სასტუმრო New Sairme

New Sairme

  1. სასტუმროების მიმოხილვა

თუ ბუნებაში მშვიდი და კომფორტული დასვენება გსურთ, მაშინ ამისთვის იდეალური არჩევანი იქნება უმაღლესი დონის სასტუმრო New Sairme, გამორჩეული მდებარეობით, სერვისებითა და პოზიტიური ატმოსფეროთი, რომელიც შესანიშნავია როგორც ზრდასრული ასევე მცირეწლოვანი ვიზიტორებისთვის.

სასტუმრო New Sairme-ს ტერასა

მდებარეობა

ცნობილი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო New Sairme, კურორტ საირმეში მდებარეობს, რომელიც პოპულარულია კლიმატოთერაპიით დაინტერესებულ ადამიანებში. საირმეს გასაოცარი ბუნება, მინერალებით სავსე ჰავა და ვიზიტორებისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა ამ ადგილს ნებისმიერ სეზონზე მიმზიდველს ხდის მოგზაურებისთვის.

რაც შეეხება უშუალოდ სასტუმრო New Sairme–ს მისი ადგილდებარეობის პოვნა საკმაოდ მარტივია, რადგან მთავარ, ქუთაისი–ბაღდადის გზასთან ახლოს მდებარეობს. ასევე ახლოს ჩამოედინება მდინარე წაბლარასწყალი. ულამაზესი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, New Sairme–ს ფანჯრებიდან ბუნების საუცხოო ხედი იშლება. ამასთან ეს ადგილმდებარეობა ხელსაყრელია რადგან ახლოს მდებარეობს კურორტის სპა ცენტრი და ღია ტიპის კაფე, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და ადგილობრივი მენიუც დააგემოვნოთ.

სასტუმრო New Sairme-ს ინტერიერი და ბუხარი

დიზაინი

სასტუმროს დიზაინი ერთდროულად წარმოადგენს მყუდრო და თანამედროვე ინტერიერის ნაზავს, რომელიც იდეალურად შეესაბამება კურორტის ესთეტიკას. აქ დაგხვდებათ დახვეწილი და პოზიტიური ატმოსფეროს მქონე სივრცე, ფერადი ინტერიერით, ხის დეკორაციებით და მწვანე საფარით, რომელიც კიდევ უფრო დაგაახლოვებთ ბუნებასთან.

აღსანიშნავია, რომ New Sairme–ს თითოეული მოსასვენებელი სივრცე ერთმანეთისგან განსხვავებული და ორიგინალური ინტერიერით გამოირჩევა. მყუდრო საკონფერენციო დარბაზი, თანამედროვე არქიტექტურული ელემენტებით, მუქ წითელ და შავ ფერებში გადაწყვეტილი რესტორანი, ლურჯი სივრცეები აუზისთვის და სპა ცენტრისთვის საერთო ჯამში საკმაოდ დახვეწილ გარემოს ქმნის, რომელიც ნამდვილად მოახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას. გარე მოსასვენებელი სივრცეების ინტერიერში აქცენტი ხის ელემენტებზეა გაკეთებული, რაც იდეალურად ერწყმის ბუნების ხედებს და ძალიან მყუდრო და სასიამოვნო გარემოს ქმნის.

სასტუმრო New Sairme-ს ავტო პარკი

სერვისები და ობიექტები

New Sairme–ში იდეალური გარემოა შექმნილი იმისთვის რომ დაისვენოთ, დააგროვოთ მხიარული მოგონებები და ამასთან განიტვირთოთ. აქ ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მქონე ვიზიტორზეა გათვლილი სერვისები რაც საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს ქმნის. დავიწყოთ იმით, რომ სასტუმროში სამი სხვადასხვა ტიპის საცურაო აუზია განთავსებული, მათგან ორი ღია, ერთი კი დახურული ტიპისაა.

ფიზიკური განტვირთვისთვის, შეგიძლიათ New Sairme–ს სპა ცენტრს ესტუმროთ. აქ ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის მასაჟი და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სერვისები. უფრო განსხვავებული გამოცდილებისთვის, შეგიძლიათ ისარგებლოთ თურქული ჰამამის ტიპის სივრცეებით, ორთქლის აბაზანების ცენტრს ან ეწვიოთ საუნას.

ამასთან სასტუმროს ტერასაზე მოწყობილია მოსასვენებელი სივრცეები სადაც შეგიძლიათ განიტვირთოთ და ულამაზესი ხედებით ისიამოვნოთ. საქმიანი შეხვედრებისთვის, კი New Sairme ორ განსხვავებულ სივრცეს გთავაზობთ შეხვედრების ჩასატარებლად, სადაც სასტუმროს გუნდი ყველა საჭირო ინვენტარითაც მოახდენს თქვენს უზრუნველყოფას.

  • რესტორანი
  • ბარი
  • ღია და დახურული აუზები
  • სპა ცენტრი
  • საუნა
  • ბიზნეს ცენტრი
სასტუმრო New Sairme-ს ნომერი

სასტუმროს ნომრები

New Sairme–ს ნომრები კომფორტულობითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. ნათელი ფერები, უმაღლესი ხარისხის ავეჯი, ესთეტიურად ელეგანტური დეკორაციები და გასაოცარი ხედები სასიამოვნო გარემოს ქმნის დასვენებისთვის. ამასთან თითოეული ნომერი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რათა სრულფასოვნად შეძლოთ დასვენება.

New Sairme იდეალურია როგორც წყვილებისთვის ასევე მათთვის ვინც ოჯახთან ერთად ისვენებს. აქ შესაძლებელია სტნადარტული და საოჯახო ნომრების არჩევა, რომლებიც ოთხი ადამიანისთვისაა განკუთვნილი. ასევე შესაძლებელია ე.წ deluxe ნომრის არჩევა.

სასტუმრო New Sairme-ს სამზარეულო

კვება

სასტუმროს რესტორანი გთავაზობთ დახვეწილ და გემრიელ მენიუს, სადაც შესულია როგორც კერძები ქართული და ევროპული სამზარეულოდან. ჯანსაღი კვების ან სპეციფიური მოთხოვნების მქონე დამსვენებლებისთვის, ასევე შესაძლებელია სპეციალური მენიუს გამოყენება. აღსანიშნავია, რომ New Sairme–ს რესტორანი მყუდრო გარემოთი გამოირჩევა. შედარებით მუქი ინტერიერი, ხის დეკორთან ერთად საოცრად კომფორტულ გარემოს ქმნის. სასტუმროს გუნდი ასევე გთავაზობთ საუზმის ნომერში მიწოდების სერვისსაც. აღსანიშნავია, რომ რესტორნის მენიუსთან ერთად, ასევე მრავალფეროვანია დესერტებისა და ალკოჰოლური სასმელების მენიუც, რომელთა დაგემოვნება New Sairme–ს ბარში შეგიძლიათ.

დამატებითი სერვისები

New Sairme–ში რამდენიმე დამატებითი სერვისია ხელმისაწვდომი იმისთვის, რომ თქვენი დასვენება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და შთაბეჭდილებებით სავსე გახადოთ. ბუნებაში სეირნობის მოყვარულებს შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედი და გაისეირნოთ საირმის საოცარ ბუნებაში სადაც საჭირო ინფრასტრუქტურაა მოწყობილი ველოსიპედისთვის.

სპორტის მოყვარულებს სასტუმრო გთავაზობთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას, სადაც საოცარი გარემოა შექმნილი მხარდამჭერებისთვის. ამასთან შეგიძლიათ ცოცხალი მუსიკის საღამოებს დაესწროთ სადაც ქართველი მომღერლები მხიარულ განწყობას შეგიქმნიან. განსხვავებული გამოცდილების მისაღებად კი იდეალურია თუ ისარგებლებთ საცხენოსნო ტურით საირმეში.

ღირებულება

New Sairme–ში ნომრის ერთი ღამით დაქირავების ღირებულება დამოკიდებულია არჩეული ნომრის კატეგორიაზე. მიმდინარე პერიოდში მინიმალური ფასი ერთი ღამისთვის 254–262 ლარია და ფასები საშუალოდ 340 ლარამდე იზრდება. ფასები საკმაოდ მერყევია, ამიტომ რეკომენდებულია მისი წინასწარ გადამოწმება.

სერვისები ბავშვებისთვის

ბავშვებისთვის New Sairme–ში იდეალური გარემოა შექმნილი. მცირეწლოვან დამსვენებლებს შეუძლიათ გაერთონ მათთვის გამოყოფილ საცურაო აუზში და ასევე იმხიარულონ სპეციალურად მოწყობილ სათამაშო მოედანზე.