სასტუმრო Chateau Mere

Chateau Mere Hotel

  1. სასტუმროების მიმოხილვა

თუ დასვენებისას განსხვავებულ გამოცდილებას ეძებთ და გსურთ დრო ორიგინალურ გარემოში გაატაროთ, აუცილებლად მოგეწონებათ სასტუმრო Chateau Mere, სადაც იდეალურადაა გაერთიანებული აწმყოსა და წარსულის კულტურა, ქართული ტრადიციული ატმოსფერო და დასვენებისთვის შექმნილი მხიარული ატმოსფერო. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ნებისმიერი გემოვნების მქონე სტუმარმა თავი არაჩვეულებრივად იგრძნოს.

სასტუმრო Chateau Mere კავკასიონის ხედით

მდებარეობა

სასტუმრო Chateau Mere კახეთის ცენტრალურ ქალაქში, თელავში მდებარეობს. ვარდისუბის ქუჩის 15 ნომერში მდებარე სასტუმრო ოთხვარსკვლავიანია. ადგილმდებარეობა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებითაა ხელსაყრელი. პირველ რიგში ეს ულამაზესი ადგილია საიდანაც კახეთის საუცხოო ბუნების მშვენიერი ხედებით სიამოვნების შესაძლებლობა გეძლევათ. ამასთან სასტუმროსთან ბევრი ისეთი ღირსშესანიშნაობაა, რომელთა მონახულებითაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდით თქვენს მოგზაურობას კახეთში.

მანქანით მგზავრობისას მცირე დროის შემდეგ, მარტივად მოხვდებით თელავის ცენტრში და დაათვალიერებთ, მთავარ ღირსშესანიშნაობას – ერეკლე მეორეს სასახლეს. თუმცა თუ ფეხით სეირნობა გირჩევნიათ, სასტუმროსთან საკმაოდ ახლოსაა ვარდისუბნის პირველი და მეორე ეკლესია, ასევე შუამთის ახალი და ძველი მონასტრები და შუამთის ტყე. ასევე ახლოს მიედინება მდინარე ტურდო, რომლის მეორე მხარეს ასევე შეგიძლიათ მეღვინეობის მეურნეობისა და ისტორიული ეკლესიების დათვალიერება, მათ შორის ცნობილი ტაძრის სახელწოდებით ყველაწმინდა.

სასტუმრო Chateau Mere-ს დიზაინი

დიზაინი

სასტუმრო Chateau Mere გამორჩეული დიზაინის მქონეა. ასე რომ თუ ორიგინალური გარემო გიზიდავთ, Chateau Mere–ს არქიტექტურა და ინტერიერი ნამდვილად შთაბეჭდილებების ქვეშ დაგტოვებთ. დავიწყოთ, სასტუმროს ექსტერიერით, სადაც იდეალურადაა გადმოცემული ქართული ისტორიული არქიტექტურული სტილი, რაც კახეთის უძველეს ისტორიას და ულამაზეს ბუნებას საუცხოოდ უხდება. სასტუმრო აგებულია ქართული ისტორიული ციხესიმაგრეების დიზაინის შთაგონებით. აქ დაგხვდებათ ქვის გალავნები, კოშკები და ძველი სტილის არქიტექტურა, ხის აივნებითა და ტრადიციული სახლებით.

რაც შეეხება ინტერიერს, აქ იდეალურადაა გაერთიანებული ძველი ქართული კულტურული დიზაინი და თანამედოროვე არქიტექტურული ელემენტები. ნათელი ფერებისა და თანამედოვე დიზაინის ავეჯთან იდეალურ შესაბამისობაშია ტრადიციული ელემენტებით შთაგონებული დეკორი, როგორიცაა ქვის ინტერიერი, ქართული ორნამენტებით გაფორმებული ფარდები, ტერასები გალავნის კოშკურებთან ერთად და სხვა. სასტუმროს გარემო განსხვავებულ სამყაროში გაგრძნობინებთ თავს, რომელიც კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის თქვენს მოგზაურობას კახეთში.

სასტუმრო Chateau Mere-ს ეზო და აუზი

სერვისები და ობიექტები

Chateau Mere–ში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ იდეალურად დაისვენოთ. აქ მეგობრული პროფესიონალების გუნდი გიქმნით უმაღლესი დონის კომფორტს, სადაც გათვალისწინებულია სხვადასხვა გემოვნების მქონე ვიზიტორებისთვის საინტერესო აქტივობები. ასე მაგალითად, სასტუმროში განთავსებულია ორი, შიდა და ღია აუზები, სადაც შექმნილია მოსასვენებელი სივრცეებიც, მათთვის ვისაც მზის აბაზანები იზიდავს.

ფიზიკური განტვირთვისთვის კი შეგიძლიათ Chateau Mere–ს სპა ცენტრს ესტუმროთ. გარდა იმისა, რომ ცენტრი საუცხოო დიზაინით გამოირჩევა, აქ დაგხვდებათ პროფესიონალების გუნდი, რომელიც გთავაზობთ სხვადასხვა სახის, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მასაჟებს და სხვადასხვა სერვისს. ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ ცხელი ჯაკუზისთვის გამოყოფილ სპეციალურ სივრცეებს. აქვე აღსანიშნავია, რომ Chateau Mere საქმიანი შეხვედრების ქონის შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. შეგიძლიათ ისარგებლოთ შეხვედრებისთვის გამოყოფილი სივრცით და ინვენტარით, რომლებიც საქმიანი ვიზიტის სრულფასოვნად წარმართვაში დაგეხმარებათ.

  • ბარი
  • რესტორანი
  • ღია და შიდა აუზები
  • სპა ცენტრი
  • ბიზნეს ცენტრი
სასტუმრო Chateau Mere-ს ნომერი

სასტუმროს ნომრები

ცნობილი სასტუმროს Chateau Mere–ს ნომრები უნიკალური დიზაინითა და უმაღლესი დონის კომფორტით გამოირჩევა. აქ დაგხვდებათ მყუდრო და პოზიტიური ატმოსფეროს მქონე გარემო, სადაც იდეალურადაა გაერთიანებული თანამედროვე და ტრადიციული ქართული ინტერიერი. ხის მოჩუქურთმებული ავეჯი, საუცხოო ადგილობრივი დეკორი, ქვის ინტერიერი, ფერადი კედლები და ულამაზესი ბუნების ხედები თითოეულ ნომერში შთამბეჭდავ და დახვეწილ გარემოს ქმნის. 

ამასთან, Chateau Mere–ს ნომრები გამოირჩევა მათი კატეგორიის მრავალფეროვანი არჩევანით. აქ იდეალური გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ შეძლოთ როგორც ოჯახთან ასევე საყვარელ ადამიანთან ერთად დასვენება. Chateau Mere–ში შეგიძლიათ აირჩიოთ ისეთი კატეგორიის ნომრები, როგორიცაა სტანდარტული ნომრები, king, ორადგილიანი ან ერთადგილიანი საწოლებით ან საოჯახო ნომრები, რომლებიც 4–6 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. 

სასტუმრო Chateau Mere-ს რესტორანი

კვება 

Chateau Mere ვიზიტორებს უმაღლესი ხარისხის გემრიელ მენიუს სთავაზობს, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვნებით. აქ დაგხვდებათ ჯანსაღი კვებით შთაგონებული კერძების მრავალფეროვანი არჩევანი, ადგილობრივი ხილის ასორტიმენტი, ქართული და ევროპული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები და რაც მთავარია, ცნობილი კახური ღვინო, ათასწლოვანი ისტორიით. 

აუცილებელია ავღნიშნოთ Chateau Mere–ს გასაოცარი ინტერიერის მქონე რესტორანი, რომელიც სრულად ქართული ტრადიციებთა და კულტურითაა შთაგონებული. ქვის კედლები, თაღოვანი განლაგება, ფერადი ფარდაგები, ყანწები და ბუხარი განსაკუთრებულ და მყდურო გარემოს ქმნის, რომლის ფონზეც დროს უფრო სასიამოვნოდ გაატარებთ. 

გასეირნება ცხენით Chateau Mere-ში

დამატებითი სერვისები

სასტუმრო Chateau Mere–ში ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის მოიძებნება საინტერესო აქტივობა, რომლითაც შეძლებს დრო სასიამოვნოდ გაატაროს. სასტუმროს ულამაზესი ეზო, ორიგინალური მოსასვენებელი სივრცეებითა და ბუნების საუცხოო ხედებით, სიმშვიდის მოყვარულებს ნამდვილად მოგეწონებათ. 

ამასთან სასტუმრო გთავაზობთ ადგილობრივი სამზარეულოს შესწავლის კლასებს, სადაც საინტერესო გამოცდილებას მიიღებთ და დროსაც მხიარულად გაატარებთ. ხელოვნების მოყვარულებს შეგიძლიათ დაესწროთ სასტუმროში დროგამოშვებით გამართულ გამოფენებს, სადაც უამრავ საინტერესო ქართველ მხატვარს აღმოაჩენთ.

სპორტის მოყვარულებს შეგიძლიათ ტენისის კორტებით ისარგებლოთ, ხოლო მხიარული საღამოებისთვის სასტუმროს ბარს ესტურმოთ, სადაც ვიზიტორების საყვარელი აქტივობა კარაოკე ბარით გართობაა. განსხვავებული გამოცდილების მისაღებად კი საუკეთესოა თუ იქირავებთ ცხენს და ულამაზეს ბუნებაში გაისეირნებთ. 

ღირებულება

სასტუმრო Chateau Mere–ში ერთი ღამით ნომრის დაქირავების საფასური ნომრის კატეგორიაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მიმდინარე პერიოდისთვის ერთი ღამის Chateau Mere–ში გასატარებლად მინიმუმ 369 ლარი დაგჭირდებათ, თუმცა გვიანი შემოდგომის პერიოდში ფასი 284 ლარამდე მცირდება. 

სერვისები ბავშვებისთვის

თუ ბავშვებთან ერთად ისვენებთ, Chateau Mere ამისთვის შესანიშნავ გარემოსა და პირობებს გთავაზობთ. სასტუმროს ბაღი და მოსასვენებლი სივრცეები იდეალურია იმისთვის, რომ პატარა დამსვენებლებმა გართობა შეძლონ. ამასთან სასტუმროს გუნდი მათ სხვადასხვა ტიპის სამაგიდო თამაშებს სთავაზობს რათა დრო მხიარულად გაატარონ.