სასტუმრო ბორჯომი პალასი

Borjomi Palace

  1. სასტუმროების მიმოხილვა

ისეთ ცნობილ და კლიმატურად სასარგებლო კურორტზე დასვენება როგორიც ბორჯომია კიდევ უფრო სასიამოვნოა კომფორტულ სასტუმროში სადაც თქვენს სულიერ თუ ფიზიკურ დასვენებაზე მეგობრული პერსონალი იზრუნებს. სწორედ მაღალი ხარისხის მომსაუხრებით გამოირჩევა ცნობილი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Borjomi Palace.

borjomi palace-ის აუზი

მდებარეობა

სასტუმრო Borjomi Palace-ის მდებარეობა საკმაოდ ხელსაყრელია ორი ფაქტორის გათვალისწინებით. მწვანე ტყით დაფარულ მთებსა და წიწვოვანს შორის მოქცეული სასტუმროდან გასაოცარი ხედები იშლება. უნიკალური მდებარეობით ნებისმიერი ნომრიდან შეგიძლიათ საუცხოო ბუნების ხედებით ისიამოვნოთ.

თუმცა ხედებთან ერთად, Borjomi Palace-ის მდებარეობა მოსახერხებელია. კურორტ ბორჯომის გამსახურდიას 17 ნომერში მდებარე სასტუმრო ცენტრთან ახლოს მდებარეობს და ამასთან, გაძლევთ შესაძლებლობას დაათვალიეროთ ბორჯომი მარტივად, მოკლე დროში. სასტუმროსთან ახლოს, როგორც კი მდინარე მტკვარს გადაკვეთთ, შეგიძლიათ ესტუმროთ სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიას, სალონებს, მარკეტებს, რესტორნებსა თუ კაფეებს. იქვე მდებარეობს ბორჯომის მინერალური წყლის საბადო და ჭავჭავაძის სკვერი.

სასტუმრო borjomi palace-ის დიზაინი

დიზაინი

Borjomi Palace-ის ინტერიერი ისევე როგორც ექსტერიერი კლასიკურ და დახვეწილ სტილშია გადაწყვეტილი. აქ იდეალურადაა ერთმანეთთან შესაბამისობაში კლასიკურობისა და თანამედროვეობის არქიტექტურული ელემენტები, აივნებით, თაღოვანი ფანჯრებით და ხის ელემენტებით. რაც შეეხება შიდა დიზაინს, აქ ფერადი და ელეგანტური გარემო დაგხვდებათ, ვინტაჟური ხალიჩებით, კლასიკური ავეჯითა და ხის დეკორაციებით.

სასტუმროს მოსასვენებელი სივრცეების ნაწილი ბაროკულ სტილშია მოწყობილი რაც ატმოსფეროს კიდევ უფრო მდიდრულს და კომფორტულს ხდის. ასევე აღსანიშნავია სასტუმროს ეზო, გამწვანებით, აუზით და მყუდრო მოსასვენებელი სივრცეებით.

სასტუმრო borjomi palace-ის სერვისი

სერვისები და ობიექტები

გამომდინარე იქედან რომ ბორჯომი ცნობილი კურორტია ფიზიკური განტვირთვისთვის და კლიმატოთერაპიის ჩატარებისთვის, სასტუმრო Borjomi Palace-ის სერვისებიც სწორედ სტუმრების ფიზიკურ და სულიერ განტვირთვაზეა ორიენტირებული. სასტუმროში განთავსებულია ორი აუზი, შიდა და ღია, რომელიც ნებისმიერ დროსაა ხელმისაწვდომი ნებისმიერი ასაკის ვიზიტორისთვის. აუზთან მოწყობილია მოსასვნებელი სივრცე თუ მზის სხივებში დასვენება გსურთ.

უფრო მეტი ფიზიკური დასვენებისთვის, კი Borjomi Palace-ში განთავსებულია სპა ცენტრი, სადაც პროფესიონალი გუნდი გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მასაჟს, ორთქლის აბანოებს და ჯაკუზის ოთახს. ასევე ხელმისაწვდომია საუნა და სილამაზის სალონის მომსახურება.

თუ აქტიური რუტინის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ ფიტნეს ცენტრს ესტუმროთ სადაც ხელმისაწვდომია პერსონალური ტრენერის მომსახურებაც. ხოლო მათთვის ვინც ბორჯომს საქმიანი ვიზიტით სტუმრობს, შეუძლიათ ისარგებლონ Borjomi Palace-ის მიერ შემოთავაზებული რესურსებით, რომელშიც შედის შეხვდრებისთვის სპეციალურად გამოყოფილი სივრცე და ყველა საჭირო ინვენტარი.

  • რესტორანი
  • ბარი
  • ბიზნეს ცენტრი
  • სპა ცენტრი
  • ფიტნეს დარბაზი
  • საუნა
  • შიდა და გარე აუზი
სასტუმრო borjomi palace-ის ნომერი

სასტუმროს ნომრები

Borjomi Palace-ის ნომრები უმაღლესი კომფორტითაა უზრუნველყოფილი. აქ დაგხვდებათ მდიდრული და კლასიკური ინტერიერი, ხის კომფორტული ავეჯით, ქვისა და ორნამენტული დეკორით. ასევე თითოეული ნომრიდან სასიამოვნო ხედები იშლება ბორჯომის ულამაზეს ბუნებაზე.

სასტუმრო გთავაზობთ ნომრებს როგორც წყვილებისთვის, ასევე სოლო მოგზაურებისთვის და ოჯახებისთვის. აქ შეგიძლიათ სხვადასხვა კატეგორიის ნომრის არჩევა. მაგალითად სტანდარტული ტიპის ნომრები ხელმისაწვდომია, როგორც ერთსაწოლიანი ასევე ორსაწოლიანი საწოლებით. მათთვის ვინც ოჯახთან ერთად სტუმრობს ბორჯომს, შეუძლიათ აირჩიონ კლასიკური საოჯახო ნომერი, აპარტამენტი ან ე.წ royal suite, სადაც სამიდან ოთხ ადამიანამდე განთავსებაა შესაძლებელი.

კვება

სასტუმროს რესტორანი უმაღლესი ხარისხის საკვებსა და უგემრიელეს მენიუს გთავაზობთ. Borjomi Palace-ის რესტორანში, რომლის დიზაინი ნამდვილად გამოიწვევს თქვენს გაოცებას, მისი მდიდრული ინტერიერიდან გამომდინარე, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ევროპული და ქართული სამზარეულო. ასევე შეგიძლიათ შეუკვეთოთ ცნობილი ქართული ალკოჰოლური ბრენდების პროდუქცია, ხილის ასორტი და სხვა. აღსანიშნავია, რომ მენიუ მორგებულია მცირეწლოვანების საჭიროებებზეც.

უფრო მეტი მხიარულებისთვის სასტუმროში განთავსებულია ბარიც, სადაც სხვადასხვა სახის ხემსითა და კოქტეილების ფართო არჩევანით შეგიძლიათ მხიარული საღამოები გაატაროთ.

დამატებითი სერვისები

იმისთვის რომ ნებისმიერი გემოვნებისა და ასაკის ადამიანმა Borjomi Palace-ში სრულყოფილად შეძლოს დასვენება, სასტუმროში რამდენიმე დამატებითი სერვისი და აქტივობაა ხელმისაწვდომი. ასე მაგალითად, აქ ხშირად ტარდება სხვადასხვა მუსიკალური საღამო, ცოცხალი მუსიკის კონცერტები და თემატური შეკრებები. ასევე ადგილობრივი კულტურის უკეთ გასაცნობად, შეგიძლიათ სპეციალურ ტურშიც მიიღოთ მონაწილეობა. სასტუმრო ასევე გთავაზობთ საფეხმავლო და ველოტურებს კურორტის მასშტაბით.

ფილმის მოყვარულებს შეგიძლიათ Borjomi Palace-ის ფილმის საღამოებს დაესწროთ. განსხვავებული გამოცდილების მისაღებად კი იდეალური იქნება საცხენოსნო ტურის ჩატარება ბორჯომში, რომელსაც borjomi palace-ს გუნდი გთავაზობთ. სამაგიდო თამაშების მოყვარულებს კი შეგიძლიათ ითამაშოთ პონკ-პონგი და სხვადასხვა სამაგიდო თამაში.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ თუ თევზაობა გიყვართ, Borjomi Palace-ში შეგიძლიათ იქირაოთ საჭირო ინვენტარი და მიიღოთ სრული ინფორმაცია სათევზაო ადგილების შესახებ ბორჯომში.

ღირებულება

Borjomi Palace-ში ერთი ღამის გატარება ნომრის კატეგორიისა და სეზონის მიხედვით განსხვავებულია. ფასები საკმაოდ მერყევია, ამიტომ ხშირად საჭიროებს გადამოწმებას. ასე მაგალითად, მიმდინარე პერიოდში ნომრის ერთი ღამით დაქირავების საფასური მინიმუმ 371 ლარიდან იწყება და 714 ლარამდე იზრდება. ოქტომბრის თვიდან კი საფაური შედარებით იკლებს და საშუალოდ 304 ლარს შეადგენს.

სერვისები ბავშვებისთვის

Borjomi Palace-ში იდეალური გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ პატარებმა ისევე როგორც მათმა მშობლება მშვიდად და სასიამოვნოდ შეძლონ დროის გატარება. სასტუმროს ეზოში მოწყობილია პატარებისთვის განკუთვნილი სათამაშო სივრცე, სხვადასხვა მინი ატრაქციონებით. ასევე ხელმისაწვდომია შიდა სათამაშო სივრცე, შენობაში, სადაც ბავშვებს შეუძლიათ სხვადასხვა სამაგიდო თამაშით იმხიარულონ. აქვე აღსანიშნავია, რომ საჭიროების შემთხვევაში მშობლებს შეუძლიათ ძიძის დაქირავების სერვისითაც ისარგებლონ.