Marriott Tbilisi
პრემიუმ კლასის სასტუმრო Marriott Tbilisi გამოირჩევა ელეგანტური დიზაინით და უმაღლესი კლასის სერვისებითა და მომსახურებით. და თუ თქვენი სურვილია, თბილისში ვიზიტის ფარგლებში მდიდრულ და მშვიდ გარემოში დაისვენოთ, მაშინ ამისთვის შესანიშნავი ადგილია Marriott Tbilisi.
მდებარეობა
გამომდინარე იქიდან რომ ვსაუბრობთ პრემიუმ კლასის ხუთვარსკვლავიან სასტუმროზე, არ იქნება უჩვეულო თუ ვიტყვით რომ Marriott Tbilisi დედაქალაქის პრესტიჟულ ნაწილში მდებარეობს, რომელიც ასევე ხელსაყრელია იმისთვის რომ მარტივად და მოკლე დროში დაათვალიეროთ დედაქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები. თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე – რუსთაველზე მდებარე სასტუმრო გასაოცარი ქალაქის ხედებით გამოირჩევა.
სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს თბილისის ბევრი ისეთი შენობა და ნაწილი, რომლის დათვალიერებაც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. ასე მაგალითად ახლოს მდებარეობს ცნობილი ქაშუეთის ეკლესია, ეროვნული გალერეა, საქართველოს პარლამენტი, და თავისუფლების მოედანი. ასევე სასტუმროსთან ახლოს ბევრი ცნობილი ბრენდის მაღაზიაა, რაც შოპინგის მოყვარულებს განსაკუთრებით დააინტერესებთ. ამასთან ახლოს მდებარეობს რამდინიმე ბარი, რესტორანი და კაფე.
დიზაინი
სასტუმრო Marriott Tbilisi გამორჩეული დიზაინის მქონეა, როგორც ექსტერიერის ასევე ინტერიერის კუთხით. ერთი ვიზიტითაც კი მარიოტის საოცარი ატმოსფეროსგან მიღებული შთაბეჭდილებები დიდი ხანი გაგყვებათ. დავიწყოთ ექსტერიერით რომელიც იდეალურად შეესაბამება თბილისისთვის დამახასიათებელ კლასიკურ არქიტექტურულ სტილს, დახვეწილი დეკორაციით, კლასიკური ორნამენტებით და ფრანგული სტილის არქიტექტურული ელემენტებით.
თუმცა ბევრად დატვირთული, ელეგანტური და მდიდრულია Marriott Tbilisi -ის ინტერიერი. ფერთა იდეალური შეთანხმება, უცხო დიზაინის მქონე ავეჯი, მცენარეების დეკორი, დიდი და მდიდრული დარბაზები საერთო ჯამში ელეგანტურ, დახვეწილ და მდიდრულ გარემოს ქმნის. საბოლოო ჯამში Marriott Tbilisi -ის ინტერიერი სრულად გადმოსცემს სასტუმროს ხუთვარსკვლავიან სტატუსს.
სერვისები და ობიექტები
სასტუმრო Marriott Tbilisi-ში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის რომ ნებისმიერმა ვიზიტორმა სრულყოფილად შეძლოს დასვენება. იმისთვის რომ უკეთ ისიამოვნოთ თბილისის საუცხოო ხედებით, სასტუმროს აქვს რამდენიმე ღია მოსასვენებელი სივრცე მოწყობილი, მათ შორის ტერასები, რომლებიც უზრუნველყოფილია შესაბამისი ავეჯით და საიადანაც ულამაზესი პანორამულ ხედები იშლება. სასტუმროში ფიზიკური განტვირთვისთვის შეგიძლიათ სპა ცენტრს ესტუმროთ. აქ პროფესიონალთა გუნდი იზრუნებს იმაზე რომ მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება და განიტვირთოთ. ხელმისაწვდომია სხხვადასხვა ტიპის მასაჟი. ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ საუნას, რომელიც ასევე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. თუმცა თუ უფრო ვარჯიშის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ ფიტნეს ცენტრს ესტუმროთ სადაც დაგხვებათ ყველა საჭირო ინვენტარი სრულყოფილი ვარჯიშისთვის.
თუ Marriott Tbilisi-ს საქმიანი ვიზიტით სტუმრობთ, სასტუმროს გუნდი ყველა საჭირო ინვენტარით და სივრცით მოახდენს თქვენს უზრუნველყოფას.
- რესტორანი
- ბარი
- ფიტნეს ცენტრი
- ბიზნეს ცენტრი
- სპა
- საუნა
სასტუმროს ნომრები
სასტუმრო Marriott Tbilisi-ის ნომრების მთავარი გამორჩეულობა დახვეწილ და გემოვნებიან დიზაინშია. საოცრად დახვეწილი გარემო, ულამაზესი დეკორაციები, ნათელი ფერები და სრულყოფილი უზრუნველყოფა ავეჯისა და ინვენტარის მხრივ სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის დასვენებისთვის. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მარიოტის თითქმის ყველა ოთახიდან შეგიძლიათ ულამაზესი თბილისის ხედებით ისიამოვნოთ.
ამასთან სასტუმრო განსხვავებული კატეგორიის ნომრებს გთავაზობთ რაც იმას ნიშნავს რომ ხართ სოლო მოგზაური თუ ისვენებთ ოჯახთან ერთად, Marriott Tbilisi-ში მარტივად მოიძებნება თქვენს საჭიროებებზე მორგებული ნომერი. კონკრეტულად შეგიძლიათ აირჩიოთ სტანდარტული ნომრები ორი ადამიანისთვის, სხვადასხვა მოცულობით, როგორიცაა სტანდარტული ან შედარებით დიდი ზომის საძინებლითა და საწოლით. ასევე ხელმისაწვდომია ე.წ deluxe ნომრები, ვიცე-საპრეზიდენტო და საპრეზიდენტო ნომრები საუცხოო ხედით ქალაქზე.
კვება
სასტუმრო Marriott Tbilisi გთავაზობთ უმაღლესი კლასის მომსახურებას და მენიუს როდესაც საქმე კვებას ეხება. აქ მომსახურებას გაგიწევთ უმაღლესი და პროფესიონალი გუნდი, ორიგინალური კერძებით, დახვეწილი მენიუთი და უმაღლესი ხარისხის ღვინით. სასტუმროს რესტორანში დაგხვდებათ მრავალფეროვანი მენიუ, სადაც ასევე გათვალისწინებულია სპეციალური მენიუ ბავშვებისთვის და მათთვის ვინც მხოლოდ კონკრეტული ტიპის საკვებს მიირთმევს, როგორიცაა ვეგანური მენიუ, დიეტური და სხვა.
თუმცა ამ ყველაფერთან ერთად უნდა აღინიშნოს ისიც რომ რესტორანი არა მარტო საუცხოო მენიუთი და მომსახურებით, არამედ გასაოცარი და დახვეწილი დიზაინითაც გამოირჩევა, რაც იქ დროის გატარებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. თუმცა ამასთან ერთად, Marriott Tbilisi-ში მდებარეობს ბარი რომელიც შედარებით მხიარული და ხმაურიანია, სადაც გაგიმასპინძლდებიან გასაოცარი კოქტეილებით და დამატებითი მენიუთი.
დამატებითი სერვისები
სასტუმრო Marriott Tbilisi ზრუნავს ვიზიტორებზე, უმაღლესი დონის კომფორტთან ერთად, შექმნას გასაოცარი ატმოსფერო სადაც სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანი სრულფასოვნად და სასიამოვნოდ დროის გატარებას მოახერხებს. სწორედ ამიტომ სასტუმროს გუნდი რამდენიმე დამატებით სერვისს გთავაზობთ.
მაგალითად იმისთვის რომ უფრო კომფორტულად და მოკლე დროში შეძლოთ დედაქალაქის დათვალიერება, შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი და მოაწყოთ ველო ტური თბილისში. ამასთან Marriott Tbilisi ხშირად ტარდება ცოცხალი მუსიკის საღამოები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები რაც იდეალური საშუალებაა განსატვირთად და სასიამოვნო დროის გასატარებლად. ამასთან სასტუმროში იმართება სხვადასხვა თემატური ვახშმები სპეციალური კერძებით და საინტერესო გამოცდილებებით. თუ ხელოვნება გიყვართ, შეგიძლიათ Marriott Tbilisi -ში პერიოდულად გამართულ გამოფენას დაესწროთ, სადაც ბევრ საინტერესო მხატვარს აღმოაჩენთ. ამ ყველაფერთან ერთად სასტუმრო ხშირად აწყობს დამატებით აქტივობებს რომლებიც მხიაული საღამოების სახელითაა ცნობილი. ასე რომ თუ გინდათ რომ დრო მხიაულად გატაროთ, დაესწარით საღამოს ღონისძიებებს.
ღირებულება
სასტუმრო Marriott Tbilisi-ში ნომრის ფასი დაჯავშნის პერიოდისა და ნომრის კატეგორიის მიხედვით განსხვავდება. მაგალითად მიმდინარე პერიოდში, ერთი ღამის სასტუმროში გატარებისთვის მინიმუმ 416 ლარის გადახდა მოგიწევთ. სტანდარტულ ნომრებზე ფასები 416-810 ლარის ფარგლებში იზრდება. უფრო მაღალი კლასის ნომრებზე ერთი ღამის ღირებულება კი დაახლოებით 1100 ლარიდან იწყება
სერვისები ბავშვებისთვის
სასტუმროში განკუთვნილი სერვისები მეტ წილად მორგებულია უფროსებზე. რაც შეეხება ბავშვებს, სასტუმროს გუნდი მათ სპეციალურ მენიუს სთავაზობს რესტორანში.