სასტუმრო მეტრო სითი

Metro City ბათუმი

  1. სასტუმროების მიმოხილვა

Metro city უნიკალური კომპლექსია, რომელიც ერთდროულად აერთიანებს სავაჭრო მოლს, აპარტამენტებსა და სასტუმროს. ადგილი გამოირჩევა ხელსაყრელი მდებარეობით, უმაღლესი ხარისხის მომსახურებით და სასიამოვნო გარემოთი. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანმა შეძლოს განტვირთვა და გართობა.

metro city-ს მდებარეობა

მდებარეობა

Metro city ქალაქ ბათუმში, ზღვის სანაპიროსთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. ის ასევე საკმაოდ მარტივია საპოვნელად მათთვისაც კი, ვინც ბათუმის ქუჩებს ნაკლებად იცნობს. მდებარეობს ე.წ ახალ ბულვართან, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე. გამომდინარე იქედან, რომ Metro city ახლოს მდებარეობს სანაპიროსთან, აპარტამენტებიდან შეგიძლიათ გასაოცარი ზღვის ხედებით ისიამოვნოთ.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. Metro city-თან საკმაოდ ახლოს ბათუმის ბევრი ცნობილი ადგილი მდებარეობს. მაგალითად რამდენიმე წუთიანი სეირნობის შემდეგ მარტივად მოხვდებით ბათუმის აკვა პარკში. იქვეა ახალი ბულვარი და ასევე ახლოსაა ცნობილი მოცეკვავე შადრევნები. Metro city-თან ახლოსაა ბათუმის აეროპორტიც. თუ გურმანი ბრძანდებით სასტუმროსთან და აპარტამენტებთან ახლოს ბევრი სხვადასხვა ტიპის კაფე, რესტორანი და ბარია.

დიზაინი

Metro city-ის ექსტერიერსა და ინტერიერში აქცენტი გაკეთებულია თანამედროვე არქიტექტურულ ელემენტებზე, რომელიც შავი ზღვის პანორამულ ხედებთან მიმართებით იდეალურ შესაბამისობაშ მოდის.

ორ შენობად გაყოფილი გამჭირვალე შენობის ინტერერი თანამედროვე და დატვირთულია. ეს კი იქედან გამომდინარეობს რომ აპარტამენტებთან ერთად სივრცეში განთავსებულია სავაჭრო ცენტრი. ინტერიერი ფერადია და დადებით ატმოსფეროს ქმნის. იქვე განთავსებულია სასტუმრო ეიფორია, რომელიც თანამედროვე ექსტერიერის მიუხედავად გამოირჩევა მდიდრული და კლასიკური სტილის ინტერიერით. წითელი ვინტაჟური ხალიჩები, მოჩუქურთმებული ავეჯი და კლასიკური დეკორი სასიამოვნო და მდიდრულ ატმოსფეროს ქმნის, ნომრებსა თუ მოსასვენებელ სივრცეში.

მეტრო სითის ფიტნეს დარბაზი

სერვისები და ობიექტები

თუ გადაწყვეტთ რომ Metro city-ს ესტუმროთ, მაშინ აქ სერვისების სრული მრავალფეროვნება გელოდებათ. Metro city სამ ძირითად ნაწილად იყოფა, გასაქირავებელი აპარტამენტები, სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი. სავაჭრო ცენტრში განთავსებულია სხვადასხვა უცხოური თუ ქართული ბრენდის ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთების, კოსმეტიკისა თუ სხვა ტიპის მაღაზიები. ამასთან განთავსებულია რამდენიმე კვების ობიექტი, სადაც სწრაფი კვება და სხვადასხვა სახის დესერტები შეგიძლიათ მიირთვათ.

რაც შეეხება აპარტამენტების ნაწილს, აქ ასევე სრული კომფორტია სრულყოფილი დასვენებისთვის შექმნილი. Metro city-ში დაგხვდებათ სპეციალურად გამოყოფილი სივრცეები წვეყლებებისთვის, უზარმაზარი ტერასა გარე აუზით და ღამის კლუბი.

მათ ვინც სასტუმრო ეიფორიაში დასვენებას გადაწყვეტთ, სერვისთა მრავალფეროვანი არჩევანი გელოდებათ. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ნებისმიერი ტიპის ვიზიტორმა სრულყოფილად დაისვენოს. სასტუმროში დაგხვდებათ შიდა და გარე აუზები, სპა ცენტრი მრავალფეროვანი სერვისებით, ფიტნეს დარბაზი, პერსონალური ტრენერის მომსახურებით, თურქული ჰამამის სივრცე, სოლარიუმი და საუნა. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სალონის ტიპის მომსახურებით.

  • კაზინო
  • ბარი
  • ღამის კლუბი
  • ტერასა
  • რესტორანი
  • ფიტნეს ცენტრი
  • საუნა
  • სოლარიუმი
  • სპა ცენტრი
  • შიდა და გარე აუზები
სასტუმრო ეიფორიას ნომერი

სასტუმროს ნომრები

Metro city გთავაზობთ აპარტამენტების გაქირავების სერვისს, რომლებიც სრულად არის მოწყობილი და უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინვენტარით. თითოეული ოთახის დიზაინი გადაწყვეტილია მინიმალისტურ და ნათელ სტილში, რათა მთავარი აქცენტი სივრცის გაზრდასა და უნიკალურ ხედებზე, გაკეთდეს, რომელიც Metro city-ის ყველა ნომრიდან იშლება. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ შავი ზღვის საოცარი პანორამული ხედებით.

თითოეული აპარტამენტი დაახლოებით ერთი და იმავე ფართობისაა და განკუთვნილია ორი, მაქსიმუმ სამი ადამიანისთვის. აპარტამენტი სტუდიოს ტიპისაა სადაც დაგხვდებათ პატარა სამზარეულო, აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით, რათა კვება მარტივად უზრუნველყოთ.

Metro city-ის შემადგენლობაში ასევე შედის სასტუმრო ეიფორია, სადაც დაგხვდებათ კლასიკური და მდიდრული დიზაინის ნომრები, უმაღლესი ხარისხის მომსახურება და სხვადასხვა კატეგორიის ნომრები, მათ შორის სტანდარტული და საოჯახო ნომრები. ასევე ხელმისაწვდომია საპრეზიდენტო ნომერიც.

კვება

გამომდინარე იქედან რომ Metro city მოიცავს აპარტამენტებს და თითეულ ნომერში ჩაშენებულია მცირე სამზარეულოს კედელი, ნიშნავს იმას, რომ კვება ვიზიტორმა უნდა უზრუნველყოს, თუმცა თუ ამის დრო ან სურვილი არ გაქვთ Metro city-ის სავაჭრო ცენტრში თუ მასთან ახლოს ბევრი კვების ობიექტია.

თუმცა თუ თქვენ სასტუმრო ეიფორიაში ისვენებთ, მაშინ შეგიძლიათ მის რესტორანს ესტუმროთ, რომელიც გასაოცარი ინტერიერით გამოირჩევა. აქ არანაკლებ გამორჩეულია მენიუ, სადაც ძირითადად უცხოური სამზარეულოს კერძები ჭარბობს. რესტორანში ასევე გათვალისწინებულია მენიუ, სპეციალური მოთხოვნებით. უფრო მხიარული საღამოებისთვის კი შეგიძლიათ სასტუმროს ბარს ესტუმროთ.

metro city სავაჭრო ცენტრი

დამატებითი სერვისები

Metro city-ში ისევე როგორც მასში შემავალ სავაჭრო ცენტრსა და სასტუმროში ბევრი დამატებითი სერვისია ხელმისაწვდომი, რომელიც კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის თქვენს ბათუმში ვიზიტს. სერვისთა განსაკუთებული მრავალფეროვნებაა ეიფორიის სასტუმროში, სადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ ბიზნეს ცენტრით და ამასთან გაერთოთ ყოველ საღამოს ღამის კლუბში ტექნო მუსიკასთან ერთად. აქ ხშირად ტარდება სხვადასხვა გასართობი მუსიკალური საღამოები, რაც მხიარული საღამოების გატარების მსურველთათვის იდეალურია.

თუ ბათუმს საქმიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრობთ, შეგიძლიათ Metro city-ის მიერ შემოთავაზებული საკონფერენციო დარბაზით და ინვენტარით ისარგებლოთ, რომელიც სასტუმრო ეიფორიის ნაწილში მდებარეობს. აზარტული თავგადასავლების მოყვარულებს, კი შეგიძლიათ სასტუმროში მდებარე სამორინეს ესტურმოთ, მრავალფეროვანი თამაშებით და დინამიური ატმოსფეროთი.

ღირებულება

Metro city-ში ისევე როგორც მასში შემავალ სასტუმრო ეიფორიაში ერთი ღამის გატარების ღირებულება ოთახის ტიპისა და სეზონის მიხედვით განსხვავდება. დავიწყოთ აპარტამენტებით, რომლის ერთი ღამით ქირაობა მიმდინარე პერიოდში მინიმუმ 264 ლარი დაგიჯდებათ. ხოლო თუ სასტუმრო ეიფორიას ანიჭებთ უპირატესობას, მიმდინარე პერიოდის მინიმალური ფასი 370 ლარია და საპრეზიდენტო აპარტამენტის შემთხვევაში იზრდება 3400 ლარამდე.

სერვისები ბავშვებისთვის

Metro city-ში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის რომ ბავშვებმა შეძლონ გართობა და დასვენება. მაგალითად Metro city-ის სავაჭრო ცენტრში საბავშვო მაღაზიებია, როგორც სათამაშოების ასეე ტანსაცმლის. იქვე მდებარეობს გასართობი მინი ატრაქციონები ბავშვებისთვის და საყვარელი დესერტის ობიექტები.

რაც შეეხება სასტუმრო ეიფორიას, სასტუმროს რესტორანში ხელმისაწვდომია სპეციალური მენიუ პატარებისთვის.