სასტუმრო Marco Polo Gudauri საბაგირო გზასთან

Marco Polo Gudauri

  1. სასტუმროების მიმოხილვა

თუ გსურთ გუდაურში კომფორტული დასვენება სასიამოვნო გარემოში, საიდანაც ნებისმიერ სეზონზე შეძლებთ ბუნების ულამაზესი ხედების დათვალიერებას, მაშინ ამისთვის marco polo gudauri საუკეთესო არჩევანია. პრემიუმ კლასის სასტუმროში ყველა პირობა დაგხვდებათ სასიამოვნო და კომფორტული დასვენებისთვის.

სასტუმრო Marco Polo Gudauri-ს მდებარეობა

მდებარეობა

კურორტ გუდაურში მდებარე Marco Polo Gudauri საკმაოდ ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობს. ეს არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მოქცეულია გუდაურის ულამაზეს მთებს შორის, რაც გაძლევთ იმის გარანტიას რომ თქვენი ნომრიდან შეძლებთ ისიამოვნოთ საუცხოო ბუნების ხედებით, იქნება ეს ზაფხულის თუ ზამთრის სეზონი.

ამასთანMarco Polo Gudauri–თან ახლოს რამდენიმე რესტორანი და კაფე მდებარეობს. ამასთან თუ მანქანით მგზავრობთ, საკმაოდ მალე აღმოჩნდებით ამაღლების ულამაზეს ეკლესიასთან. გამომდინარე იქედან რომ გუდაური განსაკუთრებული პოპულარობთ სარგებლობს ზამთრის სპორტის მოყვარულებში, სასტუმრო იდეალური არჩევანია რადგან მდებარეობს საბაგირო ხაზთან საკმაოდ ახლოს, რაც გაძლევთ შესაძლებლობას დატკბეთ გუდაურის პანორამული ხედებით და გამოსცადოთ კურორტის ცნობილი სათხილამურო ტრასები.

სასტუმრო Marco Polo Gudauri-ს დიზაინი

დიზაინი

სასტუმრო Marco Polo Gudauri–ს დიზაინი სრულიად ორიენტირებულია შექმნას მყუდრო და კომფორტული გარემო. აქ დაგხვდებათ დახვეწილი და ელეგანტური ინტერიერი, უმაღლესი ხარისხის კომფორტული ავეჯითა და ულამაზესი დეკორით. გუდაურის ესთეტიკიდან გამომდინარე, სასტუმროს ინტერიერსა და ექსტერიერში აქცენტი გაკეთებულია ხის ელემენტების გამოყენებაზე, თუმცა ამასთანავე იკვეთება თანამედროვე არქიტრექტურული ელემენტებიც.

Marco Polo Gudauri–ს მოსასვენებელ სივრცეებში გამოყენებულია კლასიკური ინტერიერი, თანამედროვე ხის ელემენტებითა და ელეგანტური ავეჯით. აქაური ატმოსფერო ერთდროულად ქმნის თანამედროვეობისა და დახვეწილი კლასიკურობის გარემოს. ამასთან აქცენტი გაკეთებულია ხედებზე, რაც კიდევ უფრო მეტ სივრცეს ქმნის სასტუმროში.

სასტუმრო Marco Polo Gudauri-ს ბოულინგის დარბაზი

სერვისები და ობიექტები

პრემიუმ კლასის სასტუმრო Marco Polo Gudauri გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და სრულ მრავალფეროვნებას, რათა ნებისმიერი გემოვნების მქონე ვიზიტორისთვის აქ გატარებული დრო იყოს შთაბეჭდილებებით სავსე. სასტუმროში განთავსებულია შიდა აუზი, რომელიც ნებისმიერ სეზონზე, ყველა დამსვენებლისთვისაა ხელმისაწვდომი. უფრო მეტი ფიზიკური განტვირთვისთვის კი ხელმისაწვდომია სპა ცენტრი, სხვადასხვა სარელაქსაციო სერვისებით, სადაც პროფესიონალთა გუნდი მოგემსახურებათ. აქვე განთავსებულია საუნა.

თუ პროდუქტიული რუტინის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ Marco Polo Gudaurii–ს ფიტნეს დარბაზსს ესტუმროთ, სადაც ყველა საჭირო ინვენტარი დაგხვდებათ სრულყოფილი ვარჯიშისთვის. და თუ ბუნებაში დროის გატარებას ანიჭებთ უპირატესობას, სასტუმროს იდეალურად აქვს მოწყობილი გარე მოსასვენებელი სივრცეები, როგორც თოვლიანი ასევე მზიანი ამინდებისთვის, სადაც შეძლებთ დროის მშვიდად გატარებას და საუცხოო ხედებით სიამოვნების მიღებას. საქმიანი ვიზიტებისთვის, კი გამოყოფილია შეხვედრების სივრცე და ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ინვენტარი.

  • რესტორანი
  • ბარი
  • შიდა აუზი
  • სპა ცენტრი
  • ფიტნეს ცენტრი
  • საუნა
სასტუმრო Marco Polo Gudauri-ს ნომერი

სასტუმროს ნომრები

სასტუმრო Marco Polo Gudauri–ს ნომრებში სასიამოვნო და მყუდრო ატმოსფერო დაგხვდებათ. კლასიკური და ელეგანტური დიზაინის მქონე ნომრები ყველა საჭირო ნივთითაა უზრუნველყოფილი, მათ შორის ჰიგიენისთვის საჭირო ინვენტარით. ამასთან თითოეული ნომრიდან საოცარი ხედები იშლება გუდაურის ულამაზეს ბუნებაზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ Marco Polo Gudauri იდეალურია მათთვის ვინც გუდაურს მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად სტუმრობს. აქ შეგიძლიათ იქირაოთ როგორც სტანდარტული ნომრები, იდეალური წყვილებისთვის, ასევე საოჯახო ნომრები 4–5 ადამიანისთვის. ხელმისაწვდომია, როგორც ერთ ასევე ორსაწოლიანი საძინებლებით. ამასთან შეგიძიათ აირჩიოთ ე.წ. deluxe ნომერი. ამასთანავე შეგიძლიათ ცალკე მდგომი კერძო, სახლის ტიპის ნომრები იქირაოთ, რომელშიც შედის ოთხი საძინებელი და მისაღები ოთახი. აქ 8 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

სასტუმრო Marco Polo Gudauri-ს რესტორანი

კვება

სასტუმრო Marco Polo Gudauri–ში გემრიელი და მრავალფეროვანი მენიუ დაგვხდებათ. აქ ხელმისაწვდომია, როგორც ქართული ასევე ევროპული სამზარეულო. ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ხილის ასორტი, სხვადასხვა სახის ბრენდული ალკოჰოლი ან მოითხოვოთ მენიუ, სპეციალური მოთხოვნებით. ასევე ხელმისაწვდომია მენიუ ბავშვებისთვის. ასევე მენიუში შედის დიეტური და ვეგანური კერძებიც.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. Marco Polo Gudauri–ის ულამაზესი რესტორნის გარდა შეგიძლიათ ესტუმროთ სასტუმროს ბარს, მრავალფეროვანი მენიუთი და სასიამოვნო გარემოთი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული საღამოობით არის.

დამატებითი სერვისები

სასტუმრო Marco Polo Gudauri რამდენიმე დამატებით აქტივობას გთავაზობთ, რათა თქვენი გუდაურში ყოფნის პერიოდი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადოთ. სიმშვიდის მოყვარულებს, შეგიძლიათ სასტუმროს გარე სივრცეებით და პიკნიკისთვის გამოყოფილი სპეციალური ზონებით ისარგებლოთ. ასევე შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი და მოაწყოთ ველოტური გუდაურის ულამაზეს ბუნებაში. ასევე შეგიძლიათ ითამაშოთ ბილიარდი, ბადმინტონი, ბოულინგი ან მონაწილეობა მიიღოთ სალაშქრო გასვლებში გუდაურში.

და თუ უფრო მხიარული და აქტიური დროის გატარება გსურთ, მაშინ დაესწარით Marco Polo Gudauri–ის მხიარულ მუსიკალურ საღამოებს ბარში, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ ტექნო მუსიკით, იხალისოთ კარაოკე ბარში და ისიამოვნოთ სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებით. ამასთან სასტუმრო Marco Polo Gudauri გთავაზობთ ლაშქრობისთვის და ზამთრის სპორტისთვის საჭირო ინვენტარს, რათა თქვენი თავგადასავლები გუდაურში კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადოთ.

ღირებულება

თუ Marco Polo Gudauri–ში დასვენებას გადაწყვეტთ, უნდა იცოდეთ, რომ ნომრების ფასი ცვალებადია მათი ტიპისა და სეზონის მიხედვით. მაგალითად მიმდინარე პერიოდში, Marco Polo Gudauri–ში ერთი ღამის გატარებისთვის მინიმუმ 273 ლარი დაგჭირდებათ, თუმცა ფასები ცვალებადია და საშუალოდ 420 ლარამდე იზრდება. შედარებით მაღალია ფასები ზამთრის სეზონზე, სადაც ერთი ნომრის ფასი საშუალოდ 645 ლარიდან იწყება.

სერვისები ბავშვებისთვის

სასტუმროში ყველა პირობაა შემნილი იმისთვის, რომ ბავშვებმა სრულყოფილად შეძლონ დასვენება. ღია სივრცეში ისევე როგორც შენობაში მოწყობილია ბავშვთა გასართობი სივრცე, სხვადასხვა მინი ატრაქციონებით და სათამაშოებით. ასევე ხელმისაწვდომია სამაგიდო თამაშები. მცირეწლოვანებისთვის ხელმისაწვდომია ძიძის დაქირავების სერვისიც, რათა ბავშვებთან ერთად, მშობლებმაც შეძლონ განტვირთვა და დასვენება.