სასტუმრო wyndham batumi ძველ ბათუმში

Wyndham Batumi

  1. სასტუმროების მიმოხილვა

პრემიუმ კლასის სასტუმრო Wyndham Batumi სრულიად სხვა სამყაროში გამოგზაურებთ. კლასიკური და მდიდრული ინტერიერი, მრავალფეროვანი სერვისები, იდეალური ადგილმდებარეობა და უმაღლესი დონის მომსახურება განსაკუთრებით მოგეწონებათ მათ ვისაც მდიდრული დასვენება ან ბათუმის გასაოცარი არქიტექტურით სიამოვნება გსურთ.

მდებარეობა

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Wyndham Batumi ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. კონკრეტულად მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ცნობილი ევროპის მოედნის გვერდითაა, სადაც ყველასათვის გამორჩეული მედეას ქანდაკება მდებარეობს. Wyndham Batumi–ის მდებარეობის მთავარი ხიბლი უნიკალური ხედების ნახვის შესაძლებლობაა თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ სასტუმრო საკმაოდ მარტივად შეიძლება იპოვოთ, მიუხედავად იმისა, იცნობთ თუ არა ბათუმის ქუჩებს.

თუ გსურთ ყოველდღე ქალაქის საუკეთესო ხედებით ისიამოვნოთ, მაშინ Wyndham Batumi ამისთვის იდეალური არჩევანია. თუმცა არა მხოლოდ ამისთვის. სასტუმრო ახლოს მდებარეობს ბათუმის ბევრ ცნობილ ღირსშესანიშნაობასთან და ფეხით გასეირნებითაც კი მარტივად შეგიძლიათ მოინახულოთ ისეთი ადგილები, როგორიცაა ბათუმის პიაცა, ძველი ბათუმი, ევროპის მოედანი, ბათუმის თეატრი, ბულვარი, 26 მაისის პარკი ნურის ტბასთან ერთად და სხვა. ამასთან სასტუმროსთან ახლოს ბევრი კვების ობიექტი და რესტორანია, ასევე კინოთეატრიც. და თუ ზღვაზე დასვენებას ანიჭებთ უპირატესობას, 10 წუთის ფეხით სავალ მანძილზე შეძლებთ ქალაქის ცნობილ ქვიან სანაპიროებსაც ესტუმროთ.

სასტუმრო wyndham batumi-ის დიზაინი

დიზაინი

Wyndham Batumi–ის არქიტექტურა ისევე როგორც შიდა ინტერიერი სრულად შთაგონებულია კლასიკური სტილით, რომელიც ბაროკოს თუ როკოკოს მოყვარულებს ნამდვილად მოგეწონებათ. დავიწყოთ ექსტერიერით რომელიც სადა მაგრამ დახვეწილია. იმეორებს ბათუმისთვის დამახასიათებელ არქიტექტურულ სტილს ღია ფერებით, ქონგურებითა და ელეგანტური დიზაინით.

რაც შეეხება შიდა გარემოს, ის ძველებულ მდიდრულ სასახლეს მოგაგონებთ. აქ ნახავთ დატვირთულ თუმცა ელეგანტურ ინტერიერს, კლასიკური და მდიდრული ავეჯით, ოქროსფერი დეკორაციებით და ბევრი ფუფუნების საგნით, რაც ატმოსფეროს სიმდიდრესთან ერთად სიმყუდროვეს და დახვეწილობას სძენს. ეს ყოველივე კი ბათუმის პანორამულ ხედებთან ერთად კიდევ უფრო მიმზიდველად გამოიყურება.

სასტუმრო wyndham batumi-ს აუზი

სერვისები და ობიექტები

გამომდინარე იქედან, რომ ვსაუბრობთ ისეთი პრემიუმ კლასის ცნობილ სასტუმროზე როგორიცაა Wyndham Batumi, მოსალოდნელია, რომ ვიზიტისას შესაძლებლობა გვექნება მრავალფეროვანი სერვისებით ვისარგებლოთ. Wyndham Batumi–ში სხვადასხვა ტიპის გემოვნების მქონე ადამიანისთვის, მარტივად გამოიძებნება საჭირო და სასიამოვნო სერვისი, რათა დასვენება კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს. მაგალითად, სასტუმროში განთავსებულია შიდა აუზი, საოცარი ინტერიერის მქონე დარბაზში სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ განიტვირთოთ. ასევე განთავსებულია ფიტნეს ცენტრი თუ გსურთ რომ აქტიური რუტინა შეინარჩუნოთ. გასაოცარ სერვისებს გთავაზობთ Wyndham Batumi–ის სპა ცენტრი, სხვადასხვა სახის მასაჟით, თურქული ჰამამითა და ცხელი ჯაკუზის დარბაზებით.

ასევე ხელმისაწვდომია საუნა. და თუ ბათუმს საქმიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრობთ, შეგიძლიათ სასტუმროს საკონფერენციო სივრცით ისარგებლოთ, სადაც ასევე მოახდენენ თქვენს უზრუნველყოფას ყველა საჭირო ინვენტარით.

  • ბარი
  • რესტორანი
  • საუნა
  • სპა ცენტრი
  • შიდა აუზი
  • ფიტნეს ცენტრი
სასტუმრო wyndham batumi-ს ნომერი

სასტუმროს ნომრები

სასტუმრო Wyndham Batumi–ის ნომრების მთავარი გამორჩეულობა მათი დიზაინია, რომელსაც ქალაქის პანორამული ხედები კიდევ უფრო მეტ განსაკუთრებულობას ანიჭებს. ბაროკულ და როკოკულ სტილში მორთულ ნომრებში განთავსებულია ლამაზი დეკორით გაფორმებული ავეჯი, და თითოეული ოთახი ყველა საჭირო ინვენტარითაა უზრუნველყოფილი.

სასტუმროში ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტული ნომრები, ორი ადამიანისთვის ასევე საოჯახო ნომრები სადაც სამიდან ხუთ ადამიანამდე განთავსებაა შესაძლებელი. უფრო მეტად მდიდრული დასვენებისთვის, კი შეგიძლიათ აირჩიოთ საპრეზიდენტო ოთახი, ორი საძინებლით, მისაღები ოთახითა და გასაოცარი ხედით ბათუმზე.

კვება

სასტუმრო Wyndham Batumi–ის რესტორნები გამოირჩევა უმაღლესი დონის მენიუთი და მომსახურებით. აქ შეგიძლიათ სხვადასხვა ნაციონალური კერძების და დესერტების დაგემოვნება. აუცილებელია ავღნიშნოთ Wyndham Batumi–ის ულამაზესი რესტორანი, მდიდრული და დახვეწილი ინტერიერით, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის თქვენს მიერ იქ გატარებულ დროს.

თუმცა გარდა ამისა სასტუმროში განთავსებულია ბარი, მრავალფეროვანი მენიუთი, მუსიკითა და მხიარული საღამოებით. შესაბამისად, თუ უფრო გართობა გიზიდავთ, შეგიძლიათ Wyndham Batumi–ის ბარში გაერთოთ.

დამატებითი სერვისები

სასტუმრო Wyndham Batumi–ის მთავარი დამატებითი სერვისი იდეალურია აზარტული თავგადასავლების მოყვარულთათვის. სასტუმროს სამორინე ცნობილია უნიკალური დიზაინითა და მრავალფეროვანი შესაძლებლობებით. ასევე ხშირი გათამაშებებით, რომელთა მოგებისთვის ცდა, ნამდვილად ღირს.

ღირებულება

პრემიუმ კლასის Wyndham Batumi–ში ერთი ღამის ღირებულება დამოკიდებულია პერიოდსა და ნომრის კატეგორიაზე. მაგალითად მიმდინარე პერიოდისთვის, Wyndham Batumi ერთი ღამის გატარებისთვის მინიმუმ 383 ლარი უნდა გაითვალისწინოთ. თუმცა საშუალოდ, ფასები 472–589 ლარის ფარგლებში მერყეობს.

სერვისები ბავშვებისთვის

თუ Wyndham Batumi–ს ბავშვებთან ერთად სტუმრობთ, აქ სრულყოფილი და კომფორტული გარემო დაგხვდებათ. აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ 24 საათიანი ბავშვის მოვლისა და ძიძის დაქირავების სერვისით, რაც კომფორტულია იმისთვის, რომ ბავშვებთან ერთად, თქვენც შეძლოთ სრულფასოვნად დასვენება.