სასტუმრო castello mare

Castello Mare

  1. სასტუმროების მიმოხილვა

castello mare ცნობილი პრემიუმ კლასის სასტუმროა, უნიკალური მდებარეობით, არქიტექტურით, დახვეწილი გარემოთი და უმაღლესი დონის მომსახურებით, რომელიც სრულიად სხვანაირად დაგანახებთ აჭარის საუცხოო ბუნებას და შავი ზღვის სილამაზეს. აქ ყველაფერია იდეალური დასვენებისთვის.

სასტუმრო castello mare ციხისძირის ნაპირზე

მდებარეობა

სასტუმრო castello mare ცნობილია უნიკალური ხედებით როგორც აჭარის ტროპიკულ ბუნებაზე ასევე შავ ზღვაზე. ამ განუმეორებელ ხედებს კი ამ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს უნიკალური მდებარეობა განაპირობებს. მდებარეობს სოფელ ციხისძირში, გზის პირას რაც საპოვნელად საკმაოდ მარტივია. ზღვის პირას, შემაღლებულ გორაზე აშენებული სასტუმრო პირდაპირ შავი ზღვის სანაპიროებს გადაჰყურებს.

ულამაზეს ადგილმდებარეობასთან ერთად, castello mare გამოირჩევა მოსახერხებელი გეოგრაფიითაც. ახლოს მდებარეობს რკინიგზის სადგური, და ისეთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა, როგორიცაა პეტრას ციხე. ციხისძირიც თავისთავად უნიკალური სილამაზის და ისტორიის მქონე სოფელია. ამასთან სასტუმრო ახლოს მდებარეობს აჭარის ორ ულამაზეს ქალაქთან: ბათუმთან და ქობულეთთან. მანქანით 15-20 წუთიანი მგზავრობის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ქალაქშიც გაერთოთ და გაატაროთ სასიამოვნო დრო.

სასტუმრო castello mare-ს ინტერიერი

დიზაინი

სასტუმრო castello mare დახვეწილი არქიტექტურული თუ შიდა ინტერიერის ელემენტებით გამოირჩევა. აუცილებლად თვალში მოგხვდებათ უცხო შენობის სტილი, გუმბათოვანი დაბოლოებებით და მინიმალისტური დეკორაციით, რომელიც საოცრად შესაბამისობაში მოდის ციხისძირის უნიკალურ მწვანე ბუნებასთან. გამწვანებულ ეზოში განთავსებულია ღია ფერის მასალის მქონე სხვადასხვა დეკორაციები რაც საბოლოო ჯამში ელეგანტურ და კლასიკურ გარემოს ქმნის.

თუმცა შიდა ატმოსფერო სრულიად განსხვავდება პირველადი შთაბეჭდილებისგან. აქ ბევრად თანამედროვე და ფერადი გარემო დაგხვდებათ. საერთო მოსასვენებელ სივრცეებში გამოყენებულია ნათელი ფერები და მკვეთრი დეკორაციები, რაც კიდევ უფრო საზაფხულო და მხიარულ ატმოსფეროს ქმნის. ასევე ფერადი და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა სასტუმროს სერვის ობიექტები და ნომრები.

castello mare-ს აუზი და სპა

სერვისები და ობიექტები

castello mare-ში დაგხვდებათ სრულყოფილი გარემო იმისთვის, რომ დაისვენოთ და განიტვრითოთ. აქ მოგემსახურებათ პროფესიონალთა მეგობრული გუნდი, რომელიც თქვენთვის მაქსიმალური კომფორტის შეთავაზებასა და უზრუნველყოფაზე იზრუნებს. სასტუმროში დროის გატარება ბევრი აქტივობით შეგიძლიათ. მაგალითად შეგიძლიათ განიტვირთოთ castello mare-ს ღია და დახურულ აუზებზე, რომელიც ნებისმიერი ასაკის ვიზიტორზეა გათვლილი. აუზთან მოწყობილია რეკრეაციული სივრცე ქოლგებითა და კომფორტული სკამებით. სასტუმროში ასევე განთავსებულია სპა ცენტრი სადაც ათეულობით სერვისია ხელმისაწვდომი. აქ პროფესიონალთა გუნდი გთავაზობთ სხვადასხვა სახის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მასაჯებს, რომელიც უფრო გააჯანსაღებს და ტონუსში მოიყვანს თქვენს სხეულს. ასევე შეგიძლიათ დაისვენოთ castello mare-ს საუნაში, ცხელი ჯაკუზის ოთახში ან ეწვიოთ მინი სალონს, სადაც სხვადასხვა სერვისებით შეძლებთ ისარგებლოთ.

თუ castello mare-ში თქვენი ვიზიტის მთავარი მიზანი საქმიანი შეხვედრაა, სასტუმრო ამ მხრივად დაგეხმარებათ მოეწყოთ იდეალურად და თავი იგრძნოთ კომფორტულად. შეგიძლიათ გამოიყენოთ კონფერენციებისთვის განკუთვნილი სივრცე და ყველა საჭირო ინვენტარი რაც შეხვედრების და პრეზენტაციების ჩასატარებლადაა საჭირო.

  • ბარი
  • რესტორანი
  • ღია და დახურული აუზი
  • სილამაზის სალონი
  • ცხელი ჯაკუზის ოთახი
  • საუნა
  • სპა ცენტრი
  • ბიზნეს ცენტრი
სასტუმრო castello mare-ს ნომერი ზღვის თემატიკით

სასტუმროს ნომრები

castello mare-ს ნომრები გამორჩეული დიზაინის მქონეა. აქ დაგხვდებათ თანამედროვე და ფერადი ინტერიერი რომელიც საოცრად პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნის თითოეულ ნომერში. ფერად კედლის დეკორაციებთან და ნათელ ფერებთან ერთად, შეუძლებელია არ აღინიშნოს გასაოცარი ხედები, რომლებიც ნომრებიდან იშლება. პანორამული ზღვის ხედები უფრო ჰარმონიულ ატმოსფეროს შექმნის.

სასტუმროს ნომრები ასევე კატეგორიათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. castello mare იდეალურია როგორც სოლო მოგზაურებისთვის, ასევე წყვილებისთვის და მათთვისაც ვინც მეგობრების ჯგუფთან ან ოჯახთან ერთად სტუმრობს ციხისძირს. აქ შეგიძლიათ იქირაოთ სტანდარტული ნომრები ორი ადამიანისთვის ან საოჯახო ნომრები ზღვის ხედით. ხელმისაწვდომია ორსაძინებლიანი საოჯახო ნომრებიც, რომლებიც 4-ზე მეტი ადამიანისთვისაა განკუთვნილი. უფრო მდიდრული დასვენებისთვის, შეგიძლიათ საპრეზიდენტო ნომერიც იქირაოთ.

სასტუმრო castello mare-ს რესტორანი

კვება

სასტუმრო castello mare-ში უგემრიელესი და მრავალფეროვანი მენიუ დაგხვდებათ. გასაოცარი დიზაინის მქონე რესტორანში, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება, შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ქართული ასევე ევრიპული სამზარეულოს კერძები. აქ მენიუ ჯანსაღი ინგრედიენტებითაა შედგენილი და პროფესიონალთა გუნდი ითვალისწინებს ვიზიტორთა ინვიდიდუალურ მოთხოვნებს. ამასთან შესაძლებელია საუზმის ნომერში გამოძახების სერვისიც.

არანაკლებ მრავალფეროვანი მენიუ დაგხვდებათ castello mare-ს ბარში სადაც სხვადასხვა სახის ალკოჰოლი, კოქტეილი და დესერტი შეგიძლიათ დააგემოვნოთ, მხიარულ ატმოსფეროსთან ერთად, რომელიც სულ სხვა ემოციებს შემმატებს თქვენს დასვენებას castello mare-ში.

დამატებითი სერვისები

castello mare-ში ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი რომ არ მოიწყინოთ და ნებისმიერი გემოვნების მქონე ვიზიტორმა შეძლოს დროის სასიამოვნოდ გატარება. ასე მაგალითად, სპორტის მოყვარულებისთვის, იმართება მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია სადაც მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ თქვენს საყვარელ გუნდს დაუჭიროთ მხარი. ფილმის მოყვარულებს castello mare გეპატიჟებათ ყოველდღიურ ფილმის საღამოებზე მყუდრო და რომანტიულ გარემოში.

მაგრამ თუ უფრო აქტიური დასვენების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ სხვადახვა სპორტით ან აქტივობით დაკავდეთ. შეგიძლიათ ითამაშოთ ბადმინტონი, ტენისი, პინკ-პონგი, ბოულინგი და სხვა სამაგიდო თამაშები. ასევე შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი სასტუმროსთან ახლოს მდებარე ულამაზეს ტროპიკულ ტყეში ან უფრო ექსტრემალური თავგადასავლებისთვის გამოსცადოთ დაივინგი შავ ზღვაში. სასტუმროში ასევე მხიარულ საღამოებთ მოგიწყობთ ანიმატორთა გუნდი, გასიამოვნებთ ცოცხალი მუსიკით და სხვადასხვა გასართობი აქტივობებით.

ღირებულება

თუ სასტუმრო castello mare-ს არჩევა გადაწყვიტეთ, უნდა გაითვალისწინოთ რომ ერთი ნომრის ღირებულება სეზონისა და კატეგორიის მიხედვით განსხვავდება. ასევე გაითვალისწინეთ რომ ზაფხულის სეზონზე მოთხოვნა შედარებით მაღალია და სასურველია თუ ნომერს შედარებით ადრე დაჯავშნით. მიმდინარე პერიოდისთვის, castello mare-ს ნომრის ერთი ღამით დაქირავება მინიმუმ 894 ლარი დაგიჯდებათ და ფასები ნომრის კატეგორიის მიხედვით 2100 ლარამდე იზრდება.

სერვისები ბავშვებისთვის

სასტუმროს გუნდი გთავაზობთ გასართობ სივრცეს და სამაგიდო თამაშებს მცირეწლოვანი სტუმრებისთვის. ასევე მენიუში გათვალისწინებულია საჭირო კვება ბავშვებისთვის, რაც ბევრად კომფორტულს ხდის თუნდაც მშობლებისთვის, ბავშვებთან ერთად დასვენებას.