სასტუმრო კოლიზეუმ მარინა

Colosseum Marina

  1. სასტუმროების მიმოხილვა

რომის ცნობილი კოლიზეუმის მონახულება საქართველოში მხოლოდ ერთადერთ ქალაქშია შესაძლებელი. სასტუმრო Colosseum Marina გამოგზაურებთ რომში და ამასთან თქვენს დასვენებას კიდევ უფრო კომფორტულს, სასიამოვნოს და მრავალფეროვანს გახდის.

სასტუმრო colosseum marina ზღვის პირას

მდებარეობა

ცნობილი, პრემიუმ კლასის სასტუმრო Colosseum Marina, ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის 16 ნომერში მდებარეობს. ხუთვარკსვლავიანი სასტუმროს მდებარეობა გამორჩეულია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ის საკმაოდ მარტივად საპოვნელია. ასევე მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროსთან საკმაოდ ახლოს, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას რომ Colosseum Marina–ის ნებისმიერი ნომრიდან შეძლოთ ბათუმისა თუ ზღვის პანორამული ხედებით სიამოვნების მიღება. ამასთან თუ ბათუმს ზაფხულის სეზონზე ეწვევით, რამდენიმე წუთიანი სეირნობის შემდეგ ცნობილ ქვიან სანაპიროსთან აღმოჩნდებით და შეძლებთ შავი ზღვაზეც დაისვენოთ.

სხვა მხრივ, სასტუმროსთან ახლოს ბათუმის რამდენიმე ცნობილი ადგილი მდებარეობს, რაც ბათუმის დათვალიერებას კიდევ უფრო გაამარტივებს. მაგალითად, სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს ქალაქის აკვა პარკი, ასევე ცნობილი და უნიკალური არქიტექტურის მქონე იუსტიციის სახლი და მშვიდობის თაღი. აქვე მდებარეობს ყველასათვის საყვარელი მოცეკვავე შადრევნები და რაც მთავარია ბათუმის უმშვენიერესი ბულვარი.

სასტუმრო colosseum marina-ს დიზაინი

დიზაინი

თუ დავუკვირდებით სასტუმროს სახელწოდებას, Colosseum Marina, არც ისე რთული მისახვედრია რომ სასტუმროს დიზაინს კავშირი უნდა ჰქონდეს რომაულ არქიტექტურულ ელემენტებთან. სასტუმროს ექსტერიერი გამორჩეული და დაუვიწყარია. ის იმეორებს ცნობილი რომის კოლიზეუმის ვიზუალს, ულამაზესი თაღოვანი იარუსებითა და რკალოვანი მოხაზულობთ. შესასვლელთან რომაული სტილის კლასიკური ქანდაკებებიც დაგხვდებათ.

არანაკლებ დახვეწილი და ორიგინალურია სასტუმროს ინტერიერი. კლასიკურ სტილში შექმნილი დეკორი, მდიდრულ, ელეგანტურ და მყუდრო გარემოს ქმნის, ნომრებსა თუ მოსასვენებლ სივრცეებში. აქვე უნდა აღინიშნოს ულამაზესი შიდა ეზო აუზითა და ლამაზი დეკორაციებით, რომლებიც შავი ზღვის უნიკალურ ხედებთან ერთად, კიდევ უფრო მიმზიდველი და სასიამოვნოა ვიზუალურად.

სასტუმრო colosseum marina-ს ფიტნეს დარბაზი

სერვისები და ობიექტები

Colosseum Marina პრემიუმ კლასის სასტუმროა, რომელიც მრავალფეროვან სერვისებს გთავაზობთ, რათა დაისვენოთ კომფორტულად და სასიამოვნოდ. სასტუმროში განთავსებულია სამი აუზი, როგორც ღია ასევე შიდა. ამასთან გამოყოფილია ცალკე აუზი პატარებისთვის. ყველა აუზის გამოყენება სასტუმროს ვიზიტორებისთვის უფასოა. ამასთან Colosseum Marina–ის სტუმრებს შეუძლიათ ივარჯიშონ ფიტნეს დარბაზში რომელიც ნებისმიერი ტიპის ვარჯიშისთვის, სრული ინვენტარითაა უზრუნველყოფილი. Colosseum Marina–ის გუნდი ასევე გთავაზობთ სპა ცენტრს მრავალფეროვანი სერვისებით, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ სხვადასხვა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მასაჯით. ხელმისაწვდომია სალონის მომსახურებაც და საუნა, რომელიც იდეალურია ფიზიკური განტვირთვისთვის.

თუ თქვენ საჭიროებთ საქმიან ვიზიტებს, Colosseum Marina–ის გუნდი ამისთვისაც მზადაა. ისინი დაგეხმარებიან რომ თქვენმა შეხვედრამ წარმატებულად ჩაიაროს და მოახდენენ თქვენს უზრუნველყოფას საჭირო ინვენტარით.

  • ბარი
  • რესტორანი
  • შიდა და ღია აუზები
  • სპა ცენტრი
  • ფიტნეს ტენტრი
  • საუნა
  • ბიზნეს ცენტრი
სასტუმრო colosseum marina-ს ნომერი

სასტუმროს ნომრები

Colosseum Marina–ის ნომრები ულამაზესი ხედებით და მდიდრული ინტერიერით გამოირჩევა. ხის ავეჯი, კონტრასტული ფერების ინტერიერით და კლასიკური დეკორაციები ელეგანტურ და დახვეწილ სივრცეს ქმნის. სასტუმროს თითოეული ნომერი ყველა საჭირო ნივთითა და ინვენტარითაა უზრუნველყოფილი.

ამასთან სასტუმროს ნომრებიდან საოცარი ხედები იშლება, როგორც შავი ზღვის სანაპიროზე ასევე ბათუმის თანამედროვე ნაწილზე. რაც შეეხება სასტუმროში ნომრების კატეგორიის მრავალფეროვნებას, გაითვალისწინეთ, რომ Colosseum Marina–ში მხოლოდ სტანდარტული ნომრებია ხელმისაწვდომი სადაც მაქსიმუმ 3 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აქ შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის ნომრის არჩევა, მაგალითად ნომრები ერთი და ორსაწოლიანი საძინებლით, აივნით ან გასასვლელით ტერასაზე.

სასტუმრო colosseum marina სამზარეულო

კვება

Colosseum Marina–ს ულამაზეს რესტორანსა და ბარში შეგიძლიათ მრავალფეროვანი და ხარისხიანი მენიუს დაგემოვნება, რომელშიც შედის როგორც ქართული ასევე უცხოური სამზარეულოს კერძები. ასევე აღსანიშნავია, რომ სასტუმროს გუნდი ითვალისწინებს ვიზიტორების ინდვიდუალურ მოთხოვნებს და გთავაზობთ მენიუს სპეციალური მოთხოვნების გათვალისწინებით, ისევე როგორც სპეციალურ მენიუს მცირეწლოვანებისთვის.

თუმცა მენიუს მრავალფეროვნებასთან ერთად, აღსანიშნავია Colosseum Marina–ის რესტორნის ულამაზესი ინტერიერი, კლასიკური და ელეგანტური დიზაინით. თუ დროის უფრო მხიარულად გატარება გსურთ, საღამოობით შეგიძლიათ სასტუმროს ბარს ესტუმროთ, სადაც მუსიკასთან ერთად მრავალფეროვანი კოქტეილების დაგემოვნებას შეძლებთ.

დამატებითი სერვისები

იმისთვის, რომ ვიზიტორებმა შეძლონ დროის გატარება, Colosseum Marina–ის გუნდი რამდენიმე დამატებით სერვისს გთავაზობთ. უფრო მეტი მრავალფეროვნებისთვის, სასტუმროში შეგიძლიათ ითამაშოთ ბილიარდი სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში. ასევე ხელმისაწვდომია სივრცე ტენისის მოყვარულებისთვის, რადგან მოწყობილია ტენისის კორტი, რაც იდეალურია იმისთვის, რომ დრო ერთდროულად პროდუქტიულად და მხიარულად გაატაროთ. ტენისისთვის ყველა საჭირო ინვენტარით სასტუმრო უგზრუნველყოფთ.

ღირებულება

Colosseum Marina–ში ნომრის ერთი ღამით დაქირავების საფასური ნომრის ტიპის მიხედვით განსხვავებულია. მიმდინარე პერიოდისთვის, ერთი ღამის გატარების საფასური მინიმუმ 371 ლარიდან იწყება და დაახლოებით 495 ლარამდე მერყეობს. თუმცა თუ სასტუმროს ნაკლებად სეზონურ პერიოდში ეწვევით, როგორიცაა გვიანი შემოდგომა, ერთი ღამით ნომრის ქირაობა 205 ლარი დაგიჯდებათ.

სერვისები ბავშვებისთვის

Colosseum Marina–ში კომფორტული გარემოა მოწყობილი პატარებისთვისაც. მცირეწლოვანებს შეუძლიათ სასტუმროს აუზში გაერთონ. ასევე სასტუმროს რესტორანში შექმნილია სპეციალური მენიუ ბავშვებისთვის.

ადაპტირებული გარემო შშმ პირებისთვის

პრემიუმ კლასის სასტუმროს ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია იმაზე რომ შშმ ვიზიტორებმა შეძლონ უსაფრთხოდ და კოფმორტულად გადაადგილება. ეს ეხება როგორც სასტუმროს საერთო სივრცეებს ასევე ნომრებს, სადაც სააბაზანო მორგებულია ეტლით მოსარგებლე პირებზე.