სასტუმრო Iveria Inn

Iveria Inn Hotel

  1. სასტუმროების მიმოხილვა

კლასიკური გარემო, დახვეწილი დიზაინი, მომსახურე პერსონალი და სასიამოვნო ატმოსფერო ნებისმიერი ტიპის დამსვენებლისთვის სწორედ ის მთავარი ფაქტორებია, რის გამოც ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Iveria inn hotel დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორებში.

მდებარეობა

სასტუმრო Iveria inn hotel საკმაოდ ხელსაყრელი მდებარეობით გამოირჩევა. მისი პოპულარობიდან გამომდინარე, არც ისე რთულია მისი პოვნა. მდებარეობს დედაქალაქ თბილისში, პეტრე ხვედელიძის 6 ნომერში, რომელიც ვარკეთილის რაიონს განეკუთვნება. აქ დაგხვდებათ მყუდრო ქალაქის ხედები და ბევრი ისეთი ობიექტი რომელიც საშუალებას მოგცემთ უფრო მრავალფეროვანი გახადოთ თქვენი ვიზიტი თბილისში. თუმცა უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს გადაადგილებისთვის ხელსაყრელი გარემო. სასტუმრო საკმაოდ ახლოს მდებარეობს მეტროსადგურ ვარკეთილთან, რაც მოსახერხებელს ხდის მოკლე დროში მოხვდეთ თბილისის სხვადასხვა რაიონში და თავი აარიდოთ საცობებს.

რაც შეეხება ახლოს მდებარე ობიექტებს, აქ დაგხვდებათ ბევრი ტანსაცმლის და აქსესუარის მაღაზია, მარკეტები, რესტორნები თუ ქუჩის კვების ობიექტები. ქართული ნატურალური პროდუქციის მოყვარულებს კი შეგიძლიათ იქვე მდებარე ვარკეთილის ბაზრობას ესტუმროთ. ასევე ახლოს მდებარეობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თეგეტა მოტორსი და სხვა ობიექტები.

სასტუმრო iveria inn-ის ინტერიერი

დიზაინი

სასტუმრო Iveria inn hotel–ის დიზაინში აქცენტი სიმყუდროვის შექმნაზეა გაკეთებული. აქ დეკორის მთავარი ელემენტი მსუბუქი შეფერილობის ხეა, რომელიც ატმოსფეროს უფრო თბილსა და ნათელს ხდის. ინტერიერი თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი, ისევე როგორც ექსტერიერი, რომელიც ხისა და მინის ელემენტებს აერთიანებს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს ინტერიერში აქცენტი სიმწვანეზე, რომელიც კიდევ უფრო სასიამოვნოს და ლამაზს ხდის Iveria inn hotel–ის მოსასვენებელ სივრცეებს. აქ დღისით ნათელი, ხოლო საღამოობით მყუდრო გარემოა შექმნილი, კომფორტული სავარძლებით, ნათურებითა და სხვადასხვა სტილის დეკორით.

სასტუმრო iveria inn საკონფერენციო დარბაზი

სერვისები და ობიექტები

სასტუმრო Iveria inn hotel–ისთვის პრიორიტეტი მომხმარებლის სიამოვნებაა. შესაბამისად აქ სრულყოფილი გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ ვიზიტორმა დაისვენოს და შეძლოს განტვირთვა. სასტუმროში მოწყობილია სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელი სივრცე, როგორიცაა გარე ტერასა საქანელებით, სავარძლებით და მყუდრო განათებით, ბარბექიუ საღამოებისთვის განკუთვნილი სივრცე, და შიდა მოსასვენებელი სივრცეები.

აქვე აღსანიშნავია, რომ მათ ვისაც საქმიანი შეხვედრა აქვთ, შეუძლიათ სასტუმროს ბიზნეს ცენტრითა და რესურსებით ისარგებლონ. აქ ხელმისაწვდომია დარბაზი შეხვედრებისთვის და ყველა საჭირო ინვენტარი, კონფერენციის თუ სხვადასხვა პრეზენტაციის ჩასატარებლად.

  • ბარი
  • რესტორანი
  • ბიზნეს ცენტრი
სასტუმრო iveria inn ნომერი

სასტუმროს ნომრები

Iveria inn hotel–ის ნომრებში დაგხვდებათ უმაღლესი დონის კომფორტი და ნათელი გარემო რაც კიდევ უფრო დადებთ და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის დასვენებისთვის აქ გამოყენებულია მინიმალისტური, სადა და კლასიკური დიზაინი, აქცენტით ხედებზე. უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა ოთახი უზრუნველყოფილია საჭირო ინვენტარით, ჰიგიენური საშუალებების ჩათვლით.

რაც შეეხება ნომერთა კატეგორიას, შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის ნომრები აირჩიოთ. ძირითადად ხელმისაწვდომია სტანდარტული ოთახები, რომლებიც ორი ადამიანისთვისაა განკუთვნილი, როგორც ერთსაწოლიანი ასევე ორსაწოლიანი ნომრებით. თუმცა თუ თქვენ ოჯახთან ერთად ისვენებთ, შეგიძლიათ იქირაოთ ნომერი ოთხი ადამიანისთვის.

სასტუმრო iveria-inn-ის-სამზარეულო

კვება

სასტუმრო Iveria inn hotel–ის რესტორანი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის საკვებსა და კერძებს. აქ მოგემსახურებიან გამოცდილი შეფმზარეულები და პერსონალის გუნდი, რომლებიც გთავაზობენ ევროპულ და ქართულ სამზარეულოს. მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანი და გემრიელია. შეგიძლიათ შეუკვეთოთ ხილი, სხვადასხვა ტიპის ალკოჰოლი და სპეციალური მენიუ. აქვე უნდა აღინიშნოს სასტუმროს რესტორნის სასიამოვნო და დახვეწილი დიზაინი, ულამაზესი დეკორით, სივრცითა და დადებთი ატმოსფეროთი.

ამასთან სასტუმროში განთავსებულია ბარი, ღვინის, შამპანურისა და სხვა მსგავსი სასმელების ფართო არჩევანით. აქვე ხელმისაწვდომია დესერტებისა და ხემსის ბარი.

დამატებითი სერვისები

გამომდინარე იქიდან, რომ Iveria inn hotel–ის გუნდი სრულიად ორიენტირებულია შექმნას სასიამოვნო გარემო დასვენებისთვის, მეტი კომფორტისთვის გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის დამატებით სერვისებს. აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური უსაფრთხო სათავსოების საცავი თუ კონრკეტული ნივთის შენახვა გსურთ. ასევე ხელმისაწვდომია ტანსაცმლის დასუფთავებისა და გაუთოების სერვისები, მანქანის გაქირავების სერვისი და აერიპორტიდან ტრანსპორტირების მომსახურებაც.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ სასტუმროს საკუთარი ელექტრომობილით ესტუმრეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ელექტრონული ავტომობილის დამტენი სადგური, რომელიც ნებისმიერ დროსაა ხელმისაწვდომი.