სასტუმრო საირმე მთებში

სასტუმრო საირმე

  1. სასტუმროების მიმოხილვა

ისეთ საუცხოო ბუნებაში დასვენებისას როგორიც კურორტ საირმეშია, განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო მყუდრო და კომფორტულ გარემოში. სწორედ მსგავს ატმოსფეროს გთავაზობთ ცნობილი სასტუმრო საირმე, გასაოცარი ხედებით, უმაღლესი ხარისხის მომსახურებით და მრავალფეროვანი სერვისებით რომელიც ნებისმიერი გემოვნების მქონე დამსვენებელს სასიამოვნო გარემოს შეუქმნის სრულფასოვანი განტვირთვისთვის.

სასტუმრო საირმე მდინარის ხეობაში

მდებარეობა

სასტუმრო საირმეს მდებარეობა რამდენიმე ფაქტორით გამოირჩევა. პირველ რიგში კურორტზე სტუმრობისას მისი პოვნა არ გაგიჭირდებათ, რადგან მდებარეობს კურორტის მთავარ ცენტრალურ ნაწილში და მისი პოპულარობიდან გამომდინარე ყველა დამსვენებელმა და ადგილობრივმა იცის სასტუმროს მდებარეობა. ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო მწვანე, ტყით დაფარულ მთებს შორისაა მოქცეული, რაც სასტუმროს ნებისმიერი აივნიდან გასაოცარ ხედებს ქმნის.

ამასთან სასტუმრო საირმესთან ახლოსაა ისეთი ღირსშესანიშნაობა როგორიცაა კვირიკე და ივლიტას მამათა მონასტერი. არ დაგავიწყდეთ რომ საკმაოდ ახლოს მდებარეობს საირმის ზიპ ლაინი რაც განუმეორებელი გამოცდილებაა რომელიც დაგეხმარება შეიგრძნო საირმის სილამაზე უკეთ. ამასთან სასტუმროსთან ახლოსაა სპორტული დარბაზი, პარკი, და კაფე.

სასტუმრო საირმეს ინტერიერი

დიზაინი

სასტუმრო საირმე განსაკუთრებულად მყუდრო გარემოს ქმნის უნიკალური დიზანით. ექტერიერი გამორჩეულია მინიმალიზმით და დახვეწილ ელემენტებით, რომელიც ორიენტირებულია ხის ელემენტების გამოკვეთაზე. სასტუმროს ამშვენებს ულამაზესი პარკი და ეზო, ფერადი ბუჩქებით და მოსასვნენებელი სივრცეებით.

რაც შეეხება სასტუმროს ინტერიერს, აქ დაგხვდებათ სასიამოვნო, მწვანე და თბილი ატმოსფერო ფერადი დეკორაციებით, ხის ელემენტებით, მცენარეებით და დახვეწილი დიზაინის ავეჯით. ინტერიერი სრულიად ორიენტირებულია შექმნას ბუნებასთან დაახლოებული ატმოსფერი და ამით კიდევ უფრო სასიამოვნო გახადოს დასვენება. აღსანიშნავია აივნების სიმრავლე რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ვიზიტორმა შეძლოს ბუნების საუცხოო ხედებით სიამოვნება და საღამოების მყუდოდ, მშვიდად გატარება.

ზიპლაინი სასტუმრო საირმეში

სერვისები და ობიექტები

სასტუმრო საირმეში უმაღლესი დონის კომფორტი შექმნილია იმისთვის რომ ნებისმიერმა ვიზიტორმა გაატაროს სასიამოვნო დრო და დააგროვოს დაუვიწყარი მოგონებები. სასტუმროს სერვისები მორგებულია კურორტის სპეციფიკაზე და ორიენტირებულია ფიზიკურ განტვირთვაზე. საირმეში დასვენებისას შეგიძლიათ ისარგებლოთ, როგორც შიდა ასევე ღია ტიპის აუზებით. უფრო მეტი დასვენებისთვის კი სასტუმრო საირმეს პროფესონალი გუნდი მოგემსახურებათ სხვადასხა სახის მასაჟით სასტუმროს სპა ცენტრში. აქვეა საუნა რაც იდეალური საშუალებაა ფიზიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

მათ ვისაც აქტიური რუტინა უყვარს შეუძლია სასტუმროს ფიტნეს დარბაზით ისარგებლოს რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტრენაჟორითა და მოწყობილობით. აღასანიშნავია რომ სასტუმროში ასევე განთავსებულია თურქული ოთქლის აბაზანა, რაც სრულია განსხვავებული და ამავდროულად სასიამოვნო გამოცდილებაა.

და თუ თქვენი საირმეში ვიზიტის მიზანი საქმიანი შეხვედრების წარმოებაა, მაშინ სასტუმრო საირმე აქაც თქვენს გვერდითაა და გთავაზობთ როგორც სპეციალურ სივრცეს შეეხვედრებისთვის, ასევე ყველა საჭირო აღჭურვილობასა და რესურსს.

  • ბარი
  • რესტორაანი
  • სპა
  • საუნა
  • ფიტნეს ცენტრი
  • შიდა და ღია აუზი
სასტუმრო საირმეს ნომერი ბუნების ხედით

სასტუმროს ნომრები

დავიწყოთ იმით რომ ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო უმაღლესი კომფორტით მოწყობილ ნომრებს გთავაზობთ რომლის მთავარი განსაკუთრებულება გასაოცარ ბუნების ხედებშია. რაც შეეხება დიზაინს, აქ აქცენტი მეტ წილად გაკეთებულია ნათელ ფერებსა და ხის ავეჯზე რათა შექმნას სადა, კლასიკური და ამავდროულად მყუდრო გარემო. ეს კი მთებში დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნო იერს სძენს.

აქვე აღსანიშნავია, რომ სასტუმრო საირმეში ნომერთა კატეგორიის დიდი არჩევანია. სტანდარტულ ნომრებთან ერთად შეგიძლიათ დაიქიროთ სხვადასხვა ტიპის საოჯახო ნომერი. ასე მაგალითად ხელმისაწვდომია საოჯახო ნომერი მანსარდით, 4 ადამიანისთვის, საოჯხო ნომრები მთის ხედებით, ორ ოთახიანი ნომრები ერთი საძინებლით და მისაღები ოთახით. ასევე შეგიძლიათ იქირაოთ ნომერი ორი საძინებლით და მისაღები ოთახით სადაც ჯამში 5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

კვება

სასტუმრო საირმეს რესტორანი გამოირჩევა გემრიელი და რაც მთავარია ჯანსაღი მენიუთი. აქ დაგხვდებათ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც გაგიმასპინძლდებათ ქართული და ევროპული სამზარეულოთი, სპეციალური კერძებით ბავშვებისთვის და მათთვის ვისთვისაც პრიორიტეული ჯანსაღი კვებაა.

არ შეიძლება არ აღინიშნოს სასტუმროს რესტორნის გასაოცარი ინვენტარი ხასხასა ფერებით, საინტერესო დეკორაციებითა დ პოზიტიური ატმოსფეროთი. იგივე შეიძლება ითქვას ბარზე სადაც ბევრი მხიარული საღამო, მუსიკა და მრვალფეროვანი მენიუ გელოდებათ.

დამატებითი სერვისები

დამატებითი სერვისების კუთხით სასტუმრო საირმე მართლაც რომ გამორჩეულია. აქ ნახავთ სერვისებს როგორც ბავშვებისთვის ასევე უფროსებისთვის. ნებისმიერი ტიპისა და გემოვნების მქონე ვიზიტორისთვის შექმნილია ისთი მრავალფეროვნება რომ გამოიძებნოს მისთვის საინტერესო აქტივობა და შეეძლოს საირმეში საუკეთესო დროის გატარება. სასტუმრო საირმე, რომელიც გარშემორტყმულია ტყით გთავაზობთ საპიკნიკე ზონებს, ღია ტერასებს რათა მიიღოთ მზის სხივები და ისიამოვნოთ საუცხოო ბუნებით.

ასევე შეგიძლიათ სასტუმროში იქირაოთ ველოსიპედი და მოაწყოთ ველო ტური კურორტზე. მათ ვისაც სპორტი გიყვართ შეგიძლიათ სპეციალურ ივენთებს დაესწროთ სადაც მიმდინარეობს სპორტული მატჩების ონლაინ ტრანსლაცია და ისიამოვნოთ ფანებთან ერთად. ასევე სასტუმროში ხშირად ტარდება ცოცხალი მუსიკის საღამოები.

თუ განსხვავებულ გამოცდილებას ეძებთ შეგიძლიათ ველოტურის მაგივრად საცხენოსნო ტური მოაწყოთ საირმეში, რომლის სერვისსაც, სასტუმრო საირმე გთავაზობთ.

საირმე სასტუმრო ფასი

სასტუმრო საირმეში ერთი ნომრის ღირებულება კატეგორიისა და სეზონის მიხედვით განსხვავდება. მაგალითად მიმდინარე პერიოდისთვის საირმეში ნომრის ქირაობა მინიმუმ 513 ლარი დაგიჯდებათ და ეს ფასი საშუალოდ 653 ლარამდე იზრდება. თუმცა ნაკებად სეზონურ პერიოდი ფასი 363 ლარამდეც აღწევს.

სერვისები ბავშვებისთვის

სასტუმრო საირმეში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის რომ ბავშვებმა სრულფასოვნად დასვენება და გართობა შეძლონ. კურორტი საირმეც ხომ იმითაა ცნობილი რომ ახასიათებს ბავშვთა და მოზრდილთა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კლიმატი. სასტუმრო საირმეში ბავშვებისთვის განკუთვნილია აუზი. ასევე სპეციალურად მოწყობილი სათამაშო ოთახი მრავალფეროვანი აქტივობებით. ამასთანავე ხელმისაწვდომია სპეციალური, ბავშვებზე მორგებული მენიუ სასტუმრო საირმის რესტორანში.