Dreamland Oasis Chakvi
ზაფხულის გატარება ყველაზე სასიამოვნოა გარემოში, სადაც ერთიანდება ტროპიკული ატმოსფერო, ზღვა და მხიარულება. სწორედ ამ ყოველივეს გთავაზობთ ცნობილი სასტუმრო Dreamland Oasis Chakvi, რომელიც პატარა ტროპიკულ ქალაქს გავს სანაპიროზე, პარკებით, გასართობი სივრცეებით, საოცარი ხედებით და მხიარული თავგადასავლებით.
მდებარეობა
სასტუმროს სახელწოდებაშივე ნათელია მისი მდებარეობა, რაც სასტუმროს კიდევ უფრო მეტ გამორჩეულებას მატებს. კურორტ ჩაქვში, ბათუმის ქუჩაზე, ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარე Dreamland Oasis Chakvi ერთდროულად აერთიანებს ზღვის საოცარ ხედებს და აჭარის მწვანე ბუნების გასაოცარ პეიზაჟებს.
თუმცა სილამაზის გარდა სასტუმროს ადგილმდებარეობა ხელსაყრელობითაც გამოირჩევა. ის საკმაოდ მარტივი საპოვნელია და მისვლა რამდენიმე გზით შეიძლება. მათ შორის მატარებლით, ჩაქვისწყლის სადგურზე, რომელიც Dreamland Oasis Chakvi-დან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს. ამასთან სასტუმროსთან ახლოს რამდენიმე რესტორანი მდებარეობს. არ დაგავიწყდეთ რომ მანქანით 15-20 წუთში შეგიძლიათ ბათუმშიც ჩახვიდეთ და თქვენი მოგზაურობა კიდევ უფრო დაუვიწყარი გახადოთ.
დიზაინი
გამომდინარე იქედან რომ სასტუმრო Dreamland Oasis Chakvi ზაფხულის სეზონზე მორგებული სასტუმროა, მისი ექსტერიერი თუ ინტერიერი სრულად შთაგონებულია ზაფხულის ფერებით, ტროპიკული გარემოს მახასიათებლებით და სიფერადით, რაც საოცრად პოზიტიურ გარემოს ქმნის. ასე რომ Dreamland Oasis Chakvi-ის გარემო განსაკუთრებით ზაფხულის მოყვარულებს მოეწონებათ.
ექსტერიერი საკმაოდ მარტივი კოსნტრუქციისაა და გამოირჩევა აივნების სიმრავლით, თანამედროვე დიზაინით. მთავარი აქცენტი სასტუმროში გაკეთებულია ბაღებსა და მოსასვენებელ სივრცეში რომელიც თავს ტროპიკულ კუნძულზე გაგრძნობინებთ. პალმები, ხის ბუნგალოები, აუზები, ულამაზესი ყვავილბი, ქვიშიანი ბილიკები და ფერადი დეკორაციები საუცხოო გარემოს ქმნის.
მსგავსი სიფერადე და პოზიტიური ატმოსფერო დაგხვდებათ უშუალოდ სასტუმროშიც. აქ არაა გამოკვეთილი ერთი კონკრეტული ტიპის ინტერიერი. თუმცა საერთო ჯამში შეხვდებით დახვეწილ, სასიამოვნოდ დატვირთულ ინტერიერს სადაც გაერთიანებულია სიძველისა და თანამედროვეობის ელემენტები. აქცენტი გაკეთებულია ულამაზეს ხედებსა და საინტერესო დეკორაციებზე.
სერვისები და ობიექტები
სასტუმრო Dreamland Oasis Chakvi-ის ერთ-ერთი მთავარი გამორჩეულობა სერვისებისა და მასში განთავსებული ობიექტების მრავალფეროვნებაა. ასე რომ გსურთ მშვიდი დასვენება, ხმაურიანი მხიარულება თუ თავგადასავლები, ამ ყველაფრის ერთდროულად პოვნა Dreamland Oasis Chakvi-ში შესაძლებელია.
დავიწყოთ იმით, რომ სასტუმროში განთავსებულია 3 სხვადასხვა ტიპის აუზი, მათ შორის სპეციალური აუზი განკუთვნილი ბავშვებისთვის. ფიზიკური განტვირთვისთვის შეგიძლიათ სპა ცენტრს ესტუმროთ, სადაც სხვადასხვა სახის მასაჟია ხელმისაწვდომი. სასტუმროში ასევე მოწყობილია აკვაპარკი რაც განსაკუთრებით მხიარულს ხდის დასვენებას როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. სასტუმროში ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ იოგას კლასებით ღია ცის ქვეშ, გასაოცრად მოწყობილ სივრცეში.
- ღია აუზები
- აკვაპარკი
- იოგას კლასები
- სპა ცენტრი
- ბარი
- რესტორანი
სასტუმროს ნომრები
სასტუმრო Dreamland Oasis Chakvi უმაღლესი დონის კომფორტით უზრუნველყოფს ყველა ვიზიტორს, რაც იდეალურად გამოიხატება თითოეული ნომრის კეთილმოწყობასა და სასიამოვნო დიზაინზე. აქ დაგხვდებათ ნათელი ფერები, თანამედროვე ავეჯი, საინტერესო მომხიბვლელი დეკორაციები და რაც მთავარია საუცხოო ხედები.
თუმცა ამასთანავე აღსანიშნავია ნომების კატეგორიის კუთხით მრავალფეროვანი არჩევანი. Dreamland Oasis Chakvi იდეალურია წყვილებისთვის, ოჯახებისთვის, სამეგობრო დასვენებისთვის და სოლო მოგზაურებისთვისაც კი. აქ შეგიძლიათ იქირაოთ როგორც სტანდარტული ნომრები სხვადასხვ ხედით, ტერასით, აივნით და მათ გარეშე, ასევე საოჯახო ნომრები ერთი და ორი საძინებლით. მსგავსი ნომრები 4-6 ადამიანისთვისაა გათვლილი. უფრო მეტი კომფორტისთვის და მდიდრული დასვენებისთვის საპრეზიდენტო ნომერიცაა ხელმისაწვდომი საოცარი ინტერიერით და ორი საძინებლით. ამის პარალელურად ასევე შეგიძლიათ იქირაოთ ეკონომიური ნომერი ორი ადამიანისთვის.
კვება
სასტუმროში ყველაფერია იმისთვის რომ სრულფასოვნად იკვებოთ, თქვენთვის პრიორიტეტულ საკვების რაციონის მიუხედავად. აქ დაგხვდებათ მრავალაფეროვანი, ჯანსაღი და გემრიელი მენიუ, ქართული და ევროპული სამზარეულოს კერძებით, ღვინო, შამპანური, ხილის დიდი არჩევანი და წასახემსებლების მრავალფეროვანი ბარი. ასევე Dreamland Oasis Chakvi-ის საუცხოო დიზაინის მქონე რესტორანში ხელმისაწვდომია დიეტური და საბავშვო მენიუ.
და თუ სასმელები გაინტერესებთ, მაშინ Dreamland Oasis Chakvi-ის ბარს უნდა ესტუმროთ სადაც ეგზოტიკური კოქტეილების დაგემოვნებას შეძლებთ, რაც გასაოცრად უხდება ზაფხულის საღამოებს.
დამატებითი სერვისები
სასტუმრო Dreamland Oasis Chakvi მთელი რიგი დამატებითი სერვისების პაკეტია ხელმისაწვდომი რომელიც ნებისმიერი გემოვნების მქონე ვიზიტორისთვის საინტერესო და გასართობ გარემოს შექმნის. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ სასტუმროში სხვადასხვა კლასებია გახსნილი, როგორიცაა იოგისა და აერობიკის. ასე რომ ფიზიკური განტვირთვისთვის შეგიძლიათ მსგავს შეხვედრებს დაესწროთ. ასევე შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი და ჩაქვში ველო ტური მოაწყოთ. Dreamland Oasis Chakvi-ში ბევრი სპორტული თამაშით გართობა შეგიძლიათ მატ შორისაა ტენისი, ბოულინგი, პინგ-პონგი და სხვა ბევრი სამაგიდო თამაში.
სპორტის ფანებს ასევე შეგიძლიათ დაესწროთ მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას სადაც გასაოცარი გარემოა შექმნილი ფანებისთვის. ასევე სასტუმროში ტარდება ფილმის საღამოები და სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებები. სასტუმროს ანიმატორთა ჯგუფი გაართობს როგორ პატარებს ასევე უფროსებსაც.
ღირებულება
სასტუმრო Dreamland Oasis Chakvi-ში ერთი ღამის გატარების ღირებულება ნომრის ტიპისა და პერიოდის მიხედვით განსხვავებულია. შედარებით მაღალია ფასი ზაფხულის სეზონზე, რადგან Dreamland Oasis Chakvi სწორედ ზაფხულზე ორიენტირებული სასტუმროა. მიმდინარე პერიოდში სტანდარტული ნომრის ერთი ღამით დაქიავება Dreamland Oasis Chakvi-ში 500 ლარი დაგიჯდებათ
სერვისები ბავშვებისთვის
სასტუმროში იდეალური გარემოა შექმნილი იმისთვის რომ პატარებმა სრულფასოვნად დაისვენონ და ამასთან იმხიარულონ. სასტუმროს გუნდი გთვაზობთ პატარებისთვის გამოყოფილ ანიმატორთა გუნდს, რომლებიც მხიარული აქტივობებით გაახალისებენ ბავვებს. ასევე სასტუმროში მოქმედებს აუზი ბავშვებისთვის და მოწყობილია სპეციალური სათამაშო მოედანი, როგორც შიდა ასევე ღია. სურვილის შემთხვევაში ხელმისაწვდომია ძიძის სერვისიც.