი.

ღირებულება

სასტუმრო კრისტალში ერთი ნორმის საფასური კატეგორიისა და სეზონის მიხედვით განსხვავდება. ასევე მაღალია მოთხოვნა, რაც რეკომენდებულს ხდის, გამგზავრებამდე შედარებით ადრე დაჯავშნოთ სასურველი ნომერი სასტუმროში. მიმდინარე პერიოდში ერთი ღამის გატარების საშუალო ღირებულება კრისტალში 255 ლარიდან იწყება.

სერვისები ბავშვებისთვის

სასტუმრო კრისტალი ითვალისწინებს იმას, რომ ბაკურიანის საოცარი ჰავა და ბუნება ბავშვებისთვის იდეალურია და შესაბამისად მათში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამავე მიზეზით სასტუმროში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ბავშვებსაც შეეძლოთ ისე გართობა და დასვენება, როგორც ზრდასრულებს. კრისტალში ერთ–ერთი შიდა აუზი განკუთვნილია ბავშვებისთვის. სასტუმროში ასევე მოწყობილია შიდა სათამაშო სივრცე. ხოლო რესტორანში ხელმისაწვდომია სპეციალური მენიუ.