სასტუმრო ბაკურიანი მგზავრები

სასტუმრო Mgzavrebi Bakuriani

  1. სასტუმროების მიმოხილვა

თუ ბაკურიანში მოგზაურობისას თქვენთვის პრიორიტეტია კომფორტული დასვენება და უმაღლესი ხარისხის მომსაუხრება, მაშინ იდეალური იქნება თუ აირჩევთ ცნობილ სასტუმრო ბაკურიანი მგზავრებს. ეს არის მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფეროს მქონე ადგილი, მრავალფეროვანი და უმაღლესი დონის მომსახურებით.

სასტუმრო ბაკურიანი მგზავრები

მდებარეობა

ბაკურიანი მგზავრების ადგილმდებარეობა რამდენიმე ფაქტორის გამო შეიძლება ჩაითვალოს როგორც მოსახერხებელი და იდეალური. პირველ რიგში მისი პოპულარობიდან და მარტივად საპოვნელი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სასტუმროს პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. კობა ცაკაძის ექვს ნომერში მდებარე სასტუმროს მდებარეობა ასევე გასაოცარი ხედების დათვალიერების შესაძლებლობითაც გამოირჩევა. იქნება ეს ზაფხულის თუ ზამთრის თოვლიანი სეზონი, ულამაზესი ბუნების და კურორტის ხედებით, ბაკურიანი მგზავრებში ნამდვილად ისიამოვნებთ.

ამასთან სასტუმროსთან ახლოს ბევრი საჭირო ობიექტი მდებარეობს, რაც დასვენებას უფრო კომფორტულს ხდის. მაგალითად საკმაოდ ახლოს მდებარეობს მარკეტი, ბენზინგასამართ სადგური, სამედიცინო ცენტრი და რაც მთავარია შესანიშნავი რელიეფი ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის.

სასტუმრო ბაკურიანი მგზავრების ინტერიერი

დიზაინი

სასტუმრო მგზავრები ბაკურიანის ექსტერიერი იდეალურად შეესაბამება ბაკურიანის ბუნებას და ესთეტიურ თავისებურებებს. აგებულია თანამედროვე არქიტექტურული ელემენტების გამოყენებით სადაც ჭარბობს ხის ელემენტები. ეს კი განსაკუთრებულად მყუდრო ასოციაციას ქმნის, რაც იდეალურად ერგება კურორტის ზამთრის სეზონს.

რაც შეეხება ინტერიერს, აქ დაგხვდებათ ფერადი და მყუდრო ინტერიერი, რომელიც ნებისმიერ სეზონსა და ამინდში სასიამოვნო და დადებით ატმოსფეროს ქმნის. ნათელი ფერები, ხის დეკორაციები, სიმწვანე, კომფორტული ავეჯი და აქცენტი ხედზე, სასიამოვნო გარემოს ქმნის და კიდევ უფრო მეტად აამაღლებს თქვენს განწყობას ბაკურიანში დასვენებისას.

სერვისები და ობიექტები

ბაკურიანი მგზავრები განსაკუთრებით მოეწონებათ მათ ვისაც ბუნებაში მშვიდი დასვენება ან თხილამურებით სრიალი უყვართ. სასტუმრო გთავაზობთ გარე სარეაკრაციო ზონებს რათა შეძლოთ ისიამოვნოთ ბაკურიანის ულამაზესი ბუნებითა და პანორამული ხედებით. აქ შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკიც.

ფიზიკური განტვირთვისთვის, შეგიძლიათ ესტუმროთ ბაკურიანი მგზავრების საუნას ან იქირაოთ ველოსიპედი და მოაწყოთ ველო ტური ბაკურიანის ულამაზეს ბუნებაში. ასევე სასტუმროში განთავსებულია სათამაშო სივრცე და საერთო მოსასვენებელი ზონა ტელევიზორით, სადაც შეგიძლიათ დრო მშვიდად გაატაროთ და ახალი მეგობრებიც შეიძინოთ.

  • ბარი
  • რესტორანი
  • საუნა
  • ველო ტური
სასტუმრო ბაკურიანი მგზავრების ნომერი

სასტუმროს ნომრები

მგზავრები ბაკურანის ნომრები კომფორტული და ნათელია. ინტერიერი იდეალურად ქმნის დადებით და პოზიტიურ გარემოს თითოეულ ოთახში, სადაც აღსანიშნავია რომ აქცენტი გაკეთებულია სიმწვანეზე და მცენარეულ დეკორზე. ასევე დიზაინი მეტ წილად თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა შექმნილია მყუდრო ატმოსფერო, რაც ბაკურიანის ესთეტიკის გასაძლიერებლად უმნიშვნელოვანესია. ნათელი და კომფორტულად მოწყობილი ნომრებიდან ულამაზესი ხედები იშლება, როგორც ბაკურიანის ბუნებაზე ასევე უშუალოდ კურორტზე, მთებსა და შიდა ეზოზე.

რაც შეეხება ნომრების კატეგორიათა არჩევანს მგზავრები ბაკურიანში, აქ ხელმისაწვდომია ნომრები როგორც წყვილებისთვის, ასევე მათთვის ვინც ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად აპირებს ბაკუიანში დასვენებას. ასევე ხელმისაწვდომია მცირე აპარტამენტის ტიპის ნომრები ორი ადამიანისთვის, სადაც მინი სამზარეულოც დაგხვდებათ, ყველა საჭირო ინვენტარით.

კვება

მგზავრები ბაკურიანის გუნდი იზრუნებს იმაზე, რომ ისიამოვნოთ ჯანსაღი და მრავალფეროვანი მენიუთი. სასტუმროს რესტორნის მენიუში შეხვდებით როგორც ქართულ ასევე ევროპულ სამზარეულოს, უგემრიელეს დესერტებს და ჯანსაღ რაციონსაც. ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ალკოჰოლისა და ხემსის მრავალფეროვანი ასორტიმენტი.

დამატებითი სერვისები

მგზავრები ბაკურუანი ზრუნავს თქვენს განწყობაზე და გთავაზობთ რამდენიმე დამატებით სერვისს, რათა დრო სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაატაროთ. იმისთვის, რომ განსხვავებული გამოცდილება მიიღოთ იდეალურია თუ აირჩევთ ადგილობრივი კულტურის კლასებს სადაც უამრავ საინტერესო ფაქტს გაიგებთ და ამასთან მიიღებთ განსხვავებულ გამოცდილებას.

სასტუმროში ასევე ხშირად ტარდება თემატური ვახშმები, რაც საღამოს მხიარულად გატარებისთვის იდეალური ალტერნატივაა. ამასთან სასტუმროს გუნდი გთავაზობთ საფეხმავლო და ველო ტურებს ბაკურიანში, რაც თავგადასავლების მოყვარულებს განსაკუთრებით დაგაინტერესებთ. და რაც მთავარია, სასტუმრო ბაკურიანი მგზავრებში განთავსებულია ზამთრის სპორტისთვის საჭირო ინვენტარის საწყობი სადაც შეგიძლიათ სასურველი იქირაოთ და ბაკურიანის სათხილამურო ტრასებზე სრიალით ისიამოვნოთ.

ღირებულება

მგზავრები ბაკურიანში ნომრის ერთი ღამთ დაქირავებისთვის გასათვალისწინებელია ვიზიტის პერიოდი და ნომრის კატეგორია. ბუნებრივია ზამთრის სეზონზე ფასები განსხვავებულია ზაფხულის და სხვა სეზონებთან შედარებით. მიმდინარე პერიოდისთვის, ერთი ღამის ბაკურიანი მგზავრებში გასატარებლად თქვენ მინიმუმ 100 ლარი დაგჭირდებათ.

სერვისები ბავშვებისთვის

ბაკურიანი მგზავრებში იდეალური გარემოა შექმნილი პატარებისთვის. აქ ბავშვებს შეუძლიათ გაერთონ როგორც გარე ასევე შიდა სპეციალურად მოწყობილ სათამაშო სივრცეში. ამასთან სასტუმროს რესტორანში მათთვის სპეციალური მენიუა გამოყოფილი. სასტუმრო უსაფრთხოა ბავშებისთვის, რადგან შესაბამის სივრცეებში დამონტაჟებულია სპეციალური ჭიშკრები. ამასთან პატარებისთვის ხშირად ეწყობა გასართობი საღამოები სხვადასხვა სახალისო აქტივობებით.