სასტუმროcalypso kvariati

calypso kvariati

  1. სასტუმროების მიმოხილვა

კვარიათის ბუნება მთისა და ზღვის საუცხოო ხედებითაა გამორჩეული. და თუ გსურთ რომ მრავალფეროვანი პანორამული ხედებით ისიამოვნოთ და ამასთან ისარგებლოთ მეგობრული პერსონალის უმაღლესი ხარისხის მომსახურებით, ეწვიეთ სამვარსკვლავიან სასტუმროს calypso kvariati.

მდებარეობა

სასტუმრო calypso kvariati-ს უნიკალური ადგილმდებარეობა აქვს. ცნობილ ქვიან სანაპიროსა და კვარიათის ულამაზეს მწვანე ტროპიკულ მთებს შორის მოქცეული სასტუმრო იოანე ლაზის პირველ ნომერში მდებარეობს.

გარდა იმისა, რომ სასტუმროს მდებარეობა ვიზიტორებს შესაძლებლობას აძლევს ერთდროულად ისიამოვნონ მთისა და ზღვის ხედებით, ასევე კომფორტულს ხდის კვარიათის დათვალიერებას. სასტუმროდან რამდენიმე წუთის სეირნობის შემდეგ შეგიძლიათ კვარიათის ქვიან სანაპიროებზე დაისვენოთ. ასევე ახლოსაა კვარიათის ზიპლაინი, რომელიც სეზონურად მუშაობს. სასტუმროსთან ახლოს ასევე განთავსებულია რამდენიმე რესტორანი, სადაც ქართული სამზარეულოს დაგემოვნებას შეძლებთ.

დიზაინი

სასტუმრო calypso kvariati-ის დიზაინი მინიმალისტური და თანამედროვეა. ექსტერიერი გადაწყვეტილია სადა სტილში, რომლის ფერებიც იდეალურადაა შესაბამისობაში ზღვის ფერებთან.

რაც შეეხება სასტუმროს ინტერიერს, აქ დაგხვდებათ ნათელი და პოზიტიური ატმოსფერო, ღია ფერებით, თანამედროვე სტილის დეკორაციებით და მინიმალისტურად მორთული სივრცეებით, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება კვარიათის საუცხოო მთისა და ზღვის ხედებზე. სწორედ ამ ხედების კიდევ უფრო გამოსაკვეთათ სასტუმროს შიდა ინტერიერი საკმაოდ სადაა, თუმცა ქმნის სივრცისა და თბილი ატმოსფეროს ასოციაციას.

სერვისები და ობიექტები

სასტუმროში კომფორტულო გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ ნებისმიერი გემოვნების მქონე ვიზიტორმა შეძლოს სასიამოვნო დრის გატარება და განტვირთვა. მშვიდი დასვენების მოყვარულთათვის სასტუმროს გარე სივცეში მოწყობილია მოსასვენებელი ზონები, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ calypso kvariati-ს ღია აუზით, საიდანაც ასევე შეგიძლიათ ისიამოვნოთ ულამაზესი ზღვის ხედებით.

ფიზიკური განტვირთვის მოყვარულებს, შეუძლიათ დაესწრონ calypso kvariati-ს გუნდის მიერ შემოთავაზებულ იოგას კლასებს, პროფესიონალ იოგთან ერთად.

  • რესტორანი
  • ბარი
  • ღია აუზი
  • იოგას კლასები

სასტუმროს ნომრები

სასტუმრო calypso kvariati-ის ნომრები კომფორტული და ნათელია. აქაც, სასტუმროს მოსასვენებელი სივრცეების მსგავსად, ინტერიერში აქცენტი გაკეთებულია ხედებზე. ამიტომ ნომრებში დაგხვდებათ მინიმალისტური და თანამედროვე დიზაინი, კომფორტულო ავეჯით და ფერადი გარემოთი. ინტერიერის ფერები ინსპირირებული ზღვის ფერებით.

აქვე აღსანიშნავია, რომ სასტუმროში შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც სტანდარტული ნომრები ორი ადამიანისთვის ასევე საოჯახო ნომრები. ნომრების დიდი ნაწილი არის ხედით ზღვაზე. შეგიძლიათ აირჩიოთ ნომერი აივნით და მის გარეშე. საოჯახო ნომრები განკუთვნულია 4 ადამიანისთვის და უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ნივთითა და ინვენტარით.

კვება

სასტუმრო calypso kvariati-ის პროფესიონალ მზარეულთა გუნდი გთავაზობთ ჯანსაღ და გემრიელ მენიუს, სასტუმროს ულამაზეს რესტორანში. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ქართული თუ უცხოური სამზარეულოს კერძები, ასევე შეუკვეთოთ მსუბუქი საუზმე, ხილის ასორტით და დააგემოვნოთ ეროვნული ალკოჰოლის ბრენდები. ასევე ხელმისაწვდომია საუზმის ნომერში გამოძახების სერვისიც.

აღსანიშნავია, ისიც რომ calypso kvariati-ს გუნდი ითვალისწინებს ვიზიტორების ინდივიდუალურ მოთხოვნებს და მენიუში გთავაზობთ სპეციალურ შეთავაზებებს ბავშვებისთვის და მათთვის, ვინც ჯანსაღ კვებას ანიჭებს უპირატესობას.

დამატებითი სერვისები

calypso kvariati-ში რამდენიმე დამატებითი სერვისი და აქტივობაა ხელმისაწვდომი, რათა ნებისმიერ სეზონზე, თქვენს მიერ გატარებული დრო კვარიათში იყოს საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე. სპორტის მოყვარულებს, სასტუმრო გთავაზობთ სხვადასხვა მატჩის ლაივ ტრანსლაციას, სადაც მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ თქვენს საყვარელ გუნდს უგულშემატკივროთ. თუ აჭარის კულტურა გაინტერესებთ, შეგიძლიათ ადგილობრივი კულტურის ტურს შეუერთდეთ, სადაც ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებთ ამ ულამაზეს მხარეზე. კვარიათის საუცხოო ბუნების უფრო ახლოს გასაცნობათ, calypso kvariati გთავაზობთ საფეხმავლო ტურებს კვარიათის ცნობილი ღირსშესანიშნაობების მონახულებით.

მაგრამ თუ უფრო განსხვავებულ და გასართობ გამოცდილებებს ეძებთ, შეგიძლიათ გაერთოთ სამაგიდო თამაშებით, ითამაშოთ ბადმინტონი, ან ასევე ესტურმოთ calypso kvariati-ს ბარს, სადაც მხიარული გარემო და მუსიკა დაგხვდებათ.

ღირებულება

calypso kvariati-ში ნორმრის ერთი ღამით დაქირავების ღირებულება ნორმის კატეგორიისა და სეზონის მიხედვით განსხვავება. მიმდინარე პერიოდში ერთი ღამის calypso kvariati-ში გატარებისთვის მინიმუმ  220 ლარი დაგჭირდებათ.

სერვისები ბავშვებისთვის

სასტუმროში კომფორტული გარემოა მოწყობილი ბავშვებისთვის. კონკრეტულად calypso kvariati-ში ბავშვებს შეუძლიათ გაერთონ სპეციალურად მოწყობილ გარე სათამაშო სივრცეში, ან ასევე გაატარონ მხიარული რო შენობაში განთავსებულ სათამაშო სივრცეში. ამასთან აღსანიშნავია, რომ calypso kvariati-ს რესტორანში ხელმისაწვდომია სპეციალური მენიუ ბავშვებისთვის, სადაც შეგიძლიათ ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით შეუკვეთოთ კერძი ბავშვებისთვის.