სასტუმრო sheraton metechi palace

sheraton metechi palace

  1. სასტუმროების მიმოხილვა

ცნობილი, პრემიუმ კლასის სასტუმრო sheraton metechi palace იდეალურია მათთვის ვინც ეძებს კომფორტულ გარემოსა და დახვეწილ ატმოსფეროს, სადაც მიიღებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და შეძლებს დროის საინტერესოდ გატარებას. აქ ყველაფერია იმისთვის რომ სრულფასოვნად განიტვირთოთ.

მდებარეობა

სანამ უშუალოდ სასტუმროს გამორჩეულობაზე დავიწყებდეთ საუბარს, აუცილებელია აღინიშნოს sheraton metechi palace-ს ხელსაყრელი და იდეალური ადგილმდებარეობა. დედაქალაქ თბილისში განთავსებული, პრემიუმ კლასის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო თელავის ქუჩის 20 ნომერში მდებარეობს. ეს ადგილი შესანიშნავია, თუ გსურთ რომ თბილისის პანორამული ხედებით ისიამოვნოთ. აქედან იდეალური ხედი იშლება თბილისის ისტორიულ უბანზე და სასტუმროს ნომრებიდან გაქვთ შესაძლებლობა მტკვრისა და მთაწმინდის ულამაზესი ხედებით დატკბეთ.

ამასთან sheraton metechi palace საკმაოდ მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს, რადგან ახლოსაა თბილისის რამდენიმე ღირსშესანიშნაობასთან და ასევე აქედან მარტივად მოხვდებით დედაქალაქის ცენტრალურ და ისტორიულ ნაწილში. სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს მეტრო 300 არაგველი, რომელიც ქალაქში გადაადგილების ყველაზე დროული საშუალებაა. sheraton metechi palace-თან ახლოს ასევე ბევრი კაფე და რესტორანია, სადაც დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებთ. გასეირნების მოყვარულთათვის კი იდეალურია იქვე მდებარე ფარნავაზ მეფისა და წინანდლის ბაღები.

დიზაინი

სასტუმრო sheraton metechi palace-ში გამორჩეულად დახვეწილი და მდიდრული ატმოსფერო დაგხვდებათ. დავიწყოთ ორიგინალური ექსტერიერით, რომელიც თქვენს ყურადღებას ნამდვილად მიიქცევს. თანამედროვე არქიტექტურის სტილით შთაგონებული შენობა შიდა ტერასებითა და აივნებით საკმაოდ საინტერესო შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა ფერთა შეხამებისა და სტილის გამოკვეთის ნამდვილი ხელოვნება ინტერიერშია გადმოცემული.

აქ დაგხვდებათ საოცრად ელეგანტური გარემო, სადაც იდეალურადაა ერთმანეთთან შეთავსებული კლასიკური და მოდერნული ინტერიერი. ფერადი დეკორი და აქცენტი ოქროსფერ ელემენტებზე კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს sheraton metechi palace-ის მდიდრულ იერს. ასევე აღსანიშნავია მოსასვენებელი სივრცეების ინტერიერი, სადაც აქცენტი მყუდროებასა და მწვანე გარემოს შექმნაზეა გაკეთებული.

სერვისები და ობიექტები

პრემიუმ კლასის სასტუმრო sheraton metechi palace-ში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის რომ საინტერესოდ და სრულყოფილად დაისვენოთ. მრავალფეროვანი მოსასვენებელი სივრცეები, მეგობრული პერსონალი და ხელმისაწვდომი სერვისების ფართო არჩევანი თქვენს დასვენებას თბილისში კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. sheraton metechi palace-ში განთავსებულია, როგორც შიდა ასევე ღია აუზი, სადაც მოსასვენენებელი სივრცე მყუდრო სტილშია მოწყობილი. მწვანე ტერასაზე მოწყობილია სივრცე იმისთვისაც, რომ მზეზე დასვენება შეძლოთ. ასევე ფიზიკური სიჯანსაღისთვის, შეგიძლიათ sheraton metechi palace-ის სპა ცენტრის მომსახურებით ისარგებლოთ, სადაც პროფესიონალი გუნდისგან შეძლებთ სხვადასხვა სასარგებლო სერვისის მიღებას.

აქტიური რუტინის მოყვარულებისთვის სასტუმროში ხელმისაწვდომია ფიტნეს ცენტრი, ყველა საჭირო ინვენტარით, როგორც კარდიო, ასევე იოგისა და უფრო აქტიური ფიზიკური ვარჯიშის მოყვარულთათვის. და თუ სალონში ვიზიტისთვის ცოტა დრო გაქვთ, შეგიძლიათ sheraton metechi palace-ს თავის მოვლის სერვისებით ისარგებლოთ, გაიკეთოთ მანიკური, პედიკური და სხვადასხვა თმის ვარცხნილობა.

  • ბარი
  • რესტორანი
  • შიდა და ღია აუზები
  • სპა ცენტრი
  • ფიტნეს ცენტრი
  • სალონი

სასტუმროს ნომრები

sheraton metechi palace-ის ნომრები ელეგანტური დიზაინით და უმაღლესი კომფორტით გამოირჩევა. თანამედროვე სტილის ავეჯი, ფერადი დეკორაციები, ხის ელემენტები და სიმყუდროვისა და მდიდრული იერის იდეალალური გამოკვეთა ინტერიერში, სასტუმროს თითოეულ ნომერში საოცარ ატმოსფეროს ქმნის. ყველა ნომერი საჭირო ინვენტარითა თუ ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებით სრულად არის უზრუნველყოფილი. ამასთან sheraton metechi palace-ის ნომრებიდან ულამაზესი ხედები იშლება თბილისზე.

ისვენებთ ოჯახით თუ საყვარელ ადამიანთან ერთად, sheraton metechi palace-ში ნომერთა მრავალფეროვანი კატეგორიიდან შეგეძლებათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი და მოსახერხებელი. აქ ხელმისაწვდომია სტანდარტული ნომრები ერთ და ორ ადგილიანი საწოლებით და ასევე საპრეზიდენტო ნომერი ორი ადამიანისთვის. ამასთან შეგიძლიათ აირჩიოთ საოჯახო ნომრები სადაც 4-5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ამასთან ხელმისაწვდომია ნომრები აივნით და მის გარეშე.

კვება

sheraton metechi palace-ში ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის მოიძებნება შესაბამისი მენიუ. აქ მუშაობენ პროფესიონალი მზარეულები იმისთვის, რომ შექმნან გემრიელი და დახვეწილი მენიუ, ჯანსაღი ინგრედიენტების დახმარებით. sheraton metechi palace-ის ულამაზეს რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ქართული ასევე უცხოური სამზარეულოს კერძები. ხელმისაწვდომია სპეციალური კერძები მათთვის ვინც ვეგანია ან ჯანსაღი კვების მოყვარულია.

ასევე შესაძლებელია საუზმის ნომერში მიწოდების სერვისი. დესერტებისთვის, ალკოჰოლური სასმლის ფართო არჩევანისთვის კი შეგიძლიათ sheraton metechi palace-ის ბარს ესტუმროთ, სადაც საკმაოდ პოზიტიური გარემო დაგხვდებათ.

დამატებითი სერვისები

sheraton metechi palace-ის ერთ-ერთი გამორჩეული დამატებითი სერვისია ბიზნეს ცენტრის არსებობა, რომელიც იდეალურია მათთვის, ვინც დედაქალაქს და კონკურეტულად ამ სასტუმროს საქმიანი ვიზიტით სტუმრობს. აქ დაგხვდებათ სპეციალურად მოწყობილი სივრცე შეხვედრებისთვის და კონფერენციებისთვის, ხოლო sheraton metechi palace-ს გუნდი დაგეხმარებათ ყველა საჭირო ინვენტარით, რათა საქმიანი შეხვედრის მიზანი მარტივად განახორციელოთ.

ამასთან თუ სპორტის მოყვარული ხართ, სასტუმროში შეგიძლიათ დაესწროთ სხვადასხვა მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას, სადაც მოწყობილია მყუდრო და სასიამოვნო გარემო გულშემატკივრებისთვის, სასმლისა და დესერტების მენიუსთან ერთად. და თუ დედაქალაქში გასეირნება გსურთ, შეგიძლიათ sheraton metechi palace-ში იქირაოთ ველოსიპედი და მოაწყოთ ველოტური დედაქალაქში.

ღირებულება

სასტუმრო sheraton metechi palace პრემიუმ კლასისაა და აქ ფასები შედარებით მაღალი და შესაბამისია შემოთავაზებულ სერვისის ხარისხთან. აქ ერთი ღამის გატარების ღირებულება არჩეული ნომრის კატეგორიით განისაზვრება. მაგალითად, მიმდინარე პერიოდში, sheraton metechi palace-ში ერთი ღამის გატარება მინიმუმ 499 ლარი დაგიჯდებათ თუმცა ამავე კატეგორიაში ფასები 525-დან 711 ლარამდე იცვლება. რაც შეეხება უფრო მაღალი კლასის ნომრებს, აქ ერთი ღამის საფასური მინიმუმ 1100 ლარით განისაზღვრება.

სერვისები ბავშვებისთვის

sheraton metechi palace-ში კომფორტული და სასიამოვნო გარემოა შექმნილი ბავშვებისთვის. აქ მათ დახვდებათ სათამაშო შიდა სივრცე, დახურული აუზი, რომელიც სრულიად უსაფრთხოა მათთვის და სპეციალური მენიუ რესტორანში, სადაც ყველა კერძი უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით გამოირჩევა.