სასტუმრო Orbi Batumi

Orbi Batumi

  1. სასტუმროების მიმოხილვა

Orbi Batumi ცნობილია მოგზაურებში როგორც მყუდრო აპარტამენტების დაქირავების შესაძლებლობა, იდეალური ადგილმდებარეობით, კომფორტული პირობებით და შედარებით ბიუჯეტური ფასებით. აქ სხვადასხვა ტიპის აპარტამენტების დაქირავებაა შესაძლებელი, სადაც დაგხვდებათ ყველა პირობა კომფორტული დასვენებისთვის.

სასტუმრო Orbi Batumi ზღვის პირას

მდებარეობა

ულამაზეს ბათუმში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარე Orbi Batumi შესანიშნავი ადგილმდებარეობით გამოირჩევა. აქ დასვენებით შესაძლებლობა გექნებათ მარტივად დაათვალიეროთ ბათუმის ცალკეული ღირსშესანიშნაობები, ისიამოვნოთ ულამაზესი ხედებით ქალაქსა და ზღვაზე და ამასთან უფრო მრავალფეროვანი გახადოთ თქვენი დასვენება ზღვისპირა ქალაქში მასთან ახლოს მდებარე სხვადასხვა რესტორნების, კაფეებისა თუ გასართობ ცენტრებში სტუმრობით. Orbi Batumi მდებარეობს, ე.წ ახალ ბულვართან ახლოს, შერიფ ხიმშიაშვილის 7 ნომერში. აპარტამენტები საკმაოდ ახლოსაა ზღვასთან რაც შესაძლებლობას გაძლევთ ნომრებიდან ისიამოვნოთ ზღვის პანორამული ხედებით და ბათუმის ულამაზესი თანამედროვე არქიტექტურით.

ამასთან, Orbi Batumi–თან ახლოს მდებარეობს ბათუმის ისეთი ცნობილი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა ბათუმის ბულვარი, მოცეკვავე შადრევნები, მშვიდობის ხეივანი და სხვა. თუ მანქანით მგზავრობთ, სასტუმროსთან საკმაოდ ახლოსაა ბათუმის აეროპორტიც. გართობისთვის კი შეგიძლიათ აპარტამენტებთან ახლოს მდებარე ქართულ და უცხოურ რესტორნებსა თუ კაფეებს ესტუმროთ. ასევე რამდენიმე წუთიანი სეირნობის შემდეგ, მარტივად აღმოჩნდებით ბათუმის ცნობილ პლიაჟზე ან აკვაპარკში, რომელიც მხიარული თავგადასავლებისთვის იდეალური ადგილია.

სასტუმრო Orbi Batumi-ს ინტერიერი

დიზაინი

Orbi Batumi-ის დიზაინი გამორჩეული და შთამბეჭდავია. დავიწყოთ ექსტერიერით, რომელიც სრულად შთაგონებულია თანამედროვე არქიტექტურის ელემენტებით. მრავალსართულიანი კომპლექსი, გამჭვირვალე ეფექტების გამოყენებით, ქმნის ზღვის ფერების და ტალღების იმიტაციას. ლურჯსა და თეთრ ფერში შექმნილი დიზაინი იდეალურად ერწყმის შავი ზღვის ესთეტიკას. ზღვის ფერებითაა ასევე შთაგონებული აპარტამენტების შიდა დიზაინიც, სადაც დაგვხდებათ თანამედროვე, ნათელი და მყუდრო ატმოსფეროს მქონე ინტერიერი.

თეთრსა და ლურჯ ფერებში შექმნილი დიზაინი, კიდევ უფრო გამოკვეთს, ზღვის პანორამული ხედების სილამაზეს და საოცარ გარემოს ქმნის. თითოეულ ნომერში შექმნილია მინიმალისტური დიზაინი, ფერადი დეკორაციების გამოყენებით. ამასთან ნათელი ფერების გამოყენებით, შექმნილია მეტი სივრცე, რაც საკმაოდ კომფორტული მოცემულობაა მშვიდი დასვენებისთვის.

სერვისები და ობიექტები

გამომდინარე იქედან რომ Orbi Batumi აპარტამენტული სტილის სასტუმროა, მისი სერვისები თქვენზე მორგებული ნომრების შეთავაზებით შემოიფარგლება. ორბის ჯგუფი, რომელთა პოვნა აპარამენტების მთავარ შესასვლელში შეგიძლიათ, ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად, ყოველთვის დაგეხმარებიან. ისინი 24 საათის მანძილზე, ყოველდღე არიან ხელმისაწვდომები რათა თქვენს შეკითხვებზე გიპასუხონ და საჭიროების შემთხვევაში უგზრუნველყონ შესაბამისი მოთხოვნით.

სასტუმრო Orbi Batumi-ს ნომერი

სასტუმროს ნომრები

Orbi Batumi–ის თითოეული ნომერი გთავაზობთ ყველა იმ პირობას რომელიც დაგეხმარებათ სრულყოფილ დასვენებაში. თითეული ნომერი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რათა არ შეგექმნათ რაიმე სახის პრობლემა. კონკრეტულად, ორბის აპარტამენტები მოიცავს ძირითად ორ სივრცეს: საძინებელსა და სამზარეულო სივრცეებს. უმეტესი ნაწილი ნომრებისა, სტუდიოს ტიპისაა. Orbi Batumi–ის სამზარეულოში დაგხვდებათ მაცივარი, გაზქურა და ყველა ის ინვენტარი რაც გაგიმარტივებთ კვების სრულფასოვნად უზრუნველყოფას. კომფორტული ავეჯი და ჰიგინეური საშუალებები კი დაგხვდებათ ნომრების საძინებლებსა და აბაზანებში. Orbi Batumi–ის აპარტამენტების დიდი უპირატესობაა ის, რომ თითოეულ ნომერს აქვს აივანი, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ბათუმსა და შავ ზღვაზე.

Orbi Batumi–ში შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპისა და ზომის აპარტამენტის დაქირავება. აქ ხელმისაწვდომია როგორც ერთსაძინებლიანი, ასევე ორ და სამსაძინებლიანი ნომრები, რომლებიც იდეალურია თუ მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად ისვენებთ. მსგავსი ნომრები 4–6 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. Orbi Batumi ასევე გთავაზობთ ე.წ deluxe ნომრებს.

კვება

Orbi Batumi აპარტამენტების ტიპის სასტუმროა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ შეგიძლიათ იქირაოთ აპარტამენტი, სრული აღჭურვილობით და თქვენი საჭიროებებისამებრ დაისვენოთ. თითოეულ ნომერში განთავსებულია სამზარეულოს სივრცე ყველა საჭირო ინვენტარით, რაც მეტად გაამარტივებს იმას, რომ მოამზადოთ თქვენთვის სასურველი საკვები. ასე რომ Orbi Batumi–ის სტუმრებმა, კვება თქვენ თვითონვე უნდა უზრუნველყოთ.

ღირებულება

Orbi Batumi–ში აპარტამტენტის ღირებულება ორ მთავარ ფაქტორზეა დამოკიდებული, ნომრის ტიპსა და სეზონზე. მაგალითად, ზაფხულის განმავლობაში Orbi Batumi–ზე მოთხოვნა მაღალია და შესაბამისად ფასებიც, შედარებით იზრდება, რასაც ვერ ვიტყვით სხვა სეზონებზე. მიმდინარე პერიოდისთვის, Orbi Batumi–ში ერთი ღამით ნომრის ქირაობა მინიმუმ 222 ლარი დაგიჯდებათ, მაგრამ თუ საოჯახო ნომერს იქირავებთ, ფასი შედარებით მაღალი იქნება.

სერვისები ბავშვებისთვის

ვინაიდან Orbi Batumi აპარამენტული სტილის სასტუმროა, უშუალოდ ბავშვებისთვის არაა შექმნილი სპეციალური სერვისები, თუმცა სასტუმროს ადგილმდებარეობა ქმნის ბავშვებისთვის საკმაოდ კომფორტულ გარემოს. კონკრეტულად, სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს აკვაპარკი, რომელიც იდეალური ადგილი იქნება გასართობათ. ასევე ახლოსაა ბათუმის ბულვარი, სადაც შეგიძლიათ გაასეირნოთ ბავშვები. ასევე შეგიძლიათ წაიყვანოთ მოცეკვავე შადრევნების შოუზე, რომლებიც ბავშვებს ძალიან მოსწონთ.